უკვე რამდენიმე წელია ცნობილ რუს მოდელს ირინა შეიკს Sports Illustrated-ის სპეციალურ გამოშვებაში უთმობენ ადგილს, რომელიც წმინდა ვალენტინის დღისადმია მიძღვნილი.
ირინას წლევანდელი ფოტოსესია საკმაოდ სექსუალური გამოვიდა. მას პრესაში "კარმენიც" კი შეარქვეს.
სესია ესპანეთში გაიმართა. ირინამ კამერების წინ რამდენიმე იმიჯი მოირგო, რომელშიც ესპანური ტემპერამენტი, სტილი და დახვეწილობა აისახა.
მომზადებულია Sports Illustrated-ის მიხედვით.