სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ბუთლიაშვილი: "კმაყოფილი ვარ კბილაშვილის უწყებით"
გოგა ბუთლიაშვილი: "კმაყოფილი ვარ კბილაშვილის უწყებით"

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს გოგა ბუ­თლი­აშ­ვილს რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მა­რი წა­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. "კვი­რის პა­ლიტ­რის" გა­სულ ნომ­რებ­ში და­ბეჭ­დილ სტა­ტი­ებს ამ­ჯე­რად თა­ვად გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

- ბა­ტო­ნო გოგა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ვისი რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა?

- დე­ტა­ლუ­რად არ მახ­სოვს. 2006 წლის ივ­ნის­ში მი­ვე­დი, უკვე ცი­ხის ბუნ­ტი მომ­ხდა­რი იყო. ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით ვმუ­შა­ობ­დი, დი­რექ­ტო­რი ალე­კო მუ­ხა­ძე გახ­ლდათ, მერე მისი მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი. 2008 წელს დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ­დი, მერე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გლ­დან­ში გა­და­ვი­და და იქაც დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ დამ­ნიშ­ნეს. 2010 წელს 7 თვე დი­რექ­ტო­რად ვი­მუ­შა­ვე, მერე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, 6 თვე­ში ისევ აღ­მად­გი­ნეს და გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გავ­ხდი.

- გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი რა იყო?

- 2010 წლის აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა დათო ჭა­კუ­ამ და­მი­ბა­რა და მი­თხრა, სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სამ­სა­ხუ­რი­დან უნდა წახ­ვი­დეო...

- ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე იმ პა­ტიმ­რე­ბის გვა­რებს ასა­ხე­ლებ­და, რო­მელ­თაც ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სას­ტი­კად ეპყრო­ბოდ­ნენ, კონ­კრე­ტუ­ლად თქვენ და ცი­ხის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელს გამ­ხელ­დათ. პა­ტიმ­რე­ბის ცემა-წა­მე­ბის შე­წყვე­ტის მო­თხოვ­ნით ის დიდ­ხანს შიმ­ში­ლობ­და. თქვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი მა­შინ ეს ხომ არ გახ­და?

- ცოტ­ნეს შიმ­ში­ლო­ბას ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არაფ­რით უკავ­შირ­დე­ბა. ცოტ­ნე იმი­ტომ შიმ­ში­ლობ­და, მი­აჩ­ნდა, უკა­ნო­ნოდ და­მი­ჭი­რე­სო. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და ერ­თმა­ნეთ­თან, მაგ­რამ თა­ვი­სე­ბუ­რი აზ­რე­ბი ჰქონ­და. ჩემი დი­რექ­ტო­რო­ბის დროს კონ­ფლიქ­ტი არ გვქო­ნია.

- არც ის შე­გი­ტყვი­ათ, რომ გამ­სა­ხურ­დია პრო­ცე­სებ­ზე წა­მე­ბა­ში გამ­ხელ­დათ და თქვენს დას­ჯას მო­ი­თხოვ­და?

- არა, არ ვი­ცო­დი.

- სწო­რედ მან გა­ახ­მა­უ­რა ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რის, საყ­ვა­რე­ლი­ძის წა­მე­ბის ფაქ­ტი.

- საყ­ვა­რე­ლი­ძე­ზე შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია არ­სე­ბობს. ის ჩვენ­თან თვით­და­ზი­ა­ნე­ბით მო­იყ­ვა­ნეს. ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო და თვით­და­ზი­ა­ნე­ბებს იყე­ნებ­და. ეტყო­ბა, ეს გა­ი­გო ცოტ­ნემ, თა­ვი­სე­ბუ­რად გა­და­ხარ­შა ან რა­ღა­ცას ყური მოჰ­კრა, ან ხმა­უ­რი გა­ი­გო. საყ­ვა­რე­ლი­ძე გიჟი იყო, გა­მუდ­მე­ბით ყვი­რო­და. სრუ­ლი აბ­სურ­დია იმის თქმა, რომ აწა­მებ­დნენ.

- საყ­ვა­რე­ლი­ძეს სხვა და­ზი­ა­ნე­ბებ­თან ერ­თად ყუ­რიც ჰქონ­და მოჭ­რი­ლი. იქ­ნებ ის მა­ინც მი­თხრათ, ვინ მი­ა­ყე­ნა ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი?

- რა, გჯე­რათ, რომ პა­ტი­მარს მე ყურს მო­ვაჭ­რი­დი? უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

- მა­შინ რას აკე­თებ­და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია?

- ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია რე­ჟი­მის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებ­და, რომ მისი უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. კი­დევ არ მო­ეჭ­რა ყური ან ხელი.

- ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი რა­ტომ გყავ­დათ ცი­ხე­ში. რა­ტომ არ იყ­ვნენ ისი­ნი მა­გა­ლი­თად, ფო­თის ან ქვი­ტი­რის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში?

- მათი გა­დაყ­ვა­ნა ჩემი კომ­პე­ტენ­ცია არ იყო. ამას ექ­სპერ­ტი­ზა გან­სა­ზღვრავ­და. პი­რი­ქით, ასე­თი პრობ­ლე­მუ­რი პა­ტიმ­რე­ბი ცი­ხე­ში არ გვჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამას ვერ წყვეტ­და. ზე­დამ­ხედ­ვე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა იყო.

- სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­ლაკ­ვა­ძე ამ­ბობს, რომ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვდა ცი­ხე­ში პა­ტი­მარ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. 90%-ზე მეტი ფსი­ქოტ­რო­პულ წა­მალ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რა­ტომ აძ­ლევ­დნენ ამ წამ­ლებს პა­ტიმ­რებს?

- ვე­რა­ფერს გე­ტყვით, შე­იძ­ლე­ბა ეს ვი­თა­რე­ბა დახ­ვდა თა­ლაკ­ვა­ძეს, მაგ­რამ მე ჩემს პე­რი­ოდ­ზე ვა­გებ პა­სუხს, - მა­შინ სის­ტე­მა­ტუ­რად არ აძ­ლევ­დნენ ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებს პა­ტიმ­რებს. ვერც იმას გე­ტყვით, რა ხდე­ბო­და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. 2010 წლის აგ­ვის­ტო­დან 2011 წლამ­დე სა­ერ­თოდ არ ვმუ­შა­ობ­დი სის­ტე­მა­ში. 6 თვის მერე დავ­ბრუნ­დი გლ­დან­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად.

- ამ­ბო­ბენ, ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძემ და­აბ­რუ­ნაო.

- ტყუ­ი­ლია. კალ­მა­ხე­ლი­ძეს ერ­თა­დერ­თხელ შევ­ხვდი, როცა ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი დაგ­ვი­ბა­რა სა­მი­ნის­ტრო­ში. მას მერე, მგო­ნი, ორ­ჯერ კო­მი­სი­ას­თან ერ­თად მო­ვი­და ჩვენს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ეს იყო და ეს.

- სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნა ვინ­მეს სთხო­ვეთ?

- არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია, ეტყო­ბა, დათო ჭა­კუ­ამ გა­ი­გო, უსამ­სა­ხუ­როდ რომ ვი­ყა­ვი, და­მი­ბა­რა და მი­თხრა, გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად დაგ­ნიშ­ნა­ვო და და­ვე­თან­ხმე.

- რო­გორც წესი, ხელ­მძღვა­ნე­ლად სან­დო პი­რებს, ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლებს ან დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით ნიშ­ნა­ვენ. თქვენ რა ნიშ­ნით შე­გარ­ჩი­ეს?

- მე არ ვყო­ფილ­ვარ მათი კლა­ნის წევ­რი. ეტყო­ბა, თა­ვი­ან­თი კან­დი­და­ტუ­რა არ ჰყავ­დათ და ამი­ტომ დამ­ნიშ­ნეს. ნა­ხეს, რო­გორ ვას­რუ­ლებ­დი ჩემს საქ­მეს.

- ანუ კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყა­ვით? და­ვა­ლე­ბებს და­ვით ჭა­კუა გაძ­ლევ­დათ?

- და­ვა­ლე­ბა რას ჰქვია? მე ჩემს საქ­მეს ვას­რუ­ლებ­დი.

- ალ­ბათ, იცით, რა უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბე­ბი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი და­ვით ჭა­კუ­ას და ის იძებ­ნე­ბა. თქვენ არ გაძ­ლევ­დათ დაკ­ვე­თებს?

- არა, რა სი­სუ­ლე­ლეა. პი­რი­ქით, მე­უბ­ნე­ბო­და, ავად­მყოფ პა­ტიმ­რებს მივ­ხე­დო­თო და ჩვენ ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ­დით.

- ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოს პირ­ველ სარ­თულ­ზე, მორ­გში ჩავ­ყავ­დით და გვა­წა­მებ­დნე­ნო, თქვენ­ზე ამ­ბო­ბენ პა­ტიმ­რე­ბი, ამა­ში ექი­მე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნე­ნო. ამა­ზე რა პა­სუ­ხი გაქვთ?

- სრუ­ლი აბ­სურ­დია. ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პა­ტი­მარს არა­ვინ სცემ­და. არც არა­ვინ არა­სო­დეს ჩაგ­ვიყ­ვა­ნია მორ­გში. მე ვლა­პა­რა­კობ ჩემი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ზე, სხვა დროს ვინ რას აკე­თებ­და და ვინ რას ამ­ბობ­და, არ ვიცი.

- რა ინ­ტე­რე­სი უნდა ჰქო­ნო­დათ თქვე­ნი პა­ტიმ­რებს, თუნ­დაც ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას, რა­ტომ და­გა­სა­ხე­ლათ თქვენ და არა სხვა?

- ვერ ამიხ­სნია. მას შემ­დეგ, რაც ცი­ხის ფირი გა­მო­აშ­კა­რავ­და, მეც შე­მო­მი­ტი­ეს. არა­და, ეს ფირი რომ გა­და­ი­ღეს, მა­შინ გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში არ ვმუ­შა­ობ­დი. იქ სულ 11 თვე ვი­მუ­შა­ვე. მერე მე-7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში - 8 თვე, შემ­დეგ კი ლა­გო­დე­ხის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად დამ­ნიშ­ნეს და რა კავ­ში­რი უნდა მქო­ნო­და ამას­თან? ჩემს სახ­ლთან აქ­ცია არას­წო­რად გა­ი­მარ­თა. გაჰ­ყვი­როდ­ნენ, ლა­გო­დე­ხის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ფირ­ში ამო­ვი­ცა­ნი­თო. სრუ­ლი აბ­სურ­დია, ასეთ კად­რებს ვერ ნა­ხავთ. ვსვამ კი­თხვას - იმ ფირ­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, დღეს გა­რეთ ვიქ­ნე­ბო­დი?

მე სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ჩემი კომ­პე­ტენ­ცია არ იყო.

- ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუ­თლი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო და მის ფუნ­ქცი­ა­ში არ შე­დი­ო­და რე­ჟი­მის დაც­ვა, მა­ინც გვა­წა­მებ­დაო.

- შოკ­ში ვარ. რა­საც ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, სრუ­ლი აბ­სურ­დია. შე­გიძ­ლი­ათ ცნო­ბილ ნა­სა­მარ­თლევ ადა­მი­ა­ნებს ჰკი­თხოთ ჩემ­ზე. შე­გიძ­ლი­ათ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­როთ.

- უკვე ვა­ტა­რებთ, ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის დროს რა­ცი­ა­ში ის­მის სი­ტყვე­ბი, ბა­ტო­ნი გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი შე­მო­ვი­და და ამის მერე ჩნდე­ბა პა­ტიმ­რის წა­მე­ბის მო­რი­გი სცე­ნა. ამა­ზე რას იტყვით?

- რა­ცი­ა­ში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ხმა ის­მის და ვფიქ­რობ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამი­გო­რეს ეს ბინ­ძუ­რი ჭო­რე­ბი. იმ ფრა­ზას მარ­ტი­ვი ახ­სნა აქვს - სა­ნამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ეზო­ში შეხ­ვალ, ორი შლაგ­ბა­უ­მია გა­სავ­ლე­ლი. შეს­ვლის დროს ჯა­რის­კა­ცი რა­ცი­ით გა­დას­ცემს, შე­ნო­ბა­ში შე­მო­დის ესა და ეს პი­რიო. უბ­რა­ლოდ, ეს დამ­თხვე­ვა იყო.

- ე..ი. თქვენ ამ კად­რე­ბის გა­და­ღე­ბის დროს იქ მუ­შა­ობ­დით...

- ეს უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვა იყო. შე­ნო­ბა­ში შევ­დი­ვარ და ამას წა­მე­ბის კად­რე­ბია მიბ­მუ­ლი.

- პრო­კუ­რა­ტუ­რას არც და­უ­კი­თხავ­ხართ?

- დამ­კი­თხა. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია. კმა­ყო­ფი­ლი ვარ კბი­ლაშ­ვი­ლის უწყე­ბით.

- მარ­თა­ლია ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფთ, მაგ­რამ იქ­ნებ მა­ინც გვი­თხრათ, რა ხდე­ბო­და თქვე­ნი მუ­შა­ო­ბის დროს ცი­ხე­ებ­ში?

- ვი­მე­ო­რებ, ჩემი იქ ყოფ­ნის დროს მსგავს ფაქ­ტებს არ შევ­სწრე­ბი­ვარ. გა­მო­რი­ცხუ­ლია, ჩემი დი­რექ­ტო­რო­ბის დროს ვინ­მე ეწა­მე­ბი­ნათ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

გოგა ბუთლიაშვილი: "კმაყოფილი ვარ კბილაშვილის უწყებით"

გოგა ბუთლიაშვილი: "კმაყოფილი ვარ კბილაშვილის უწყებით"

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს გოგა ბუთლიაშვილს რამდენიმე პატიმარი წამებაში ადანაშაულებს. "კვირის პალიტრის" გასულ ნომრებში დაბეჭდილ სტატიებს ამჯერად თავად გოგა ბუთლიაშვილი გამოეხმაურა.

- ბატონო გოგა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ვისი რეკომენდაციით დაიწყეთ მუშაობა?

- დეტალურად არ მახსოვს. 2006 წლის ივნისში მივედი, უკვე ციხის ბუნტი მომხდარი იყო. ციხის საავადმყოფოში უსაფრთხოების კუთხით ვმუშაობდი, დირექტორი ალეკო მუხაძე გახლდათ, მერე მისი მოადგილე ვიყავი. 2008 წელს დირექტორის მოვალეობას ვასრულებდი, მერე დაწესებულება გლდანში გადავიდა და იქაც დირექტორის მოადგილედ დამნიშნეს. 2010 წელს 7 თვე დირექტორად ვიმუშავე, მერე გამათავისუფლეს, 6 თვეში ისევ აღმადგინეს და გლდანის მე-8 დაწესებულებაში სოციალური სამსახურის უფროსი გავხდი.

- გათავისუფლების მიზეზი რა იყო?

- 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა დათო ჭაკუამ დამიბარა და მითხრა, საერთო გადაწყვეტილებით სამსახურიდან უნდა წახვიდეო...

- ცოტნე გამსახურდია სასამართლო პროცესებზე იმ პატიმრების გვარებს ასახელებდა, რომელთაც ციხის საავადმყოფოში სასტიკად ეპყრობოდნენ, კონკრეტულად თქვენ და ციხის რამდენიმე თანამშრომელს გამხელდათ. პატიმრების ცემა-წამების შეწყვეტის მოთხოვნით ის დიდხანს შიმშილობდა. თქვენი გათავისუფლების მიზეზი მაშინ ეს ხომ არ გახდა?

- ცოტნეს შიმშილობას ჩემი გათავისუფლება არაფრით უკავშირდება. ცოტნე იმიტომ შიმშილობდა, მიაჩნდა, უკანონოდ დამიჭირესო. პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ თავისებური აზრები ჰქონდა. ჩემი დირექტორობის დროს კონფლიქტი არ გვქონია.

- არც ის შეგიტყვიათ, რომ გამსახურდია პროცესებზე წამებაში გამხელდათ და თქვენს დასჯას მოითხოვდა?

- არა, არ ვიცოდი.

- სწორედ მან გაახმაურა ფსიქიკურად დაავადებული პატიმრის, საყვარელიძის წამების ფაქტი.

- საყვარელიძეზე შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს. ის ჩვენთან თვითდაზიანებით მოიყვანეს. ფსიქიკურად დაავადებული იყო და თვითდაზიანებებს იყენებდა. ეტყობა, ეს გაიგო ცოტნემ, თავისებურად გადახარშა ან რაღაცას ყური მოჰკრა, ან ხმაური გაიგო. საყვარელიძე გიჟი იყო, გამუდმებით ყვიროდა. სრული აბსურდია იმის თქმა, რომ აწამებდნენ.

- საყვარელიძეს სხვა დაზიანებებთან ერთად ყურიც ჰქონდა მოჭრილი. იქნებ ის მაინც მითხრათ, ვინ მიაყენა ეს დაზიანებები?

- რა, გჯერათ, რომ პატიმარს მე ყურს მოვაჭრიდი? უამრავი დაზიანება ჰქონდა, თვითდაზიანებები.

- მაშინ რას აკეთებდა ციხის ადმინისტრაცია?

- ციხის ადმინისტრაცია რეჟიმის ფარგლებში მოქმედებდა, რომ მისი უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. კიდევ არ მოეჭრა ყური ან ხელი.

- ფსიქიკურად დაავადებულები რატომ გყავდათ ციხეში. რატომ არ იყვნენ ისინი მაგალითად, ფოთის ან ქვიტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში?

- მათი გადაყვანა ჩემი კომპეტენცია არ იყო. ამას ექსპერტიზა განსაზღვრავდა. პირიქით, ასეთი პრობლემური პატიმრები ციხეში არ გვჭირდებოდა, მაგრამ ციხის ადმინისტრაცია ამას ვერ წყვეტდა. ზედამხედველი პროკურატურა იყო.

- სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თალაკვაძე ამბობს, რომ უმძიმესი მდგომარეობა დახვდა ციხეში პატიმართა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. 90%-ზე მეტი ფსიქოტროპულ წამალზეა დამოკიდებული. რატომ აძლევდნენ ამ წამლებს პატიმრებს?

- ვერაფერს გეტყვით, შეიძლება ეს ვითარება დახვდა თალაკვაძეს, მაგრამ მე ჩემს პერიოდზე ვაგებ პასუხს, - მაშინ სისტემატურად არ აძლევდნენ ფსიქოტროპულ წამლებს პატიმრებს. ვერც იმას გეტყვით, რა ხდებოდა სხვა დაწესებულებებში. 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლამდე საერთოდ არ ვმუშაობდი სისტემაში. 6 თვის მერე დავბრუნდი გლდანში სოციალური სამსახურის უფროსად.

- ამბობენ, ხათუნა კალმახელიძემ დააბრუნაო.

- ტყუილია. კალმახელიძეს ერთადერთხელ შევხვდი, როცა ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი დაგვიბარა სამინისტროში. მას მერე, მგონი, ორჯერ კომისიასთან ერთად მოვიდა ჩვენს დაწესებულებაში. ეს იყო და ეს.

- სამსახურში აღდგენა ვინმეს სთხოვეთ?

- არავისთვის არაფერი მითხოვია, ეტყობა, დათო ჭაკუამ გაიგო, უსამსახუროდ რომ ვიყავი, დამიბარა და მითხრა, გლდანის მე-8 დაწესებულებაში სოციალური სამსახურის უფროსად დაგნიშნავო და დავეთანხმე.

- როგორც წესი, ხელმძღვანელად სანდო პირებს, ძალიან ახლობლებს ან დამსახურების მიხედვით ნიშნავენ. თქვენ რა ნიშნით შეგარჩიეს?

- მე არ ვყოფილვარ მათი კლანის წევრი. ეტყობა, თავიანთი კანდიდატურა არ ჰყავდათ და ამიტომ დამნიშნეს. ნახეს, როგორ ვასრულებდი ჩემს საქმეს.

- ანუ კარგი შემსრულებელი იყავით? დავალებებს დავით ჭაკუა გაძლევდათ?

- დავალება რას ჰქვია? მე ჩემს საქმეს ვასრულებდი.

- ალბათ, იცით, რა უმძიმესი ბრალდებები აქვს წაყენებული დავით ჭაკუას და ის იძებნება. თქვენ არ გაძლევდათ დაკვეთებს?

- არა, რა სისულელეა. პირიქით, მეუბნებოდა, ავადმყოფ პატიმრებს მივხედოთო და ჩვენ ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით.

- ციხის საავადმყოფოს პირველ სართულზე, მორგში ჩავყავდით და გვაწამებდნენო, თქვენზე ამბობენ პატიმრები, ამაში ექიმებიც მონაწილეობდნენო. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

- სრული აბსურდია. ციხის საავადმყოფოში პატიმარს არავინ სცემდა. არც არავინ არასოდეს ჩაგვიყვანია მორგში. მე ვლაპარაკობ ჩემი მუშაობის პერიოდზე, სხვა დროს ვინ რას აკეთებდა და ვინ რას ამბობდა, არ ვიცი.

- რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ თქვენი პატიმრებს, თუნდაც ცოტნე გამსახურდიას, რატომ დაგასახელათ თქვენ და არა სხვა?

- ვერ ამიხსნია. მას შემდეგ, რაც ციხის ფირი გამოაშკარავდა, მეც შემომიტიეს. არადა, ეს ფირი რომ გადაიღეს, მაშინ გლდანის მე-8 საპყრობილეში არ ვმუშაობდი. იქ სულ 11 თვე ვიმუშავე. მერე მე-7 დაწესებულებაში - 8 თვე, შემდეგ კი ლაგოდეხის პოლიციის უფროსად დამნიშნეს და რა კავშირი უნდა მქონოდა ამასთან? ჩემს სახლთან აქცია არასწორად გაიმართა. გაჰყვიროდნენ, ლაგოდეხის პოლიციის უფროსი ფირში ამოვიცანითო. სრული აბსურდია, ასეთ კადრებს ვერ ნახავთ. ვსვამ კითხვას - იმ ფირში რომ ვყოფილიყავი, დღეს გარეთ ვიქნებოდი?

მე სოციალური სამსახურის უფროსი ვიყავი და მსგავსი ფაქტები ჩემი კომპეტენცია არ იყო.

- ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბუთლიაშვილი სოციალური სამსახურის უფროსი იყო და მის ფუნქციაში არ შედიოდა რეჟიმის დაცვა, მაინც გვაწამებდაო.

- შოკში ვარ. რასაც ჩემზე ამბობენ, სრული აბსურდია. შეგიძლიათ ცნობილ ნასამართლევ ადამიანებს ჰკითხოთ ჩემზე. შეგიძლიათ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროთ.

- უკვე ვატარებთ, ციხის სკანდალური კადრების გავრცელების დროს რაციაში ისმის სიტყვები, ბატონი გოგა ბუთლიაშვილი შემოვიდა და ამის მერე ჩნდება პატიმრის წამების მორიგი სცენა. ამაზე რას იტყვით?

- რაციაში სამხედრო მოსამსახურის ხმა ისმის და ვფიქრობ, აქედან გამომდინარე, ამიგორეს ეს ბინძური ჭორები. იმ ფრაზას მარტივი ახსნა აქვს - სანამ დაწესებულების ეზოში შეხვალ, ორი შლაგბაუმია გასავლელი. შესვლის დროს ჯარისკაცი რაციით გადასცემს, შენობაში შემოდის ესა და ეს პირიო. უბრალოდ, ეს დამთხვევა იყო.

- ე..ი. თქვენ ამ კადრების გადაღების დროს იქ მუშაობდით...

- ეს უბრალო დამთხვევა იყო. შენობაში შევდივარ და ამას წამების კადრებია მიბმული.

- პროკურატურას არც დაუკითხავხართ?

- დამკითხა. არანაირი პრობლემა არ შემქმნია. კმაყოფილი ვარ კბილაშვილის უწყებით.

- მართალია ყველაფერს უარყოფთ, მაგრამ იქნებ მაინც გვითხრათ, რა ხდებოდა თქვენი მუშაობის დროს ციხეებში?

- ვიმეორებ, ჩემი იქ ყოფნის დროს მსგავს ფაქტებს არ შევსწრებივარ. გამორიცხულია, ჩემი დირექტორობის დროს ვინმე ეწამებინათ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ