სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელები მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალებას ზეიმობენ
ბრიტანელები მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალებას ზეიმობენ

მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ბრი­ტა­ნე­თის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პო­ლი­ტი­კით უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნებ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით აღ­ნიშ­ნეს, რა­საც არე­უ­ლო­ბა მოჰ­ყვა.

ბრის­ტოლ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200 ადა­მი­ა­ნი ბა­რო­ნე­სას გარ­დაც­ვა­ლე­ბას ზე­ი­მობ­და. მო­მი­ტინ­გე­ებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სას­მე­ლის ბოთ­ლე­ბი და თუ­ნუ­ქის ქი­ლე­ბი ეს­რო­ლეს. ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ერთ-ერთი დე­მონ­სტრან­ტი კი არე­უ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს. და­ზი­ან­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბიც.

სამ­ხრეთ ლონ­დონ­ში, ბრიკს­ტო­ნის რა­ი­ონ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, რო­მელ­თაც ტეტ­ჩე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო სი­ხა­რუ­ლი გა­მო­ხა­ტეს. მო­მი­ტინ­გე­ებ­მა მა­ღა­ზი­ე­ბის მი­ნე­ბი და­ამ­სხვრი­ეს.

ბრიკს­ტონ­ში სახ­ლე­ბის კედ­ლებ­ზე ტეტ­ჩე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წარ­წე­რე­ბი გა­ა­კე­თეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კი­ნო­თე­ატრ Ritzy-ს სა­ხუ­რავ­ზეც აძ­ვრნენ და აფი­შა­ზე და­წე­რეს: "მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რი გარ­და­იც­ვა­ლა - LOL".

ზო­გი­ერ­თი დე­მონ­სტრან­ტი პლა­კა­ტებს წარ­წე­რით: "გი­ხა­რო­დეთ, ტეტ­ჩე­რი მკვდა­რია"- ატა­რებ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შამ­პა­ნურს სვამ­დნენ და ყვი­როდ­ნენ: "მეგი, მეგი, მეგი, მკვდა­რია, მკვდა­რია, მკვდა­რია". ბრბო­დან ვი­ღა­ცამ კვამ­ლი­ა­ნი ყუმ­ბა­რა ის­რო­ლა. პო­ლი­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი გა­მო­ე­ძა­ხა. ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ ზე­ი­მი უკვე შე­ა­ფა­სა, რო­გორც "სა­მარ­ცხვი­ნო".

300-კა­ცი­ა­ნი ბრბო გლაზ­გო­ში, ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზეც შე­იკ­რი­ბა. იქაც ტეტ­ჩე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შამ­პა­ნურს სვამ­დნენ და სა­ჰა­ე­რო ბურ­თებს უშ­ვებ­დნენ. მი­ტინ­გში კო­მუ­ნის­ტუ­რი და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბა­რო­ნე­სა მარ­გა­რეტ ჰილ­და ტეტ­ჩე­რი 87 წლის ასაკ­ში, ინ­სულ­ტის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რი დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი 1979-1990 წლებ­ში იყო. მისი პრე­მი­ე­რო­ბა ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი იყო მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში. გა­დად­გო­მის შემ­დეგ მან და­წე­რა წიგ­ნი - "სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბა".

1992 წელს ივ­ნის­ში მას ბა­რო­ნე­სას ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Telegraph-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ბრიტანელები მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალებას ზეიმობენ

ბრიტანელები მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალებას ზეიმობენ

მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალება ბრიტანეთის სხვადასხვა რეგიონებში პრემიერ-მინისტრის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანებმა საპროტესტო აქციებით აღნიშნეს, რასაც არეულობა მოჰყვა.

ბრისტოლში დაახლოებით 200 ადამიანი ბარონესას გარდაცვალებას ზეიმობდა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს სასმელის ბოთლები და თუნუქის ქილები ესროლეს. ერთი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დემონსტრანტი კი არეულობაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. დაზიანდა პოლიციელების ავტომობილებიც.

სამხრეთ ლონდონში, ბრიკსტონის რაიონში დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც ტეტჩერის გარდაცვალების გამო სიხარული გამოხატეს. მომიტინგეებმა მაღაზიების მინები დაამსხვრიეს.

ბრიკსტონში სახლების კედლებზე ტეტჩერის საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს. აქციის მონაწილეები კინოთეატრ Ritzy-ს სახურავზეც აძვრნენ და აფიშაზე დაწერეს: "მარგარეტ ტეტჩერი გარდაიცვალა - LOL".

ზოგიერთი დემონსტრანტი პლაკატებს წარწერით: "გიხაროდეთ, ტეტჩერი მკვდარია"- ატარებდა. აქციის მონაწილეები შამპანურს სვამდნენ და ყვიროდნენ: "მეგი, მეგი, მეგი, მკვდარია, მკვდარია, მკვდარია". ბრბოდან ვიღაცამ კვამლიანი ყუმბარა ისროლა. პოლიცია იძულებული გახდა წესრიგის დასამყარებლად დამატებითი ძალები გამოეძახა. ადგილობრივმა მთავრობამ ზეიმი უკვე შეაფასა, როგორც "სამარცხვინო".

300-კაციანი ბრბო გლაზგოში, ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზეც შეიკრიბა. იქაც ტეტჩერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შამპანურს სვამდნენ და საჰაერო ბურთებს უშვებდნენ. მიტინგში კომუნისტური და სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი 87 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში იყო. მისი პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ მან დაწერა წიგნი - "სახელმწიფოს მართვის ხელოვნება".

1992 წელს ივნისში მას ბარონესას ტიტული მიანიჭეს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა