კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საკრებულომ მერი თანამდებობიდან გადააყენა
 ქუთაისის საკრებულომ მერი თანამდებობიდან გადააყენა

ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლომ ქუ­თა­ი­სის მე­რის, ბე­სიკ ბრე­გა­ძის იმ­პიჩ­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ქუ­თა­ი­სი­დან იუ­წყე­ბა, აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი 14-მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა, 5 კი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ქუ­თა­ი­სი ამ დრო­ის­თვის მე­რის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი.

სხდო­მა ხმა­უ­რით წა­რი­მარ­თა და მას იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რიც ეს­წრე­ბო­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჰიმ­ნიც ჩარ­თეს და კა­რი­კა­ტუ­რა გა­მო­ი­ტა­ნეს, რო­მელ­ზეც იმე­რე­თის ვიცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­დამ­დგა­რი გოჩა თევ­დო­რა­ძე იყო გა­მო­სა­ხუ­ლი.

იმ­პიჩ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი უკვე გა­ა­კე­თა ყო­ფილ­მა მერ­მა ბე­სიკ ბრე­გა­ძემ. მისი თქმით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მას დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა. დარ­ჩე­ბა თუ არა პო­ლი­ტი­კა­ში, ბრე­გა­ძე არ აკონ­კრე­ტებს.

დღეს­ვე შე­იქ­მნა კო­მი­სია, რო­მე­ლიც ახა­ლი მე­რის კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვა­ზე იმუ­შა­ვებს. ქუ­თა­ისს ახა­ლი მერი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის ბო­ლოს ეყო­ლე­ბა.

მე­რის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და იმ დე­პუ­ტა­ტებ­მა და­ა­ყე­ნეს, რომ­ლებ­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფრაქ­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვეს.

მე­რო­ბის ერთ-ერთ კან­დი­და­ტად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გიგა გი­ორ­გა­ძე გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მელ­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ქუთაისის საკრებულომ მერი თანამდებობიდან გადააყენა

 ქუთაისის საკრებულომ მერი თანამდებობიდან გადააყენა

ქუთაისის საკრებულომ ქუთაისის მერის, ბესიკ ბრეგაძის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგი იყო. შესაბამისად, ქუთაისი ამ დროისთვის მერის გარეშეა დარჩენილი.

სხდომა ხმაურით წარიმართა და მას იმერეთის გუბერნატორიც ესწრებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნიც ჩართეს და კარიკატურა გამოიტანეს, რომელზეც იმერეთის ვიცე-გუბერნატორობიდან რამდენიმე დღის წინ გადამდგარი გოჩა თევდორაძე იყო გამოსახული.

იმპიჩმენტთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა ყოფილმა მერმა ბესიკ ბრეგაძემ. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მას დასვენების საშუალება მიეცემა. დარჩება თუ არა პოლიტიკაში, ბრეგაძე არ აკონკრეტებს.

დღესვე შეიქმნა კომისია, რომელიც ახალი მერის კანდიდატურის შერჩევაზე იმუშავებს. ქუთაისს ახალი მერი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ეყოლება.

მერის იმპიჩმენტის საკითხი "ქართულმა ოცნებამ" და იმ დეპუტატებმა დააყენეს, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

მერობის ერთ-ერთ კანდიდატად სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე განიხილება, რომელსაც ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა