მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ გავხდი ირინა ენუქიძე, თორემ მეც მომკლავდნენ"
"ვერ გავხდი ირინა ენუქიძე, თორემ მეც მომკლავდნენ"

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა ახ­ლა­ხან გა­ნა­ცხა­და, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე კუდ-ის ყო­ფილ უფ­როს დათა ახა­ლა­ი­ას ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა. თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­ხე­ლი ნაკ­ლე­ბად გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბებ­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბა. ერთ-ერ­თია 2006 წლის 12 იან­ვარს დათა ახა­ლა­ი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია, რომ­ლის დრო­საც უმო­წყა­ლოდ ჩა­ცხრი­ლეს სამი ახალ­გაზ­რდა: 21 წლის რო­მან სურ­მა­ნი­ძე, 17 წლის შოთა გორ­გა­ძე და 23 წლის მა­რად არ­თმე­ლი­ძე (ამ ამ­ბი­დან ძა­ლი­ან მალე, 28 იან­ვარს, მოკ­ლეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნიც).

უმო­წყა­ლოდ ჩა­ხო­ცი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი მა­შინ სა­შიშ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, რუს­თა­ვის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე თავ­დას­ხმას და პა­ტიმ­რე­ბის გაქ­ცე­ვის მო­წყო­ბას გეგ­მავ­დნენ, რის შე­სა­ხე­ბაც კუდ-ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და. ამის სა­ფუძ­ველ­ზე კი ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და. ბი­ჭებს 10-11 ტყვია ჰქონ­დათ მოხ­ვედ­რი­ლი...

2012 წელს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, კუდ-იდან მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­მო­ჟო­ნა, - ეს არის სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გილ­ზე ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი დათა ახა­ლა­ია გუ­რამ დო­ნა­ძეს ელა­პა­რა­კე­ბა. ორი­ვეს სა­ხე­ზე ღი­მი­ლი დას­თა­მა­შებს. ახა­ლა­ია ხსნის ავ­ტო­მატს და დაბ­ლა (სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­წა­ზე გარ­თხმულ ახალ­გაზ­რდას) უშ­ვერს, დო­ნა­ძე გვერ­დზე ხტე­ბა, რომ შემ­თხვე­ვით ტყვია არ მოხ­ვდეს.

21 წლის რო­მან სურ­მა­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რებ­მა ამ საქ­მის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გვი­ამ­ბეს.

შოთა სურ­მა­ნი­ძე, რო­მან სურ­მა­ნი­ძის ბიძა: - ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში არ ჩანს, ვის უმიზ­ნებს ახა­ლა­ია, მაგ­რამ მი­თხრეს, რომ მან კმა­ყო­ფი­ლი სა­ხით პირ­და­პირ თავ­ში და­უ­მიზ­ნა ჩემს ძმის­შვილს... მარ­თლა ტე­რო­რის­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო რო­მა­ნი, განა დამ­ნა­შა­ვის დას­ჯის­თვის სხვა მე­თო­დე­ბი არ არ­სე­ბობ­და?! არა­და, მთელ ცი­ხის­ძირ­ში იცი­ან, თუ რო­გო­რი წე­სი­ე­რი და მშრო­მე­ლი ბიჭი იყო. რა­ტომ­ღაც გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ინ­ტე­რეს­და მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბით. მეტ­საც გე­ტყვით, ახა­ლა­ი­ამ არც კი იცო­და, ვინ ჩა­ცხრი­ლა და, ალ­ბათ, ამას მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბაც არ ჰქონ­და.

- რო­გორ გა­ი­გეთ ამ უბე­დუ­რე­ბის ამ­ბა­ვი?

- ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ა­ცხა­დეს, სამი ახალ­გაზ­რდა რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე იე­რიშს გეგ­მავ­და და სა­მი­ვე ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი­აო. ამ სა­მი­დან მხო­ლოდ რო­მა­ნის გვა­რი გა­მო­ა­ცხა­დეს, რად­გან მას ჯი­ბე­ში პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ედო. და­ნარ­ჩე­ნი ორის ვი­ნა­ო­ბა და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი იყო. ვი­ფიქ­რეთ, იქ­ნებ სა­ხე­ლი და გვა­რი ემ­თხვე­ვა, სად ჩვე­ნი რო­მა­ნი და სად სპე­ცო­პე­რა­ცია-მეთ­ქი. ამ დროს ეზოს რო­მა­ნის ატი­რე­ბუ­ლი ბა­ბუა მო­ად­გა, ჩვე­ნი რო­მა­ნი მოკ­ლე­სო...

ანი­კო სურ­მა­ნი­ძე, რო­მა­ნის დედა: "ოთხი შვი­ლი მყავს, რო­მა­ნი მე­ო­რე იყო. 29 იან­ვარს 21 წელი უნდა შეს­რუ­ლე­ბო­და... მინ­და ყვე­ლას მივ­მარ­თო, ხალ­ხს, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს: ეს არ არის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ნაკ­ლე­ბად რე­ზო­ნან­სუ­ლი ამ­ბა­ვი. უბ­რა­ლოდ, მე ვერ გავ­ხდი ირი­ნა ენუ­ქი­ძე, თო­რემ მა­სა­ვით მომ­კლავ­დნენ.…არ შე­მეძ­ლო და­მე­ტო­ვე­ბი­ნა სო­ფე­ლი და ოჯა­ხი (სამი შვი­ლი მი­სა­ხე­დი მყავს), რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი ჩა­მეც­ვა და სა­მარ­თლის სა­პოვ­ნე­ლად ქვეყ­ნის და­სა­ლი­ე­რის იქით მევ­ლო. ახლა უკვე "კვი­რის პა­ლიტ­რის" მეშ­ვე­ო­ბით ვა­ცხა­დებ, - უსა­მარ­თლო­ბაა თუნ­დაც ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დათა ახა­ლა­ი­ას თა­ვი­სუფ­ლად ყოფ­ნა. ვფიქ­რობ, ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ, რაც მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, აღარ უნდა ყო­ფი­ლი­ყო პრობ­ლე­მა. რა­ტომ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან არა­ვინ შეგ­ვეხ­მი­ა­ნა?! ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო შვი­ლი უმო­წყა­ლოდ ჩა­ცხრი­ლეს და ეს იყო ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში.

ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლომ გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ი­ღო 2006 წლის 12 იან­ვარს ჩა­ცხრი­ლუ­ლი ბი­ჭე­ბის საქ­მე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დას­კვნა საკ­მა­ოდ რე­ზო­ნან­სუ­ლი იქ­ნე­ბა".

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი გა­მო­უგზვნა და პა­სუ­ხებს ელის.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

"ვერ გავხდი ირინა ენუქიძე, თორემ მეც მომკლავდნენ"

"ვერ გავხდი ირინა ენუქიძე, თორემ მეც მომკლავდნენ"

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ახლახან განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილ უფროს დათა ახალაიას ბრალი წარედგინება. თუმცა ამ უკანასკნელის სახელი ნაკლებად გახმაურებულ მკვლელობებთანაც ასოცირდება. ერთ-ერთია 2006 წლის 12 იანვარს დათა ახალაიას ხელმძღვანელობით ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც უმოწყალოდ ჩაცხრილეს სამი ახალგაზრდა: 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის შოთა გორგაძე და 23 წლის მარად ართმელიძე (ამ ამბიდან ძალიან მალე, 28 იანვარს, მოკლეს სანდრო გირგვლიანიც).

უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდები მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ოფიციალური ვერსიით, რუსთავის N1 დაწესებულებაზე თავდასხმას და პატიმრების გაქცევის მოწყობას გეგმავდნენ, რის შესახებაც კუდ-ში შეტყობინება შევიდა. ამის საფუძველზე კი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი...

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, კუდ-იდან მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ გამოჟონა, - ეს არის სკანდალური ვიდეომასალა, სადაც სპეცოპერაციის ადგილზე ავტომატიანი დათა ახალაია გურამ დონაძეს ელაპარაკება. ორივეს სახეზე ღიმილი დასთამაშებს. ახალაია ხსნის ავტომატს და დაბლა (სავარაუდოდ, მიწაზე გართხმულ ახალგაზრდას) უშვერს, დონაძე გვერდზე ხტება, რომ შემთხვევით ტყვია არ მოხვდეს.

21 წლის რომან სურმანიძის ოჯახის წევრებმა ამ საქმის საინტერესო დეტალები გვიამბეს.

შოთა სურმანიძე, რომან სურმანიძის ბიძა: - ვიდეომასალაში არ ჩანს, ვის უმიზნებს ახალაია, მაგრამ მითხრეს, რომ მან კმაყოფილი სახით პირდაპირ თავში დაუმიზნა ჩემს ძმისშვილს... მართლა ტერორისტი რომ ყოფილიყო რომანი, განა დამნაშავის დასჯისთვის სხვა მეთოდები არ არსებობდა?! არადა, მთელ ციხისძირში იციან, თუ როგორი წესიერი და მშრომელი ბიჭი იყო. რატომღაც გამოძიება არ დაინტერესდა მასზე ინფორმაციის მოძიებით. მეტსაც გეტყვით, ახალაიამ არც კი იცოდა, ვინ ჩაცხრილა და, ალბათ, ამას მისთვის მნიშვნელობაც არ ჰქონდა.

- როგორ გაიგეთ ამ უბედურების ამბავი?

- ტელევიზიით გამოაცხადეს, სამი ახალგაზრდა რუსთავის სასჯელაღსრულების N1 დაწესებულებაზე იერიშს გეგმავდა და სამივე ლიკვიდირებულიაო. ამ სამიდან მხოლოდ რომანის გვარი გამოაცხადეს, რადგან მას ჯიბეში პირადობის მოწმობა ედო. დანარჩენი ორის ვინაობა დაუზუსტებელი იყო. ვიფიქრეთ, იქნებ სახელი და გვარი ემთხვევა, სად ჩვენი რომანი და სად სპეცოპერაცია-მეთქი. ამ დროს ეზოს რომანის ატირებული ბაბუა მოადგა, ჩვენი რომანი მოკლესო...

ანიკო სურმანიძე, რომანის დედა: "ოთხი შვილი მყავს, რომანი მეორე იყო. 29 იანვარს 21 წელი უნდა შესრულებოდა... მინდა ყველას მივმართო, ხალხს, შესაბამის უწყებებს: ეს არ არის სანდრო გირგვლიანის საქმეზე ნაკლებად რეზონანსული ამბავი. უბრალოდ, მე ვერ გავხდი ირინა ენუქიძე, თორემ მასავით მომკლავდნენ.…არ შემეძლო დამეტოვებინა სოფელი და ოჯახი (სამი შვილი მისახედი მყავს), რკინის ქალამნები ჩამეცვა და სამართლის საპოვნელად ქვეყნის დასალიერის იქით მევლო. ახლა უკვე "კვირის პალიტრის" მეშვეობით ვაცხადებ, - უსამართლობაა თუნდაც ამ თვეების განმავლობაში დათა ახალაიას თავისუფლად ყოფნა. ვფიქრობ, ამ საქმის გამოძიება მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა, აღარ უნდა ყოფილიყო პრობლემა. რატომ პროკურატურიდან არავინ შეგვეხმიანა?! ჩემი უდანაშაულო შვილი უმოწყალოდ ჩაცხრილეს და ეს იყო ყველაზე სკანდალური და სისხლიანი სპეცოპერაცია "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში.

ევროპის სასამართლომ განსახილველად მიიღო 2006 წლის 12 იანვარს ჩაცხრილული ბიჭების საქმე და დარწმუნებული ვარ, დასკვნა საკმაოდ რეზონანსული იქნება".

როგორც შევიტყვეთ, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები გამოუგზვნა და პასუხებს ელის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ