სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო უშვილო წყვილებს მკურნალობას დაუფინანსებს?
სახელმწიფო უშვილო წყვილებს მკურნალობას დაუფინანსებს?

მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო იმ 20 სა­ხელ­მწი­ფოს შო­რი­საა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. შო­ბა­დო­ბით, 196-დან 164-ე ად­გილ­ზეა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შვი­ლე­ბის თა­ო­ბა მათი მშობ­ლე­ბის თა­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 70-80%-ს გა­ნა­ახ­ლებს. გა­ე­როს ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი სა­გან­გა­შოა. ამ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა არ შე­იც­ვლე­ბა, პერ­სპექ­ტი­ვა შემ­დეგ­ნა­ი­რია: დღეს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 4 მლნ 436400-ია, 2025 წლის­თვის - 3 მლნ 917000-მდე, ხოლო 2050 წლის­თვის - 2 მლნ 985000-მდე შემ­ცირ­დე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მეტი - 104000 ბავ­შვი 1961 წელს და­ი­ბა­და. 1990 წლამ­დე ყო­ველ­წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ, 93000 ბავ­შვი იბა­დე­ბო­და. შო­ბა­დო­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა 1992 წლი­დან და­ი­წყო.

20 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 მარტს დე­დის დღეს აღ­ვნიშ­ნავთ. თა­ვის დრო­ზე ამ დღე­სას­წა­უ­ლის და­წე­სე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა" იყო. "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, არც ერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ გა­მო­ავ­ლი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებ­ზე ზრუნ­ვა პრი­ო­რი­ტე­ტად არ და­ი­სა­ხა", - ამ­ბობს ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­მოგ­რა­ფი­ი­სა და სო­ცი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ავ­თან­დილ სუ­ლა­ბე­რი­ძე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა დიდი ხა­ნია, არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. 1992 წლი­დან კი შო­ბა­დო­ბის დონე ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ო­ბა­თა გა­ნახ­ლე­ბას. გარე მიგ­რა­ცი­ა­მაც არ­ნა­ხულ მას­შტაბს მი­აღ­წია. 2008 წელს უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რეს გა­ვუ­ზი­ა­რე იდეა, ოჯა­ხე­ბის­თვის მე­სა­მე შვი­ლის გა­ჩე­ნის მო­წო­დე­ბის შე­სა­ხებ. იდეა მო­ე­წო­ნა და და­ა­მა­ტა, - მე­სა­მე და შემ­დგო­მი შვი­ლის ნათ­ლია მე ვიქ­ნე­ბიო. პატ­რი­არ­ქს უკვე 15000-მდე ნათ­ლუ­ლი ჰყავს. ერთ-ერ­თის, მას­თან ერ­თად, მეც ვარ და ძალ­ზე მე­ა­მა­ყე­ბა.

- რა­ტომ არ იქცა წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის პრი­ო­რი­ტე­ტად დე­მოგ­რა­ფი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა?

- სა­ხელ­მწი­ფომ ვე­რას­დროს მო­ი­ცა­ლა ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად და არ გა­მო­ხა­ტა პო­ლი­ტი­კუ­რი ნება. 1990 წელს თბი­ლის­ში დე­მოგ­რა­ფი­ის სა­კი­თხზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და, სა­დაც გან­ვა­ცხა­დე, თუ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა არ გა­ტარ­დე­ბა, 2000 წლი­დან დე­პო­პუ­ლა­ცია და­ი­წყე­ბა-მეთ­ქი. ში­შის სა­ფუძ­ველს კი 1960-იანი წლე­ბი­დან შო­ბა­დო­ბის სწრა­ფი ტემ­პით შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცია მაძ­ლევ­და. როცა ქვე­ყა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, პო­ლი­ტი­კურ­მა ქა­ოს­მა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვამ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­თა სის­ტე­მა­ზე. უკან გა­და­ი­წია ბავ­შვის ყო­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბამ. ბევ­რი ოჯა­ხი ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძო­და. სა­ზღვარ­გა­რეთ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბა წა­ვი­და. მოხ­და ქორ­წი­ნე­ბე­ბის გა­და­ვა­დე­ბა. ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბას აღარ სურ­და ჰყო­ლო­და არა­თუ 3 და მეტი შვი­ლი, არა­მედ ხდე­ბო­და მე­ო­რე შვი­ლის ყო­ლის გა­და­ვა­დე­ბაც. ბევრ ოჯახ­ში შე­მომ­ტა­ნი გახ­და ქალი, ამან კი შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ქორ­წი­ნე­ბის ასა­კი გაზ­რდი­ლია: ქა­ლის­თვის ქორ­წი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კად 27 წელი იქცა, მა­მა­კა­ცის­თვის - 29-30. სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბა კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ზე ფიქ­რობს. სწავ­ლის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ვა­ჟებ­ზე მე­ტად, გო­გო­ნებს აქვთ. ბევ­რი მათ­გა­ნი უცხო­ეთ­ში აპი­რებს წას­ვლას, უმე­ტე­სო­ბა - სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, მცი­რე ნა­წი­ლი - სა­ცხოვ­რებ­ლად. მერე იქვე თხოვ­დე­ბი­ან, ცო­ლე­ბი მოჰ­ყავთ. მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურს შო­უ­ლო­ბენ, კა­რი­ე­რას იწყო­ბენ და ბო­ლოს ახ­სენ­დე­ბათ ოჯა­ხის შექ­მნა. როცა 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი სა­ქორ­წი­ნო "ბა­ზარ­ზე" გა­დი­ან, ამ ასა­კის ბი­ჭე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა.

- 3 მარ­ტი ანუ დე­დის დღე ახ­ლოვ­დე­ბა. თა­ვის დრო­ზე ამ დღე­სას­წა­უ­ლის და­წე­სე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­ვად იყა­ვით.

- დე­დის დღის და­წე­სე­ბის იდეა პარ­ლა­მენ­ტში "დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის" სა­ხე­ლით შე­ვი­ტა­ნეთ. გვსურ­და, გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ველ შა­ბათს აღ­ნიშ­ნუ­ლი­ყო. ამ დღეს ყვე­ლა იმუ­შა­ვებ­და და გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხა ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­ი­რი­ცხე­ბო­და დე­მოგ­რა­ფი­ულ ფონდში, რომ­ლი­თაც მოხ­დე­ბო­და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ინი­ცი­ა­ტი­ვა 1993 წლის 2 მარტს, პა­რას­კევს გა­ნი­ხი­ლეს. მე­ო­რე დღეს, შა­ბა­თი, 3 მარ­ტი მო­დი­ო­და და დარ­ჩა ეს თა­რი­ღი დე­დის დღედ. მა­ნამ­დე, 1990 წელს კო­მუ­ნის­ტებს "გმი­რი დე­დის" წო­დე­ბა "ქარ­თვლის დე­დის" წო­დე­ბით შე­ვაც­ვლე­ვი­ნეთ. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ მო­ვი­და, ყვე­ლა წო­დე­ბა გა­ა­უქ­მა, მხო­ლოდ "ქარ­თვლის დე­დის" წო­დე­ბა და­ტო­ვა. დე­ბუ­ლე­ბა­ში გვე­წე­რა: "ქარ­თვლის დე­დის" წო­დე­ბა ეძ­ლე­ვა 5 და მეტშ­ვი­ლი­ან დე­დას, რომ­ლის შვი­ლე­ბიც ლა­პა­რა­კო­ბენ ქარ­თულ ენა­ზე და ოჯახ­ში არა­ვი­ნაა ნა­სა­მარ­თლე­ვი. ამ წო­დე­ბის მქო­ნე ქალს 3.000 ლა­რამ­დე ხელ­ფა­სი­დან სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი არ უნდა დაქ­ვი­თო­და. ეს მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე და­წე­რილ კა­ნო­ნად დარ­ჩა. "ქარ­თვლის დე­დის" სტა­ტუ­სი არა­ვის­თვის მი­უ­ნი­ჭე­ბი­ათ.

- ბა­ტო­ნო ავ­თან­დილ, გა­ე­როს კვლე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­გან­გა­შოა. მათი გათ­ვლით, 2050 წელს მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1 მლნ 170000-ით შემ­ცირ­დე­ბა. თქვე­ნი პროგ­ნო­ზიც ასე­თია?

- პროგ­ნო­ზი ყო­ველ­თვის არ მარ­თლდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყოს ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბა, მო­ი­მა­ტოს შო­ბა­დო­ბამ, ქვეყ­ნი­დან გა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დაბ­რუნ­დნენ და მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს.

- ბოლო წლებ­ში შო­ბა­დო­ბა რო­გო­რია?

- პატ­რი­არ­ქის ინი­ცი­ა­ტი­ვამ შო­ბა­დო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ით გა­ზარ­და. თუ წინა წლებ­ში სა­შუ­ა­ლოდ, 47000 ბავ­შვი იბა­დე­ბო­და, 2008 წელს 56000 ბავ­შვი და­ი­ბა­და, მომ­დევ­ნო წელს - 61000, ხოლო 2010 წელს - 63500. სულ, მე­სა­მე და მომ­დევ­ნო შვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 3-4%-ით გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ეს და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი არ არის. ჩემი გათ­ვლით, 2050 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 500-600 ათა­სით შემ­ცირ­დე­ბა. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­ბა­დო­ბა 1990-იან წლებ­ში და­ბა­ლი იყო, 2015-2020 წლის­თვის, დე­დო­ბის ასაკ­ში გა­ცი­ლე­ბით ცოტა ქალი შევა, ვიდ­რე 1980-იან წლებ­ში იყო. როცა ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნე­ბელს ვაქ­ვეყ­ნებთ, ეს ციფ­რი რე­ა­ლუ­რი არ არის. მა­გა­ლი­თად, 2006 წელს ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე შო­ბა­დო­ბა 54% იყო. ეს და­სა­ჯე­რე­ბე­ლია? რე­ა­ლუ­რად, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4%-დან 6%-მდე თა­მა­შობს. უცხო­ელ დე­მოგ­რა­ფებ­საც ავუხ­სე­ნი, დიდ ციფრ­ზე იმი­ტომ ადის, რომ ჯვრის­წე­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ გა­აჩ­ნია. ბევ­რი წყვი­ლი ჯვარს იწერს და შვილს ისე აჩენს, რომ ხელი არ აქვს მო­წე­რი­ლი. მათი შვი­ლე­ბი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. გვინ­და, რომ ჯვრის­წე­რას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა მი­ე­ნი­ჭოს. ქორ­წი­ნე­ბის მი­ნი­მა­ლურ ასა­კად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია 17 წელი. ეს "მკვდა­რი კა­ნო­ნი" რაში გვჭირ­დე­ბა? 16 წლის ასაკ­ში რომ და­ქორ­წინ­დნენ, დავ­სჯით, და­ვა­პა­ტიმ­რებთ თუ რა?! მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნად ით­ვლე­ბა 5 და მეტშ­ვი­ლი­ა­ნი დედა, სა­შუ­ა­ლოშ­ვი­ლი­ა­ნია

3-4 შვი­ლის, ხოლო 1 და 2 შვი­ლის დედა - მცი­რეშ­ვი­ლი­ა­ნად. ვინ არის მარ­ტო­ხე­ლა დედა? სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ქალს, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან არის გა­შო­რე­ბუ­ლი ან ქვრი­ვია და შვი­ლებს ზრდის, მარ­ტო­ხე­ლა დე­დას ეძა­ხი­ან. მე ვსვამ კი­თხვას, მა­შინ გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ან ქვრი­ვი ვი­ღას ვუ­წო­დოთ? მარ­ტო­ხე­ლად ით­ვლე­ბა ქალი, რო­მელ­მაც შვი­ლი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე გა­ა­ჩი­ნა. სტა­ტუ­სე­ბის სა­კი­თხიც მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია.

- ამ პრობ­ლე­მებ­ზე ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან თუ გქონ­დათ ლა­პა­რა­კი?

- მქონ­და შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში 20 მი­ლი­ო­ნის გა­მო­ნახ­ვა ვერ ხერ­ხდე­ბა, ერთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს ყო­ველ­თვი­უ­რად 20-30 ლარი რომ მივ­ცეთ. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი სა­ერ­თოდ არ უნ­დო­და. სა­ო­ჯა­ხო და დე­მოგ­რა­ფი­ულ პო­ლი­ტი­კა­ზე და­ვი­ცა­ვი დი­სერ­ტა­ცია, და­სა­ხუ­ლი მაქვს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რა და რო­გორ უნდა გა­ტარ­დეს.

- თქვენ რა მი­გაჩ­ნი­ათ მარ­თე­ბუ­ლად - რო­გორ უნდა გა­ტარ­დეს სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა?

- პირ­ველ რიგ­ში, დე­პო­პუ­ლა­ცი­ის მქო­ნე რა­ი­ო­ნებს უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა. მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლია. იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს სტი­მუ­ლი უნდა ჰქონ­დეთ, რომ 3 და მეტ შვილ­ზე იფიქ­რონ. ამ თე­მა­ზე ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილს და ზვი­ად ძი­ძი­გურს ვე­ლა­პა­რა­კე და მხარ­და­ჭე­რას დამ­პირ­დნენ. მე­ო­რე - ეს არის ჩვილ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა. სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ბა­ლი არ არის, მაგ­რამ ხში­რია ჩვილ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა. აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გა­ტარ­დეს.

- მშო­ბი­ა­რო­ბა რომ უფა­სო ხდე­ბა, ეს შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე თუ იმოქ­მე­დებს?

- ეს ძა­ლი­ან კარ­გი და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ არა - საკ­მა­რი­სი. ვთვლი, რომ დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ო­დი 1 წლამ­დე უნდა გა­ფორმ­დეს. ბავ­შვი დე­დას­თან ერ­თად უნდა გა­ი­ზარ­დოს. დე­დას უნდა ჰქონ­დეს იმის გა­რან­ტია, რომ შვი­ლის გა­ჩე­ნის გამო სამ­სა­ხურს არ და­კარ­გავს.

დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ახა­ლი მთავ­რო­ბის­თვის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა გახ­დეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ მხრივ სა­სი­კე­თო ნა­ბი­ჯე­ბი უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მზად­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე. 3 მარტს კი და­ფუძნ­და "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი", რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი, სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პიარ-მე­ნე­ჯე­რი თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მსგავ­სი ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად და­ფუძნ­და. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში იყო დე­მოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­უქ­მა. ეს იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბოლო 20 წელ­ზე მე­ტია, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა.

- "დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" და­არ­სე­ბის იდეა თქვენ გე­კუთ­ვნით?

- მე, ბა­ტონ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეს (პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე) და დე­მოგ­რაფ ან­ზორ თო­თა­ძეს. ამ პრობ­ლე­მა­ზე წლე­ბის მან­ძილ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. როცა პარ­ლა­მენ­ტში ახალ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით, ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მა­ზე ზრუნ­ვა და­ვა­სა­ხე­ლეთ. ვე­ლა­პა­რა­კეთ ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს, ბა­ტონ ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილს და ერ­თად და­ვი­წყეთ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა. გა­ე­როს დას­კვნას წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და.

- ქარ­თვე­ლი დე­მოგ­რა­ფე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პროგ­ნო­ზი ისე­თი სა­გან­გა­შო არ არის, რო­გო­რიც დას­კვნა­ში წე­რია.

- ქარ­თვე­ლი დე­მოგ­რა­ფე­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ სტა­ტის­ტი­კის და­სად­გე­ნად ფი­ნან­სებს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ყოფ­და, ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ე­როს მო­ნა­ცე­მებს გვი­მა­ლავ­და, რო­მელ­მაც მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად, წლე­ბის მან­ძილ­ზე არ იზ­რუ­ნა. რა თქმა უნდა, ასეთ პი­რო­ბებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვის შე­დე­გებს მე­ტად ვენ­დო­ბი. მათ ციფ­რე­ბით გვი­თხრეს, რომ ქვე­ყა­ნას 2050 წლის­თვის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფა ემუქ­რე­ბა: სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 1 მლნ 170000 კა­ცით შემ­ცირ­დე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა 3 მი­ლი­ო­ნით მო­ი­მა­ტებს და 12 მი­ლი­ო­ნი გახ­დე­ბა, მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა ჩვენს მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბა ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა.

- თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა ქვე­მო ქარ­თლსა (ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში) და მთი­ან აჭა­რა­ში (ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ­ში) არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. არც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­შია ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმე­რეთს, კა­ხეთს, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლოს - ამ რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლი­ან ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს. იქ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ. ქარ­თვე­ლი დე­მოგ­რა­ფე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ზემო რა­ჭა­ში, 20-30 წლის შემ­დეგ, აღა­რა­ვინ იცხოვ­რებს. 2009 წლის მან­ძილ­ზე ონის რა­ი­ონ­ში სულ 3 ახალ­შო­ბი­ლი და­ი­ბა­და და 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. თუ რამე არ ვი­ღო­ნეთ, მალე რაჭა ისე­ვე და­იც­ლე­ბა, რო­გორც - თუ­შე­თი და ხევ­სუ­რე­თი.

- პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში თა­ნად­გო­მას მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი თუ დაგ­პირ­დნენ?

- არა­ერ­თი მი­ნის­ტრი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბი პრე­მი­ე­რის­თვის თუ არის ცნო­ბი­ლი?

- პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც მე და ან­ზორ თო­თა­ძემ ვი­მუ­შა­ვეთ, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს პი­რა­დად გა­აც­ნო. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და და პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩაბ­მუ­ლი და­ვით სერ­გე­ენ­კო. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ერ­თა­დერ­თი რა­ი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც შო­ბა­დო­ბის ციფ­რი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე მა­ღა­ლია, არის სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნი. ეს ვისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, კარ­გად ვი­ცით. ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ გვი­თხრა, რომ და­სა­კარ­გი დრო არ გვაქვს, პრობ­ლე­მა­ზე ზრუნ­ვა სას­წრა­ფოდ უნდა და­ვი­წყოთ. ის ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სშია და თვალს ადევ­ნებს ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას.

- პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას რო­გო­რი თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით აპი­რებთ?

- მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. პირ­ვე­ლი, ეს არის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის შექ­მნა; მე­ო­რე - დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. კონ­ცეფ­ცია ბევრ დე­მოგ­რაფს ცალ-ცალ­კე აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ჩვენ ყვე­ლას შევ­კრებთ, მოხ­დე­ბა აზ­რე­ბის გაც­ვლა, შე­ჯე­რე­ბა და მი­ვი­ღებთ სა­ერ­თო კონ­ცეფ­ცი­ას. საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ფი­ნან­სის­ტე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. არ­სე­ბობს 15 დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი საფრ­თხე, რო­მელ­თა გან­ხილ­ვაც სა­თი­თა­ოდ უნდა მო­ვა­წყოთ, აზრს ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნალს ვკი­თხავთ.

- სხვა მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობთ. ჩვენ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვამ ხალ­ხში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან. გა­მოგ­ვეხ­მა­ურ­ნენ კლი­ნი­კე­ბი, ექი­მე­ბი და გა­მოთ­ქვეს მზად­ყოფ­ნა, უშ­ვი­ლო წყვი­ლებ­თან უსას­ყიდ­ლოდ იმუ­შა­ონ, ჩა­უ­ტა­რონ გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია.

- რა იქ­ნე­ბა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და რით იქ­ნე­ბა თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი?

- ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი არის მო­წო­დე­ბა - ყვე­ლა ოჯახ­ში იყოს მე­სა­მე შვი­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მოვ­დი­ვართ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მე­სა­მე შვი­ლი ოჯახ­ში შე­მო­სავ­ლის ერთ-ერთი წყა­რო გახ­დეს. კონ­კრე­ტულ ციფრს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გე­ტყვით. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ფონ­დის ბი­უ­ჯეტ­ზე, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი: ფონ­დი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს რე­გი­ო­ნულ პო­ლი­ტი­კას. სა­ზღვრის­პი­რა რა­ი­ო­ნებ­ში, მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში დახ­მა­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე - ბარ­ში მცხოვ­რებ­თათ­ვის. 2011 წელს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 6700 ოჯახს მე­სა­მე ახალ­შო­ბი­ლი გა­უჩ­ნდა. ეს პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბის წყა­ლო­ბით მოხ­და. რაც შე­ე­ხე­ბა 4, 5 და მეტშ­ვი­ლი­ან ოჯა­ხებს - მათ მი­ე­ცე­მათ დახ­მა­რე­ბა. წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან მშობ­ლე­ბი მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნის­თვი­საც. ამ მხრივ, მო­ნა­ცე­მე­ბი მარ­თლაც სა­გან­გა­შოა. 2011 წელს ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ 21000 მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა. ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­ბა­ლი ციფ­რია; 2010 წელ­თან შე­და­რე­ბით, 400 ბავ­შვით ნაკ­ლე­ბია. ფონ­დის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე იქ­ნე­ბა დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი: მე, ან­ზორ თო­თა­ძე, მო­დე­ლი თაკო ჩხე­ი­ძე. ეს რაც შე­ე­ხე­ბა ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბას. პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს სა­ხელ­მწი­ფო. ისი­ნი სე­რი­ო­ზუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით გა­მოვ­ლენ.

- ვცა­დე, ამ თე­მა­ზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­მე­წე­რა; პრეს­ცენ­ტრს და­ვუ­კავ­შირ­დი, მაგ­რამ მან არა­თუ არ უზ­რუნ­ველ­ყო ეს შეხ­ვედ­რა, ჩემს ზარს სა­ერ­თოდ არ უპა­სუ­ხა. თქვენ­თვის თუ არის ცნო­ბი­ლი, რა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით გა­მო­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

- ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პა­კეტს ამ­ზა­დებს. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ მშო­ბი­ა­რო­ბა და 9 თვის მან­ძილ­ზე კონ­სულ­ტა­ცია უფა­სო იქ­ნე­ბა. თუ არ ვცდე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ფი­ნან­სებს უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ხარჯსაც. რაც შე­ე­ხე­ბა დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბას - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შრო­მის კო­დექ­სი იც­ვლე­ბა, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვიმ­ზა­და კა­ნონპ­რო­ექ­ტი. დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით ისარ­გებ­ლებს რო­გორც ქალი, ასე­ვე - მა­მა­კა­ცი. რამ­დენხნი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. მალე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სხვა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბიც გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ იმ გუნ­დის წევ­რი გახ­ლა­ვართ, რო­მელ­მაც და­ი­წყო ბრძო­ლა ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სახელმწიფო უშვილო წყვილებს მკურნალობას დაუფინანსებს?

სახელმწიფო უშვილო წყვილებს მკურნალობას დაუფინანსებს?

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას. გაეროს მონაცემებით, საქართველო იმ 20 სახელმწიფოს შორისაა, სადაც მოსახლეობის რაოდენობის შემცირება შეინიშნება. შობადობით, 196-დან 164-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში შვილების თაობა მათი მშობლების თაობის დაახლოებით 70-80%-ს განაახლებს. გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემათა განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგაშოა. ამ კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვლება, პერსპექტივა შემდეგნაირია: დღეს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა 4 მლნ 436400-ია, 2025 წლისთვის - 3 მლნ 917000-მდე, ხოლო 2050 წლისთვის - 2 მლნ 985000-მდე შემცირდება.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი - 104000 ბავშვი 1961 წელს დაიბადა. 1990 წლამდე ყოველწლიურად საშუალოდ, 93000 ბავშვი იბადებოდა. შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო.

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღვნიშნავთ. თავის დროზე ამ დღესასწაულის დაწესების ინიციატორი "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება" იყო. "დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არც ერთმა ხელისუფლებამ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება და დემოგრაფიულ პრობლემებზე ზრუნვა პრიორიტეტად არ დაისახა", - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე.

- საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა დიდი ხანია, არადამაკმაყოფილებელია. 1992 წლიდან კი შობადობის დონე ვერ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. გარე მიგრაციამაც არნახულ მასშტაბს მიაღწია. 2008 წელს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გავუზიარე იდეა, ოჯახებისთვის მესამე შვილის გაჩენის მოწოდების შესახებ. იდეა მოეწონა და დაამატა, - მესამე და შემდგომი შვილის ნათლია მე ვიქნებიო. პატრიარქს უკვე 15000-მდე ნათლული ჰყავს. ერთ-ერთის, მასთან ერთად, მეც ვარ და ძალზე მეამაყება.

- რატომ არ იქცა წლების მანძილზე სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვა?

- სახელმწიფომ ვერასდროს მოიცალა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და არ გამოხატა პოლიტიკური ნება. 1990 წელს თბილისში დემოგრაფიის საკითხზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, სადაც განვაცხადე, თუ ქვეყანაში დემოგრაფიული პოლიტიკა არ გატარდება, 2000 წლიდან დეპოპულაცია დაიწყება-მეთქი. შიშის საფუძველს კი 1960-იანი წლებიდან შობადობის სწრაფი ტემპით შემცირების ტენდენცია მაძლევდა. როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, პოლიტიკურმა ქაოსმა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამ გავლენა მოახდინა საზოგადოების მოთხოვნილებათა სისტემაზე. უკან გადაიწია ბავშვის ყოლის მოთხოვნილებამ. ბევრი ოჯახი ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა. საზღვარგარეთ შრომისუნარიანი, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა წავიდა. მოხდა ქორწინებების გადავადება. ოჯახების უმეტესობას აღარ სურდა ჰყოლოდა არათუ 3 და მეტი შვილი, არამედ ხდებოდა მეორე შვილის ყოლის გადავადებაც. ბევრ ოჯახში შემომტანი გახდა ქალი, ამან კი შობადობის შემცირება განაპირობა. ამჟამად საქართველოში ქორწინების ასაკი გაზრდილია: ქალისთვის ქორწინების საშუალო ასაკად 27 წელი იქცა, მამაკაცისთვის - 29-30. სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდების უმეტესობა კარიერის აწყობაზე ფიქრობს. სწავლისკენ მიდრეკილება ვაჟებზე მეტად, გოგონებს აქვთ. ბევრი მათგანი უცხოეთში აპირებს წასვლას, უმეტესობა - სწავლის გასაგრძელებლად, მცირე ნაწილი - საცხოვრებლად. მერე იქვე თხოვდებიან, ცოლები მოჰყავთ. მაღალანაზღაურებად სამსახურს შოულობენ, კარიერას იწყობენ და ბოლოს ახსენდებათ ოჯახის შექმნა. როცა 30 წელს გადაცილებული გოგონები საქორწინო "ბაზარზე" გადიან, ამ ასაკის ბიჭების ნაკლებობაა.

- 3 მარტი ანუ დედის დღე ახლოვდება. თავის დროზე ამ დღესასწაულის დაწესების ინიციატორი თავად იყავით.

- დედის დღის დაწესების იდეა პარლამენტში "დემოგრაფიული საზოგადოების" სახელით შევიტანეთ. გვსურდა, გაზაფხულის პირველ შაბათს აღნიშნულიყო. ამ დღეს ყველა იმუშავებდა და გამომუშავებული თანხა ავტომატურად გადაირიცხებოდა დემოგრაფიულ ფონდში, რომლითაც მოხდებოდა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, მაგრამ ასე არ მოხდა. ინიციატივა 1993 წლის 2 მარტს, პარასკევს განიხილეს. მეორე დღეს, შაბათი, 3 მარტი მოდიოდა და დარჩა ეს თარიღი დედის დღედ. მანამდე, 1990 წელს კომუნისტებს "გმირი დედის" წოდება "ქართვლის დედის" წოდებით შევაცვლევინეთ. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება რომ მოვიდა, ყველა წოდება გააუქმა, მხოლოდ "ქართვლის დედის" წოდება დატოვა. დებულებაში გვეწერა: "ქართვლის დედის" წოდება ეძლევა 5 და მეტშვილიან დედას, რომლის შვილებიც ლაპარაკობენ ქართულ ენაზე და ოჯახში არავინაა ნასამართლევი. ამ წოდების მქონე ქალს 3.000 ლარამდე ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი არ უნდა დაქვითოდა. ეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ კანონად დარჩა. "ქართვლის დედის" სტატუსი არავისთვის მიუნიჭებიათ.

- ბატონო ავთანდილ, გაეროს კვლევები საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ საგანგაშოა. მათი გათვლით, 2050 წელს მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ 170000-ით შემცირდება. თქვენი პროგნოზიც ასეთია?

- პროგნოზი ყოველთვის არ მართლდება. შეიძლება, საქართველოში დაიწყოს ეკონომიკური აღმავლობა, მოიმატოს შობადობამ, ქვეყნიდან გასული ადამიანები დაბრუნდნენ და მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს.

- ბოლო წლებში შობადობა როგორია?

- პატრიარქის ინიციატივამ შობადობა დაახლოებით 20%-ით გაზარდა. თუ წინა წლებში საშუალოდ, 47000 ბავშვი იბადებოდა, 2008 წელს 56000 ბავშვი დაიბადა, მომდევნო წელს - 61000, ხოლო 2010 წელს - 63500. სულ, მესამე და მომდევნო შვილების დაბადების მაჩვენებელი 3-4%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს დამაიმედებელი არ არის. ჩემი გათვლით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 500-600 ათასით შემცირდება. რადგან საქართველოში შობადობა 1990-იან წლებში დაბალი იყო, 2015-2020 წლისთვის, დედობის ასაკში გაცილებით ცოტა ქალი შევა, ვიდრე 1980-იან წლებში იყო. როცა ქორწინების გარეშე დაბადებულთა მაჩვენებელს ვაქვეყნებთ, ეს ციფრი რეალური არ არის. მაგალითად, 2006 წელს ქორწინების გარეშე შობადობა 54% იყო. ეს დასაჯერებელია? რეალურად, ეს მაჩვენებელი 4%-დან 6%-მდე თამაშობს. უცხოელ დემოგრაფებსაც ავუხსენი, დიდ ციფრზე იმიტომ ადის, რომ ჯვრისწერას საქართველოში იურიდიული ძალა არ გააჩნია. ბევრი წყვილი ჯვარს იწერს და შვილს ისე აჩენს, რომ ხელი არ აქვს მოწერილი. მათი შვილები ქორწინების გარეშე დაბადებულებად ითვლებიან. გვინდა, რომ ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიენიჭოს. ქორწინების მინიმალურ ასაკად გამოცხადებულია 17 წელი. ეს "მკვდარი კანონი" რაში გვჭირდება? 16 წლის ასაკში რომ დაქორწინდნენ, დავსჯით, დავაპატიმრებთ თუ რა?! მრავალშვილიანად ითვლება 5 და მეტშვილიანი დედა, საშუალოშვილიანია

3-4 შვილის, ხოლო 1 და 2 შვილის დედა - მცირეშვილიანად. ვინ არის მარტოხელა დედა? საქართველოში ყველა ქალს, რომელიც მეუღლესთან არის გაშორებული ან ქვრივია და შვილებს ზრდის, მარტოხელა დედას ეძახიან. მე ვსვამ კითხვას, მაშინ განქორწინებული ან ქვრივი ვიღას ვუწოდოთ? მარტოხელად ითვლება ქალი, რომელმაც შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა. სტატუსების საკითხიც მოსაგვარებელია.

- ამ პრობლემებზე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ გქონდათ ლაპარაკი?

- მქონდა შეხვედრა, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყნის ბიუჯეტში 20 მილიონის გამონახვა ვერ ხერხდება, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს ყოველთვიურად 20-30 ლარი რომ მივცეთ. წინა ხელისუფლებას ამ თემაზე ლაპარაკი საერთოდ არ უნდოდა. საოჯახო და დემოგრაფიულ პოლიტიკაზე დავიცავი დისერტაცია, დასახული მაქვს მიმართულებები, რა და როგორ უნდა გატარდეს.

- თქვენ რა მიგაჩნიათ მართებულად - როგორ უნდა გატარდეს სახელმწიფო პოლიტიკა?

- პირველ რიგში, დეპოპულაციის მქონე რაიონებს უნდა მიექცეს ყურადღება. მთიან რეგიონებში შობადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. იქ მცხოვრებ ადამიანებს სტიმული უნდა ჰქონდეთ, რომ 3 და მეტ შვილზე იფიქრონ. ამ თემაზე ზაქარია ქუცნაშვილს და ზვიად ძიძიგურს ველაპარაკე და მხარდაჭერას დამპირდნენ. მეორე - ეს არის ჩვილთა სიკვდილიანობის პრობლემა. სამხრეთ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი დაბალი არ არის, მაგრამ ხშირია ჩვილთა სიკვდილიანობა. აღნიშნულ რეგიონში დემოგრაფიული პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა გატარდეს.

- მშობიარობა რომ უფასო ხდება, ეს შობადობის მაჩვენებელზე თუ იმოქმედებს?

- ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია, მაგრამ არა - საკმარისი. ვთვლი, რომ დეკრეტული შვებულების პერიოდი 1 წლამდე უნდა გაფორმდეს. ბავშვი დედასთან ერთად უნდა გაიზარდოს. დედას უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ შვილის გაჩენის გამო სამსახურს არ დაკარგავს.

დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ახალი მთავრობისთვის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა პრიორიტეტი უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ სასიკეთო ნაბიჯები უკვე შეინიშნება. მზადდება ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე. 3 მარტს კი დაფუძნდა "საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი", რომლის შესახებაც ერთ-ერთი დამაარსებელი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" პიარ-მენეჯერი თამარ ჩიბურდანიძე გვესაუბრება.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი ფონდი საქართველოში პირველად დაფუძნდა. ჯანდაცვის სამინისტროში იყო დემოგრაფიის დეპარტამენტი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააუქმა. ეს იმ ქვეყანაში, სადაც ბოლო 20 წელზე მეტია, დემოგრაფიული მდგომარეობა უარესდება.

- "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დაარსების იდეა თქვენ გეკუთვნით?

- მე, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს (პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე) და დემოგრაფ ანზორ თოთაძეს. ამ პრობლემაზე წლების მანძილზე ვმუშაობდი. როცა პარლამენტში ახალ პრიორიტეტებზე ვლაპარაკობდით, ერთ-ერთ პრიორიტეტად დემოგრაფიულ პრობლემაზე ზრუნვა დავასახელეთ. ველაპარაკეთ ქალბატონ მანანა კობახიძეს, ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს და ერთად დავიწყეთ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. გაეროს დასკვნას წინა ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა.

- ქართველი დემოგრაფები ამბობენ, რომ პროგნოზი ისეთი საგანგაშო არ არის, როგორიც დასკვნაში წერია.

- ქართველი დემოგრაფების კომპეტენტურობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ საქმე ის არის, რომ სტატისტიკის დასადგენად ფინანსებს ყოფილი ხელისუფლება გამოყოფდა, ის ხელისუფლება, რომელიც გაეროს მონაცემებს გვიმალავდა, რომელმაც მდგომარეობის შესამსუბუქებლად, წლების მანძილზე არ იზრუნა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში, საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგებს მეტად ვენდობი. მათ ციფრებით გვითხრეს, რომ ქვეყანას 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება: საქართველოს მოსახლეობა 1 მლნ 170000 კაცით შემცირდება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 3 მილიონით მოიმატებს და 12 მილიონი გახდება, მატება იქნება ჩვენს მეზობელ სომხეთშიც. საქართველოში კი მოსახლეობის შემცირება ეთნიკური ქართველების ხარჯზე ხდება.

- თქვენი ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით როგორი მდგომარეობაა?

- მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ქვემო ქართლსა (ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში) და მთიან აჭარაში (ეთნიკური ქართველებით დასახლებულში) არ შეინიშნება. არც სამცხე-ჯავახეთშია ცუდი მდგომარეობა. რაც შეეხება იმერეთს, კახეთს, გურიასა და სამეგრელოს - ამ რეგიონებში ძალიან ცუდი მაჩვენებელი გვაქვს. იქ არსებულ მდგომარეობას კატასტროფული შეიძლება ვუწოდოთ. ქართველი დემოგრაფების მონაცემებით, ზემო რაჭაში, 20-30 წლის შემდეგ, აღარავინ იცხოვრებს. 2009 წლის მანძილზე ონის რაიონში სულ 3 ახალშობილი დაიბადა და 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თუ რამე არ ვიღონეთ, მალე რაჭა ისევე დაიცლება, როგორც - თუშეთი და ხევსურეთი.

- პრობლემის მოგვარებაში თანადგომას მთავრობის წევრები თუ დაგპირდნენ?

- არაერთი მინისტრი გამოგვეხმაურა და ეს ძალიან მახარებს.

- გაეროს მონაცემები პრემიერისთვის თუ არის ცნობილი?

- პროექტი, რომელზეც მე და ანზორ თოთაძემ ვიმუშავეთ, დიმიტრი ხუნდაძემ პრემიერ-მინისტრს პირადად გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა და პროცესში აქტიურად არის ჩაბმული დავით სერგეენკო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთადერთი რაიონი საქართველოში, სადაც შობადობის ციფრი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მაღალია, არის საჩხერის რაიონი. ეს ვისი დამსახურებაა, კარგად ვიცით. ბატონმა ბიძინამ გვითხრა, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს, პრობლემაზე ზრუნვა სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ. ის ყველაფრის საქმის კურსშია და თვალს ადევნებს ჩვენს საქმიანობას.

- პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას როგორი თანამიმდევრობით აპირებთ?

- მუშაობა რამდენიმე მიმართულებით არის ჩასატარებელი. პირველი, ეს არის დემოგრაფიული განვითარების ფონდის შექმნა; მეორე - დემოგრაფიული განვითარების კონცეფციის შემუშავება. კონცეფცია ბევრ დემოგრაფს ცალ-ცალკე აქვს შემუშავებული. ჩვენ ყველას შევკრებთ, მოხდება აზრების გაცვლა, შეჯერება და მივიღებთ საერთო კონცეფციას. საქმეში ჩართულები იქნებიან ფინანსისტები, განათლების და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები. არსებობს 15 დემოგრაფიული საფრთხე, რომელთა განხილვაც სათითაოდ უნდა მოვაწყოთ, აზრს ყველა პროფესიონალს ვკითხავთ.

- სხვა მცირერიცხოვანი ერების გამოცდილებას თუ გაითვალისწინებთ?

- რასაკვირველია, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ჩვენმა ინიციატივამ ხალხში დიდი ინტერესი გამოიწვია. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გვიკავშირდებიან. გამოგვეხმაურნენ კლინიკები, ექიმები და გამოთქვეს მზადყოფნა, უშვილო წყვილებთან უსასყიდლოდ იმუშაონ, ჩაუტარონ გამოკვლევები. ეს მხოლოდ დასაწყისია.

- რა იქნება დემოგრაფიული განვითარების ფონდის პრიორიტეტები და რით იქნება თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს ინიციატივებისგან განსხვავებული?

- ჩვენი პრიორიტეტი არის მოწოდება - ყველა ოჯახში იყოს მესამე შვილი. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვდივართ. ჩვენი მიზანია, მესამე შვილი ოჯახში შემოსავლის ერთ-ერთი წყარო გახდეს. კონკრეტულ ციფრს ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებული იქნება ფონდის ბიუჯეტზე, მაგრამ აუცილებლად იქნება კოეფიციენტი: ფონდი განახორციელებს რეგიონულ პოლიტიკას. საზღვრისპირა რაიონებში, მთიან რეგიონებში დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე - ბარში მცხოვრებთათვის. 2011 წელს ქვეყნის მასშტაბით 6700 ოჯახს მესამე ახალშობილი გაუჩნდა. ეს პატრიარქის მოწოდების წყალობით მოხდა. რაც შეეხება 4, 5 და მეტშვილიან ოჯახებს - მათ მიეცემათ დახმარება. წახალისებული იქნებიან მშობლები მეორე შვილის გაჩენისთვისაც. ამ მხრივ, მონაცემები მართლაც საგანგაშოა. 2011 წელს ქვეყანაში მხოლოდ 21000 მეორე შვილი გაჩნდა. ეს კატასტროფულად დაბალი ციფრია; 2010 წელთან შედარებით, 400 ბავშვით ნაკლებია. ფონდის საპატიო თავმჯდომარე იქნება დიმიტრი ხუნდაძე, დამფუძნებლები: მე, ანზორ თოთაძე, მოდელი თაკო ჩხეიძე. ეს რაც შეეხება ფონდის საქმიანობას. პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს სახელმწიფო. ისინი სერიოზული ინიციატივებით გამოვლენ.

- ვცადე, ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ჩამეწერა; პრესცენტრს დავუკავშირდი, მაგრამ მან არათუ არ უზრუნველყო ეს შეხვედრა, ჩემს ზარს საერთოდ არ უპასუხა. თქვენთვის თუ არის ცნობილი, რა ინიციატივებით გამოდის ხელისუფლება?

- ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან სერიოზულ პაკეტს ამზადებს. უკვე ცნობილია, რომ მშობიარობა და 9 თვის მანძილზე კონსულტაცია უფასო იქნება. თუ არ ვცდები, სახელმწიფო დააფინანსებს უშვილო წყვილების მკურნალობის ხარჯსაც. რაც შეეხება დეკრეტულ შვებულებას - მოგეხსენებათ, შრომის კოდექსი იცვლება, იუსტიციის სამინისტრომ მოგვიმზადა კანონპროექტი. დეკრეტული შვებულებით ისარგებლებს როგორც ქალი, ასევე - მამაკაცი. რამდენხნიანი იქნება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. მალე საზოგადოებისთვის სხვა ინიციატივებიც გახდება ცნობილი. ბედნიერი ვარ, რომ იმ გუნდის წევრი გახლავართ, რომელმაც დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ