მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან გოთუა - სამშობლოს უზომო სიყვარულისთვის დასჯილი
ლევან გოთუა - სამშობლოს უზომო სიყვარულისთვის დასჯილი

ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, "ჩემი რჩე­უ­ლი" მწე­რალ ლე­ვან გო­თუ­ას 7-ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მას გა­ნაგ­რძობს. ამ­ჯე­რად გთა­ვა­ზობთ მწერ­ლის III ტომს, სა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი რო­მა­ნის, "გმირ­თა ვა­რა­მის" მე­სა­მე ნა­წი­ლია შე­სუ­ლი. "გზის" ამ ნო­მერ­ში ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის ოჯახს შე­გახ­ვედ­რებთ - მე­უღ­ლეს, ქალ­ბა­ტონ ცი­ცოს და ქა­ლიშ­ვილს, ლე­ლას. სა­უ­ბარს კი მწე­რალ ლე­ვან გო­თუ­ა­სა და ექიმ ციცო ალ­ხა­ზიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბით და­ვი­წყებთ.

ქალ­ბა­ტო­ნი ციცო:

- 1950-იანი წლე­ბის ბოლო იყო. ვმუ­შა­ობ­დი მწე­რალ­თა პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც მწე­რალ­თა კავ­ში­რის შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. მწერ­ლებს სა­ლო­ნი­ვით ჰქონ­დათ ჩვე­ნი პო­ლიკ­ლი­ნი­კა - ხში­რად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, სა­უბ­რობ­დნენ, ერ­თმა­ნეთს აზ­რებს უზი­ა­რებ­დნენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ვახ­ლობ­ლობ­დი გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძეს­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და; ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია გულ­გრი­ლად არას­დროს ჩა­უვ­ლი­და ჩვენს ფან­ჯრებს - აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოგ­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და ხოლ­მე; გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის გაც­ნო­ბამ კი უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე; ლე­ვა­ნიც ხში­რად გვსტუმ­რობ­და პო­ლიკ­ლი­ნი­კის ექი­მებს. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით. ლე­ვა­ნი გა­და­სახ­ლე­ბი­დან 1955 წელს ჩა­მო­ვი­და, ჩემ­ზე 22 წლით უფ­რო­სი იყო. ხელი რომ მო­ვა­წე­რეთ, მე 33 წლის ვი­ყა­ვი, ლე­ვა­ნი - 55 წლის. ფაქ­ტობ­რი­ვად, მწერ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს ჩვე­ნი ამ­ბა­ვი - ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი იყ­ვნენ ჩემ­და­მი და იმა­ზეც ზრუ­ნავ­დნენ, "მათი ექი­მი ციცო" ვის გაჰ­ყო­ლო­და ცო­ლად (იცი­ნის). მახ­სოვს, მწე­რა­ლი დემ­ნა შენ­გე­ლა­ია მო­ვი­და ჩემ­თან და ლე­ვან­ზე და­მი­წყო ლა­პა­რა­კი. - კი, მაგ­რამ მე არა­ფერს მე­კი­თხე­ბით-მეთ­ქი? - ვუ­თხა­რი. - ქა­ლებს ვინ ეკი­თხე­ბაო! - გა­დაჭ­რით მი­პა­სუ­ხა. მწერ­ლებ­მა ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მეს, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც გა­ი­ბა და მა­ლე­ვე გა­და­წყდა კი­დეც შე­უღ­ლე­ბა. რომ გავ­თხოვ­დი, მახ­სოვს, კარ­გა ხანს თქვე­ნო­ბით ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი... ერთხელ ლე­ვან­მა ლექ­სი და­მი­წე­რა: "ვი­ყავ ქალ­წუ­ლი, ფრთო­სა­ნი,/ გა­და­მე­კი­და მგო­სა­ნი,/ ვი­ცი­ნი, აღარ ვტი­რი­ვარ,/ მძი­ნა­რე მან­დი­ლო­სა­ნი.../ მიშ­ვე­ლეთ, და­მა­კე­ცი­ნეთ "მგზავ­რუ­ლი კრი­ა­ლო­სა­ნი" - ლე­ვა­ნის "მგზავ­რულ კრი­ა­ლო­სანს" ვკი­თხუ­ლობ­დი ხოლ­მე და რამ­დენ­ჯერ­მე ჩამ­ძი­ნე­ბია კი­თხვი­სას (იცი­ნის).

- არ შე­გა­ში­ნათ ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის წარ­სულ­მა? - საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, კა­ტორ­ღა­მოვ­ლი­ლი...

- არა­ვი­თა­რი შიში არ მქო­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ინც შე­ზღუ­დუ­ლი იყო ლე­ვა­ნი. მა­გა­ლი­თად, დიდი კრი­ტი­კო­სი ბესო ჟღენ­ტი სად­მე, წვე­უ­ლე­ბა­ზე თუ შემ­ხვდე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად მე­ტყო­და ხოლ­მე, ხომ გე­ნი­ა­ლუ­რია ლე­ვა­ნიო! მაგ­რამ მწე­რალ­თა კავ­ში­რის სხდო­მა­ზე რომ გა­მო­ვი­დო­და, ლე­ვანს არას­დროს ახ­სე­ნებ­და. მწე­რალ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­შიც კი არა­ვინ ახ­სე­ნებ­და ლე­ვანს.

- რა ცხოვ­რე­ბას დაგ­პირ­დათ ლე­ვან გო­თუა 22 წლით უმ­ცროს მე­უღ­ლეს?

- სა­ინ­ტე­რე­სოს, რად­გან თვი­თონ ლე­ვა­ნი იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა. სა­დაც გა­ვივ­ლი­დით, მის ირ­გვლივ იმ­წამს შე­იკ­რი­ბე­ბო­და ხალ­ხი. გან­სა­კუთ­რე­ბით, გლე­ხებ­თან უყ­ვარ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. თბი­ლი­სი­დან მცხე­თის­კენ რომ მივ­დი­ო­დით, გზად აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­ჩე­რებ­და ხოლ­მე მან­ქა­ნას და ხალ­ხს გა­მო­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, მათ ნათ­ქვამს იწერ­და, თუნ­დაც, ცალ­კე­ულ სი­ტყვებს. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და წყა­როს წყა­ლი და ყვე­ლა წყა­როს­თან გვა­ჩე­რებ­და. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო თა­ვი­სი სამ­შობ­ლო­თი და მას­ზე უზო­მოდ გახ­ლდათ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

- ბა­ტონ ლე­ვანს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა, ექ­სპე­დი­ცი­ებ­შიც ხში­რად და­დი­ო­და. თქვენ რითი იყა­ვით მისი ცხოვ­რე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე?

- თა­ნა­მო­ნა­წი­ლე? ჩვე­ნი შე­უღ­ლე­ბის შემ­დეგ ლე­ვა­ნი ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში აღარ და­დი­ო­და. მხო­ლოდ სა­მოგ­ზა­უ­როდ თუ წა­ვი­დო­დით. ისე კი, რა წიგნ­ზეც მუ­შა­ობ­და ხოლ­მე, იმ წიგნ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რას მეც ყო­ველ­თვის ვკი­თხუ­ლობ­დი, საქ­მის კურ­სში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, ყო­ველ­თვის სურ­და, წე­რის პრო­ცეს­ში კა­ბი­ნეტ­ში, მის გვერ­დით ვმჯდა­რი­ყა­ვი. ხან­და­ხან მის ნა­წე­რებ­საც ვამ­რავ­ლებ­დი ხოლ­მე - რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემპლა­რად ვუ­ბეჭ­დავ­დი. ესეც მხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა იყო - მინ­დო­და, მისი შე­მოქ­მე­დე­ბის, შრო­მის თა­ნა­ზი­ა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მე­ცი­ნე­ბო­და, წე­რის მო­მენ­ტში რომ და­მე­კი­თხე­ბო­და, ეს სი­ტყვა ასეა თუ ისეო? სწო­რად რომ ვუ­პა­სუ­ხებ­დი, გა­ო­ცე­ბუ­ლი შე­მა­ქებ­და, - ენას კარ­გად შე­იგ­რძნო­ბო... მუ­დამ მხნედ იყო, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვარ­ჯი­შობ­და. არ­მაზ­ში ჩვე­ნი სახ­ლი­დან, მტკვრის პი­რას იყო ჩა­სას­ვლე­ლი და ლე­ვა­ნი ყო­ველ­თვის ჩა­დი­ო­და იქ, ბა­ნა­ობ­და კი­დეც მტკვარ­ში. ხში­რად გვსტუმ­რობ­და გუ­რამ თი­კა­ნა­ძე. მი­უ­ხე­და­ვად ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­დნენ. გუ­რა­მი თით­ქოს სა­კუ­თარ ახალ­გაზ­რდო­ბას ახ­სე­ნებ­და - ისიც ხომ მთამ­სვლე­ლი იყო! მტკვრის მე­ო­რე ნა­პი­რას გა­და­ვი­დოდ­ნენ ხოლ­მე, გან­მარ­ტოვ­დე­ბოდ­ნენ და ლა­პა­რა­კობ­დნენ. ლე­ვა­ნის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფო­ტო­ე­ბი შე­მოგ­ვრჩა, გუ­რა­მის გა­და­ღე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ გუ­რა­მის ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვა - ხომ იცით, სვა­ნეთ­ში, შხა­რა­დან დაშ­ვე­ბი­სას და­ი­ღუ­პა!.. ჩვე­ნი სახ­ლის პირ­და­პირ, მტკვრის მე­ო­რე ნა­პირ­ზე მთა იყო. სახ­ლის აივ­ნი­დან, იმ მთამ­დე ლე­ვა­ნი და­კი­დუ­ლი ხი­დის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და. უნ­დო­და, მთის გა­მოქ­ვა­ბულ­ში წიგნთსა­ცა­ვი მო­ე­წყო, მაგ­რამ არ დას­ცალ­და...

- ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის თვი­სე­ბე­ბი­დან რას გა­მო­არ­ჩევთ, რო­გო­რი იყო?

- კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა. მა­ინც სჯე­რო­და ადა­მი­ა­ნე­ბის და ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. არც მახ­სოვს, ვინ­მე გა­ე­კი­ცხა. ერ­თა­დერ­თხელ გა­მო­ვი­და წყო­ბი­დან, გამ­წარ­და, მის გამ­სა­მარ­თლე­ბელ ერთ-ერთ ჯა­ლათს შემ­თხვე­ვით რომ გა­და­ე­ყა­რა ქუ­ჩა­ში. გაჰ­კი­დე­ბია, - მინ­დო­და, და­მეხრჩოო, - მაგ­რამ მა­ლე­ვე მო­უ­თო­კავს თავი.

- თქვენ­თან უხ­სე­ნე­ბია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რე­ბი, ვინც სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი დას­წა­მა და გა­ა­სა­მარ­თლა?

- რუ­ხა­ძე, რა­ფა­ვა... მი­ამ­ბო, და­კი­თხვი­სას რო­გორ ურტყამ­დნენ, სცემ­დნენ, კი­ბი­დან აგ­დებ­დნენ და სა­კუ­თა­რი სის­ხლით აწე­რი­ნებ­დნენ ფურ­ცელ­ზე რა­ღა­ცებს. ნეკ­ნიც კი ჩა­უმტვრი­ეს... მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სამ­შობ­ლო.

- წარ­სულ­ზე, გა­და­სახ­ლე­ბა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზე გი­ამ­ბობ­დათ?

- იმ წლებ­ზე ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარ­და. ხან­და­ხან თუ მი­ამ­ბობ­და ვორ­კუ­ტის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში პა­ტიმ­რე­ბის აჯან­ყე­ბა­ზე, რა დიდ პა­ტივს სცემ­დნენ პა­ტიმ­რე­ბი, ბრძენ­კა­ცად რომ მი­აჩ­ნდათ და სა­გა­ფიც­ვო ტექ­სტე­ბის, მო­წო­დე­ბე­ბის და­წე­რა­ში დახ­მა­რე­ბას ყო­ველ­თვის მას სთხოვ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლად იხ­სე­ნებ­და ახალ­გაზ­რდა კაცს, იგორ დობ­როშ­ტანს, რო­მე­ლიც სა­გა­ფიც­ვო კო­მი­ტეტს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში... არც "გმირ­თა ვა­რა­მის" შე­სა­ხებ ჰყვე­ბო­და. გა­და­სახ­ლე­ბა­ში მხო­ლოდ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლი და­წე­რა, მაგ­რამ მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლი ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის წლებ­ში შე­იქ­მნა, ჩემ თვალ­წინ - არ­მა­ზის სახ­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ გვქონ­და, ერთ ოთახ­ში ვცხოვ­რობ­დით და სწო­რედ იქ წერ­და. ერთხელ, წე­რის დროს, შევ­ნიშ­ნე, ცრემ­ლე­ბი ჩა­მოს­დი­ო­და. - რა მო­გი­ვი­და, ლე­ვან-მეთ­ქი? - ვკი­თხე. - ზაზა (ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟი. - ავტ.) ჩა­მი­ვარ­და ორ­მო­ში და არ ვიცი, რო­გორ ამო­ვიყ­ვა­ნოო, - სევ­დი­ა­ნად მი­პა­სუ­ხა (იღი­მის)... მერე ლელა გაჩ­ნდა და ორი­ვეს ყუ­რა­დღე­ბა მის­კენ გა­და­ვი­და. ლე­ვანს თევ­ზა­ო­ბა უყ­ვარ­და და ჭი­ა­ყე­ლებს ლელა უგ­რო­ვებ­და ხოლ­მე.

ლელა გო­თუა:

- ხში­რად დავ­ყავ­დი მტკვარ­ზე და ცურ­ვას მას­წავ­ლი­და. ჭად­რა­კის თა­მა­შიც მა­მამ მას­წავ­ლა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი, კმა­ყო­ფი­ლი და ამა­ყი იყო, როცა "ვუ­გებ­დი". უჭ­მე­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. დი­ლა­ო­ბით დედა წი­წი­ბუ­რას რომ გა­ა­კე­თებ­და და თეფ­შით დაგ­ვიდ­გამ­და, მამა კალ­თა­ში ჩა­მის­ვამ­და, წი­წი­ბუ­რის­გან კა­ცის სა­ხეს და­ხა­ტავ­და და ვი­თომ მე­ჯიბ­რე­ბო­და, ვინ უფრო სწრა­ფად შე­ჭამს სა­ხის ნა­წი­ლებ­სო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვი­მარ­ჯვებ­დი - მე მო­გე­ბით ვხა­რობ­დი, მამა კი იმით, რომ საჭ­მე­ლი მა­ჭა­მა... მახ­სოვს, ხში­რად მი­ამ­ბობ­და ზღაპ­რებს. თვი­თონ თხზავ­და. მე კი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ის ზღაპ­რე­ბი, ამი­ტომ დი­ლით, გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე ცხვირ­ში ჩა­ვაფ­რინ­დე­ბო­დი ხოლ­მე მძი­ნა­რეს და ვა­ჯან­ჯღა­რებ­დი, - გა­იღ­ვი­ძე, ზღა­პა­რი მო­მი­ყე­ვი-მეთ­ქი. არა­და, მამა გვი­ა­ნო­ბამ­დე მუ­შა­ობ­და და დი­ლით ჩემ­სა­ვით ად­რი­ა­ნად ვერ იღ­ვი­ძებ­და, მაგ­რამ ვინ ახა­რებ­და (იცი­ნის)! "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" რომ წა­მი­კი­თხეს, გა­დავ­წყვი­ტე, ტო­მის მსგავ­სად მეც მე­პო­ვა გან­ძი. არც ვა­ციე, არც ვა­ცხე­ლე და, სახ­ლის წინ და­ვი­წყე თხრა. მამა გა­ივ­ლი­და, გა­მო­ივ­ლი­და და დე­დას ეტყო­და: ამან ასე თუ გა­ნაგ­რძო, სა­ძირ­კვლამ­დე ჩავა, და­ან­გრევს ამ სახ­ლსო (იცი­ნის). მახ­სოვს იო­სებ ნო­ნეშ­ვი­ლის სტუმ­რო­ბა. ვიდ­რე სუფ­რა გა­იშ­ლე­ბო­და, მტკვარ­ზე ჩა­ვიდ­ნენ, იხ­ვე­ბის მო­ნა­დი­რე­ბა უნ­დო­დათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა იყო, რად­გან იხ­ვე­ბის გა­დაფ­რე­ნა სწო­რედ მაგ პე­რი­ოდ­შია. ნო­ნეშ­ვილს თო­ფის­თვის არც და­უც­დია, იხვს ქვა ეს­რო­ლა და ჩა­მო­აგ­დო კი­დეც. ჩვენ­მა ძაღ­ლმა ამო­იყ­ვა­ნა და აღ­მოჩ­ნდა, იხვს მხო­ლოდ ფრთა მოს­ტე­ხო­და. ეს რომ შევ­ნიშ­ნე, იხვს აღა­რა­ვინ მი­ვა­კა­რე - თურ­მა­ნი­ძის მა­ლა­მო­თი და­ვუ­წყე მკურ­ნა­ლო­ბა. გა­გიჟ­დნენ, ნა­ნა­დი­რე­ვი წაგ­ვარ­თვაო... ხუ­ჭუ­ჭი თმა მქონ­და და დედა ძლივს მვარ­ცხნი­და. თუ უჭ­მე­ლო­ბის გამო გა­ვაბ­რა­ზებ­დი, ორი­გი­ნა­ლუ­რად მსჯი­და - თმას მჭრი­და. არა­და, მა­მას ჩემი ხუ­ჭუ­ჭა გრძე­ლი თმა უყ­ვარ­და და დე­დას ამის გამო საყ­ვე­დუ­რობ­და ხოლ­მე. თუ მამა თბი­ლის­ში იყო და დედა დას­ჯის ამ უკი­დუ­რეს ზო­მას მი­მარ­თავ­და, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვე­მუქ­რე­ბო­დი, ჩა­მო­ვა მამა, ყვე­ლა­ფერს ვე­ტყვი და ნახე, რას გი­ზამს-მეთ­ქი. ხან­და­ხან მა­მაც მიბ­რაზ­დე­ბო­და ხოლ­მე, ოღონდ ზუს­ტად არ მახ­სოვს, რის­თვის. ალ­ბათ, ისიც უჭ­მე­ლო­ბის­თვის. მისი დას­ჯის მე­თო­დი სერ­ვან­დის გვერ­დით, კუ­თხე­ში და­ყე­ნე­ბა იყო - ჩა­ვი­ცუცქე­ბო­დი კე­დელ­თან, სერ­ვან­დს მთე­ლი ძა­ლით მი­ვაბ­ჯენ­დი ფე­ხებს და ნელ-ნელა ვწევ­დი, ად­გი­ლი რომ გა­მე­ფარ­თო­ე­ბი­ნა. ისე აზ­რი­ალ­დე­ბო­და ჭურ­ჭე­ლი, სულ რომ არ და­ლე­წი­ლი­ყო, სას­წრა­ფოდ გა­მო­მიყ­ვან­და ხოლ­მე... ბევრ თო­ჯი­ნას მჩუქ­ნი­და, მე კი ყვე­ლას ვა­ტიტ­ვლებ­დი და ერ­თად ვყრი­დი. გა­და­ხე­დავ­და ხოლ­მე მამა და, - ვი­ეტ­ნამ­ში ვარ­თო, - იტყო­და (იმ­ხა­ნად ვი­ეტ­ნა­მე­ლე­ბის გა­ჭირ­ვე­ბის თემა იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ტე­ლე­ვი­ზი­ით ხში­რად უჩ­ვე­ნებ­დნენ გაძ­ვალ­ტყა­ვე­ბულ, შიშ­ველ ვი­ეტ­ნა­მელ ბავ­შვებს)... მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, 6 წლის ვი­ყა­ვი. კარ­გად მახ­სოვს, ცუ­დად რომ გახ­და (ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა და ძა­ლი­ან ცოტა ხანს იცო­ცხლა), სა­ნა­ხა­ვად შე­მიყ­ვა­ნეს და მამა ატირ­და. სას­წრა­ფოდ გა­მო­მიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ აშ­კა­რად ჩა­მეს­მა, რომ და­მი­ძა­ხა... იქ აღარ გა­მა­ჩე­რეს და ბე­ბი­ას­თან ერ­თად, არ­მა­ზი­დან თბი­ლის­ში, დე­ი­დას­თან, ამ სახ­ლში ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს. მერე, ერთ დღეს შემ­თხვე­ვით გა­ზეთ "კო­მუ­ნის­ტში" ნეკ­რო­ლო­გი წა­ვი­კი­თხე (კი­თხვა ვი­ცო­დი) და სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ავ­ტე­ხე: მამა მოკ­ვდა და რა­ტომ მა­ტყუ­ებთ-მეთ­ქი?! ვი­თომ და­მამ­შვი­დეს, მაგ­რამ არ მოვ­ტყუვ­დი. სა­ხა­ტა­ვი რვე­უ­ლის ფურ­ცელ­ზე დავ­წე­რე წე­რი­ლი: "თქვენ მე მა­ტყუ­ებთ, ვიცი, რომ მამა მოკ­ვდა. მე თქვენ არა­ვინ არ მინ­დევ­ხართ. მე მინ­და, მარ­ტო მა­მი­კო და იმას­თან მივ­დი­ვარ". წე­რი­ლი მა­გი­და­ზე დავ­ტო­ვე, თვი­თონ სა­ძი­ნე­ბელ­ში, სა­წო­ლის ქვეშ შევ­ძვე­რი და და­მე­ძი­ნა. სა­ში­ნე­ლე­ბა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა. მთე­ლი უბა­ნი მე­ძებ­და, ბო­ლოს კი შემ­თხვე­ვით ბე­ბი­ამ მი­პო­ვა სა­წო­ლის ქვეშ... დღემ­დე სულ ვგრძნობ მა­მას სი­ახ­ლო­ვეს, სულ ჩემ­თან ერ­თად არის...

ქალ­ბა­ტო­ნი ციცო:

- ლე­ვა­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მუ­დამ არ­სე­ბობს ჩვენ შო­რის უხი­ლა­ვი კავ­ში­რი. მა­ში­ნაც, ტო­მე­უ­ლე­ბის გა­მო­სა­ცე­მად ტექ­ნი­კურ მხა­რეს რომ ვაგ­ვა­რებ­დი, მე­რეც, სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მა­ში გაბ­ნე­ულ მის პუბ­ლი­ცის­ტურ ნა­წე­რებს თავი რომ მო­ვუ­ყა­რე და გა­მო­ვე­ცი, მე­რეც, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­კი­თხა­ვი - "მგზავ­რუ­ლი კრი­ა­ლო­სა­ნი" და პუბ­ლი­ცის­ტი­კა რომ გა­ვა­ერ­თი­ა­ნე და გა­მომ­ცემ­ლო­ბას ჩა­ვა­ბა­რე და­სა­ბეჭ­დად. სუ­ლი­ე­რად არას­დროს მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ. სამ­წუ­ხა­როდ, 1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს ისე აი­რია ქვე­ყა­ნა, იმ წიგ­ნის გა­მო­სა­ცე­მად აღა­რა­ვის სცხე­ლო­და. იმ წიგნს კი არა და, აღარც არა­ფერს გა­მოს­ცემ­დნენ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, თქვენ რომ გა­მოს­ცემთ ლე­ვა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბას. წინა გა­მო­ცე­მე­ბი­თაც ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რეთ და ეს ტო­მე­უ­ლი ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­წონს. თა­ნაც, რო­გო­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მია! შრიფ­ტიც სა­უ­კე­თე­სო შე­გირ­ჩე­ვი­ათ. მთა­ვა­რია, ხალ­ხმა წა­ი­კი­თხოს.

ლელა:

- ამას წი­ნათ, მა­მას მე­გო­ბა­რი, ჯუმ­ბერ ჯიშ­კა­რი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბო­და, მა­მა­შენ­მა თა­ვი­სი სრუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა, პი­ე­სე­ბის ჩათ­ვლით, რომ გა­ამ­ზა­და, 10 ტომი გა­მო­ვი­დაო. იმ­ჟა­მინ­დე­ლი 10 ტომი ალ­ბათ თქვე­ნი შრიფ­ტით 20 ტომს და­ი­კა­ვებ­და. ადრე ძა­ლი­ან ხში­რად და დიდი ტი­რა­ჟით იბეჭ­დე­ბო­და მა­მას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. ეგ კი არა, ჯუმ­ბე­რი იხ­სე­ნებ­და, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილ­მა ლე­ვა­ნის "მეფე ერეკ­ლე" რომ დად­გა, სპექ­ტაკ­ლებ­ზე სა­ოც­რე­ბა ხდე­ბო­და - მა­ყუ­რებ­ლის ტაში ლა­მის მთელ "პლე­ხა­ნოვს" ეს­მო­დაო. მა­მას სი­ცო­ცხლე­ში და­იდ­გა პი­ე­სა "აღ­მა­შე­ნე­ბე­ლიც", სა­დაც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის როლს ჟორა შავ­გუ­ლი­ძე ას­რუ­ლებ­და. ესეც გა­სა­ო­ცა­რი სპექ­ტაკ­ლი გა­მო­სუ­ლა. "გმირ­თა ვა­რა­მი" კი მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ დად­გა არ­ჩილ ჩხარ­ტიშ­ვილ­მა და ალექ­სან­დრეს როლ­ში თენ­გიზ არჩვა­ძე ათა­მა­შა. ური­გო არც დღეს იქ­ნე­ბო­და მა­მას პი­ე­სე­ბის დად­გმა. ური­გო კი არა, ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რიც იქ­ნე­ბა.

- ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის დაკ­რძალ­ვა არ­მაზ­ში, სახ­ლის ეზო­ში, მისი სურ­ვი­ლი იყო?

ქალ­ბა­ტო­ნი ციცო:

- არა. ლე­ვან­თან სიკ­ვდილ­ზე არას­დროს მი­სა­უბ­რია. არ­მაზ­ში და­საფ­ლა­ვე­ბა მის­მა ნა­თე­სა­ვებ­მა გა­და­წყვი­ტეს. ჯერ მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნი უნ­დო­დათ, მაგ­რამ იმ­ჟა­მინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, ამი­ტომ ნა­თე­სა­ვებ­მა არ­მა­ზი ამ­ჯო­ბი­ნეს. შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ნე­ბარ­თვი­თა და ლოც­ვა-კურ­თხე­ვით გად­მო­ვას­ვე­ნეთ სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში.

ლელა:

- მამა მცხე­თის წმინ­და მი­წა­ში ას­ვე­ნია. ამა­ზე სა­უ­კე­თე­სო რა უნდა იყოს!

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

ლევან გოთუა - სამშობლოს უზომო სიყვარულისთვის დასჯილი

ლევან გოთუა - სამშობლოს უზომო სიყვარულისთვის დასჯილი

ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ჩემი რჩეული" მწერალ ლევან გოთუას 7-ტომეულის გამოცემას განაგრძობს. ამჯერად გთავაზობთ მწერლის III ტომს, სადაც შესანიშნავი რომანის, "გმირთა ვარამის" მესამე ნაწილია შესული. "გზის" ამ ნომერში ბატონი ლევანის ოჯახს შეგახვედრებთ - მეუღლეს, ქალბატონ ციცოს და ქალიშვილს, ლელას. საუბარს კი მწერალ ლევან გოთუასა და ექიმ ციცო ალხაზიშვილის სიყვარულის ამბით დავიწყებთ.

ქალბატონი ციცო:

- 1950-იანი წლების ბოლო იყო. ვმუშაობდი მწერალთა პოლიკლინიკაში, რომელიც მწერალთა კავშირის შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა. მწერლებს სალონივით ჰქონდათ ჩვენი პოლიკლინიკა - ხშირად ჩამოდიოდნენ, საუბრობდნენ, ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ. ყველაზე მეტად ვახლობლობდი გიორგი ლეონიძესთან, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, განსაკუთრებულად მიყვარდა; ბატონი კონსტანტინე გამსახურდია გულგრილად არასდროს ჩაუვლიდა ჩვენს ფანჯრებს - აუცილებლად გამოგველაპარაკებოდა ხოლმე; გერონტი ქიქოძის გაცნობამ კი უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე; ლევანიც ხშირად გვსტუმრობდა პოლიკლინიკის ექიმებს. აღფრთოვანებული ვიყავი მისი ნაწარმოებებით. ლევანი გადასახლებიდან 1955 წელს ჩამოვიდა, ჩემზე 22 წლით უფროსი იყო. ხელი რომ მოვაწერეთ, მე 33 წლის ვიყავი, ლევანი - 55 წლის. ფაქტობრივად, მწერლებმა გადაწყვიტეს ჩვენი ამბავი - ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩემდამი და იმაზეც ზრუნავდნენ, "მათი ექიმი ციცო" ვის გაჰყოლოდა ცოლად (იცინის). მახსოვს, მწერალი დემნა შენგელაია მოვიდა ჩემთან და ლევანზე დამიწყო ლაპარაკი. - კი, მაგრამ მე არაფერს მეკითხებით-მეთქი? - ვუთხარი. - ქალებს ვინ ეკითხებაო! - გადაჭრით მიპასუხა. მწერლებმა ძალიან მოინდომეს, ჩვენი ურთიერთობაც გაიბა და მალევე გადაწყდა კიდეც შეუღლება. რომ გავთხოვდი, მახსოვს, კარგა ხანს თქვენობით ველაპარაკებოდი... ერთხელ ლევანმა ლექსი დამიწერა: "ვიყავ ქალწული, ფრთოსანი,/ გადამეკიდა მგოსანი,/ ვიცინი, აღარ ვტირივარ,/ მძინარე მანდილოსანი.../ მიშველეთ, დამაკეცინეთ "მგზავრული კრიალოსანი" - ლევანის "მგზავრულ კრიალოსანს" ვკითხულობდი ხოლმე და რამდენჯერმე ჩამძინებია კითხვისას (იცინის).

- არ შეგაშინათ ბატონი ლევანის წარსულმა? - საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანი იყო, კატორღამოვლილი...

- არავითარი შიში არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად მაინც შეზღუდული იყო ლევანი. მაგალითად, დიდი კრიტიკოსი ბესო ჟღენტი სადმე, წვეულებაზე თუ შემხვდებოდა, აუცილებლად მეტყოდა ხოლმე, ხომ გენიალურია ლევანიო! მაგრამ მწერალთა კავშირის სხდომაზე რომ გამოვიდოდა, ლევანს არასდროს ახსენებდა. მწერალთა ჩამონათვალშიც კი არავინ ახსენებდა ლევანს.

- რა ცხოვრებას დაგპირდათ ლევან გოთუა 22 წლით უმცროს მეუღლეს?

- საინტერესოს, რადგან თვითონ ლევანი იყო ძალიან საინტერესო პიროვნება. სადაც გავივლიდით, მის ირგვლივ იმწამს შეიკრიბებოდა ხალხი. განსაკუთრებით, გლეხებთან უყვარდა ურთიერთობა. თბილისიდან მცხეთისკენ რომ მივდიოდით, გზად აუცილებლად გააჩერებდა ხოლმე მანქანას და ხალხს გამოელაპარაკებოდა, მათ ნათქვამს იწერდა, თუნდაც, ცალკეულ სიტყვებს. ძალიან უყვარდა წყაროს წყალი და ყველა წყაროსთან გვაჩერებდა. აღფრთოვანებული იყო თავისი სამშობლოთი და მასზე უზომოდ გახლდათ შეყვარებული.

- ბატონ ლევანს ძალიან უყვარდა მოგზაურობა, ექსპედიციებშიც ხშირად დადიოდა. თქვენ რითი იყავით მისი ცხოვრების თანამონაწილე?

- თანამონაწილე? ჩვენი შეუღლების შემდეგ ლევანი ექსპედიციებში აღარ დადიოდა. მხოლოდ სამოგზაუროდ თუ წავიდოდით. ისე კი, რა წიგნზეც მუშაობდა ხოლმე, იმ წიგნთან დაკავშირებულ ლიტერატურას მეც ყოველთვის ვკითხულობდი, საქმის კურსში რომ ვყოფილიყავი. სხვათა შორის, ყოველთვის სურდა, წერის პროცესში კაბინეტში, მის გვერდით ვმჯდარიყავი. ხანდახან მის ნაწერებსაც ვამრავლებდი ხოლმე - რამდენიმე ეგზემპლარად ვუბეჭდავდი. ესეც მხოლოდ სიმბოლური დახმარება იყო - მინდოდა, მისი შემოქმედების, შრომის თანაზიარი ვყოფილიყავი. მეცინებოდა, წერის მომენტში რომ დამეკითხებოდა, ეს სიტყვა ასეა თუ ისეო? სწორად რომ ვუპასუხებდი, გაოცებული შემაქებდა, - ენას კარგად შეიგრძნობო... მუდამ მხნედ იყო, თუმცა განსაკუთრებულად არ ვარჯიშობდა. არმაზში ჩვენი სახლიდან, მტკვრის პირას იყო ჩასასვლელი და ლევანი ყოველთვის ჩადიოდა იქ, ბანაობდა კიდეც მტკვარში. ხშირად გვსტუმრობდა გურამ თიკანაძე. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ძალიან მეგობრობდნენ. გურამი თითქოს საკუთარ ახალგაზრდობას ახსენებდა - ისიც ხომ მთამსვლელი იყო! მტკვრის მეორე ნაპირას გადავიდოდნენ ხოლმე, განმარტოვდებოდნენ და ლაპარაკობდნენ. ლევანის შესანიშნავი ფოტოები შემოგვრჩა, გურამის გადაღებული. ძალიან განვიცადეთ გურამის ტრაგიკული დაღუპვა - ხომ იცით, სვანეთში, შხარადან დაშვებისას დაიღუპა!.. ჩვენი სახლის პირდაპირ, მტკვრის მეორე ნაპირზე მთა იყო. სახლის აივნიდან, იმ მთამდე ლევანი დაკიდული ხიდის გაკეთებას აპირებდა. უნდოდა, მთის გამოქვაბულში წიგნთსაცავი მოეწყო, მაგრამ არ დასცალდა...

- ბატონი ლევანის თვისებებიდან რას გამოარჩევთ, როგორი იყო?

- კაცთმოყვარეობით გამოირჩეოდა... მიუხედავად იმისა, რომ ამდენი უბედურება გამოიარა. მაინც სჯეროდა ადამიანების და ძალიან უყვარდა. არც მახსოვს, ვინმე გაეკიცხა. ერთადერთხელ გამოვიდა წყობიდან, გამწარდა, მის გამსამართლებელ ერთ-ერთ ჯალათს შემთხვევით რომ გადაეყარა ქუჩაში. გაჰკიდებია, - მინდოდა, დამეხრჩოო, - მაგრამ მალევე მოუთოკავს თავი.

- თქვენთან უხსენებია იმ ადამიანების გვარები, ვინც სამშობლოს ღალატი დასწამა და გაასამართლა?

- რუხაძე, რაფავა... მიამბო, დაკითხვისას როგორ ურტყამდნენ, სცემდნენ, კიბიდან აგდებდნენ და საკუთარი სისხლით აწერინებდნენ ფურცელზე რაღაცებს. ნეკნიც კი ჩაუმტვრიეს... მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან უყვარდა სამშობლო.

- წარსულზე, გადასახლებაში გატარებულ წლებზე გიამბობდათ?

- იმ წლებზე ლაპარაკი არ უყვარდა. ხანდახან თუ მიამბობდა ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში პატიმრების აჯანყებაზე, რა დიდ პატივს სცემდნენ პატიმრები, ბრძენკაცად რომ მიაჩნდათ და საგაფიცვო ტექსტების, მოწოდებების დაწერაში დახმარებას ყოველთვის მას სთხოვდნენ. განსაკუთრებით თბილად იხსენებდა ახალგაზრდა კაცს, იგორ დობროშტანს, რომელიც საგაფიცვო კომიტეტს ჩაუდგა სათავეში... არც "გმირთა ვარამის" შესახებ ჰყვებოდა. გადასახლებაში მხოლოდ პირველი და მეორე ნაწილი დაწერა, მაგრამ მესამე და მეოთხე ნაწილი ჩვენი თანაცხოვრების წლებში შეიქმნა, ჩემ თვალწინ - არმაზის სახლი დასრულებული არ გვქონდა, ერთ ოთახში ვცხოვრობდით და სწორედ იქ წერდა. ერთხელ, წერის დროს, შევნიშნე, ცრემლები ჩამოსდიოდა. - რა მოგივიდა, ლევან-მეთქი? - ვკითხე. - ზაზა (ნაწარმოების პერსონაჟი. - ავტ.) ჩამივარდა ორმოში და არ ვიცი, როგორ ამოვიყვანოო, - სევდიანად მიპასუხა (იღიმის)... მერე ლელა გაჩნდა და ორივეს ყურადღება მისკენ გადავიდა. ლევანს თევზაობა უყვარდა და ჭიაყელებს ლელა უგროვებდა ხოლმე.

ლელა გოთუა:

- ხშირად დავყავდი მტკვარზე და ცურვას მასწავლიდა. ჭადრაკის თამაშიც მამამ მასწავლა. ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი და ამაყი იყო, როცა "ვუგებდი". უჭმელი ბავშვი ვიყავი. დილაობით დედა წიწიბურას რომ გააკეთებდა და თეფშით დაგვიდგამდა, მამა კალთაში ჩამისვამდა, წიწიბურისგან კაცის სახეს დახატავდა და ვითომ მეჯიბრებოდა, ვინ უფრო სწრაფად შეჭამს სახის ნაწილებსო. რასაკვირველია, ვიმარჯვებდი - მე მოგებით ვხარობდი, მამა კი იმით, რომ საჭმელი მაჭამა... მახსოვს, ხშირად მიამბობდა ზღაპრებს. თვითონ თხზავდა. მე კი ძალიან მიყვარდა ის ზღაპრები, ამიტომ დილით, გაღვიძებისთანავე ცხვირში ჩავაფრინდებოდი ხოლმე მძინარეს და ვაჯანჯღარებდი, - გაიღვიძე, ზღაპარი მომიყევი-მეთქი. არადა, მამა გვიანობამდე მუშაობდა და დილით ჩემსავით ადრიანად ვერ იღვიძებდა, მაგრამ ვინ ახარებდა (იცინის)! "ტომ სოიერის თავგადასავალი" რომ წამიკითხეს, გადავწყვიტე, ტომის მსგავსად მეც მეპოვა განძი. არც ვაციე, არც ვაცხელე და, სახლის წინ დავიწყე თხრა. მამა გაივლიდა, გამოივლიდა და დედას ეტყოდა: ამან ასე თუ განაგრძო, საძირკვლამდე ჩავა, დაანგრევს ამ სახლსო (იცინის). მახსოვს იოსებ ნონეშვილის სტუმრობა. ვიდრე სუფრა გაიშლებოდა, მტკვარზე ჩავიდნენ, იხვების მონადირება უნდოდათ. სავარაუდოდ, გვიანი შემოდგომა იყო, რადგან იხვების გადაფრენა სწორედ მაგ პერიოდშია. ნონეშვილს თოფისთვის არც დაუცდია, იხვს ქვა ესროლა და ჩამოაგდო კიდეც. ჩვენმა ძაღლმა ამოიყვანა და აღმოჩნდა, იხვს მხოლოდ ფრთა მოსტეხოდა. ეს რომ შევნიშნე, იხვს აღარავინ მივაკარე - თურმანიძის მალამოთი დავუწყე მკურნალობა. გაგიჟდნენ, ნანადირევი წაგვართვაო... ხუჭუჭი თმა მქონდა და დედა ძლივს მვარცხნიდა. თუ უჭმელობის გამო გავაბრაზებდი, ორიგინალურად მსჯიდა - თმას მჭრიდა. არადა, მამას ჩემი ხუჭუჭა გრძელი თმა უყვარდა და დედას ამის გამო საყვედურობდა ხოლმე. თუ მამა თბილისში იყო და დედა დასჯის ამ უკიდურეს ზომას მიმართავდა, გაბრაზებული ვემუქრებოდი, ჩამოვა მამა, ყველაფერს ვეტყვი და ნახე, რას გიზამს-მეთქი. ხანდახან მამაც მიბრაზდებოდა ხოლმე, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს, რისთვის. ალბათ, ისიც უჭმელობისთვის. მისი დასჯის მეთოდი სერვანდის გვერდით, კუთხეში დაყენება იყო - ჩავიცუცქებოდი კედელთან, სერვანდს მთელი ძალით მივაბჯენდი ფეხებს და ნელ-ნელა ვწევდი, ადგილი რომ გამეფართოებინა. ისე აზრიალდებოდა ჭურჭელი, სულ რომ არ დალეწილიყო, სასწრაფოდ გამომიყვანდა ხოლმე... ბევრ თოჯინას მჩუქნიდა, მე კი ყველას ვატიტვლებდი და ერთად ვყრიდი. გადახედავდა ხოლმე მამა და, - ვიეტნამში ვართო, - იტყოდა (იმხანად ვიეტნამელების გაჭირვების თემა იყო აქტუალური და ტელევიზიით ხშირად უჩვენებდნენ გაძვალტყავებულ, შიშველ ვიეტნამელ ბავშვებს)... მამა რომ გარდაიცვალა, 6 წლის ვიყავი. კარგად მახსოვს, ცუდად რომ გახდა (ინსულტი დაემართა და ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა), სანახავად შემიყვანეს და მამა ატირდა. სასწრაფოდ გამომიყვანეს, მაგრამ აშკარად ჩამესმა, რომ დამიძახა... იქ აღარ გამაჩერეს და ბებიასთან ერთად, არმაზიდან თბილისში, დეიდასთან, ამ სახლში ჩამომიყვანეს. მერე, ერთ დღეს შემთხვევით გაზეთ "კომუნისტში" ნეკროლოგი წავიკითხე (კითხვა ვიცოდი) და საშინელი ამბავი ავტეხე: მამა მოკვდა და რატომ მატყუებთ-მეთქი?! ვითომ დამამშვიდეს, მაგრამ არ მოვტყუვდი. სახატავი რვეულის ფურცელზე დავწერე წერილი: "თქვენ მე მატყუებთ, ვიცი, რომ მამა მოკვდა. მე თქვენ არავინ არ მინდევხართ. მე მინდა, მარტო მამიკო და იმასთან მივდივარ". წერილი მაგიდაზე დავტოვე, თვითონ საძინებელში, საწოლის ქვეშ შევძვერი და დამეძინა. საშინელება დატრიალებულა. მთელი უბანი მეძებდა, ბოლოს კი შემთხვევით ბებიამ მიპოვა საწოლის ქვეშ... დღემდე სულ ვგრძნობ მამას სიახლოვეს, სულ ჩემთან ერთად არის...

ქალბატონი ციცო:

- ლევანის სიკვდილის შემდეგ მუდამ არსებობს ჩვენ შორის უხილავი კავშირი. მაშინაც, ტომეულების გამოსაცემად ტექნიკურ მხარეს რომ ვაგვარებდი, მერეც, სხვადასხვა გამოცემაში გაბნეულ მის პუბლიცისტურ ნაწერებს თავი რომ მოვუყარე და გამოვეცი, მერეც, ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი საკითხავი - "მგზავრული კრიალოსანი" და პუბლიცისტიკა რომ გავაერთიანე და გამომცემლობას ჩავაბარე დასაბეჭდად. სულიერად არასდროს მივუტოვებივარ. სამწუხაროდ, 1980-იანი წლების ბოლოს ისე აირია ქვეყანა, იმ წიგნის გამოსაცემად აღარავის სცხელოდა. იმ წიგნს კი არა და, აღარც არაფერს გამოსცემდნენ დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან გახარებული ვარ, თქვენ რომ გამოსცემთ ლევანის შემოქმედებას. წინა გამოცემებითაც ძალიან გაგვახარეთ და ეს ტომეული ხომ განსაკუთრებულად მომწონს. თანაც, როგორი ხელმისაწვდომია! შრიფტიც საუკეთესო შეგირჩევიათ. მთავარია, ხალხმა წაიკითხოს.

ლელა:

- ამას წინათ, მამას მეგობარი, ჯუმბერ ჯიშკარიანი მეუბნებოდა, მამაშენმა თავისი სრული შემოქმედება, პიესების ჩათვლით, რომ გაამზადა, 10 ტომი გამოვიდაო. იმჟამინდელი 10 ტომი ალბათ თქვენი შრიფტით 20 ტომს დაიკავებდა. ადრე ძალიან ხშირად და დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა მამას ნაწარმოებები. ეგ კი არა, ჯუმბერი იხსენებდა, მარჯანიშვილის თეატრში ვახტანგ ტაბლიაშვილმა ლევანის "მეფე ერეკლე" რომ დადგა, სპექტაკლებზე საოცრება ხდებოდა - მაყურებლის ტაში ლამის მთელ "პლეხანოვს" ესმოდაო. მამას სიცოცხლეში დაიდგა პიესა "აღმაშენებელიც", სადაც დავით აღმაშენებლის როლს ჟორა შავგულიძე ასრულებდა. ესეც გასაოცარი სპექტაკლი გამოსულა. "გმირთა ვარამი" კი მისი სიკვდილის შემდეგ დადგა არჩილ ჩხარტიშვილმა და ალექსანდრეს როლში თენგიზ არჩვაძე ათამაშა. ურიგო არც დღეს იქნებოდა მამას პიესების დადგმა. ურიგო კი არა, ძალიან აქტუალურიც იქნება.

- ბატონი ლევანის დაკრძალვა არმაზში, სახლის ეზოში, მისი სურვილი იყო?

ქალბატონი ციცო:

- არა. ლევანთან სიკვდილზე არასდროს მისაუბრია. არმაზში დასაფლავება მისმა ნათესავებმა გადაწყვიტეს. ჯერ მთაწმინდის პანთეონი უნდოდათ, მაგრამ იმჟამინდელმა მთავრობამ დიდუბის პანთეონი შემოგვთავაზა, ამიტომ ნათესავებმა არმაზი ამჯობინეს. შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვითა და ლოცვა-კურთხევით გადმოვასვენეთ სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

ლელა:

- მამა მცხეთის წმინდა მიწაში ასვენია. ამაზე საუკეთესო რა უნდა იყოს!

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს