მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - "ძალა მათ ხელშია, სიმართლე კი - არა"
 გიგი უგულავა - "ძალა მათ ხელშია, სიმართლე კი - არა"

ძალა მათ ხელ­შია, სი­მარ­თლე კი - არა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას. მერი მისი და­კი­თხვის სურ­ვილს თვალ­თმაქ­ცო­ბას უწო­დებს. გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დღეს და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვს. ასე­ვე მი­ნის­ტრი ცრუ­ობს, რო­დე­საც აცხა­დებს, რომ უარს ვამ­ბობ და­კი­თხვა­ზე. მე უარს ვამ­ბობ მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლა­ზე და ამით პირ­ველ რიგ­ში, რი­გი­თი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სა და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ღირ­სე­ბას ვი­ცავ, რად­გან არ მსურს რომ ისი­ნი კი­დევ ერთხელ გახ­დნენ ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი ოპო­ზი­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში. ჩემი და­კი­თხვა მხო­ლოდ თვალ­თმაქ­ცო­ბის მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მე აზრს არ ვიც­ვლი და გა­მომ­ძი­ე­ბელს კვლავ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ვე­ლო­დე­ბი. თუ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს სა­კუ­თა­რი და მისი უწყე­ბის ღირ­სე­ბის დაც­ვა უნ­დო­და, ეს მას სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი უმოქ­მე­დო­ბის­კენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის არ უნდა ებიძ­გე­ბი­ნა, ხოლო სი­ტუ­ა­ცია სა­მარ­თა­ვად ნანა კა­კა­ბა­ძის­თვის არ უნდა გა­და­ე­ცა. დღეს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნიტ­რის პო­ზი­ცია სა­მარ­ცხვი­ნოა", - აცხა­დებს გიგი უგუ­ლა­ვა.

მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნი­ძი­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვად არას­წო­რია.

"კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს 1998 წლის 20 თე­ბერ­ვლის სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 294-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, "მოწ­მე­ებს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებ­სა და ბრალ­დე­ბუ­ლებს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და­კი­თხავს წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბის ან და­სა­კი­თხის ყოფ­ნის ად­გი­ლას". 174-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად კი, პი­რის იძუ­ლე­ბი­თი გზით და­კი­თხვა­ზე მიყ­ვა­ნის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ის, რომ "უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში ან სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის, ბრალ­დე­ბუ­ლის, გან­სას­ჯე­ლის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის, მოწ­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუ ეს პი­რე­ბი უარს ამ­ბო­ბენ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე და ამას­თან, დად­გე­ნი­ლია გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზე­ბი. სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 294-ე მუხ­ლის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცალ­სა­ხაა, რომ მოწ­მე შე­იძ­ლე­ბა და­კი­თხულ იქ­ნას "და­სა­კი­თხის ყოფ­ნის ად­გი­ლას" და შე­სა­ბა­მი­სად, მისი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის შე­ნო­ბებ­ში და­კი­თხვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. თა­ვის მხრივ არც სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს აკის­რი­ათ მოწ­მის სა­ხით გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი პი­რის და­კი­თხვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში.

ამას­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 174-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად მოწ­მის იძუ­ლე­ბით მიყ­ვა­ნის მი­ზა­ნი მოწ­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა და ის შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ამ სტა­ტუ­სით გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი პი­რე­ბი უარს ამ­ბო­ბენ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე და ამას­თან დად­გე­ნი­ლია გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზი. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მოწ­მე უარს არ აცხა­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, არ არ­სე­ბობს მისი იძუ­ლე­ბით მიყ­ვა­ნის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი მი­ზა­ნიც და ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც არ არ­სე­ბობს. გარ­და ამი­სა, კა­ნო­ნი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით იძუ­ლე­ბით მოყ­ვა­ნის­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს ორი პი­რო­ბის ერ­თდრო­უ­ლად არ­სე­ბო­ბას, ხოლო გან­სა­ხილ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არა­თუ ორი­ვე პი­რო­ბას, მათ­გან ერ­თსაც არ აქვს ად­გი­ლი. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თბი­ლი­სის მე­რის პო­ზი­ცია, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში და 2013 წლის 8 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის ირ­გვლივ გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცეს მის­თვის ცნო­ბილ ყვე­ლა სა­კი­თხზე ამომ­წუ­რა­ვი და სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში, არ წარ­მო­ად­გენს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

გიგი უგულავა - "ძალა მათ ხელშია, სიმართლე კი - არა"

 გიგი უგულავა - "ძალა მათ ხელშია, სიმართლე კი - არა"

ძალა მათ ხელშია, სიმართლე კი - არა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. მერი მისი დაკითხვის სურვილს თვალთმაქცობას უწოდებს. გიგი უგულავას განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიებას უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. ასევე მინისტრი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ უარს ვამბობ დაკითხვაზე. მე უარს ვამბობ მხოლოდ პოლიციაში მისვლაზე და ამით პირველ რიგში, რიგითი პოლიციელებისა და გამომძიებლების ღირსებას ვიცავ, რადგან არ მსურს რომ ისინი კიდევ ერთხელ გახდნენ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ინსტრუმენტები ოპოზიციასთან ბრძოლაში. ჩემი დაკითხვა მხოლოდ თვალთმაქცობის მიზნით ხორციელდება. მე აზრს არ ვიცვლი და გამომძიებელს კვლავ თბილისის მერიაში ველოდები. თუ შინაგან საქმეთა მინისტრს საკუთარი და მისი უწყების ღირსების დაცვა უნდოდა, ეს მას საჯარო ბიბლიოთეკასთან უნდა განეხორციელებინა და დანაშაულებრივი უმოქმედობისკენ პოლიციელებისთვის არ უნდა ებიძგებინა, ხოლო სიტუაცია სამართავად ნანა კაკაბაძისთვის არ უნდა გადაეცა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც შინაგან საქმეთა მინიტრის პოზიცია სამარცხვინოა", - აცხადებს გიგი უგულავა.

მერიის ინფორმაციით კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თბილისის მერის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონიძიებების გამოყენების თაობაზე სამართლებრივად არასწორია.

"კერძოდ, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის თანახმად, "მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ან დასაკითხის ყოფნის ადგილას". 174-ე მუხლის თანახმად კი, პირის იძულებითი გზით დაკითხვაზე მიყვანის მიზანს წარმოადგენს ის, რომ "უზრუნველყოფილ იქნას საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმის მონაწილეობა, თუ ეს პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და ამასთან, დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მოწმე შეიძლება დაკითხულ იქნას "დასაკითხის ყოფნის ადგილას" და შესაბამისად, მისი საგამოძიებო ორგანოების შენობებში დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობს. თავის მხრივ არც სამართალდამცავ ორგანოებს აკისრიათ მოწმის სახით გამოძახებული პირის დაკითხვის ვალდებულება უშუალოდ სამართალდამცავ ორგანოებში.

ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად მოწმის იძულებით მიყვანის მიზანი მოწმის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის უზრუნველყოფაა და ის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სტატუსით გამოძახებული პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და ამასთან დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი. შესაბამისად, თუ მოწმე უარს არ აცხადებს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, არ არსებობს მისი იძულებით მიყვანის კანონით განსაზღვრული მიზანიც და ამის განხორციელების საფუძველიც არ არსებობს. გარდა ამისა, კანონი ჩვენების მიცემის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით მოყვანისთვის ითვალისწინებს ორი პირობის ერთდროულად არსებობას, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, არათუ ორივე პირობას, მათგან ერთსაც არ აქვს ადგილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერის პოზიცია, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში და 2013 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი მოვლენების ირგვლივ გამოძიებას მისცეს მისთვის ცნობილ ყველა საკითხზე ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია თბილისის მერიაში, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"