მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლივია ჰასი: "ჯულიეტას კასტინგზე წასვლას არ ვაპირებდი"
ოლივია ჰასი: "ჯულიეტას კასტინგზე წასვლას არ ვაპირებდი"

მან უამ­რავ ფილმში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მსა­ხი­ობ ოლი­ვია ჰა­სის სა­ხე­ლი და გვა­რი ყო­ველ­თვის ჯუ­ლი­ე­ტას როლს უკავ­შირ­დე­ბა. მას ხში­რად უწო­დე­ბენ "ყვე­ლა­ზე ნამ­დვილ ჯუ­ლი­ე­ტას".

ოლი­ვია ახლა 61 წლი­საა. 2008 წლის შემ­დეგ ახალ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ მი­უ­ღია. იშ­ვი­ა­თად თან­ხმდე­ბა ინ­ტერ­ვი­უ­ებს და უარს ამ­ბობს ფო­ტო­სე­სი­ებ­ზე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­საც ოლი­ვი­ას­თან გა­სა­უბ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნია, შე­კი­თხვას აუ­ცი­ლებ­ლად უს­ვამს 1968 წლის კულ­ტად ქცე­ულ ფილმზე "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა". გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­დე­საც ვარ­სკვლა­ვი ჯუ­ლი­ე­ტას რო­ლის­თვის გა­მარ­თულ კას­ტინგს იხ­სე­ნებს.

"ჩემი პირ­ვე­ლი სინ­ჯი სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. ერთ დი­ლას რე­ჟი­სორ ფრან­კო ძე­ფი­რე­ლის ოთახ­ში აღ­მოვ­ჩნდი. კას­ტინგზე ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბი დამ­ხვდნენ. ყვე­ლა მათ­გა­ნი ქერა და ლურჯთ­ვა­ლე­ბა იყო. ჩვენ კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით და ჯუ­ლი­ე­ტას რო­ლის­თვის ვიბ­რძო­დით. გა­დავ­წყვი­ტე, გა­მოვ­პა­რუ­ლი­ყა­ვი, რად­გა­ნაც ვი­ფიქ­რე, მათ ფონ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი არ მქონ­და. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ვი­წყდა. და­მა­ვა­ლეს, გარ­დაც­ვა­ლე­ბის სცე­ნა­რი გა­მე­თა­მა­შე­ბი­ნა. ეს ნამ­დვი­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. 1 კვი­რის შემ­დეგ და­მი­რე­კეს და მის­ვლა მთხო­ვეს. ამ­ჯე­რად აივ­ნის სცე­ნა შემ­ხვდა. ამ დღეს პირ­ვე­ლად შევ­ხვდი ჩემს პარტნი­ორს ლე­ო­ნარდ უა­ი­თინგს. რე­ჟი­სო­რის მო­თხოვ­ნით, მე და ლე­ო­ნარ­დმა რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი ერ­თად ვი­თა­მა­შეთ. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად შე­ვას­რუ­ლე და ტექ­სტი არ დამ­ვი­წყე­ბია. მა­ინც, არ მჯე­რო­და, რომ ოლი­ვია ჯუ­ლი­ე­ტა გახ­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. ვიდ­რე ყვე­ლა­ფერს გა­ვი­აზ­რებ­დი, უკვე გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვი­ყა­ვი. ფრან­კო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­სო­რია. მას შემ­დეგ უამ­რავ ფილმში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ბევრ რე­ჟი­სორს შევ­ხვდი, მაგ­რამ გუ­ლახ­დი­ლად ვი­ტყვი, სხვა რე­ჟი­სო­რე­ბის კომ­პლი­მენ­ტებს ფრან­კოს შე­ნიშ­ვნე­ბი მირ­ჩევ­ნია", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის კვალ­დაკ­ვალ ყო­ველ­თვის არე­უ­ლი იყო მსა­ხი­ო­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ოლი­ვია პირ­ვე­ლად 20 წლის ასაკ­ში გა­თხოვ­და. მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბი პოლ მარ­ტი­ნი იყო. წყვილს ვაჟი ალექ­სან­დრე ჰყავთ. ვარ­სკვლა­ვი 1980 წელს ია­პო­ნელ მუ­სი­კოს აკი­რა ფუ­სი­ზე გა­თხოვ­და. მათ 1983 წელს ვაჟი მაქ­სი შე­ე­ძი­ნათ. ოლი­ვია და აკი­რა 1989 წელს გან­ქორ­წინ­დნენ. 1991 წელს მსა­ხი­ო­ბი ამე­რი­კელ მუ­სი­კოს­ზე დე­ვიდ გლენ­ზე გა­თხოვ­და. 1993 წელს წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი ინ­დია აის­ლი გა­უჩ­ნდა.

ინ­დია 19 წლი­საა და დე­დის პრო­ფე­სი­ას გაჰ­ყვა. ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ინ­დი­ას მემ­კვიდ­რე­ო­ბით დე­დის სი­ლა­მა­ზე ერგო, თუმ­ცა რე­ჟი­სო­რე­ბი და კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლიშ­ვილს ოლი­ვი­ას მსგავ­სი ეშხი არ აქვს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია reocities.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

ოლივია ჰასი: "ჯულიეტას კასტინგზე წასვლას არ ვაპირებდი"

ოლივია ჰასი: "ჯულიეტას კასტინგზე წასვლას არ ვაპირებდი"

მან უამრავ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მსახიობ ოლივია ჰასის სახელი და გვარი ყოველთვის ჯულიეტას როლს უკავშირდება. მას ხშირად უწოდებენ "ყველაზე ნამდვილ ჯულიეტას".

ოლივია ახლა 61 წლისაა. 2008 წლის შემდეგ ახალ ფილმში მონაწილეობა აღარ მიუღია. იშვიათად თანხმდება ინტერვიუებს და უარს ამბობს ფოტოსესიებზე. რასაკვირველია, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელსაც ოლივიასთან გასაუბრების საშუალება ჰქონია, შეკითხვას აუცილებლად უსვამს 1968 წლის კულტად ქცეულ ფილმზე "რომეო და ჯულიეტა". გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი ინტერვიუდან, როდესაც ვარსკვლავი ჯულიეტას როლისთვის გამართულ კასტინგს იხსენებს.

"ჩემი პირველი სინჯი საშინელება იყო. ერთ დილას რეჟისორ ფრანკო ძეფირელის ოთახში აღმოვჩნდი. კასტინგზე ულამაზესი გოგონები დამხვდნენ. ყველა მათგანი ქერა და ლურჯთვალება იყო. ჩვენ კონკურენტები ვიყავით და ჯულიეტას როლისთვის ვიბრძოდით. გადავწყვიტე, გამოვპარულიყავი, რადგანაც ვიფიქრე, მათ ფონზე გამარჯვების შანსი არ მქონდა. ძალიან ვნერვიულობდი და ყველაფერი დამავიწყდა. დამავალეს, გარდაცვალების სცენარი გამეთამაშებინა. ეს ნამდვილი საშინელება იყო. 1 კვირის შემდეგ დამირეკეს და მისვლა მთხოვეს. ამჯერად აივნის სცენა შემხვდა. ამ დღეს პირველად შევხვდი ჩემს პარტნიორს ლეონარდ უაითინგს. რეჟისორის მოთხოვნით, მე და ლეონარდმა რამდენიმე ეპიზოდი ერთად ვითამაშეთ. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად შევასრულე და ტექსტი არ დამვიწყებია. მაინც, არ მჯეროდა, რომ ოლივია ჯულიეტა გახდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. ვიდრე ყველაფერს გავიაზრებდი, უკვე გადასაღებ მოედანზე ვიყავი. ფრანკო არაჩვეულებრივი რეჟისორია. მას შემდეგ უამრავ ფილმში მივიღე მონაწილეობა და ბევრ რეჟისორს შევხვდი, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, სხვა რეჟისორების კომპლიმენტებს ფრანკოს შენიშვნები მირჩევნია", - განაცხადა მსახიობმა.

წარმატებული კარიერის კვალდაკვალ ყოველთვის არეული იყო მსახიობის პირადი ცხოვრება. ოლივია პირველად 20 წლის ასაკში გათხოვდა. მისი პირველი მეუღლე მსახიობი პოლ მარტინი იყო. წყვილს ვაჟი ალექსანდრე ჰყავთ. ვარსკვლავი 1980 წელს იაპონელ მუსიკოს აკირა ფუსიზე გათხოვდა. მათ 1983 წელს ვაჟი მაქსი შეეძინათ. ოლივია და აკირა 1989 წელს განქორწინდნენ. 1991 წელს მსახიობი ამერიკელ მუსიკოსზე დევიდ გლენზე გათხოვდა. 1993 წელს წყვილს ქალიშვილი ინდია აისლი გაუჩნდა.

ინდია 19 წლისაა და დედის პროფესიას გაჰყვა. ახალგაზრდა მსახიობი რამდენიმე ტელესერიალში მონაწილეობს. ინდიას მემკვიდრეობით დედის სილამაზე ერგო, თუმცა რეჟისორები და კრიტიკოსები ამბობენ, რომ ქალიშვილს ოლივიას მსგავსი ეშხი არ აქვს.

მომზადებულია reocities.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება