მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა კაკაბაძე: "არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ეწყინოს"
ნიკა კაკაბაძე: "არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ეწყინოს"

1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ "კო­მე­დი შო­უ­სა" და "ვა­ნოს შოუს" მსა­ხი­ო­ბე­ბის ნა­წი­ლი ახა­ლი სა­ხე­ე­ბით შე­იც­ვა­ლა, გა­და­ცე­მას კი­დევ ერთი პა­რო­დის­ტი ნიკა კა­კა­ბა­ძე და­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პა­რო­დი­ას აკე­თებს. ის და ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი - სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დის­ტი - ხში­რად აშარ­ჟე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პი­რებს.

- ნიკა, რო­დის აღ­მო­ა­ჩი­ნე სა­კუ­თარ თავ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პა­რო­დი­რე­ბის ნიჭი?

- როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, მა­შინ გა­ვა­კე­თე პირ­ვე­ლად მისი პა­რო­დია. მა­ნამ­დე მხო­ლოდ თე­მურ ქეც­ბა­ი­ა­სა და სპორ­ტულ კო­მენ­ტა­ტორ სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძის პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­რეგ­ნო­ბა, მი­მი­კე­ბი და ხე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა აქვს, სწო­რედ ეს გა­მო­არ­ჩევს სხვე­ბის­გან. მას­ში ეს ნიშ­ნე­ბი და­ვი­ჭი­რე და შევ­ძე­ლი კი­დეც გა­მე­კე­თე­ბი­ნა მისი პა­რო­დია. ან ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში ვა­ხერ­ხებ ადა­მი­ა­ნის პა­რო­დი­რე­ბას, ან - პი­რი­ქით. ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი იო­ლად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მარ­თა­ლია, გა­რეგ­ნო­ბით არ ვგა­ვარ, თა­ნაც 22 წლის ვარ, მაგ­რამ თმას უკან გა­და­ვი­წევ და ასე თუ ისე ვემ­სგავ­სე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი კი გრი­მის და ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- "კო­მე­დი შოუს" ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა სად გნა­ხეს პირ­ვე­ლად?

- შარ­შან, ნო­ემ­ბერ­ში, თსუ-ში "მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუ­ბის" ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო. სწო­რედ იქ გა­ვა­კე­თე იუ­მო­რის­ტუ­ლი ნო­მე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პა­რო­დი­ით. აღ­მოჩ­ნდა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და "რუს­თა­ვი 2"-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მას ჩემი ნო­მე­რი მო­ე­წო­ნა და რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს.

- მი­მი­კე­ბი­სა და ანეკ­დო­ტე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და, რა გაქვს სა­ერ­თო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან?

- ვფიქ­რობ, რომ ისიც ჩემ­სა­ვით გულ­ღია ადა­მი­ა­ნია, და­უ­ფა­რა­ვად და გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე. პრე­ზი­დენ­ტი უკვე შეგ­ვხვდა. ძა­ლი­ან მინ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რაც. არ ვიცი, რას ფიქ­რობს ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით ვუ­ყუ­რებთ და არ მგო­ნია, ეწყი­ნოს.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს? შე­ნიშ­ვნე­ბი ხომ არ გაქვს?

- არ ვე­რე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისე­დაც და­ყო­ფი­ლია და ჩემი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ არის სა­ჭი­რო. ვერც ისე გავ­თავ­ხედ­დე­ბი, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რა­ღაც შე­ნიშ­ვნე­ბი მივ­ცე (იცი­ნის).

- მა­ყუ­რე­ბე­ლი ხში­რად აკ­რი­ტი­კებს "კო­მე­დი შოუს" იუ­მორს, შენი აზ­რით, ჯან­სა­ღი იუ­მო­რია ის, რა­საც თქვენ გვაწ­ვდით?

- იუ­მო­რი რაც უფრო და­იხ­ვე­წე­ბა, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩემი მხრი­დან რჩე­ვის მი­ცე­მა "კო­მე­დი შოუს" გუნ­დის მი­მართ, უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ისი­ნი წლე­ბია ამ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ, ქარ­თუ­ლი იუ­მო­რი უფრო გან­ვი­თარ­დეს.

- რო­გორც ვიცი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ...

- არის სი­ახ­ლე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ არ მინ­და პი­რად გრძნო­ბებ­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი.

- ოჯა­ხის წევ­რებს და ახ­ლობ­ლებს რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, როცა ეთერ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის პა­რო­დი­ით გა­მოჩ­ნდი?

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვი­ან. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შეხ­ვდნენ ამ ამ­ბავ­საც. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვხე­დავ, რომ მოს­წონთ და ხში­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ ჩემ მი­მართ და­დე­ბით ემო­ცი­ებს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

ნიკა კაკაბაძე: "არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ეწყინოს"

ნიკა კაკაბაძე: "არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ეწყინოს"

1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "კომედი შოუსა" და "ვანოს შოუს" მსახიობების ნაწილი ახალი სახეებით შეიცვალა, გადაცემას კიდევ ერთი პაროდისტი ნიკა კაკაბაძე დაემატა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პაროდიას აკეთებს. ის და ქართლოს ნატროშვილი - სააკაშვილის პაროდისტი - ხშირად აშარჟებენ საქართველოს პირველ პირებს.

- ნიკა, როდის აღმოაჩინე საკუთარ თავში ბიძინა ივანიშვილის პაროდირების ნიჭი?

- როცა ბიძინა ივანიშვილი პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, მაშინ გავაკეთე პირველად მისი პაროდია. მანამდე მხოლოდ თემურ ქეცბაიასა და სპორტულ კომენტატორ სანდრო ცნობილაძის პაროდიის გაკეთება შემეძლო. ბიძინა ივანიშვილს დამახასიათებელი გარეგნობა, მიმიკები და ხელების მოძრაობა აქვს, სწორედ ეს გამოარჩევს სხვებისგან. მასში ეს ნიშნები დავიჭირე და შევძელი კიდეც გამეკეთებინა მისი პაროდია. ან ძალიან მოკლე დროში ვახერხებ ადამიანის პაროდირებას, ან - პირიქით. ივანიშვილის შემთხვევაში კი იოლად მოხდა ყველაფერი. მართალია, გარეგნობით არ ვგავარ, თანაც 22 წლის ვარ, მაგრამ თმას უკან გადავიწევ და ასე თუ ისე ვემსგავსები, დანარჩენი კი გრიმის და ტელევიზიის თანამშრომლების დამსახურებაა.

- "კომედი შოუს" ხელმძღვანელებმა სად გნახეს პირველად?

- შარშან, ნოემბერში, თსუ-ში "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" ღონისძიება იყო. სწორედ იქ გავაკეთე იუმორისტული ნომერი ბიძინა ივანიშვილის პაროდიით. აღმოჩნდა, რომ ღონისძიებას ესწრებოდა "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელი, მას ჩემი ნომერი მოეწონა და რამდენიმე ხნის შემდეგ თანამშრომლობა შემომთავაზეს.

- მიმიკებისა და ანეკდოტების სიყვარულის გარდა, რა გაქვს საერთო პრემიერ-მინისტრთან?

- ვფიქრობ, რომ ისიც ჩემსავით გულღია ადამიანია, დაუფარავად და გულახდილად საუბრობს ნებისმიერ საკითხზე. პრეზიდენტი უკვე შეგვხვდა. ძალიან მინდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც. არ ვიცი, რას ფიქრობს ჩემს შემოქმედებაზე, მაგრამ ყველაფერს იუმორით ვუყურებთ და არ მგონია, ეწყინოს.

- როგორ შეაფასებ პრემიერ-მინისტრს? შენიშვნები ხომ არ გაქვს?

- არ ვერევი პოლიტიკაში. საზოგადოება ისედაც დაყოფილია და ჩემი განცხადებები არ არის საჭირო. ვერც ისე გავთავხედდები, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც შენიშვნები მივცე (იცინის).

- მაყურებელი ხშირად აკრიტიკებს "კომედი შოუს" იუმორს, შენი აზრით, ჯანსაღი იუმორია ის, რასაც თქვენ გვაწვდით?

- იუმორი რაც უფრო დაიხვეწება, უკეთესი იქნება, მაგრამ ჩემი მხრიდან რჩევის მიცემა "კომედი შოუს" გუნდის მიმართ, უხერხული იქნება, რადგან ისინი წლებია ამ საქმეს ემსახურებიან და ცდილობენ, ქართული იუმორი უფრო განვითარდეს.

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ...

- არის სიახლე ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ მინდა პირად გრძნობებზე საჯაროდ ლაპარაკი.

- ოჯახის წევრებს და ახლობლებს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა ეთერში ივანიშვილის პაროდიით გამოჩნდი?

- ჩემი ოჯახის წევრები პოლიტიკაში არ ერევიან. ჩვეულებრივად შეხვდნენ ამ ამბავსაც. რაც შეეხება საზოგადოებას, ვხედავ, რომ მოსწონთ და ხშირად გამოხატავენ ჩემ მიმართ დადებით ემოციებს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება