კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყნარი, დარბაისელი და ყველას შემწე დავით კლდიაშვილი
წყნარი, დარბაისელი და ყველას შემწე დავით კლდიაშვილი

ბა­თუმ­ში რუ­სე­თის ჯა­რის ოფი­ცერ და­ვით კლდი­აშ­ვილს უბ­რძა­ნეს, ქარ­თვე­ლი აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის­თვის ეს­რო­ლა, მან კი მე­ფის ბრძა­ნე­ბა არ შე­ას­რუ­ლა და თა­ვის რაზმს სრო­ლა აუკ­რძა­ლა. ამას დიდი მწე­რა­ლი ბე­დის­წე­რას უმად­ლო­და: მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქე­ბით ალე­წილ­მა და შეც­ბუ­ნე­ბულ­მა, ტა­შის გრი­ალ­ში გულ­წრფე­ლად გა­ნა­ცხა­და, - არა­ვი­თა­რი გმი­რო­ბა არ ჩა­მი­დე­ნია, ბე­დის­წე­რის­გან შებ­რა­ლე­ბუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი, ბედ­ნი­ე­რი იმათ­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლე­ბიც უნე­ბუ­რად ხდე­ბი­ან სა­ში­ნე­ლი დამ­ნა­შა­ვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შეო...

"ჩემი რჩე­უ­ლი" ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად სწო­რედ ამ დიდი ადა­მი­ა­ნი­სა და დიდი მწერ­ლის ორ­ტო­მე­ულს გთა­ვა­ზობთ. და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გა­ნუ­წყვეტ­ლად იდ­გმე­ბა ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი თე­ატ­რე­ბის სცე­ნებ­ზე, მათი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც არ­სე­ბობს და რაც მთა­ვა­რია, ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ყვე­ლა თა­ო­ბას უყ­ვარს, ამი­ტო­მაც და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი მუ­დამ თა­ნა­მედ­რო­ვეა. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ბევ­რს და­უ­წე­რია და და­წერს კი­დეც, ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას კი მის­მა ვაჟ­მა, ასე­ვე მწე­რალ­მა, სერ­გო კლდი­აშ­ვილ­მა წიგ­ნიც მი­უ­ძღვნა.

ამ­ჟა­მად, მწე­რალს მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მო­გო­ნე­ბე­ბით "გა­ვა­ცო­ცხლებთ". რო­გო­რი იყო და რა უყ­ვარ­და, კარ­გად ჩანს სო­ფელ სი­მო­ნეთ­ში, და­ვით და სერ­გო კლდი­აშ­ვი­ლე­ბის სახლ-მუ­ზე­უმ­ში და­ცულ ჩა­ნა­წე­რებ­ში. სახლ-მუ­ზე­უ­მის ფონ­დე­ბის მცვე­ლი, მად­ლე­ნა აბე­სა­ძე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მო­გო­ნე­ბას იხ­სე­ნებს:

- და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ახლო მე­ზო­ბე­ლი, სი­მო­ნე­თის კო­ლო­რი­ტი კონ­სტან­ტი­ნე (კო­წია) დო­ღო­ნა­ძე, რო­მე­ლიც მუ­ზე­უ­მის გახ­სნის დღი­დან სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე აქ მსა­ხუ­რობ­და მცვე­ლად, პი­რა­დად იც­ნობ­და და­ვითს. თვი­თონ კო­წი­ას კი იც­ნობ­და მთე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია, რო­მე­ლიც და­ვი­თის შვი­ლებ­თან ერ­თად სტუმ­რობ­და ხოლ­მე მუ­ზე­უმს, რად­გან ყვე­ლას მას­პინ­ძე­ლი ის გახ­ლდათ. კო­წია ჰყვე­ბო­და, რომ პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ახ­ლოს იყო და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ოჯახ­თან და მისი ცხოვ­რე­ბის ბევ­რი ეპი­ზო­დიც ახ­სოვ­და. მის მო­გო­ნე­ბა­ში წე­რია, რომ და­ვი­თი მუ­დამ წყნა­რი, დარ­ბა­ის­ლუ­რი ქცე­ვით, ყვე­ლას სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რებ­და. მას­თან მე­ზობ­ლე­ბი ძალ­ზე მო­რი­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ - და­ვი­თის ეზოს­თან ჩავ­ლი­სას ხმა­მაღ­ლა თით­ქმის არა­ვინ და­ი­ლა­პა­რა­კებ­და. და­ვით­მა დი­ლით, გვი­ან იცო­და ად­გო­მა. მე­უღ­ლე - ქალ­ბა­ტო­ნი მაშო დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით ექ­ცე­ო­და. ცხელ სა­უზ­მეს მო­უმ­ზა­დებ­და, დე­სერ­ტად კი აუ­ცი­ლებ­ლად საყ­ვა­რელ სას­მელს - ჩაის მი­არ­თმევ­და. სა­უზ­მის შემ­დეგ, თუ კარ­გი ამინ­დი იყო, და­ვი­თი ეზო­ში გა­ივლ-გა­მო­ივ­ლი­და და შემ­დეგ მის­თვის საყ­ვა­რელ ად­გილს, სახ­ლის ფარ­თო "ბალ­კონს" (ასე ეძახ­დნენ ხის სახ­ლის მთელ სიგ­რძე­ზე გა­კე­თე­ბულ აი­ვანს იმე­რეთ­ში) მი­ა­შუ­რებ­და. ჩაჯ­დე­ბო­და თა­ვის სა­ვარ­ძელ­ში და კი­თხუ­ლობ­და წიგნს. ერთი სი­ტყვით, მას წიგ­ნის გა­რე­შე ვერ ნა­ხავ­დით. როცა ვინ­მეს ელა­პა­რა­კე­ბო­და, მა­ში­ნაც კი წიგ­ნი ეჭი­რა ხელ­შიო.

თურ­მე, და­ვი­თი დიდი იმე­დი და მომ­ხმა­რე იყო მე­ზობ­ლე­ბის. ყო­ველ გა­ჭირ­ვე­ბულს ხელს უმარ­თავ­და და უა­რით არა­ვის გა­ის­ტუმ­რებ­და. შიმ­ში­ლო­ბის დრო­საც ბევ­რჯერ დახ­მა­რე­ბია თა­ნა­სოფ­ლე­ლებს. ვა­გო­ნით რამ­დენ­ჯერ­მე შე­მოგ­ვი­ტა­ნა სი­მინ­დი სად­გურ რი­ონ­შიო, - იხ­სე­ნებს კო­წია დო­ღო­ნა­ძე. - და­ვი­თი დიდ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და გა­ჭირ­ვე­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი. დი­დად ვართ და­ვა­ლე­ბუ­ლი მის­გან. უკვე დიდი ბიჭი ვი­ყა­ვი, როცა ცელ­ქო­ბით ფეხი მო­ვი­ტე­ხე თე­ძო­ში. ად­გილ­ზე მშვე­ლე­ლი არა­ვინ იყო. ერთ დღეს და­ვითს მა­მა­ჩე­მის­თვის უკი­თხავს, - სად არის კო­წია, აქ ვე­ღარ ვხე­და­ვო? როცა ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ი­გო, იმ დღეს­ვე თბი­ლის­ში წა­სას­ვლე­ლად მო­ემ­ზა­და. სად­გურ სვი­რამ­დე ურ­მით გა­მიყ­ვა­ნეს და მა­ტა­რებ­ლით ჩა­მიყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში. და­ვით­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­მა­თავ­სა და ყვე­ლა ხარ­ჯი თვი­თონ იკის­რა. ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს და მარ­თა­ლია დავ­კოჭლ­დი, მაგ­რამ დი­დად მად­ლო­ბე­ლი ვარ და­ვი­თის. ის რომ არა, დღეს ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დიო. და­ვი­თი რომ გარ­დაც­ვლი­ლა, კო­წია დო­ღო­ნა­ძე 20 წლის ყო­ფი­ლა. ჰყვე­ბა, - თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და და­ვი­თის ცხედ­რის თბი­ლის­ში წას­ვე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ძალ­ზე ცუდი ამინ­დი იყო, - წვი­მა და სა­ში­ნე­ლი ტა­ლა­ხი, სოფ­ლის ორ­ღო­ბე­ებ­ში ვერ გა­ივ­ლი­დი. თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლებ­მა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის წა­სას­ვე­ნებ­ლად ურე­მი მო­ი­თხო­ვეს, მაგ­რამ ამას რო­გორ ვი­ზამ­დით და­ვი­თის მე­ზობ­ლე­ბი, მის ხელ­ში გაზ­რდი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი! და­ვი­თის ცხე­და­რი ბე­ჭით გა­ვი­ტა­ნეთ სად­გურ სვი­რამ­დე, იქი­დან კი მა­ტა­რებ­ლით წა­ას­ვე­ნე­სო...

კო­წი­ას ბევ­რი მო­გო­ნე­ბაა შე­მო­ნა­ხუ­ლი მუ­ზე­უმ­ში. ის იხ­სე­ნებს და­ვი­თის მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდა ვაჟ­კაცს, ნოე სირ­ბი­ლა­ძეს, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი გა­დახ­რა ჰქონ­და: ერთხელ, სახ­ლის გა­და­ხურ­ვი­სას, ნოე სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მოხ­ტა და ღრი­ა­ლით დარ­ბო­და ეზო­ში. და­ი­ჭი­რეს, მაგ­რამ ვერ და­ა­წყნა­რეს, ამი­ტომ თო­კით გა­კო­ჭეს. მე­ო­რე დღეს გა­მო­კეთ­და ნოე, მაგ­რამ მა­ლე­ვე იგი­ვე და­ე­მარ­თა. იმ­ხა­ნად რა უნდა ეწამ­ლათ და გა­მო­უ­ლო­ცეს, მაგ­რამ ამა­ოდ. თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნოე სახ­ლის დე­და­ბოძ­ზე ჰყავ­დათ მიბ­მუ­ლი, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ხე­ლე­ბის გახ­სნას ახერ­ხებ­და და გარ­ბო­და. მერე მთე­ლი სო­ფე­ლი დას­დევ­და, იჭერ­დნენ და ისევ დე­და­ბოძ­ზე აბამ­დნენ. ერთხე­ლაც, ასე გაქ­ცე­უ­ლი ნოე და­ვი­თის სახ­ლში შე­ვარ­და. და­დევ­ნე­ბუ­ლე­ბი ჭიშ­კარ­თან შე­ჩერ­დნენ - და­ვი­თის სახ­ლში შეს­ვლის მო­ე­რი­დათ. და­ვი­თი სა­წერ მა­გი­დას უჯდა, ნოე რომ შე­ვარ­და ყვი­რი­ლით: ბა­ტო­ნო და­ვით, მიშ­ვე­ლეთ, მომ­დე­ვე­ნო, - და­ვით­მა ჯერ ნოე და­ა­წყნა­რა, მერე აივ­ნი­დან მე­ზობ­ლე­ბი და­ამ­შვი­და, შინ გაბ­რუნ­დით, ნოეს მე მივ­ხე­და­ვო. იმა­ვე დღეს წა­იყ­ვა­ნა თბი­ლის­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­აწ­ვი­ნა და რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ჩა­მო­იყ­ვა­ნა სო­ფელ­შიო.

მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლია სი­მო­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბის, ძმე­ბი ღვი­ნე­ფა­ძე­ე­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი. ერთ-ერთი ძმა - პარ­ქე­ნი იხ­სე­ნებს, რომ და­ვითს ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია მათი სიმ­ღე­რე­ბი: "ზე­ცას მი­მა­ვა­ლო", "გულო, შავ­გუ­ლო", "პა­ტა­რა საყ­ვა­რე­ლო". - ჩვენს სიმ­ღე­რას რომ ის­მენ­და, მთე­ლი სა­ხი­თა და სხე­უ­ლით იცი­ნო­და, აცი­ცი­ნათ­დე­ბო­და ხოლ­მეო. თურ­მე თა­ნა­ტო­ლი­ვით ილ­ხენ­და მათ­თან, მაგ­რამ დამ­თვრა­ლი და­ვი­თი არას­დროს უნა­ხავთ. უკ­ვირ­დათ კი­დეც, ამ­დენ მთვრალ­თან ფხი­ზე­ლი კაცი, ასე რო­გორ მხი­ა­რუ­ლობ­სო, - რომ გა­ვე­ხა­რე­ბი­ნეთ, გად­მოხ­ტე­ბო­და ხოლ­მე, ჩა­მოგ­ვივ­ლი­და, გა­მოგ­ვი­ყო­ლებ­და და შემ­დეგ შეგ­ვა­ტო­ვებ­და თა­მაშ­სო (ცეკ­ვას გუ­ლის­ხმობ­და). სხვა­თა შო­რის, სა­ერ­თო­დაც არ ყო­ფი­ლა მსმე­ლი კაცი. ჩაის სმა ჰყვა­რე­ბია ძა­ლი­ან - ლა­მის ყო­ველ წუთ­ში სვამ­და, არა­ვინ იცო­და, რო­დის მო­ი­თხოვ­და, ამი­ტომ ბუ­ხარ­ში, ცე­ცხლზე ყო­ველ­თვის ედ­გათ ჩა­ი­და­ნი. თა­ნაც, ახა­ლა­დუ­ღე­ბუ­ლი წყლით უნდა მი­ერ­თმი­ათ ჩაი, რად­გან სხვაგ­ვა­რად არ და­ლევ­და...

- და­ვით კლდი­აშ­ვილს თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გმი­რე­ბის პრო­ტო­ტი­პე­ბად სი­მო­ნე­თე­ლი მე­ზობ­ლე­ბი ჰყავ­და?

- ჩვენს მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლია მო­გო­ნე­ბა და­ვი­თის მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვის ცო­ლის - აღა­ფის, რო­მე­ლიც იხ­სე­ნებს, რომ და­ვი­თის მე­უღ­ლის - მა­რი­ა­მის ბი­ძამ, შამ­შემ "როს­ტომ მან­ვე­ლი­ძე" რომ წა­ი­კი­თხა, "ეს ამ­ბა­ვი ემ­წუ­თხა". რო­გორც ჩანს, მთა­ვარ გმირ­ში სა­კუ­თა­რი თავი ამო­იც­ნო - მა­საც ბევ­რი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყო­ლია და ისე­თი­ვე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, რო­გო­რიც როს­ტომს აქვს ნა­წარ­მო­ებ­ში. შამ­შეც, როს­ტომ მან­ვე­ლი­ძე­სა­ვით, ხში­რად ამ­ბობ­და "ყა­ძა­ხო­სა" და "ყმაწ­ვი­ლოს", ამი­ტო­მაც უთ­ქვამს აღა­ფის­თვის, და­ვითს ეს ნამ­დვი­ლად ჩემ­ზე აქვს და­წე­რი­ლიო. ერთხე­ლაც, თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი და აღა­ფის ეზოს­თან გავ­ლი­ლი და­ვი­თი შამ­შეს და­უ­ნა­ხავს და და­უ­ძა­ხია: მობ­რძან­დი აქ, კნი­ა­ზო! რო­გორ გა­მი­ბე­დე შენ და "შე­მოდ­გო­მის აზ­ნა­უ­რად" რო­გორ გა­მო­მიყ­ვა­ნეო! და­ვითს უპა­სუ­ხია: არა, ბი­ძია, სინ­დისს გე­ფი­ცე­ბი, შენ არ გა­მი­წე­რი­ხა­რო. შამ­შეს უთ­ქვამს, აბა, ჩემს მეტ­მა აზ­ნა­უ­რიშ­ვი­ლო­ბა­ში არა­ვინ იცის ეგ სი­ტყვე­ბი და მე მყავს ბევ­რი ქა­ლიშ­ვი­ლიო. მაგ­რამ და­ვი­თი მა­ინც არ "გამ­ტყდა­რა". აღა­ფის მო­გო­ნე­ბა­ში ისიც წე­რია, რომ "ბა­კუ­ლას ღო­რე­ბის" პერ­სო­ნა­ჟად ლა­ზა­რე აბე­სა­ძის ცოლი - ელი­სა­ბე­დი ჰყავს გა­მოყ­ვა­ნი­ლი. ახლა მუ­ზე­უ­მის წინ რომ აბე­სა­ძე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ, სწო­რედ იქ ცხოვ­რობ­და ლა­ზა­რე... სა­ერ­თოდ, და­ვი­თი არას­დროს ასა­ხე­ლებ­და გმი­რე­ბის კონ­კრე­ტულ პრო­ტო­ტი­პებს. მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­და, რომ მათ ნა­წილს სო­ფელ კირ­ცხში, მისი სი­მამ­რის, პავ­ლე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯახ­ში ხვდე­ბო­და ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვლის" პერ­სო­ნა­ჟის, ბე­კი­ნა სა­მა­ნიშ­ვი­ლის პრო­ტო­ტი­პი ყო­ფი­ლა პავ­ლეს თა­ნა­სოფ­ლე­ლი, რო­მე­ლიც ბე­კი­ნას­გან გან­სხვა­ვე­ბით, შეძ­ლე­ბუ­ლი აზ­ნა­უ­რი ყო­ფი­ლა... მინ­და იცო­დეთ, რომ ეს მო­გო­ნე­ბე­ბი არ­სად და­უ­წე­რი­ათ, პირ­ვე­ლად ქვეყ­ნდე­ბა თქვენ­თან.

- ქალ­ბა­ტო­ნო მად­ლე­ნა, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის რა ნივ­თე­ბია და­ცუ­ლი სახლ-მუ­ზე­უმ­ში და დღეს რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მუ­ზე­უ­მი?

- სახლ-მუ­ზე­უ­მი 1949 წელს და­ვი­თის ქა­ლიშ­ვილ­მა ნუცა კლდი­აშ­ვილ­მა და­ა­არ­სა და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და კი­დეც. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ირაკ­ლი გო­ცი­რი­ძის ვაჟ­მა - და­ვით­მა ითა­ვა ეს საქ­მე. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მძი­მე, 1990-იან წლებ­ში და­ვი­თი და მისი მე­უღ­ლე, დე­დით ეს­პა­ნე­ლი ეს­მე­რალ­და მა­ჩა­ბე­ლი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, ეს­პა­ნეთ­ში წა­სუ­ლიყ­ვნენ და დღემ­დე იქ ცხოვ­რო­ბენ. ახლა და­ვი­თის ვაჟ­მა, ირაკ­ლი გო­ცი­რი­ძემ გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მუ­ზე­უმ­საც ის ჩა­ი­ბა­რებს. სხვა­თა შო­რის, მისი მე­უღ­ლე "ობი­ექ­ტი­ვის" ჟურ­ნა­ლის­ტი, ეკა სა­რა­ლი­ძე გახ­ლავთ. მუ­ზე­უმს ძი­რი­თა­დად, გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე აკი­თხა­ვენ დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი, უმე­ტე­სად სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მოჰ­ყავთ ექ­სკურ­სი­ებ­ზე. აქ და­ცუ­ლია და­ვი­თის პი­რა­დი და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნივ­თე­ბი. სახ­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, იმე­რუ­ლი ოდაა. პირ­ველ სარ­თულ­ზე სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზია, მე­ო­რე­ზე და­ვი­თის მე­მო­რი­ა­ლუ­რი ნივ­თე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტე­ბის შე­სა­ნა­ხა­ვად ძა­ლი­ან ცუდი პი­რო­ბე­ბი გვაქვს. სახ­ლი კრა­მი­ტი­თაა გა­და­ხუ­რუ­ლი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­ზი­ან­და და წვი­მის დროს წყა­ლიც ჩა­მო­დის. სამ­წუ­ხა­როდ, სახლ-მუ­ზე­უმს 1980 წლის შემ­დეგ რეს­ტავ­რა­ცია არ ჩას­ტა­რე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, საკ­მა­ო­დაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დაგვპირ­და რეს­ტავ­რა­ცი­ას, თა­ნაც სექ­ტემ­ბრამ­დე ანუ და­ვი­თის 150 წლის­თა­ვამ­დე უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, მაგ­რამ არა­ვის გახ­სე­ნე­ბია და­ნა­პი­რე­ბი. ახლა თა­ვი­დან ვი­წყებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბას უკვე, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ჩვე­ნი დი­რექ­ტო­რი ტა­რი­ელ ტო­ფა­ძე კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნისტრს, ბა­ტონ გუ­რამ ოდი­შა­რი­ა­საც შეხ­ვდა ერთხელ და და­პი­რე­ბაც მი­ი­ღო. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

წყნარი, დარბაისელი და ყველას შემწე დავით კლდიაშვილი

წყნარი, დარბაისელი და ყველას შემწე დავით კლდიაშვილი

ბათუმში რუსეთის ჯარის ოფიცერ დავით კლდიაშვილს უბრძანეს, ქართველი აჯანყებულებისთვის ესროლა, მან კი მეფის ბრძანება არ შეასრულა და თავის რაზმს სროლა აუკრძალა. ამას დიდი მწერალი ბედისწერას უმადლოდა: მოგვიანებით, ქებით ალეწილმა და შეცბუნებულმა, ტაშის გრიალში გულწრფელად განაცხადა, - არავითარი გმირობა არ ჩამიდენია, ბედისწერისგან შებრალებული აღმოვჩნდი, ბედნიერი იმათთან შედარებით, რომლებიც უნებურად ხდებიან საშინელი დამნაშავენი ხალხის წინაშეო...

"ჩემი რჩეული" ჟურნალ "გზასთან" ერთად სწორედ ამ დიდი ადამიანისა და დიდი მწერლის ორტომეულს გთავაზობთ. დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები განუწყვეტლად იდგმება ქართული და უცხოური თეატრების სცენებზე, მათი ეკრანიზაციებიც არსებობს და რაც მთავარია, ეს ნაწარმოებები ყველა თაობას უყვარს, ამიტომაც დავით კლდიაშვილი მუდამ თანამედროვეა. მის შემოქმედებაზე ბევრს დაუწერია და დაწერს კიდეც, ცხოვრებასა და მოღვაწეობას კი მისმა ვაჟმა, ასევე მწერალმა, სერგო კლდიაშვილმა წიგნიც მიუძღვნა.

ამჟამად, მწერალს მისი თანასოფლელებისა და ახლობლების მოგონებებით "გავაცოცხლებთ". როგორი იყო და რა უყვარდა, კარგად ჩანს სოფელ სიმონეთში, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში დაცულ ჩანაწერებში. სახლ-მუზეუმის ფონდების მცველი, მადლენა აბესაძე რამდენიმე ადამიანის მოგონებას იხსენებს:

- დავით კლდიაშვილის ახლო მეზობელი, სიმონეთის კოლორიტი კონსტანტინე (კოწია) დოღონაძე, რომელიც მუზეუმის გახსნის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე აქ მსახურობდა მცველად, პირადად იცნობდა დავითს. თვითონ კოწიას კი იცნობდა მთელი ინტელიგენცია, რომელიც დავითის შვილებთან ერთად სტუმრობდა ხოლმე მუზეუმს, რადგან ყველას მასპინძელი ის გახლდათ. კოწია ჰყვებოდა, რომ პატარაობიდანვე ახლოს იყო დავით კლდიაშვილის ოჯახთან და მისი ცხოვრების ბევრი ეპიზოდიც ახსოვდა. მის მოგონებაში წერია, რომ დავითი მუდამ წყნარი, დარბაისლური ქცევით, ყველას სიყვარულს იმსახურებდა. მასთან მეზობლები ძალზე მორიდებულნი იყვნენ - დავითის ეზოსთან ჩავლისას ხმამაღლა თითქმის არავინ დაილაპარაკებდა. დავითმა დილით, გვიან იცოდა ადგომა. მეუღლე - ქალბატონი მაშო დიდი პატივისცემით ექცეოდა. ცხელ საუზმეს მოუმზადებდა, დესერტად კი აუცილებლად საყვარელ სასმელს - ჩაის მიართმევდა. საუზმის შემდეგ, თუ კარგი ამინდი იყო, დავითი ეზოში გაივლ-გამოივლიდა და შემდეგ მისთვის საყვარელ ადგილს, სახლის ფართო "ბალკონს" (ასე ეძახდნენ ხის სახლის მთელ სიგრძეზე გაკეთებულ აივანს იმერეთში) მიაშურებდა. ჩაჯდებოდა თავის სავარძელში და კითხულობდა წიგნს. ერთი სიტყვით, მას წიგნის გარეშე ვერ ნახავდით. როცა ვინმეს ელაპარაკებოდა, მაშინაც კი წიგნი ეჭირა ხელშიო.

თურმე, დავითი დიდი იმედი და მომხმარე იყო მეზობლების. ყოველ გაჭირვებულს ხელს უმართავდა და უარით არავის გაისტუმრებდა. შიმშილობის დროსაც ბევრჯერ დახმარებია თანასოფლელებს. ვაგონით რამდენჯერმე შემოგვიტანა სიმინდი სადგურ რიონშიო, - იხსენებს კოწია დოღონაძე. - დავითი დიდ ყურადღებას იჩენდა გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანებისადმი. დიდად ვართ დავალებული მისგან. უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, როცა ცელქობით ფეხი მოვიტეხე თეძოში. ადგილზე მშველელი არავინ იყო. ერთ დღეს დავითს მამაჩემისთვის უკითხავს, - სად არის კოწია, აქ ვეღარ ვხედავო? როცა ჩემი მდგომარეობა გაიგო, იმ დღესვე თბილისში წასასვლელად მოემზადა. სადგურ სვირამდე ურმით გამიყვანეს და მატარებლით ჩამიყვანეს თბილისში. დავითმა საავადმყოფოში მომათავსა და ყველა ხარჯი თვითონ იკისრა. ოპერაცია გამიკეთეს და მართალია დავკოჭლდი, მაგრამ დიდად მადლობელი ვარ დავითის. ის რომ არა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდიო. დავითი რომ გარდაცვლილა, კოწია დოღონაძე 20 წლის ყოფილა. ჰყვება, - თბილისიდან ჩამოვიდნენ განათლებული ადამიანები და დავითის ცხედრის თბილისში წასვენება გადაწყვიტეს. ძალზე ცუდი ამინდი იყო, - წვიმა და საშინელი ტალახი, სოფლის ორღობეებში ვერ გაივლიდი. თბილისიდან ჩამოსულებმა მიცვალებულის წასასვენებლად ურემი მოითხოვეს, მაგრამ ამას როგორ ვიზამდით დავითის მეზობლები, მის ხელში გაზრდილი ახალგაზრდები! დავითის ცხედარი ბეჭით გავიტანეთ სადგურ სვირამდე, იქიდან კი მატარებლით წაასვენესო...

კოწიას ბევრი მოგონებაა შემონახული მუზეუმში. ის იხსენებს დავითის მეზობლად მცხოვრებ ახალგაზრდა ვაჟკაცს, ნოე სირბილაძეს, რომელსაც ფსიქიკური გადახრა ჰქონდა: ერთხელ, სახლის გადახურვისას, ნოე სახურავიდან გადმოხტა და ღრიალით დარბოდა ეზოში. დაიჭირეს, მაგრამ ვერ დააწყნარეს, ამიტომ თოკით გაკოჭეს. მეორე დღეს გამოკეთდა ნოე, მაგრამ მალევე იგივე დაემართა. იმხანად რა უნდა ეწამლათ და გამოულოცეს, მაგრამ ამაოდ. თვეების განმავლობაში ნოე სახლის დედაბოძზე ჰყავდათ მიბმული, თუმცა ზოგჯერ ხელების გახსნას ახერხებდა და გარბოდა. მერე მთელი სოფელი დასდევდა, იჭერდნენ და ისევ დედაბოძზე აბამდნენ. ერთხელაც, ასე გაქცეული ნოე დავითის სახლში შევარდა. დადევნებულები ჭიშკართან შეჩერდნენ - დავითის სახლში შესვლის მოერიდათ. დავითი საწერ მაგიდას უჯდა, ნოე რომ შევარდა ყვირილით: ბატონო დავით, მიშველეთ, მომდევენო, - დავითმა ჯერ ნოე დააწყნარა, მერე აივნიდან მეზობლები დაამშვიდა, შინ გაბრუნდით, ნოეს მე მივხედავო. იმავე დღეს წაიყვანა თბილისში, საავადმყოფოში დააწვინა და რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, გამოჯანმრთელებული ჩამოიყვანა სოფელშიო.

მუზეუმში დაცულია სიმონეთში მცხოვრები ცნობილი მომღერლების, ძმები ღვინეფაძეების მოგონებები. ერთ-ერთი ძმა - პარქენი იხსენებს, რომ დავითს ძალიან ჰყვარებია მათი სიმღერები: "ზეცას მიმავალო", "გულო, შავგულო", "პატარა საყვარელო". - ჩვენს სიმღერას რომ ისმენდა, მთელი სახითა და სხეულით იცინოდა, აციცინათდებოდა ხოლმეო. თურმე თანატოლივით ილხენდა მათთან, მაგრამ დამთვრალი დავითი არასდროს უნახავთ. უკვირდათ კიდეც, ამდენ მთვრალთან ფხიზელი კაცი, ასე როგორ მხიარულობსო, - რომ გავეხარებინეთ, გადმოხტებოდა ხოლმე, ჩამოგვივლიდა, გამოგვიყოლებდა და შემდეგ შეგვატოვებდა თამაშსო (ცეკვას გულისხმობდა). სხვათა შორის, საერთოდაც არ ყოფილა მსმელი კაცი. ჩაის სმა ჰყვარებია ძალიან - ლამის ყოველ წუთში სვამდა, არავინ იცოდა, როდის მოითხოვდა, ამიტომ ბუხარში, ცეცხლზე ყოველთვის ედგათ ჩაიდანი. თანაც, ახალადუღებული წყლით უნდა მიერთმიათ ჩაი, რადგან სხვაგვარად არ დალევდა...

- დავით კლდიაშვილს თავისი ნაწარმოებების გმირების პროტოტიპებად სიმონეთელი მეზობლები ჰყავდა?

- ჩვენს მუზეუმში დაცულია მოგონება დავითის მეუღლის ნათესავის ცოლის - აღაფის, რომელიც იხსენებს, რომ დავითის მეუღლის - მარიამის ბიძამ, შამშემ "როსტომ მანველიძე" რომ წაიკითხა, "ეს ამბავი ემწუთხა". როგორც ჩანს, მთავარ გმირში საკუთარი თავი ამოიცნო - მასაც ბევრი ქალიშვილი ჰყოლია და ისეთივე მატერიალური მდგომარეობა ჰქონდა, როგორიც როსტომს აქვს ნაწარმოებში. შამშეც, როსტომ მანველიძესავით, ხშირად ამბობდა "ყაძახოსა" და "ყმაწვილოს", ამიტომაც უთქვამს აღაფისთვის, დავითს ეს ნამდვილად ჩემზე აქვს დაწერილიო. ერთხელაც, თბილისიდან ჩამოსული და აღაფის ეზოსთან გავლილი დავითი შამშეს დაუნახავს და დაუძახია: მობრძანდი აქ, კნიაზო! როგორ გამიბედე შენ და "შემოდგომის აზნაურად" როგორ გამომიყვანეო! დავითს უპასუხია: არა, ბიძია, სინდისს გეფიცები, შენ არ გამიწერიხარო. შამშეს უთქვამს, აბა, ჩემს მეტმა აზნაურიშვილობაში არავინ იცის ეგ სიტყვები და მე მყავს ბევრი ქალიშვილიო. მაგრამ დავითი მაინც არ "გამტყდარა". აღაფის მოგონებაში ისიც წერია, რომ "ბაკულას ღორების" პერსონაჟად ლაზარე აბესაძის ცოლი - ელისაბედი ჰყავს გამოყვანილი. ახლა მუზეუმის წინ რომ აბესაძეები ცხოვრობენ, სწორედ იქ ცხოვრობდა ლაზარე... საერთოდ, დავითი არასდროს ასახელებდა გმირების კონკრეტულ პროტოტიპებს. მხოლოდ იმას ამბობდა, რომ მათ ნაწილს სოფელ კირცხში, მისი სიმამრის, პავლე მაჭავარიანის სტუმართმოყვარე ოჯახში ხვდებოდა ხოლმე. მაგალითად, "სამანიშვილის დედინაცვლის" პერსონაჟის, ბეკინა სამანიშვილის პროტოტიპი ყოფილა პავლეს თანასოფლელი, რომელიც ბეკინასგან განსხვავებით, შეძლებული აზნაური ყოფილა... მინდა იცოდეთ, რომ ეს მოგონებები არსად დაუწერიათ, პირველად ქვეყნდება თქვენთან.

- ქალბატონო მადლენა, დავით კლდიაშვილის რა ნივთებია დაცული სახლ-მუზეუმში და დღეს რა მდგომარეობაშია მუზეუმი?

- სახლ-მუზეუმი 1949 წელს დავითის ქალიშვილმა ნუცა კლდიაშვილმა დააარსა და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა კიდეც. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისმა შვილიშვილმა, ცნობილი ჟურნალისტის, ირაკლი გოცირიძის ვაჟმა - დავითმა ითავა ეს საქმე. სამწუხაროდ, საქართველოსთვის მძიმე, 1990-იან წლებში დავითი და მისი მეუღლე, დედით ესპანელი ესმერალდა მაჩაბელი იძულებულნი გახდნენ, ესპანეთში წასულიყვნენ და დღემდე იქ ცხოვრობენ. ახლა დავითის ვაჟმა, ირაკლი გოცირიძემ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და მუზეუმსაც ის ჩაიბარებს. სხვათა შორის, მისი მეუღლე "ობიექტივის" ჟურნალისტი, ეკა სარალიძე გახლავთ. მუზეუმს ძირითადად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აკითხავენ დამთვალიერებლები, უმეტესად სკოლის მოსწავლეები მოჰყავთ ექსკურსიებზე. აქ დაცულია დავითის პირადი და ეთნოგრაფიული ნივთები. სახლი ორსართულიანი, იმერული ოდაა. პირველ სართულზე საგამოფენო დარბაზია, მეორეზე დავითის მემორიალური ნივთებია მოთავსებული. სამწუხაროდ, სამუზეუმო ექსპონატების შესანახავად ძალიან ცუდი პირობები გვაქვს. სახლი კრამიტითაა გადახურული, დროთა განმავლობაში დაზიანდა და წვიმის დროს წყალიც ჩამოდის. სამწუხაროდ, სახლ-მუზეუმს 1980 წლის შემდეგ რესტავრაცია არ ჩასტარებია, შესაბამისად, საკმაოდაა დაზიანებული. საპარლამენტო არჩევნებამდე წინა ხელისუფლება დაგვპირდა რესტავრაციას, თანაც სექტემბრამდე ანუ დავითის 150 წლისთავამდე უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არავის გახსენებია დანაპირები. ახლა თავიდან ვიწყებთ მოლაპარაკებას უკვე, ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენი დირექტორი ტარიელ ტოფაძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ გურამ ოდიშარიასაც შეხვდა ერთხელ და დაპირებაც მიიღო. ვნახოთ, რა იქნება.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს