მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატები პატრონებს ატყუებენ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატები პატრონებს ატყუებენ

კა­ტე­ბი პატ­რო­ნებს ატყუ­ე­ბენ - ასეთ დას­კვან­მდე ია­პო­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მი­ვიდ­ნენ. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ურჩ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მით, რო­დე­საც მათ პატ­რო­ნი ეძა­ხის, თუმ­ცა და­ძა­ხე­ბა­ზე არ რე­ა­გი­რე­ბენ, ვი­ნა­ი­დან ეს მათი სტრა­ტე­გი­აა. ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Daily Mail წერს.

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში კა­ტებს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ჩა­ურ­თეს. ზოგ­ზე მათი პატ­რო­ნის ხმა იყო, ზოგ­ზეც მათ­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის. აკუს­ტი­კუ­რი ექ­სპერ­მენ­ტის დროს აღ­მოჩ­ნდა, რომ პატ­რო­ნის ხმა­ზე კა­ტე­ბი ყუ­რე­ბის ან თა­ვის მოძ­რა­ო­ბით რე­ა­გი­რე­ბენ, მა­შინ, რო­დე­საც უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის ხმა­ზე არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ აქვთ.

უფრო დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვის დროს დად­გინ­და, რომ რო­დე­საც კა­ტებს ეს­მით პატ­რო­ნის ხმა, თუმ­ცა ვერ ხე­და­ვენ მას, ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, რაც თვა­ლის გუ­გე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას იწ­ვევს.

"ძაღ­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე მოთვი­ნი­ე­რე­ბულ­ნი არი­ან, რომ პატ­რო­ნის ბრძა­ნე­ბა შე­ას­რუ­ლონ, მაგ­რამ კა­ტე­ბი - არა. ამი­ტომ მათი ქცე­ვა ბევ­რად უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. კა­ტე­ბი უფრო გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლე­ბი ჩა­ნან, მაგ­რამ მათ პატ­რონ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ", - გა­ნა­ცხა­და კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტორ­მა აცუ­კო სა­ი­ტომ Discovery News-თან სა­უბ­რი­სას.

რა­ტო­მაა, რომ კა­ტე­ბი თავს ისე აჩ­ვე­ნე­ბენ, თით­ქოს არ ეს­მით პატ­რო­ნის ძა­ხი­ლი? ეს ინ­სტიქ­ტე­ბის ბრა­ლია. ეს ცხო­ვე­ლი საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლია და ემო­ცი­ე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბის­გან თავს იკა­ვებს. ისი­ნი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ფრთხი­ლო­ბენ, ვი­ნა­ი­დან ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში ხმა­ზე რე­ა­გი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კატა აუ­ცი­ლებ­ლად აღ­მოჩ­ნდე­ბო­და საფრ­თხე­ში და და­ი­ღუ­პე­ბო­და კი­დეც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გა­ი­ზარ­და თუ არა კატა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, ეს ინ­სტინ­ქტი მას­ში მა­ინც არ ქრე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ, კა­ტე­ბის პატ­რო­ნებს უჭირთ იმის გა­გე­ბა, ავა­დაა თუ არა მათი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან კატა თავ­დაც­ვის მიზ­ნით ყო­ველ­თვის "თავ­და­ჭე­რი­ლია". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ 10 000 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნებ­მა ასე თუ ისე უკეთ ის­წავ­ლეს კა­ტე­ბის სურ­ვი­ლე­ბის გა­გე­ბა და ცხო­ვე­ლიც იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც თავს მო­დუ­ნე­ბის და ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბას აძ­ლევს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატები პატრონებს ატყუებენ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატები პატრონებს ატყუებენ

კატები პატრონებს ატყუებენ - ასეთ დასკვანმდე იაპონელი მეცნიერები მივიდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ურჩ შინაურ ცხოველებს შესანიშნავად ესმით, როდესაც მათ პატრონი ეძახის, თუმცა დაძახებაზე არ რეაგირებენ, ვინაიდან ეს მათი სტრატეგიაა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Daily Mail წერს.

კვლევის ფარგლებში კატებს აუდიოჩანაწერები ჩაურთეს. ზოგზე მათი პატრონის ხმა იყო, ზოგზეც მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების. აკუსტიკური ექსპერმენტის დროს აღმოჩნდა, რომ პატრონის ხმაზე კატები ყურების ან თავის მოძრაობით რეაგირებენ, მაშინ, როდესაც უცნობი ადამიანის ხმაზე არანაირი რეაქცია არ აქვთ.

უფრო დეტალური კვლევის დროს დადგინდა, რომ როდესაც კატებს ესმით პატრონის ხმა, თუმცა ვერ ხედავენ მას, ძალიან ნერვიულობენ, რაც თვალის გუგების გაფართოებას იწვევს.

"ძაღლები თავიდანვე მოთვინიერებულნი არიან, რომ პატრონის ბრძანება შეასრულონ, მაგრამ კატები - არა. ამიტომ მათი ქცევა ბევრად უფრო დამოუკიდებელია. კატები უფრო გაუცხოებულები ჩანან, მაგრამ მათ პატრონთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ",  - განაცხადა კვლევის თანაავტორმა აცუკო საიტომ Discovery News-თან საუბრისას.

რატომაა, რომ კატები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არ ესმით პატრონის ძახილი? ეს ინსტიქტების ბრალია. ეს ცხოველი საკმაოდ ჩაკეტილია და ემოციების გამომჟღავნებისგან თავს იკავებს. ისინი ყველა შემთხვევაში ფრთხილობენ, ვინაიდან ველურ ბუნებაში ხმაზე რეაგირების შემთხვევაში, კატა აუცილებლად აღმოჩნდებოდა საფრთხეში და დაიღუპებოდა კიდეც. მიუხედავად იმისა, გაიზარდა თუ არა კატა სახლის პირობებში, ეს ინსტინქტი მასში მაინც არ ქრება.

სწორედ ამიტომ, კატების პატრონებს უჭირთ იმის გაგება, ავადაა თუ არა მათი შინაური ცხოველი, ვინაიდან კატა თავდაცვის მიზნით ყოველთვის "თავდაჭერილია". აღსანიშნავია ისიც, რომ 10 000 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ადამიანებმა ასე თუ ისე უკეთ ისწავლეს კატების სურვილების გაგება და ცხოველიც იშვიათად, მაგრამ მაინც თავს მოდუნების და ემოციების გამოხატვის უფლებას აძლევს.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს