მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გეგმავს საქართველოში ისლამური ცენტრის გახსნას
ვინ გეგმავს საქართველოში ისლამური ცენტრის გახსნას

თურ­ქულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თობ­ის ცხ­ელ თე­მებ­ზე, მათ შო­რის თურ­ქე­თის "სა­ქარ­თვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე აღ­მოს­ავ­ლეთმცოდ­ნე-თურ­ქო­ლოგი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ან­თე­ლა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- თურ­ქულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­აქ­ტი­ურ­და. ეს ეხე­ბა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კავ­ში­რებ­საც, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ზო­გი­ერ­თი ნა­ბი­ჯი კი­თხვის ნიშ­ნებ­სა და შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ველ­საც აჩენს. თურ­ქე­თის "სა­ქარ­თვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბის" ასო­ცი­ა­ცია 2004 წელს შე­იქ­მნა. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­სა და მიზ­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი ბრო­შუ­რა­ში, რო­მე­ლიც ამ ასო­ცი­ა­ცი­ის და­არ­სე­ბის მეშ­ვი­დე წლის­თავს მი­ე­ძღვნა. ბრო­შუ­რა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ასო­ცი­ა­ცი­ის მი­სი­აა "თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი მოძ­მე­ე­ბის მიერ კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის არ­და­ვი­წყე­ბა-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა, ძველ და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს შო­რის ამ კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და მოძ­მე­ე­ბის­თვის ამ უმაღ­ლე­სი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გაც­ნო­ბა, მათ­თვის კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რე­სის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მე­გობ­რუ­ლი ხი­დის აგე­ბა".

რო­გორ აპი­რე­ბენ ამ ხი­დის აგე­ბას? ირ­კვე­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ მუს­ლი­მებ­ში ცოდ­ნის გა­სავ­რცე­ლებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის გრი­ფით ქარ­თულ ენა­ზე თურ­ქუ­ლი­დან 100-მდე "ფუნ­და­მენ­ტუ­რი" ნაშ­რო­მი ითარ­გმნა, გა­მო­ი­ცა და უფა­სოდ გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში 2-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით. რა ფუნ­და­მენ­ტურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზეა ლა­პა­რა­კი? ეს არის "წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი მუ­ჰა­მე­დის ცხოვ­რე­ბა", "ის­ლა­მის წე­სე­ბის, კა­ნო­ნე­ბი­სა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბის" კრე­ბუ­ლი, "ლოც­ვის წე­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი", "ყუ­რა­ნის ან­ბა­ნი", "ნე­ბა­დარ­თუ­ლი და აკ­რძა­ლუ­ლი", "სარ­წმუ­ნო­ე­ბის 6 სა­ფუძ­ვე­ლი", "ის­ლა­მუ­რი ტე­რო­რის ანა­თე­მას გა­და­ცე­მა", მო­ზარ­დე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ის­ლა­მის ილუსტრი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის მთე­ლი სე­რია, რა­ზეც თურ­მე მზარ­დი მო­თხოვ­ნა არ­სე­ბობს... ჩემი აზ­რით, ეს იმ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ხა­ზის გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე მო­ახ­ვი­ეს თავს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თბი­ლის­ში ე.წ. შავი ზღვის ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბით. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ იდე­ას ყვე­ლა თურ­ქო­ლო­გი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, გარ­და ერთი ჩვე­ნი კო­ლე­გი­სა. სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნი­სა და რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მა­შინ­დელ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მა გა­და­წყვი­ტა ამ სას­წავ­ლებ­ლის "წარ­მა­ტე­ბუ­ლად" და­ფუძ­ნე­ბა. სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ თურ­ქე­ბი ამ­გვა­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბას პოსტსაბ­ჭო­უ­რი სივ­რცის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და ყვე­ლამ უარი თქვა - თურ­ქმე­ნეთ­მა, ყა­ზა­ხეთ­მა, აზერ­ბა­ი­ჯან­მაც კი. მე­ტიც, ე.წ. შავი ზღვის ქვეყ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სექ­ტა-სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ნურ­ჯუ­ლუ­ქი" თურ­ქეთ­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო რო­გორც რე­ლი­გი­ურ-ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ხოლო მის სუ­ლი­ერ ლი­დერს ფე­თხუ­ლა გი­უ­ლენს თურ­ქეთ­ში ცხოვ­რე­ბაც აეკ­რძა­ლა. თუმ­ცა დღეს ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ ეტყო­ბა, პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლა, რაც პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა დღე­ვან­დელ თურ­ქეთ­ში ის­ლა­მის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის აშ­კა­რა აღ­ზე­ვე­ბას, რაც გან­დგო­მაა ქე­მა­ლიზ­მის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრინ­ცი­პი­დან.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს აჭა­რი­დან თურ­ქეთ­ში სულ მეტი ახალ­გაზ­რდა მი­დის რე­ლი­გი­ურ სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად...

- ეს პრო­ცე­სი სულ უფრო აქ­ტი­ურ­დე­ბა, მით უმე­ტეს, რომ მედ­რე­სე­ებ­ში სწავ­ლა უფა­სოა. მივ­ყვეთ "სა­ქარ­თვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბუკ­ლე­ტის ტექსტს: "სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქი წი­ნაპ­რე­ბის მრა­ვა­ლი სა­მახ­სოვ­რო ძეგლია, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა კო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში და­ინ­გრა... ასო­ცი­ა­ცია ამ ძეგ­ლე­ბის ნუს­ხის შედ­გე­ნა­ზე მუ­შა­ობს, მათი დაც­ვის თა­ო­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თავს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და სხვა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს"... ყვე­ლამ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ერ­თი მე­ჩე­თია და მათი რი­ცხვი დღი­თი დღე იზ­რდე­ბა (ძი­რი­თა­დად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში), მაგ­რამ "თურ­ქუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის (ხაზ­გას­მით ვი­მე­ო­რებთ - თურ­ქუ­ლი) სიმ­რავ­ლე­ზე" ლა­პა­რა­კი არა­ე­თი­კუ­რი და არა­მეც­ნი­ე­რუ­ლია. თბი­ლის­ში, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის აღ­მარ­თზე, ბო­ტა­ნი­კუ­რი ქუ­ჩის NN32-ში მდე­ბა­რე მე­ჩე­თი უნი­კა­ლუ­რიც კი არის იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ აქ სუ­ნი­ტე­ბი და ში­ი­ტე­ბი დღე­საც ერ­თდრო­უ­ლად ლო­ცუ­ლო­ბენ. ასო­ცი­ა­ცი­ის ბუკ­ლეტ­ში ეს მე­ჩე­თი დან­გრე­უ­ლად არის მი­თი­თე­ბუ­ლი. ის მე­ჩე­თი კი, რო­მე­ლიც მე­ტე­ხის ძირ­ში, ხიდ­თან მდე­ბა­რე­ობ­და და კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს მარ­თლაც აა­ფეთ­ქეს, თურ­ქუ­ლი არ ყო­ფი­ლა, ში­ი­ტუ­რი, სპარ­სუ­ლი იყო. კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქა­ში თბი­ლის­ში მხო­ლოდ მე­ჩე­თი არ და­უნ­გრე­ვი­ათ, აა­ფეთ­ქეს რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ხელ­ყვეს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, როცა ხაზ­გას­მით აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქუ­ლი მე­ჩე­თე­ბი კო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში ხელ­ყვე­სო, განა თურ­ქეთ­შიც კო­მუ­ნიზ­მი იყო?! ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ძვე­ლი ძეგ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ნუს­ხა­შია შე­ტა­ნი­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბარ­ბა­რო­სუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო; თურ­ქულ პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ აა­ფეთ­ქეს ტბე­თის ტა­ძა­რი 1967 წელს შავ­შე­თის კა­ი­მა­კა­მის (ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი) მო­თხოვ­ნით, რო­გორ და­ამ­ტვრი­ეს ქარ­თულ­წარ­წე­რი­ა­ნი უნი­კა­ლუ­რი მზის ქვის სა­ა­თი დო­ლის­ყა­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნეს ბა­ნას ტაძ­რის ლო­დე­ბი იმა­ვე ტაძ­რის შე­მო­გა­რენ­ში ასა­შე­ნე­ბე­ლი მედ­რე­სეს სა­ძირ­კვლის­თვის...

არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი. ბუკ­ლეტ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ქარ­თუ­ლად უნდა გა­მო­ი­ცეს ყუ­რა­ნის გან­მარ­ტე­ბე­ბი, ის­ლა­მის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის კვლე­ვის სა­კი­თხზე ჩა­ტარ­დეს ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სიმ­პო­ზი­უ­მი (ეს კი ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა, თუკი მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვებ­ზეა ლა­პა­რა­კი), ასე­ვე, თბი­ლის­ში მუს­ლი­მი ქა­ლე­ბის სიმ­პო­ზი­უ­მის ჩა­ტა­რე­ბა; ბა­თუმ­ში რე­ლი­გი­ის სას­წავ­ლო ლი­ცე­უ­მის, ხოლო თბი­ლის­ში ის­ლა­მუ­რი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის გახ­სნა და სხვა ამ­დაგ­ვა­რი. თა­ვის დრო­ზე თურ­ქე­თი­დან შე­მო­ი­ტა­ნეს რე­ლი­გი­ის სა­მი­ნის­ტროს გრი­ფით ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი, მათ შო­რის "ყუ­რა­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი", "წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ცხოვ­რე­ბა"და სხვ. ერთ-ერ­თის წი­ნა­სი­ტყვა­ობ­ში ნათ­ქვა­მია, რომ წიგ­ნი სამ­შობ­ლოს გა­რეთ მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა კავ­ში­რი აქვს დი­ა­ნე­თის (რე­ლი­გი­ის) სა­მი­ნის­ტროს "სამ­შობ­ლოს გა­რეთ მცხოვ­რებ პა­ტა­რა ქარ­თვე­ლებ­თან"? და ბო­ლოს, რა მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბის ასო­ცი­ა­ცია" და ვის­თან მე­გობ­რობს ის სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ვინ გეგმავს საქართველოში ისლამური ცენტრის გახსნას

ვინ გეგმავს საქართველოში ისლამური ცენტრის გახსნას

თურქულ-ქართული ურთიერთობ­ის ცხ­ელ თემებზე, მათ შორის თურქეთის "საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის" საქმიანობაზე აღმოს­ავლეთმცოდნე-თურქო­ლოგი, პროფესორი გიორგი ანთელავა გვესაუბრება.

- თურქულ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში გააქტიურდა. ეს ეხება კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებსაც, თუმცა ამ მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი კითხვის ნიშნებსა და შეშფოთების საფუძველსაც აჩენს. თურქეთის "საქართველოსთან მეგობრობის" ასოციაცია 2004 წელს შეიქმნა. მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიზნებზეა საუბარი ბროშურაში, რომელიც ამ ასოციაციის დაარსების მეშვიდე წლისთავს მიეძღვნა. ბროშურაში აღნიშნულია, რომ ასოციაციის მისიაა "თურქეთში მცხოვრები ჩვენი მოძმეების მიერ კულტურული ფასეულობების არდავიწყება-შენარჩუნებაზე ზრუნვა, ძველ და მომავალ თაობებს შორის ამ კულტურული ფასეულობების გავრცელება, ასევე, საქართველოში მცხოვრები ნათესავებისა და მოძმეებისთვის ამ უმაღლესი ფასეულობების გაცნობა, მათთვის კულტურის, განათლებისა და სოციალური პროგრესის გამოცდილების გაზიარება, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ხიდის აგება".

როგორ აპირებენ ამ ხიდის აგებას? ირკვევა, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებში ცოდნის გასავრცელებლად საზოგადოების გრიფით ქართულ ენაზე თურქულიდან 100-მდე "ფუნდამენტური" ნაშრომი ითარგმნა, გამოიცა და უფასოდ გავრცელდა საქართველოს ყველა კუთხეში 2-მილიონიანი ტირაჟით. რა ფუნდამენტურ ლიტერატურაზეა ლაპარაკი? ეს არის "წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრება", "ისლამის წესების, კანონებისა და მსოფლმხედველობის განმარტებების" კრებული, "ლოცვის წესების მასწავლებელი", "ყურანის ანბანი", "ნებადართული და აკრძალული", "სარწმუნოების 6 საფუძველი", "ისლამური ტერორის ანათემას გადაცემა", მოზარდებისათვის განკუთვნილი ისლამის ილუსტრირებული სახელმძღვანელოების მთელი სერია, რაზეც თურმე მზარდი მოთხოვნა არსებობს... ჩემი აზრით, ეს იმ პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელებაა, რომელიც თავის დროზე მოახვიეს თავს ჩვენს საზოგადოებას თბილისში ე.წ. შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ იდეას ყველა თურქოლოგი ეწინააღმდეგებოდა, გარდა ერთი ჩვენი კოლეგისა. სწორედ ამ ადამიანისა და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მაშინდელმა შესაძლებლობებმა გადაწყვიტა ამ სასწავლებლის "წარმატებულად" დაფუძნება. საგულისხმოა ისიც, რომ თურქები ამგვარი უნივერსიტეტის დაარსებას პოსტსაბჭოური სივრცის არაერთ ქვეყანაში ცდილობდნენ, მაგრამ საქართველოს გარდა ყველამ უარი თქვა - თურქმენეთმა, ყაზახეთმა, აზერბაიჯანმაც კი. მეტიც, ე.წ. შავი ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტის დამფუძნებელი სექტა-საზოგადოება "ნურჯულუქი" თურქეთში აკრძალული იყო როგორც რელიგიურ-ექსტრემისტული ორგანიზაცია, ხოლო მის სულიერ ლიდერს ფეთხულა გიულენს თურქეთში ცხოვრებაც აეკრძალა. თუმცა დღეს ამ ყველაფრის მიმართ ეტყობა, პოზიცია შეიცვალა, რაც პირდაპირ უკავშირდება დღევანდელ თურქეთში ისლამისტური იდეოლოგიის აშკარა აღზევებას, რაც განდგომაა ქემალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპიდან.

- გავრცელებული ინფორმაციით, დღეს აჭარიდან თურქეთში სულ მეტი ახალგაზრდა მიდის რელიგიურ სასწავლებლებში განათლების მისაღებად...

- ეს პროცესი სულ უფრო აქტიურდება, მით უმეტეს, რომ მედრესეებში სწავლა უფასოა. მივყვეთ "საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის" მიერ გამოცემული ბუკლეტის ტექსტს: "საქართველოში თურქი წინაპრების მრავალი სამახსოვრო ძეგლია, მათი უმრავლესობა კომუნისტურ პერიოდში დაინგრა... ასოციაცია ამ ძეგლების ნუსხის შედგენაზე მუშაობს, მათი დაცვის თაობაზე სპეციალურად მიმართავს კულტურის სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებს"... ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი მეჩეთია და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება (ძირითადად, აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში), მაგრამ "თურქული ისტორიული ძეგლების (ხაზგასმით ვიმეორებთ - თურქული) სიმრავლეზე" ლაპარაკი არაეთიკური და არამეცნიერულია. თბილისში, ბოტანიკური ბაღის აღმართზე, ბოტანიკური ქუჩის NN32-ში მდებარე მეჩეთი უნიკალურიც კი არის იმ თვალსაზრისით, რომ აქ სუნიტები და შიიტები დღესაც ერთდროულად ლოცულობენ. ასოციაციის ბუკლეტში ეს მეჩეთი დანგრეულად არის მითითებული. ის მეჩეთი კი, რომელიც მეტეხის ძირში, ხიდთან მდებარეობდა და კომუნისტების დროს მართლაც ააფეთქეს, თურქული არ ყოფილა, შიიტური, სპარსული იყო. კომუნისტურ ეპოქაში თბილისში მხოლოდ მეჩეთი არ დაუნგრევიათ, ააფეთქეს რუსული ეკლესია რუსთაველის გამზირზე, ხელყვეს ქართული ეკლესიები. ამასთანავე, როცა ხაზგასმით აცხადებენ, საქართველოში თურქული მეჩეთები კომუნისტურ პერიოდში ხელყვესო, განა თურქეთშიც კომუნიზმი იყო?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქართული კულტურის ძეგლებისადმი, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მიერ ძველი ძეგლების ოფიციალურ ნუსხაშია შეტანილი, წლების განმავლობაში ბარბაროსული დამოკიდებულება იყო; თურქულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, თუ როგორ ააფეთქეს ტბეთის ტაძარი 1967 წელს შავშეთის კაიმაკამის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) მოთხოვნით, როგორ დაამტვრიეს ქართულწარწერიანი უნიკალური მზის ქვის საათი დოლისყანის ეკლესიაში, როგორ გამოიყენეს ბანას ტაძრის ლოდები იმავე ტაძრის შემოგარენში ასაშენებელი მედრესეს საძირკვლისთვის...

არანაკლებ საინტერესოა, საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოების სამომავლო გეგმები, პროექტები. ბუკლეტში ნათქვამია, რომ ქართულად უნდა გამოიცეს ყურანის განმარტებები, ისლამის ტერმინოლოგიის კვლევის საკითხზე ჩატარდეს ქართულენოვანი სიმპოზიუმი (ეს კი ნამდვილად საინტერესოა, თუკი მეცნიერულ კვლევებზეა ლაპარაკი), ასევე, თბილისში მუსლიმი ქალების სიმპოზიუმის ჩატარება; ბათუმში რელიგიის სასწავლო ლიცეუმის, ხოლო თბილისში ისლამური კულტურის ცენტრის გახსნა და სხვა ამდაგვარი. თავის დროზე თურქეთიდან შემოიტანეს რელიგიის სამინისტროს გრიფით ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები, მათ შორის "ყურანის მასწავლებელი", "წინასწარმეტყველის ცხოვრება"და სხვ. ერთ-ერთის წინასიტყვაობში ნათქვამია, რომ წიგნი სამშობლოს გარეთ მცხოვრები პატარა ქართველებისთვის არის განკუთვნილი. საინტერესოა, რა კავშირი აქვს დიანეთის (რელიგიის) სამინისტროს "სამშობლოს გარეთ მცხოვრებ პატარა ქართველებთან"? და ბოლოს, რა მიზნებს ემსახურება "საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია" და ვისთან მეგობრობს ის საქართველოში?

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"