სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კეზერაშვილი რომ მიეშვათ, სააკაშვილსაც გაძარცვავდა"
"კეზერაშვილი რომ მიეშვათ, სააკაშვილსაც გაძარცვავდა"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბე­ბი მათ და­ბალ რე­ი­ტინგს ეფუძ­ნე­ბა. ამი­ტო­მაც იგო­ნე­ბენ რა­ღაც თე­მებს, რომ ჩვენ გაგ­ვა­შა­ვონ", - აცხა­დებს რეს­პუბ­ლი­კე­ლი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­თან სა­უ­ბა­რიც ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯანი ბუ­კი­კი­ოს შე­ფა­სე­ბე­ბის ანა­ლი­ზით და­ვი­წყეთ:

- ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის ხაზ­გას­მა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლი­ა­ნი კო­ჰა­ბი­ტა­ცია უნდა მოხ­დეს, იმას გუ­ლის­ხმობ­და, რომ ეს პრო­ცე­სი ჯე­როვ­ნად ვერ მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- სა­მარ­თლი­ა­ნი კო­ჰა­ბი­ტა­ცია გუ­ლის­ხმობს, რომ გა­ვუძ­ლოთ ერ­თმა­ნეთს, სა­ნამ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის პრე­ზი­დენ­ტი და სა­ნამ ად­გი­ლობ­რივ მმარ­თვე­ლო­ბა­ში არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი". კო­ჰა­ბი­ტა­ცია მძი­მედ მი­დის, მაგ­რამ არც ყო­ფილ ცოლ-ქმარს ულ­ხინს, რო­დე­საც ერთ სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ. ეს გან­საც­დე­ლია და უნდა გა­ვუძ­ლოთ. ბუ­კი­კი­ოს ყვე­ლა­ნა­ი­რი კრი­ტი­კა სა­მარ­თლი­ა­ნი და მი­სა­ღე­ბი იყო.

- ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ახ­სე­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი.

- ჯერ­ჯე­რო­ბით ძა­ლა­ში არა­ვის მი­მართ არ შე­სუ­ლა გა­ნა­ჩე­ნი და სა­სა­მარ­თლომ შე­იძ­ლე­ბა ეს ხალ­ხი გა­ა­მარ­თლოს. ბუ­კი­კიო ჭკვი­ა­ნი კა­ცია და ამი­ტო­მაც თქვა, სა­სა­მარ­თლოს კრი­ტი­კაც ნა­ად­რე­ვი­აო. თუმ­ცა არც ის უთ­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არა ჰყავს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი. მხო­ლოდ ის თქვა, ჩვენ­თან რომ შე­გე­თან­ხმე­ბი­ნათ კა­ნო­ნი "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ", უფრო მა­ღალ რე­გის­ტრს მი­ი­ღებ­და პარ­ლა­მენ­ტის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაო.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მი­მართ სულ უფრო ხმა­მაღ­ლა გა­ის­მის კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი. ბაჩო ახა­ლა­ია ცი­ხე­შია, კე­ზე­რაშ­ვი­ლი მი­ლი­ო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში ამ­ხი­ლეს, ასე­ვე და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს გიგი უგუ­ლა­ვა.

- კე­ზე­რაშ­ვი­ლი ის კა­ცია, რომ­ლის და­სა­ცა­ვა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბა­მაც" კი ხმა არ ამო­ი­ღო. მისი და­პა­ტიმ­რე­ბა პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბიც კი ამო­ი­სუნ­თქა­ვენ, რად­გან ყვე­ლა, მათ შო­რის თა­ვი­სი­ა­ნე­ბიც, გა­ა­წა­მა და გა­ძარ­ცვა. კე­ზე­რაშ­ვი­ლი უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი არ გე­გო­ნოთ. რომ მი­ეშ­ვა, სა­ა­კაშ­ვილ­საც კი გა­ძარ­ცვავ­და, რად­გან ეს კაცი ბუ­ნე­ბით მძარ­ცვე­ლია. ბა­ტონ კე­ზე­რაშ­ვილს დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. ეს ადე­იშ­ვი­ლის მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­მელ­მაც "წმინ­და­ნო­ბი­დან სა­ტა­ნო­ბამ­დე" გა­ი­ა­რა გზა. კე­ზე­რაშ­ვი­ლი უფრო მე­ტად ბან­დი­ტი იყო, რო­დე­საც "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში" მო­ვი­და და მერე ცოტა და­ა­წყნა­რეს მისი მადა მი­ლი­ო­ნე­ბით. არ და­ვარ­ღვევ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას და არ ვი­ტყვი, რომ დამ­ნა­შა­ვეა, მაგ­რამ ის ძა­ლი­ან ჰგავს დამ­ნა­შა­ვეს. არც ბაჩო ახა­ლა­ი­ას შემ­თხვე­ვა­ში და­ვარ­ღვევ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას, მაგ­რამ თუკი ვინ­მე შე­იძ­ლე­ბა ბან­დიტს, ავად­მყოფს და გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ტვი­ნი­სას ჰგავ­დეს, ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი არი­ან და არც მათი მამა მომ­დის თვალ­ში.

- აი, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კი და­ი­ჩივ­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვა­საქ­მე და ამის გამო და­კი­თხვა­ზე და­მი­ბა­რე­სო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა თბი­ლი­სის მე­რი­აა და ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­გა­რი­შებ­შიც კი არის. ყვე­ლა­ზე გარ­ყვნი­ლი კი ამ სის­ტე­მა­ში და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რია. იქ არა მარ­ტო უსა­მარ­თლო ტენ­დერე­ბი ტარ­დე­ბო­და და ფული კეთ­დე­ბო­და, არა­მედ თურ­მე მი­ლი­ო­ნე­ბი ხმარ­დე­ბო­და ძვირ­ფას პარ­ტი­ას. უნდა ნა­ხოთ სხვა­გან (მაგ. გა­ნა­თე­ბა­ში) რა ხდე­ბა. ასე რომ, სა­მუ­შაო ბევ­რი აქვს პრო­კუ­რა­ტუ­რას. მერ­მა კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­ზე თქვა, რა გინ­დათ იმ სა­ცო­დავ ხალ­ხთა­ნო. სა­ცო­და­ვე­ბი კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი კი არა, ისი­ნი არი­ან, ვის­თვი­საც ეს კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, ატე­რო­რებ­დნენ, ურე­კავ­დნენ და აი­ძუ­ლებ­დნენ ხმის მი­ცე­მას - ჩემი ჯი­ბი­დან ვუხ­დი­დი ფულს კო­ორ­დი­ნა­ტორს, რო­მე­ლიც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობ­და. ფი­ნან­სურ­მა სა­კი­თხებ­მა იმ­სხვერ­პლა ჰელ­მუტ კოლი. სახ­ლში არც მას წა­უ­ღია ფული, პარ­ტი­ის­თვის მო­ი­პა­რა. უგუ­ლა­ვა­საც, ალ­ბათ, ეს აქვს სათ­ქმე­ლი, მეც ხომ ფული სახ­ლში არ წა­მი­ღია, სექსშოპ­სა და ლას-ვე­გას­ში, კა­ზი­ნო­ში არ და­მი­ხარ­ჯავს, გა­ჭირ­ვე­ბულ ქა­ლებს, კო­ორ­დი­ნა­ტო­რებს ვეხ­მა­რე­ბო­დიო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"კეზერაშვილი რომ მიეშვათ, სააკაშვილსაც გაძარცვავდა"

"კეზერაშვილი რომ მიეშვათ, სააკაშვილსაც გაძარცვავდა"

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები მათ დაბალ რეიტინგს ეფუძნება. ამიტომაც იგონებენ რაღაც თემებს, რომ ჩვენ გაგვაშავონ", - აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, რომელთან საუბარიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს შეფასებების ანალიზით დავიწყეთ:

- ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ხაზგასმა, რომ საქართველოში სამართლიანი კოჰაბიტაცია უნდა მოხდეს, იმას გულისხმობდა, რომ ეს პროცესი ჯეროვნად ვერ მიმდინარეობს?

- სამართლიანი კოჰაბიტაცია გულისხმობს, რომ გავუძლოთ ერთმანეთს, სანამ სააკაშვილი არის პრეზიდენტი და სანამ ადგილობრივ მმართველობაში არიან "ნაციონალები". კოჰაბიტაცია მძიმედ მიდის, მაგრამ არც ყოფილ ცოლ-ქმარს ულხინს, როდესაც ერთ სახლში ცხოვრობენ. ეს განსაცდელია და უნდა გავუძლოთ. ბუკიკიოს ყველანაირი კრიტიკა სამართლიანი და მისაღები იყო.

- ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ახსენა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები.

- ჯერჯერობით ძალაში არავის მიმართ არ შესულა განაჩენი და სასამართლომ შეიძლება ეს ხალხი გაამართლოს. ბუკიკიო ჭკვიანი კაცია და ამიტომაც თქვა, სასამართლოს კრიტიკაც ნაადრევიაო. თუმცა არც ის უთქვამს, რომ საქართველოს არა ჰყავს პოლიტპატიმრები. მხოლოდ ის თქვა, ჩვენთან რომ შეგეთანხმებინათ კანონი "ამნისტიის შესახებ", უფრო მაღალ რეგისტრს მიიღებდა პარლამენტის ეს გადაწყვეტილებაო.

- წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სულ უფრო ხმამაღლა გაისმის კონკრეტული ბრალდებები. ბაჩო ახალაია ციხეშია, კეზერაშვილი მილიონების მითვისებაში ამხილეს, ასევე დაკითხვაზე დაიბარეს გიგი უგულავა.

- კეზერაშვილი ის კაცია, რომლის დასაცავადაც "ნაციონალურმა მოძრაობამაც" კი ხმა არ ამოიღო. მისი დაპატიმრება პირველი იქნება, რომელზეც "ნაცმოძრაობის" წევრებიც კი ამოისუნთქავენ, რადგან ყველა, მათ შორის თავისიანებიც, გააწამა და გაძარცვა. კეზერაშვილი უბრალო ადამიანი არ გეგონოთ. რომ მიეშვა, სააკაშვილსაც კი გაძარცვავდა, რადგან ეს კაცი ბუნებით მძარცველია. ბატონ კეზერაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ეს ადეიშვილის მსგავსი შემთხვევა არ არის, რომელმაც "წმინდანობიდან სატანობამდე" გაიარა გზა. კეზერაშვილი უფრო მეტად ბანდიტი იყო, როდესაც "ნაცმოძრაობაში" მოვიდა და მერე ცოტა დააწყნარეს მისი მადა მილიონებით. არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ვიტყვი, რომ დამნაშავეა, მაგრამ ის ძალიან ჰგავს დამნაშავეს. არც ბაჩო ახალაიას შემთხვევაში დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თუკი ვინმე შეიძლება ბანდიტს, ავადმყოფს და გადაბრუნებული ტვინისას ჰგავდეს, ძმები ახალაიები არიან და არც მათი მამა მომდის თვალში.

- აი, დედაქალაქის მერმა კი დაიჩივლა, ადამიანები დავასაქმე და ამის გამო დაკითხვაზე დამიბარესო.

- საქართველოში ყველაზე კორუმპირებული სისტემა თბილისის მერიაა და ეს საერთაშორისო ანგარიშებშიც კი არის. ყველაზე გარყვნილი კი ამ სისტემაში დასუფთავების სამსახურია. იქ არა მარტო უსამართლო ტენდერები ტარდებოდა და ფული კეთდებოდა, არამედ თურმე მილიონები ხმარდებოდა ძვირფას პარტიას. უნდა ნახოთ სხვაგან (მაგ. განათებაში) რა ხდება. ასე რომ, სამუშაო ბევრი აქვს პროკურატურას. მერმა კოორდინატორებზე თქვა, რა გინდათ იმ საცოდავ ხალხთანო. საცოდავები კოორდინატორები კი არა, ისინი არიან, ვისთვისაც ეს კოორდინატორები მუშაობდნენ, ატერორებდნენ, ურეკავდნენ და აიძულებდნენ ხმის მიცემას - ჩემი ჯიბიდან ვუხდიდი ფულს კოორდინატორს, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა. ფინანსურმა საკითხებმა იმსხვერპლა ჰელმუტ კოლი. სახლში არც მას წაუღია ფული, პარტიისთვის მოიპარა. უგულავასაც, ალბათ, ეს აქვს სათქმელი, მეც ხომ ფული სახლში არ წამიღია, სექსშოპსა და ლას-ვეგასში, კაზინოში არ დამიხარჯავს, გაჭირვებულ ქალებს, კოორდინატორებს ვეხმარებოდიო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა