სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სმარტფონები და ტელეფონები ყველაზე გამძლე ელემენტებით
სმარტფონები და ტელეფონები ყველაზე გამძლე ელემენტებით

მათ­თვის, ვი­საც სმარ­ტფო­ნი აქვს, ნაც­ნო­ბი პრობ­ლე­მაა რო­ზე­ტი­სა და ტე­ლე­ფო­ნის დამ­ტე­ნის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ძი­ე­ბა. ეს "სუ­პერ­ტე­ლე­ფო­ნე­ბი" ელე­მენ­ტის და­ტენ­ვას ყო­ველ­დღი­უ­რად ითხო­ვენ. რაც უფრო აქ­ტი­უ­რად იყე­ნებთ სმარ­ტფონ­ში ჩატ­ვირ­თულ აპ­ლი­კა­ცი­ებს, მით უფრო მალე ჯდე­ბა მისი ელე­მენ­ტი და თქვენც ენერ­გი­ის წყა­როს ძებ­ნას იწყებთ.

მწარ­მო­ებ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ამ კუ­თხით უფრო მეტი ემუ­შა­ვათ.

"ნო­კია" ყო­ველ­თვის ცნო­ბი­ლი იყო თა­ვი­სი პრო­დუქ­ტის ელე­მენ­ტთა გამ­ძლე­ო­ბით. სწო­რედ ამ ბრენდმა შექ­მნა ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია არ არის მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­დევ­რი, თუმ­ცა დამ­ტე­ნის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა 1 თვის მან­ძილ­ზე შე­უძ­ლია.

ამ ტე­ლე­ფონს Nokia 105-ი ქვია და მისი ფასი სულ რა­ღაც 15 ევ­როა. მისი გა­ყიდ­ვა 2013 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, თით­ქოს არაფ­რით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ძვე­ლი თა­ო­ბის ტე­ლე­ფო­ნია, რომ­ლი­თაც სა­უ­ბა­რი 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. Nokia 105-ი მარ­ტო ლა­პა­რა­კის­თვის არაა გა­მო­სა­დე­გი. თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლებთ YouTube-ზე ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვა­საც.

ელე­მენ­ტი სმარ­ტფო­ნებ­თან შე­და­რე­ბით კარ­გად ძლებს, ვი­ნა­ი­დან ძლი­ე­რი პრო­ცე­სო­რის და დიდი ეკ­რა­ნის გა­მოკ­ვე­ბა არ უწევს.

Highscreen Boost

292 აშშ დო­ლა­რი.

ეს ორ­ბა­რა­თი­ა­ნი Android 4.1.2-ის სმარ­ტფო­ნი ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე გამ­ძლე ელე­მენ­ტი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. სხვა მო­დე­ლებ­ში აკუ­მუ­ლა­ტო­რის მო­ცუ­ლო­ბა რო­გორც წესი, არ აჭარ­ბებს 2000-25000 ამ­პერს სა­ათ­ში, ხოლო ხსე­ნე­ბუ­ლი სმარ­ტფო­ნის აკუ­მუ­ლა­ტო­რის მო­ცუ­ლო­ბა 4160 ამ­პე­რი სა­ათ­შია. პრაქ­ტი­კა­ში ეს ნიშ­ნავს, რომ ტე­ლე­ფო­ნი და­ტენ­ვის გა­რე­შე და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რას ძლებს. თუ ბევ­რს ითა­მა­შებთ და ილა­პა­რა­კებთ, მისი გამ­ძლე­ო­ბა 4 დღემ­დე შემ­ცირ­დე­ბა, თუმ­ცა ეს მა­ინც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბა­ლია, ვი­ნა­ი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე სმარ­ტფონ­თა თით­ქმის 100%-ის ელე­მენ­ტი მხო­ლოდ 1-2 დღეს ძლებს.

Highscreen-ის მწარ­მო­ე­ბე­ლი ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­აა. ის სხვა ან­დრო­იდ-ფო­ნებ­თან შე­და­რე­ბით 20 გრა­მით მძი­მეა, თუმ­ცა მოხ­მა­რე­ბი­სას ეს დიდ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს.

Lenovo P770

388 აშშ დო­ლა­რი.

ამ სმარ­ტფონ­საც ორი სიმ ბა­რა­თის ერ­თდრო­უ­ლად ამოქ­მე­დე­ბა შე­უძ­ლია. აკუ­მუ­ლა­ტო­რის მო­ცუ­ლო­ბა 3500 ამ­პე­რი/სთ-შია, რაც სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე საკ­მა­ოდ დი­დია, თუმ­ცა რე­კორდს მა­ინც ვერ ამ­ყა­რებს. Lenovo P770-იც Android-ის ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე მუ­შა­ობს. ფასი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, თუმ­ცა სმარ­ტფო­ნი შე­სამ­ჩნე­ვად მჩა­ტეა და მხო­ლოდ 162 გრამს იწო­ნის.

Motorola RAZR MAXX

517 აშშ დო­ლა­რი.

ეს Motorola-ს უკვე მე­სა­მე მო­დე­ლია, რო­მელ­საც ეს სა­ხე­ლი ჰქვია. პირ­ვე­ლი ორი - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტე­ლე­ფო­ნე­ბი იყო, ხოლო მე­სა­მე უკვე სმარ­ტფო­ნად გა­მო­ვი­და. მას­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ელე­მენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი, რომ­ლის მო­ცუ­ლო­ბა 3300 ამ­პე­რი/სთ-შია.

Samsung Galaxy Note II

679 აშშ დო­ლა­რი.

უხე­შად რომ ვთქვათ, ეს უკვე სმარ­ტფო­ნი კი არა, მისი პლან­შე­ტუ­რი ჰიბ­რი­დია. ეკ­რა­ნის დი­ა­გო­ნა­ლი 5.55 დი­უ­მია, ხოლო რე­ზო­ლუ­ცია 720 х 1280. (სტან­დარ­ტუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია 540 х 960). აკუ­მუ­ლა­ტო­რი 3100 ამპ/სთ-ში. ის ნამ­დვი­ლად ჩრდი­ლავს კონ­კუ­რენ­ტებს, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ფა­სიც შე­სა­ბა­მი­სად მა­ღა­ლი აქვს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია aif.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სმარტფონები და ტელეფონები ყველაზე გამძლე ელემენტებით

სმარტფონები და ტელეფონები ყველაზე გამძლე ელემენტებით

მათთვის, ვისაც სმარტფონი აქვს, ნაცნობი პრობლემაა როზეტისა და ტელეფონის დამტენის გამუდმებული ძიება. ეს "სუპერტელეფონები" ელემენტის დატენვას ყოველდღიურად ითხოვენ. რაც უფრო აქტიურად იყენებთ სმარტფონში ჩატვირთულ აპლიკაციებს, მით უფრო მალე ჯდება მისი ელემენტი და თქვენც ენერგიის წყაროს ძებნას იწყებთ.

მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, ამ კუთხით უფრო მეტი ემუშავათ.

"ნოკია" ყოველთვის ცნობილი იყო თავისი პროდუქტის ელემენტთა გამძლეობით. სწორედ ამ ბრენდმა შექმნა ტელეფონი, რომელიც მართალია არ არის მაღალი ტექნოლოგიის შედევრი, თუმცა დამტენის გარეშე მუშაობა 1 თვის მანძილზე შეუძლია.

ამ ტელეფონს Nokia 105-ი ქვია და მისი ფასი სულ რაღაც 15 ევროა. მისი გაყიდვა 2013 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ეს ჩვეულებრივი, თითქოს არაფრით განსხვავებული ძველი თაობის ტელეფონია, რომლითაც საუბარი 12 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. Nokia 105-ი მარტო ლაპარაკისთვის არაა გამოსადეგი. თავისუფლად შეძლებთ YouTube-ზე ვიდეოების ნახვასაც.

ელემენტი სმარტფონებთან შედარებით კარგად ძლებს, ვინაიდან ძლიერი პროცესორის და დიდი ეკრანის გამოკვება არ უწევს.

Highscreen Boost

292 აშშ დოლარი.

ეს ორბარათიანი Android 4.1.2-ის სმარტფონი ბაზარზე არსებული ყველაზე გამძლე ელემენტითაა აღჭურვილი. სხვა მოდელებში აკუმულატორის მოცულობა როგორც წესი, არ აჭარბებს 2000-25000 ამპერს საათში, ხოლო ხსენებული სმარტფონის აკუმულატორის მოცულობა 4160 ამპერი საათშია. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ტელეფონი დატენვის გარეშე დაახლოებით ერთ კვირას ძლებს. თუ ბევრს ითამაშებთ და ილაპარაკებთ, მისი გამძლეობა 4 დღემდე შემცირდება, თუმცა ეს მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებალია, ვინაიდან თანამედროვე სმარტფონთა თითქმის 100%-ის ელემენტი მხოლოდ 1-2 დღეს ძლებს.

Highscreen-ის მწარმოებელი იაპონური კომპანიაა. ის სხვა ანდროიდ-ფონებთან შედარებით 20 გრამით მძიმეა, თუმცა მოხმარებისას ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

Lenovo P770

388 აშშ დოლარი.

ამ სმარტფონსაც ორი სიმ ბარათის ერთდროულად ამოქმედება შეუძლია. აკუმულატორის მოცულობა 3500 ამპერი/სთ-შია, რაც საშუალო მაჩვენებელზე საკმაოდ დიდია, თუმცა რეკორდს მაინც ვერ ამყარებს. Lenovo P770-იც Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. ფასი საკმაოდ მაღალია, თუმცა სმარტფონი შესამჩნევად მჩატეა და მხოლოდ 162 გრამს იწონის.

Motorola RAZR MAXX

517 აშშ დოლარი.

ეს Motorola-ს უკვე მესამე მოდელია, რომელსაც ეს სახელი ჰქვია. პირველი ორი - ჩვეულებრივი ტელეფონები იყო, ხოლო მესამე უკვე სმარტფონად გამოვიდა. მასში გაძლიერებული ელემენტია მოთავსებული, რომლის მოცულობა 3300 ამპერი/სთ-შია.

Samsung Galaxy Note II

679 აშშ დოლარი.

უხეშად რომ ვთქვათ, ეს უკვე სმარტფონი კი არა, მისი პლანშეტური ჰიბრიდია. ეკრანის დიაგონალი 5.55 დიუმია, ხოლო რეზოლუცია 720 х 1280. (სტანდარტული რეზოლუცია 540 х 960). აკუმულატორი 3100 ამპ/სთ-ში. ის ნამდვილად ჩრდილავს კონკურენტებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფასიც შესაბამისად მაღალი აქვს.

მომზადებულია aif.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს