მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მალავს "ნაციონალების" ოფისის სარდაფი ქუთაისში?
რას მალავს "ნაციონალების" ოფისის სარდაფი ქუთაისში?

ქუ­თა­ის­ში, სა­დაც საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში 60 მი­წის­ქვე­შა სარ­და­ფი არ­სე­ბობ­და, ერთ-ერთი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­თაო ოფი­სი­ის ქვეშ დღემ­დე არ­სე­ბობს. სარ­და­ფი წმინ­და ნი­ნოს ქუჩ­ზეა. საბ­ჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ელი­ტა­რულ თავ­შე­სა­ფარს ად­გი­ლობ­რი­ვმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ახა­ლი ფუნ­ქცია შეს­ძი­ნა და მის პირ­ველ ნა­წილს სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თე­ბის შე­სა­ნა­ხად იყე­ნებს.

თა­ვის დრო­ზე 300 ადა­მი­ან­ზე დათ­ვლი­ლი სარ­და­ფი, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი იყო ყო­ველ­გვა­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბით - საშ­ხა­პე­ე­ბით, სა­ტე­ლე­ფო­ნო კა­ბი­ნე­ბით და სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მით. დღეს თავ­შე­სა­ფარ­ში ჩას­ვლა არც თუ ისე უსაფრ­თხოა. მისი ყვე­ლა ოთა­ხი სი­ნეს­ტის­გან და­ო­ბე­ბუ­ლია, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ინ­ვენ­ტა­რი და ჩა­მოშ­ლი­ლია თავ­შე­საფ­რის ინ­ტე­რი­ე­რი.

თავ­დაც­ვით ნა­გე­ბო­ბას, ორ­მა­გი რკი­ნის კა­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე გა­სას­ვლე­ლი აქვს, კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სარ­და­ფის ბი­ნა­დართ სა­ი­დუმ­ლო გვი­რა­ბით სარ­გებ­ლო­ბაც შე­ეძ­ლოთ. გვი­რა­ბის მე­ო­რე ბოლო თეთრ ხი­დამ­დე, მდი­ნა­რე რი­ო­ნის სა­ნა­პი­რო­ზე გა­დის. დღეს გვი­რა­ბი გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად უვარ­გი­სია. ის ქუ­თა­ი­სის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­თან არ­სე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა. მაგ­რამ ეს სამ­სა­ხუ­რი თავ­შე­საფ­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე და გან­ხლე­ბა­ზე თან­ხებს არ ხარ­ჯავს. თუმ­ცა, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ამ მი­ვი­წყე­ბულ­მა სა­კი­თხმა ქვე­ყა­ნას თავი კვლავ შე­ახ­სე­ნა - გან­სა­კუთ­რე­ბით, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ.

სრუ­ლი ვერ­სია

"ახა­ლი გა­ზე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

რას მალავს "ნაციონალების" ოფისის სარდაფი ქუთაისში?

რას მალავს "ნაციონალების" ოფისის სარდაფი ქუთაისში?

ქუთაისში, სადაც საბჭოთა ეპოქაში 60 მიწისქვეშა სარდაფი არსებობდა, ერთ-ერთი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისიის ქვეშ დღემდე არსებობს. სარდაფი წმინდა ნინოს ქუჩზეა. საბჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნების­თვის გან­კუთ­ვნილ ელი­ტა­რულ თავ­შე­სა­ფარს ად­გი­ლობრი­ვმა ხელისუფლებამ ახალი ფუნქცია შესძინა და მის პირველ ნაწილს სა­არ­ჩევ­ნო ყუთების შე­სა­ნახად იყენებს.

თავის დროზე 300 ადამიანზე  დათვლილი სარდაფი, კეთილმოწყობილი იყო ყოველგვარი საყოფაცხოვრებო პირობებით - საშხაპეებით, სატელეფონო კაბინებით და სავენტილაციო სისტემით. დღეს თავშესაფარში ჩასვლა არც თუ ისე უსაფრთხოა. მისი ყველა ოთახი სინესტისგან დაობებულია, განადგურებულია ინვენტარი და ჩამოშლილია თავშესაფრის ინტერიერი.

თავდაცვით ნაგებობას, ორმაგი რკინის კარებით, რამდენიმე გასასვლელი აქვს, კრიტიკულ მდგომარეობაში სარდაფის ბინადართ საიდუმლო გვირაბით სარგებლობაც შეეძლოთ. გვირაბის მეორე ბოლო თეთრ ხიდამდე, მდინარე რიონის სანაპიროზე გადის. დღეს გვირაბი გამოსაყენებლად უვარგისია. ის ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან არსებული სამოქალაქო უსაფრთხოების განყოფილების მეთვალყურეობის ქვეშაა. მაგრამ ეს სამსახური თავშესაფრების მოწესრიგებაზე და განხლებაზე თანხებს არ ხარჯავს. თუმცა, ეროვნული უსაფრთხოების ამ მივიწყებულმა საკითხმა ქვეყანას თავი კვლავ შეახსენა - განსაკუთრებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა