საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორჯომელებს რესტავრირებული საცხოვრებელი არ მოსწონთ
ბორჯომელებს რესტავრირებული საცხოვრებელი არ მოსწონთ

ბორ­ჯომ­ში, ცხრა აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რებ­ლი­დან გა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ სა­კუ­თარ ბი­ნებს და­უბ­რუნ­დნენ. თუმ­ცა, მათ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი კორ­პუ­სი არ მოს­წონთ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი იმ მო­ტი­ვით და­ტო­ვეს, რომ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევ­დათ. ამას­თან, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბო­ლომ­დე დას­რუ­ლე­ბულ არ არის და 12 ოჯა­ხი­დან ორი სა­კუ­თარ სახ­ლში შეს­ვლას ვერ ახერ­ხებს. "ვინც ეს ოთა­ხე­ბი და­აპ­რო­ექ­ტა, ეძი­ნა და ისე აპ­რო­ექ­ტებ­და? შე­სას­ვლე­ლი შე­სას­ვლელს არ ჰგავს და ოთა­ხი ოთახს. ბი­ნებ­ში მხო­ლოდ წყა­ლი და დენი გვაქვს. წყა­ლიც პრობ­ლე­მუ­რია, პირ­ველ სარ­თულ­ზე თუ მო­უშ­ვი, მე­ო­რე­ზე წყდე­ბა. გა­ზის შე­მოყ­ვა­ნას კი შვი­დი თვეა გვპირ­დე­ბი­ან. ტე­ლე­ვი­ზორს ვერ ვუ­ყუ­რებთ, ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი კა­ბე­ლის გა­მოყ­ვა­ნა რა პრობ­ლე­მა გახ­და?", - ამ­ბო­ბენ კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ბორჯომელებს რესტავრირებული საცხოვრებელი არ მოსწონთ

ბორჯომელებს რესტავრირებული საცხოვრებელი არ მოსწონთ

ბორჯომში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, ორსართულიანი საცხოვრებლიდან გამოსახლებული ოჯახები, წელიწადნახევრის შემდეგ საკუთარ ბინებს დაუბრუნდნენ. თუმცა, მათ რეაბილიტირებული კორპუსი არ მოსწონთ და ხელისუფლებას ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მოსახლეობის თქმით, მათ საცხოვრებელი იმ მოტივით დატოვეს, რომ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის გაკეთება მოუწევდათ. ამასთან, საცხოვრებელი ბოლომდე დასრულებულ არ არის და 12 ოჯახიდან ორი საკუთარ სახლში შესვლას ვერ ახერხებს. "ვინც ეს ოთახები დააპროექტა, ეძინა და ისე აპროექტებდა? შესასვლელი შესასვლელს არ ჰგავს და ოთახი ოთახს. ბინებში მხოლოდ წყალი და დენი გვაქვს. წყალიც პრობლემურია, პირველ სართულზე თუ მოუშვი, მეორეზე წყდება. გაზის შემოყვანას კი შვიდი თვეა გვპირდებიან. ტელევიზორს ვერ ვუყურებთ, ერთი ცენტრალური კაბელის გამოყვანა რა პრობლემა გახდა?", - ამბობენ კორპუსის მცხოვრებლები.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა