მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება
დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება

დღე­ი­დან სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა ფარ­თოვ­დე­ბა და მე­ო­რე ეტა­პი იწყე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ფარ­თოვ­დე­ბა ურ­გენ­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სპექტრი. პროგ­რა­მა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში ოჯა­ხის ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბის, ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე და­ფი­ნანსდე­ბა გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ფარ­თო სპექტრი (წლი­უ­რი ლი­მი­ტი 15 ათა­სი ლარი. და­ფი­ნანსდე­ბა 70%-ით); ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა (წლი­უ­რი ლი­მი­ტი 12 ათა­სი ლარი, და­ფი­ნანსდე­ბა 80%); ორ­სულ­თა პატ­რო­ნა­ჟი და მშო­ბი­ა­რო­ბა (ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი 500 ლარი, სა­კე­ის­რო კვე­თა 800 ლარი).

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა 2013 წლის 28 თე­ბერ­ვლი­დან ამოქ­მედ­და და ის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხო, რო­მელ­საც 28 თე­ბერ­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ზღვე­ვა არ გა­აჩ­ნდა. პროგ­რა­მა 453 ნო­ზო­ლო­გი­ის, ოჯა­ხის ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ბა­ზი­სუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

პროგ­რა­მა­ში 425 პრო­ვა­ი­დე­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა ჩარ­თუ­ლი. 28 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე პროგ­რა­მა­ში მი­ლი­ონ 347 ათას 658 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

გა­და­უ­დე­ბე­ლი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა 41 713 პა­ცი­ენტს გა­ე­წია, 15 275 კი გა­და­უ­დე­ბე­ლი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. სულ 6 მი­ლი­ონ 361 ათას 132 ლარი გა­ი­ხარ­ჯა.

პროგ­რა­მის მო­სარ­გებ­ლე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ, თა­ვად აირ­ჩი­ონ სა­სურ­ვე­ლი კლი­ნი­კა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის სრუ­ლი ვერ­სია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დებ­ზე: www.moh.gov.gewww.ssa.gov.ge მუ­შა­ობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხე­ლი ხა­ზიც 15 05.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დღეს, 11.00 სა­ათ­ზე, სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" მე-6 პა­ვი­ლი­ონ­ში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და მეორე ეტაპი იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ასევე დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70%-ით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა 800 ლარი).

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა. პროგრამა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა.

პროგრამაში 425 პროვაიდერი დაწესებულებაა ჩართული. 28 თებერვლიდან დღემდე პროგრამაში მილიონ 347 ათას 658 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება 41 713 პაციენტს გაეწია, 15 275 კი გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ 6 მილიონ 361 ათას 132 ლარი გაიხარჯა.

პროგრამის მოსარგებლეებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრული ვერსია გამოქვეყნებულია ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდებზე: www.moh.gov.gewww.ssa.gov.ge მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიც 15 05.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 11.00 საათზე, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-6 პავილიონში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრესკონფერენციას გამართავს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია