მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს დიალოგზე იწვევს
მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს დიალოგზე იწვევს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ დი­ა­ლო­გის შე­თა­ვა­ზე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა "ფე­ის­ბუქ­ში", პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

"მი­ვე­სალ­მე­ბი იმ ფაქტს, რომ გუ­შინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შეც­ვა­ლა თა­ვი­სი ჩვე­უ­ლი მო­წო­დე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­ნად­გუ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე და ჩემს გუნდსა და სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ას დი­ა­ლო­გი შეს­თა­ვა­ზა.

ის, რაც 8 თე­ბერ­ვალს მოხ­და, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არას­დროს აღარ უნდა გან­მე­ორ­დეს. პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა უნდა შე­წყდეს, ისე­ვე რო­გორც თავ­დას­ხმე­ბი ოპო­ზი­ცი­ა­ზე, ზე­წო­ლა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­ზე, შეჭ­რა ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში ან შერ­ჩე­ვი­თი დევ­ნა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის რე­ა­ლუ­რი პრო­ცე­სის და­წყე­ბა, რო­გორც ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია და რო­გორც ეს სურს ჩვენს ხალ­ხს.

ჩემი გა­მოს­ვლის კვალ­დაკ­ვალ და იმის­თვის, რომ არ გაგ­რძელ­დეს მხო­ლოდ მო­ნო­ლო­გე­ბი და დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან და გა­და­ვი­დეთ კონ­კრე­ტუ­ლად საქ­მის გან­ხილ­ვა­ზე, ვიწ­ვევ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და მის გუნდს დი­ა­ლო­გის გა­სა­მარ­თად ჩემ­თან და ჩემი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. შეგ­ვიძ­ლია უკვე ორ­შა­ბათს დავ­სხდეთ და ერ­თად გან­ვი­ხი­ლოთ მთე­ლი რიგი სა­კა­ნონ­მდებ­ლო სა­კი­თხე­ბი, მათ შო­რის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­თხოვს კონ­სე­სუსს სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გზა­ზე. ეს კი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის.

ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა მა­შინ­ვე და­ი­წყე­ბა, რო­გორც კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ი­ღებს ჩემს შე­თა­ვა­ზე­ბას. ცხა­დია, პა­რა­ლე­ლუ­რად, ასე­ვე თა­ნახ­მა ვარ მი­ვი­დე პარ­ლა­მენ­ტში და იქი­დან მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით, რაც თა­ვი­დან­ვე არ უნდა გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ.

ჩვე­ნი, რო­გორც არ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რე­ბის, ის­ტო­რი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, რათა 90-ია­ნე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა აღა­რას­დროს გან­მე­ორ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში.

ვი­მე­დოვ­ნებ, რომ 8 თე­ბერ­ვლის სა­მარ­ცხვი­ნო მოვ­ლე­ნა გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა და ბო­ლოს მო­უ­ღებს ძა­ლა­დო­ბი­სა და სი­ძულ­ვი­ლის მთელ სე­რი­ას, რო­მელ­საც ბოლო პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და ად­გი­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში",-აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს დიალოგზე იწვევს

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს დიალოგზე იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ დიალოგის შეთავაზებას მიესალმება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება "ფეისბუქში", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა შეცვალა თავისი ჩვეული მოწოდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განადგურების თაობაზე და ჩემს გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა.

ის, რაც 8 თებერვალს მოხდა, ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. პოლიტიკური ძალადობა უნდა შეწყდეს, ისევე როგორც თავდასხმები ოპოზიციაზე, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, შეჭრა ადგილობრივ თვითმმართველობებში ან შერჩევითი დევნა. ჩვენ გვჭირდება კოჰაბიტაციის რეალური პროცესის დაწყება, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია და როგორც ეს სურს ჩვენს ხალხს.

ჩემი გამოსვლის კვალდაკვალ და იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს მხოლოდ მონოლოგები და დეკლარაციები ტელეეკრანებიდან და გადავიდეთ კონკრეტულად საქმის განხილვაზე, ვიწვევ პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს დიალოგის გასამართად ჩემთან და ჩემი გუნდის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია უკვე ორშაბათს დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ მთელი რიგი საკანონმდებლო საკითხები, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოითხოვს კონსესუსს სხვადასხვა ინსტიტუტების მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის გზაზე. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის.

ეს მოლაპარაკება მაშინვე დაიწყება, როგორც კი პრემიერ-მინისტრი მიიღებს ჩემს შეთავაზებას. ცხადია, პარალელურად, ასევე თანახმა ვარ მივიდე პარლამენტში და იქიდან მივმართო საზოგადოებას სიტყვით, რაც თავიდანვე არ უნდა გაეუქმებინათ.

ჩვენი, როგორც არჩეული ლიდერების, ისტორიული პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ძალადობის პრევენციისთვის, რათა 90-იანების სამოქალაქო დაპირისპირება აღარასდროს განმეორდეს ამ ქვეყანაში.

ვიმედოვნებ, რომ 8 თებერვლის სამარცხვინო მოვლენა გაკვეთილი იქნება და ბოლოს მოუღებს ძალადობისა და სიძულვილის მთელ სერიას, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი ჩვენს ქვეყანაში",-აცხადებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა