კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღიზიანებდა მანიკა ასათიანს ხალხის ყურადღება
რატომ აღიზიანებდა მანიკა ასათიანს ხალხის ყურადღება

მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­ურ სტილს და­უბ­რუნ­და: "რუს­თა­ვი 2"-ის ეთე­რი­დან ამინ­დის პროგ­ნო­ზის გაც­ნო­ბის ნაც­ვლად, ახლა "მა­ესტროს"ეთერ­ში გა­და­ცე­მის - "მაღ­ვი­ძა­რა"წამ­ყვა­ნი გახ­ლავთ... შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, მშვე­ნი­ერ მა­ნი­კას არც სა­მო­დე­ლო საქ­მე­ზე უთ­ქვამს უარი: ახ­ლა­ხან "ფე­შენ ვიკ­ზე"გა­მოჩ­ნდა...

თმის ფერი და ვარ­ცხნი­ლო­ბა

- თმის ფე­რით სხვე­ბის­გან ყო­ველ­თვის გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, თუნ­დაც - სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში. ბუ­ნებ­რი­ვად

ხვე­უ­ლი თმა მაქვს. ზედ­მე­ტი "ჩა­რე­ვე­ბი" არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სი­ის გამო, ბევ­რნა­ი­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა მქო­ნია. როცა მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე გა­მოვ­დი­ვარ, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ორი­გი­ნა­ლურ ვარ­ცხნი­ლო­ბას მირ­ჩე­ვენ.

ბავ­შვო­ბა­ში, ვიდ­რე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ თმის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფერი კარ­გი იყო, ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა მა­ღი­ზი­ა­ნებ­და და ვტი­რო­დი, - ჩემი დის მსგავ­სად, მეც შავი თმა რა­ტომ არ მაქვს-მეთ­ქი? ერ­თგვა­რი ბავ­შვუ­რი კომ­პლექ­სი მქონ­და. მას შემ­დეგ, რაც გა­ვი­ზარ­დე, ჩემს თმას ვა­ფა­სებ და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად კარ­გად ვუვ­ლი. მო­დის კვი­რე­ულ­ზე, ზოგ­ჯერ დღე­ში 3-4 ვარ­ცხნი­ლო­ბის შეც­ვლა მი­წევს ისე, რომ თა­ვის და­ბა­ნას ვერც ვას­წრებ ხოლ­მე. შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რა იმას ვუნ­დე­ბი, რომ ძვე­ლი იერი და­ვუბ­რუ­ნო.

თმას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვუვ­ლი. უბ­რა­ლოდ, ხვე­უ­ლი თმის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი შამ­პუ­ნით ვი­ბან, ბალ­ზამს ვი­ყე­ნებ და მეტი ბზინ­ვა­რე­ბის­თვის - ვი­ტა­მი­ნე­ბით ვკვე­ბავ.

სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ხის კან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა არა­სო­დეს მქო­ნია. 14 წლი­დან მა­კი­აჟს ვხმა­რობ (მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად - არა) და ალ­ბათ, ეს კან­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს, თუმ­ცა ძა­ლი­ან არ აი­სა­ხე­ბა. სა­ხის კანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვუვ­ლი, უფრო მე­ტიც - ზოგ­ჯერ მკვე­ბავ კრემ­საც კი არ ვის­ვამ. მოკ­ლედ, უპ­რობ­ლე­მო კანი მაქვს: არც გა­მო­ნა­ყა­რი მა­წუ­ხებს და არც - სიმ­შრა­ლე.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- ყვე­ლა­ზე ზარ­მა­ცი მო­დე­ლი ვარ. ადრე ჩემს სხე­ულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა არ სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ბავ­შვის გა­ჩე­ნის მერე მივ­ხვდი, რომ სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბას უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­ვუთ­მო. მარ­თა­ლია, ისევ ისეთ ფორ­მა­ში ვარ, რო­გორ­შიც შვი­ლის გა­ჩე­ნამ­დე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არ მინ­და, მო­მა­ვალ­ში ჩემი სხე­უ­ლის ფორ­მებ­ზე ასაკ­მა იმოქ­მე­დოს. ჰოდა, ამი­ტო­მაც, ვარ­ჯი­შის და­წყე­ბას ვა­პი­რებ.

ჩემ­თვის დი­ე­ტა "ზღა­პა­რია": ჭა­მა­ზე ვგიჟ­დე­ბი! ყვე­ლა დამ­ცი­ნის, - რო­გო­რი მო­დე­ლი ხარო? მარ­თლა ძა­ლი­ან ბევ­რს ვჭამ.

სა­მო­სი

- გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მნა­ხოთ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჯინ­სი. რად­გან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, ვცდი­ლობ, ყო­ველ­დღი­უ­რად ისე­თი სა­მო­სი მო­ვირ­გო, რაც ეთერ­ში ყოფ­ნის დროს გა­მო­მად­გე­ბა და რო­მელ­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნობ. გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი ჩემ­გან კონ­სერ­ვა­ტულ სა­მოსს არ მო­ი­თხოვს, პი­რი­ქით - იმას ვიც­ვამ, რაც მომ­წონს.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- ადრე სა­ყუ­რე მიყ­ვარ­და. მერე, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ერ­თოდ აღარ ვი­კე­თებ­დი, ახლა ისევ მი­კე­თია... რამ­დე­ნი­მე საყ­ვა­რე­ლი ბე­ჭე­დი მაქვს, რომ­ლებ­საც თით­ქმის არას­დროს ვიხ­სნი. სა­მა­ჯუ­რე­ბი, ქამ­რე­ბიც მომ­წონს, მაგ­რამ სათ­ვა­ლე­ებ­ზე ვგიჟ­დე­ბი!..

საქ­მე

- ამ­ჟა­მად "მა­ესტრო­ზე" დი­ლის გა­და­ცე­მის - "მაღ­ვი­ძა­რა"წამ­ყვა­ნი ვარ. დი­ლის 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე გაღ­ვი­ძე­ბა ცხოვ­რე­ბის წე­სად მექ­ცა, რად­გა­ნაც 7-დან 11 სა­ა­თამ­დე გა­და­ცე­მა მიმ­ყავს. ჩემი სა­მუ­შაო ყვე­ლას მარ­ტი­ვი ჰგო­ნია. მე­უბ­ნე­ბი­ან, - დი­ლით ადრე კი იღ­ვი­ძებ, მაგ­რამ მერე ხომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარო? ასე არ არის: ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ეთე­რის შემ­დე­გაც ვრჩე­ბით და 5-6 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობთ. ეს დამ­ღლე­ლი, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მეა. აქ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

"მაღ­ვი­ძა­რას"წამ­ყვა­ნი კას­ტინ­გის შე­დე­გად გავ­ხდი. ბავ­შვო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, რომ სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­დეს და მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა ძა­ლი­ან მინ­დო­და. მი­ხა­რია, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­რე­მო­ში მოვ­ხვდი. აქ თავს ში­ნა­უ­რუ­ლად ვგრძნობ.

სა­მო­დე­ლო სფე­რო­შიც პა­უ­ზა მქონ­და და პო­დი­უ­მი ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა "ფე­შენ ვიკ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ...

ოჯა­ხი

- უკვე ჩემი პა­ტა­რა ოჯა­ხი: მე, ჩემი მე­უღ­ლე და შვი­ლი - გიო ცალ­კე, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობთ. სახ­ლში სულ ხალ­ხმრავ­ლო­ბაა: შვი­ლის მოვ­ლა­ში დე­და­ჩე­მი და ბე­ქას დედა მეხ­მა­რე­ბი­ან. ძი­ძაც მყავს... სამ­სა­ხუ­რის მერე, მთელ დღეს გი­ოს­თან ვა­ტა­რებ. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე მე­ნატ­რე­ბა, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან სხვა­გან წას­ვლის და გარ­თო­ბის ხა­ლი­სი არ მაქვს. უჩე­მოდ გიო მო­წყე­ნი­ლი არ არის, მაგ­რამ როცა მას­თან მივ­დი­ვარ, ჩემ გარ­და აღა­რა­ვინ უნდა - ამას ვგრძნობ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მას­თან გა­ვა­ტა­რო.

ჰობი

- სიმ­ღე­რა მამ­შვი­დებს და სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი. როცა მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, თუ ვინ უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი? ვპა­სუ­ხობ­დი, - მომ­ღე­რა­ლი-მეთ­ქი. მა­შინ მომ­ღერ­ლო­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, ახლა - ჰო­ბია. შინ სულ ვმღე­რი, რად­გან სიმ­ღე­რა ჩემს შვილ­საც ძა­ლი­ან მოს­წონს. როცა ტი­რის და ვერ ვა­ჩუ­მებ, მუ­სი­კას ვურ­თავ ან ავმღერ­დე­ბი ხოლ­მე და თა­ვა­დაც ღი­ღინს იწყებს.

დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა

- შა­ბათ-კვი­რის გარ­და, დი­ლი­დან სა­ღა­მოს 5-6 სა­ა­თამ­დე სამ­სა­ხურ­ში ვარ, შემ­დეგ, თუ კარ­გი ამინ­დია, გიოს ვა­სე­ირ­ნებ. ღა­მით ადრე ვერ ვი­ძი­ნებ, რად­გან გიო არ იძი­ნებს. შა­ბა­თო­ბით, და­ქა­ლებ­თან ერ­თად სად­მე გა­სარ­თო­ბად მივ­დი­ვარ - ეს უკვე ტრა­დი­ცი­ად გვექ­ცა. "კვი­რის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი"დღის მო­წყო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი მე გახ­ლა­ვართ...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

რატომ აღიზიანებდა მანიკა ასათიანს ხალხის ყურადღება

რატომ აღიზიანებდა მანიკა ასათიანს ხალხის ყურადღება

მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ცხოვრების აქტიურ სტილს დაუბრუნდა: "რუსთავი 2"-ის ეთერიდან ამინდის პროგნოზის გაცნობის ნაცვლად, ახლა "მაესტროს"ეთერში გადაცემის - "მაღვიძარა"წამყვანი გახლავთ... შვილის გაჩენის შემდეგ, მშვენიერ მანიკას არც სამოდელო საქმეზე უთქვამს უარი: ახლახან "ფეშენ ვიკზე"გამოჩნდა...

თმის ფერი და ვარცხნილობა

- თმის ფერით სხვებისგან ყოველთვის გამოვირჩეოდი, თუნდაც - სამოდელო სფეროში. ბუნებრივად

ხვეული თმა მაქვს. ზედმეტი "ჩარევები" არ მიყვარს, მაგრამ ჩემი პროფესიის გამო, ბევრნაირი ვარცხნილობა მქონია. როცა მოდის კვირეულებზე გამოვდივარ, დიზაინერები ორიგინალურ ვარცხნილობას მირჩევენ.

ბავშვობაში, ვიდრე გავაცნობიერებდი, რომ თმის განსხვავებული ფერი კარგი იყო, ხალხის ყურადღება მაღიზიანებდა და ვტიროდი, - ჩემი დის მსგავსად, მეც შავი თმა რატომ არ მაქვს-მეთქი? ერთგვარი ბავშვური კომპლექსი მქონდა. მას შემდეგ, რაც გავიზარდე, ჩემს თმას ვაფასებ და შეძლებისდაგვარად კარგად ვუვლი. მოდის კვირეულზე, ზოგჯერ დღეში 3-4 ვარცხნილობის შეცვლა მიწევს ისე, რომ თავის დაბანას ვერც ვასწრებ ხოლმე. შემდეგ დაახლოებით 1 კვირა იმას ვუნდები, რომ ძველი იერი დავუბრუნო.

თმას განსაკუთრებულად არ ვუვლი. უბრალოდ, ხვეული თმისთვის განკუთვნილი შამპუნით ვიბან, ბალზამს ვიყენებ და მეტი ბზინვარებისთვის - ვიტამინებით ვკვებავ.

სახის კანის მოვლა

- ჩემი საქმიანობის მიუხედავად, სახის კანთან დაკავშირებული პრობლემა არასოდეს მქონია. 14 წლიდან მაკიაჟს ვხმარობ (მაგრამ ყოველდღიურად - არა) და ალბათ, ეს კანზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა ძალიან არ აისახება. სახის კანს განსაკუთრებულად არ ვუვლი, უფრო მეტიც - ზოგჯერ მკვებავ კრემსაც კი არ ვისვამ. მოკლედ, უპრობლემო კანი მაქვს: არც გამონაყარი მაწუხებს და არც - სიმშრალე.

ვარჯიში და დიეტა

- ყველაზე ზარმაცი მოდელი ვარ. ადრე ჩემს სხეულს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებოდა, მაგრამ ბავშვის გაჩენის მერე მივხვდი, რომ საკუთარ გარეგნობას უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმო. მართალია, ისევ ისეთ ფორმაში ვარ, როგორშიც შვილის გაჩენამდე ვიყავი, მაგრამ არ მინდა, მომავალში ჩემი სხეულის ფორმებზე ასაკმა იმოქმედოს. ჰოდა, ამიტომაც, ვარჯიშის დაწყებას ვაპირებ.

ჩემთვის დიეტა "ზღაპარია": ჭამაზე ვგიჟდები! ყველა დამცინის, - როგორი მოდელი ხარო? მართლა ძალიან ბევრს ვჭამ.

სამოსი

- გამორიცხულია, რომ ყოველდღიურად მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი მნახოთ. ძალიან მიყვარს ჯინსი. რადგან ტელევიზიაში ვმუშაობ, ვცდილობ, ყოველდღიურად ისეთი სამოსი მოვირგო, რაც ეთერში ყოფნის დროს გამომადგება და რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობ. გადაცემის ფორმატი ჩემგან კონსერვატულ სამოსს არ მოითხოვს, პირიქით - იმას ვიცვამ, რაც მომწონს.

სამკაული და აქსესუარები

- ადრე საყურე მიყვარდა. მერე, გარკვეული პერიოდი საერთოდ აღარ ვიკეთებდი, ახლა ისევ მიკეთია... რამდენიმე საყვარელი ბეჭედი მაქვს, რომლებსაც თითქმის არასდროს ვიხსნი. სამაჯურები, ქამრებიც მომწონს, მაგრამ სათვალეებზე ვგიჟდები!..

საქმე

- ამჟამად "მაესტროზე" დილის გადაცემის - "მაღვიძარა"წამყვანი ვარ. დილის 6-ის ნახევარზე გაღვიძება ცხოვრების წესად მექცა, რადგანაც 7-დან 11 საათამდე გადაცემა მიმყავს. ჩემი სამუშაო ყველას მარტივი ჰგონია. მეუბნებიან, - დილით ადრე კი იღვიძებ, მაგრამ მერე ხომ თავისუფალი ხარო? ასე არ არის: ტელევიზიაში ეთერის შემდეგაც ვრჩებით და 5-6 საათამდე ვმუშაობთ. ეს დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო საქმეა. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

"მაღვიძარას"წამყვანი კასტინგის შედეგად გავხდი. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, რომ საკუთარი შემოსავალი მქონდეს და მუშაობის დაწყება ძალიან მინდოდა. მიხარია, რომ არაჩვეულებრივ გარემოში მოვხვდი. აქ თავს შინაურულად ვგრძნობ.

სამოდელო სფეროშიც პაუზა მქონდა და პოდიუმი ძალიან მენატრებოდა. საბედნიეროდ, ახლა "ფეშენ ვიკში" ვმონაწილეობ...

ოჯახი

- უკვე ჩემი პატარა ოჯახი: მე, ჩემი მეუღლე და შვილი - გიო ცალკე, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. სახლში სულ ხალხმრავლობაა: შვილის მოვლაში დედაჩემი და ბექას დედა მეხმარებიან. ძიძაც მყავს... სამსახურის მერე, მთელ დღეს გიოსთან ვატარებ. დღის განმავლობაში ისე მენატრება, რომ სამსახურიდან სხვაგან წასვლის და გართობის ხალისი არ მაქვს. უჩემოდ გიო მოწყენილი არ არის, მაგრამ როცა მასთან მივდივარ, ჩემ გარდა აღარავინ უნდა - ამას ვგრძნობ და მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი დრო მასთან გავატარო.

ჰობი

- სიმღერა მამშვიდებს და სიამოვნებას მანიჭებს. ბავშვობიდან ვმღერი. როცა მეკითხებოდნენ, თუ ვინ უნდა გამოვსულიყავი? ვპასუხობდი, - მომღერალი-მეთქი. მაშინ მომღერლობა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო, ახლა - ჰობია. შინ სულ ვმღერი, რადგან სიმღერა ჩემს შვილსაც ძალიან მოსწონს. როცა ტირის და ვერ ვაჩუმებ, მუსიკას ვურთავ ან ავმღერდები ხოლმე და თავადაც ღიღინს იწყებს.

დასვენება და გართობა

- შაბათ-კვირის გარდა, დილიდან საღამოს 5-6 საათამდე სამსახურში ვარ, შემდეგ, თუ კარგი ამინდია, გიოს ვასეირნებ. ღამით ადრე ვერ ვიძინებ, რადგან გიო არ იძინებს. შაბათობით, დაქალებთან ერთად სადმე გასართობად მივდივარ - ეს უკვე ტრადიციად გვექცა. "კვირის შემაჯამებელი"დღის მოწყობის ინიციატორი მე გახლავართ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება