საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთი ატომური წყალქვეშა ნავის გამართვას ცდილობს
ჩინეთი ატომური წყალქვეშა ნავის გამართვას ცდილობს

დე­ფექ­ტე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის შემ­დეგ, ჩი­ნე­თი კვლავ ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვის ღია ზღვა­ში გაშ­ვე­ბას. "ტიპი 94"-ის კლა­სის წყალ­ქვე­შა ნავი ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მოც­დე­ბის დროს რამ­დენ­ჯერ­მე შე­ნიშ­ნეს.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩი­ნე­თი უკვე დიდი ხა­ნია მუ­შა­ობს. თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე ამა­ში ხელს წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბა და ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი უშ­ლის. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ბირ­თვუ­ლი რა­კე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი, რუ­სუ­ლი, ბრი­ტა­ნუ­ლი და ფრან­გუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ე­ბის სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნებ­ში პატ­რუ­ლი­რე­ბა­ზე რე­გუ­ლა­რუ­ლად და­დი­ან.

სტრა­ტე­გი­უ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვის შექ­მნას ჩი­ნე­თი დიდი ხა­ნია ცდი­ლობს. 1978 წელს სა­ფუძ­ვე­ლი ახალ წყალ­ქვე­შა ნავს "ტიპი 92" ჩა­ე­ყა­რა. 1981-ში ის წყალ­ში ჩა­უშ­ვეს. მაგ­რამ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გა­უ­მარ­თა­ო­ბის და დე­ფექ­ტე­ბის გამო, ის მხო­ლოდ ჩი­ნე­თის სა­ზღვრის­პი­რა რე­გი­ო­ნებ­ში ცუ­რავ­და. შე­სა­ბა­მი­სად, საბ­რძო­ლო პატ­რუ­ლი­რე­ბა­ზე გას­ვლამ­დე საქ­მე არ მი­სუ­ლა.

"ტიპი 92" ერ­თა­დერთ ეგ­ზემპლი­ა­რად დარ­ჩა. დე­ფექ­ტე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას კი ჩი­ნე­ლე­ბი ახა­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვის "ტიპი 94" მშე­ნებ­ლო­ბი­სას შე­ე­ცად­ნენ. 140 მ-ის მაქ­სი­მა­ლუ­რი სიგ­რძის პი­რო­ბებ­ში, ის 12 ბირ­თვულ ქო­ბი­ნი­ა­ნი რა­კე­ტი­თაა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. წყალ­ქვე­შა ხო­მალდს 120 კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟი ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩი­ნე­თის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ამ ტი­პის წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია. თუმ­ცა და­ნამ­დვი­ლე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გამო, ბირ­თვუ­ლი რა­კე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი "ტიპი 94"-ის ღია ზღვა­ში გაშ­ვე­ბა კვლა­ვაც ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ჩინეთი ატომური წყალქვეშა ნავის გამართვას ცდილობს

ჩინეთი ატომური წყალქვეშა ნავის გამართვას ცდილობს

დეფექტების გამოსწორების შემდეგ, ჩინეთი კვლავ ცდილობს საკუთარი სტრატეგიული წყალქვეშა ნავის ღია ზღვაში გაშვებას. "ტიპი 94"-ის კლასის წყალქვეშა ნავი ბაზის ტერიტორიაზე გამოცდების დროს რამდენჯერმე შენიშნეს.

ამ მიმართულებით ჩინეთი უკვე დიდი ხანია მუშაობს. თუმცა ყოველ ჯერზე ამაში ხელს წყალქვეშა ნავების გაუმართაობა და ტექნიკური ხარვეზები უშლის. მისგან განსხვავებით ბირთვული რაკეტებით შეიარაღებული ამერიკული, რუსული, ბრიტანული და ფრანგული სტრატეგიული წყალქვეშა ნავები მსოფლიო ოკეანეების სხვადასხვა რაიონებში პატრულირებაზე რეგულარულად დადიან.

სტრატეგიული წყალქვეშა ნავის შექმნას ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს. 1978 წელს საფუძველი ახალ წყალქვეშა ნავს "ტიპი 92" ჩაეყარა. 1981-ში ის წყალში ჩაუშვეს. მაგრამ მრავალრიცხოვანი გაუმართაობის და დეფექტების გამო, ის მხოლოდ ჩინეთის საზღვრისპირა რეგიონებში ცურავდა. შესაბამისად, საბრძოლო პატრულირებაზე გასვლამდე საქმე არ მისულა.

"ტიპი 92" ერთადერთ ეგზემპლიარად დარჩა. დეფექტების გამოსწორებას კი ჩინელები ახალი წყალქვეშა ნავის "ტიპი 94" მშენებლობისას შეეცადნენ. 140 მ-ის მაქსიმალური სიგრძის პირობებში, ის 12 ბირთვულ ქობინიანი რაკეტითაა შეიარაღებული. წყალქვეშა ხომალდს 120 კაციანი ეკიპაჟი ემსახურება. ჩინეთის განკარგულებაში არსებული ამ ტიპის წყალქვეშა ნავების ზუსტი რაოდენობა უცნობია. თუმცა დანამდვილებით ცნობილია, რომ არადამაკმაყოფილებელი მახასიათებლების გამო, ბირთვული რაკეტებით შეიარაღებული "ტიპი 94"-ის ღია ზღვაში გაშვება კვლავაც ჭიანურდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა