საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აუკრძალეს ფეხბურთის თამაში სანდრო ქადაგიძეს
რატომ აუკრძალეს ფეხბურთის თამაში სანდრო ქადაგიძეს

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის - "ახა­ლი ხმა" ერთ-ერთი ფი­ნა­ლის­ტი სან­დრო ქა­და­გი­ძე გახ­და. ის ამ­ბობს, რომ "ჯე­ოს­ტა­რის" წყა­ლო­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბულს არ ეგო­ნა, ოდეს­მე სცე­ნა­ზე გას­ვლის სურ­ვი­ლი თუ გა­უჩ­ნდე­ბო­და, მაგ­რამ "ახალ­მა ხმამ" მას გა­რის­კვის­კენ უბიძ­გა და სურ­ვი­ლიც აუხ­და.

- ათი წლი­დან, მთე­ლი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სიმ­ღე­რა­ზე თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს­თან დავ­დი­ო­დი. მან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა და ამის­თვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. შემ­დგომ უკვე სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­თან გა­ვაგ­რძე­ლე სი­ა­რუ­ლი... იმას ვერ ვი­ტყვი, რომ ბავ­შვო­ბი­დან სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ, მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კოს კონ­ცერ­ტებ­ზე ბევ­რჯერ მიმ­ღე­რია და მის შვილ­თან - მა­რი­ამ­თან ერ­თა­დაც ვმდგარ­ვარ სცე­ნა­ზე. იმა­საც გე­ტყვით, რომ ერთი წლის წინ, ბე­დო­ბა დღეს სი­ო­ნის ტაძ­რის მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლაშა ზა­ა­ლიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, რო­მელ­საც ჩემი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა მო­უს­მე­ნია და მოს­წო­ნე­ბია. მან შე­მომ­თა­ვა­ზა, სი­ონ­ში მივ­სუ­ლი­ყა­ვი და მე­გა­ლო­ბა. ცხა­დია, ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი არ მით­ქვამს. სა­ერ­თოდ, ვცდი­ლობ, ტა­ძარ­ში ხში­რად ვი­ა­რო და ზოგ­ჯერ, პატ­რი­არ­ქსაც ვხვდე­ბი, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- "ახალ ხმამ­დე" რო­მე­ლი­მე ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი არ გაგ­ჩე­ნია?

- "ჯე­ოს­ტარ­ზე" ვცა­დე ბედი, თუმ­ცა 12 სა­უ­კე­თე­სო კონ­კურ­სანტს შო­რის ვერ მოვ­ხვდი. ამის შემ­დეგ აღარ მქონ­და იმის ხა­ლი­სი, რომ რო­მე­ლი­მე სხვა კონ­კურ­სზე გავ­სუ­ლი­ყა­ვი. ვი­ფიქ­რე, - ვიდ­რე არ და­ვიხ­ვე­წე­ბი, სცე­ნა­ზე არ გა­ვალ-მეთ­ქი... ერთხელ დათო არჩვა­ძემ გა­ა­კე­თა გოგი დო­ლი­ძის სა­ღა­მო, რო­მელ­საც მე და ჩემი ოჯა­ხიც ვეს­წრე­ბო­დით. იმ დღეს და­თომ მი­თხრა, - შენც იმ­ღე­რეო. სიმ­ღე­რა მი­სი­ვე აკომ­პა­ნე­მენ­ტით შე­ვას­რუ­ლე. ისე მოხ­და, რომ დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩემი ნამ­ღე­რი მო­ე­წო­ნა. აღ­ნიშ­ნულ სა­ღა­მოს პრო­ექ­ტის - "ნუ­ცას სკო­ლა" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ და მათ შე­მომ­თა­ვა­ზეს, კას­ტინგზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ნუ­ცას სკო­ლა­ში" მოვ­ხვდი და ფი­ნალ­შიც გა­და­ვე­დი.

- შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც მღე­რი­ან?

- მამა, ბა­ბუა და ბე­ბია მღე­რი­ან. უმ­ცრო­სი ძმა მყავს, რო­მე­ლიც კარ­ტინ­გში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნია. მას კარ­გი სმე­ნა აქვს, მაგ­რამ არ მღე­რის, მხო­ლოდ სპორ­ტით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მინ­და გი­თხრათ, რომ ადრე ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, თვა­ლებ­ზე რა­ღაც პრობ­ლე­მის გამოM, მი­თხრეს, - შენ­თვის თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბაო. კი­დევ, ცურ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი და სკო­ლა­შიც კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ბოლო სამი წლის გა­მოკ­ლე­ბით (იცი­ნის). ახლა "გე­პე­ი­ში", არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­ზე ვსწავ­ლობ. თუმ­ცა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბით თავს ნამ­დვი­ლად არ ვიკ­ლავ. ვფიქ­რობ, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ხომ არ ჩა­ვა­ბა­რო-მეთ­ქი?!.

გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, რო­დე­საც სიმ­ღე­რა შევ­წყვი­ტე, ბი­ლი­არ­დსაც ვთა­მა­შობ­დი და ამან ერთი პე­რი­ო­დი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მი­ტა­ცა, მაგ­რამ "ახალ­მა ხმამ" ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა და ჩემი თავი მა­პოვ­ნი­ნა; მივ­ხვდი, რა უნდა გა­ვა­კე­თო მო­მა­ვალ­ში, ეს კი მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის, რუსა მორ­ჩი­ლა­ძის, რუსა ბახ­ტა­ძი­სა და ქეთი გა­ბი­სი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წყა­ლო­ბით სიმ­ღე­რას და­ვუბ­რუნ­დი.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტე ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მით უმე­ტეს, რომ მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა­ზე აღარ ფიქ­რობ­დი?

- ადრე უცხო­უ­რი "ხმა" მქონ­და ნა­ნა­ხი და ძა­ლი­ან მომ­წონ­და. მომ­წონ­და ის, რომ ამ პრო­ექ­ტში აფა­სებ­დნენ მომ­ღერ­ლის ხმას და არა - გა­რეგ­ნო­ბას. მერე მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, "ახა­ლი ხმის" კას­ტინ­გი და­ი­წყო და ხომ არ და­რე­გის­ტრირ­დე­ბიო? დავ­ფიქ­რდი და მივ­ხვდი, რომ მინ­დო­და, გა­მე­რის­კა. თუმ­ცა არც ვე­ლო­დი, რო­მე­ლი­მე ტურ­ში თუ გა­ვი­დო­დი. გა­მო­გი­ტყდე­ბით და თა­ვი­დან­ვე მქონ­და სურ­ვი­ლი, მე­რა­ბის გუნდში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და გა­მი­მარ­თლა კი­დეც.

- მე­რა­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა თუა, ფი­ნალ­ში რომ გა­დახ­ვე­დი?

- მისი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ყო­ველ­თვის ძმა­კა­ცუ­რად გვერ­დში მედ­გა. სხვა გუნდში არ ვიცი, რა რო­გორ ხდე­ბო­და, მაგ­რამ ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბი იმას ვმღე­რო­დით, რაც ჩვე­ნი­ვე გუ­ლი­დან მო­დი­ო­და, რაც არა მარ­ტო კონ­კურ­სან­ტებს, არა­მედ მწვრთნელ­საც მოს­წონ­და... ნამ­დვი­ლად მქონ­და იმის სურ­ვი­ლი, რომ ფი­ნა­ლამ­დე მი­მეღ­წია და მო­მე­გო კი­დეც ეს პრო­ექ­ტი, მაგ­რამ ჩემი სურ­ვი­ლი რე­ა­ლო­ბად თუ იქ­ცე­ო­და, ამას ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ამ პრო­ექ­ტამ­დე მხო­ლოდ ქარ­თულ სიმ­ღე­რებს ვმღე­რო­დი, "ახალ­მა ხმამ" კი უცხო­უ­რი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც შე­მაძ­ლე­ბი­ნა.

- რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის?

- კონ­კურ­სან­ტებს მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და, ერ­თმა­ნეთს ვამ­ხნე­ვებ­დით კი­დეც. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და კონ­კუ­რენ­ტებს ასე ვამ­ხნე­ვებ­დით: "შენ გა­დახ­ვალ შემ­დეგ ტურ­ში!" თავს დავ­დებ იმა­ზე, რომ ყვე­ლას გვსურ­და, რომ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­მოგ­ვევ­ლი­ნა. მგო­ნი, კარ­გი კონ­ცერ­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და.

- სან­დრო, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს. სა­ერ­თოდ, არა მარ­ტო გა­რეგ­ნუ­ლად, სუ­ლი­ე­რა­დაც "ლა­მა­ზი" გო­გო­ნე­ბი მომ­წონს. ქალ­მა ჩემი გული რომ მო­ი­გოს, ჭკვი­ა­ნი და ღირ­სე­უ­ლი უნდა იყოს, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს უნდა სცემ­დეს პა­ტივს. პი­რა­დად მე, ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დე­ვა­რი და ეკ­ლე­სი­უ­რი ვარ. რა­ღა­ცებს მო­დის გამო არ ვა­კე­თებ...

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი სა­მო­მავ­ლო გეგ­მა არ მაქვს. კლი­პის გა­და­ღე­ბას და სიმ­ღე­რის ჩა­წე­რას არ ვა­პი­რებ მა­ნამ, ვიდ­რე კი­დევ ბევრ რა­მეს არ ვის­წავ­ლი. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

რატომ აუკრძალეს ფეხბურთის თამაში სანდრო ქადაგიძეს

რატომ აუკრძალეს ფეხბურთის თამაში სანდრო ქადაგიძეს

მოგეხსენებათ, მუსიკალური პროექტის - "ახალი ხმა" ერთ-ერთი ფინალისტი სანდრო ქადაგიძე გახდა. ის ამბობს, რომ "ჯეოსტარის" წყალობით იმედგაცრუებულს არ ეგონა, ოდესმე სცენაზე გასვლის სურვილი თუ გაუჩნდებოდა, მაგრამ "ახალმა ხმამ" მას გარისკვისკენ უბიძგა და სურვილიც აუხდა.

- ათი წლიდან, მთელი ხუთი წლის განმავლობაში, სიმღერაზე თამრიკო ჭოხონელიძესთან დავდიოდი. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. შემდგომ უკვე სხვა მასწავლებლებთან გავაგრძელე სიარული... იმას ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ, მაგრამ ქალბატონი თამრიკოს კონცერტებზე ბევრჯერ მიმღერია და მის შვილთან - მარიამთან ერთადაც ვმდგარვარ სცენაზე. იმასაც გეტყვით, რომ ერთი წლის წინ, ბედობა დღეს სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, ლაშა ზაალიშვილმა დამირეკა, რომელსაც ჩემი შესრულებული ქართული სიმღერა მოუსმენია და მოსწონებია. მან შემომთავაზა, სიონში მივსულიყავი და მეგალობა. ცხადია, ამ შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს. საერთოდ, ვცდილობ, ტაძარში ხშირად ვიარო და ზოგჯერ, პატრიარქსაც ვხვდები, რაც ძალიან მახარებს.

- "ახალ ხმამდე" რომელიმე ქართულ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობის სურვილი არ გაგჩენია?

- "ჯეოსტარზე" ვცადე ბედი, თუმცა 12 საუკეთესო კონკურსანტს შორის ვერ მოვხვდი. ამის შემდეგ აღარ მქონდა იმის ხალისი, რომ რომელიმე სხვა კონკურსზე გავსულიყავი. ვიფიქრე, - ვიდრე არ დავიხვეწები, სცენაზე არ გავალ-მეთქი... ერთხელ დათო არჩვაძემ გააკეთა გოგი დოლიძის საღამო, რომელსაც მე და ჩემი ოჯახიც ვესწრებოდით. იმ დღეს დათომ მითხრა, - შენც იმღერეო. სიმღერა მისივე აკომპანემენტით შევასრულე. ისე მოხდა, რომ დამსწრე საზოგადოებას ჩემი ნამღერი მოეწონა. აღნიშნულ საღამოს პროექტის - "ნუცას სკოლა" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მათ შემომთავაზეს, კასტინგზე მივსულიყავი. მოგეხსენებათ, "ნუცას სკოლაში" მოვხვდი და ფინალშიც გადავედი.

- შენი ოჯახის წევრებიც მღერიან?

- მამა, ბაბუა და ბებია მღერიან. უმცროსი ძმა მყავს, რომელიც კარტინგში საქართველოს ჩემპიონია. მას კარგი სმენა აქვს, მაგრამ არ მღერის, მხოლოდ სპორტით არის გატაცებული. მინდა გითხრათ, რომ ადრე ფეხბურთელობა მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, თვალებზე რაღაც პრობლემის გამოM, მითხრეს, - შენთვის თამაში არ შეიძლებაო. კიდევ, ცურვაზე დავდიოდი და სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, ბოლო სამი წლის გამოკლებით (იცინის). ახლა "გეპეიში", არქიტექტურულზე ვსწავლობ. თუმცა, მეცადინეობით თავს ნამდვილად არ ვიკლავ. ვფიქრობ, კონსერვატორიაში ხომ არ ჩავაბარო-მეთქი?!.

გარდატეხის ასაკში, როდესაც სიმღერა შევწყვიტე, ბილიარდსაც ვთამაშობდი და ამან ერთი პერიოდი სერიოზულად გამიტაცა, მაგრამ "ახალმა ხმამ" ბევრ რამეზე დამაფიქრა და ჩემი თავი მაპოვნინა; მივხვდი, რა უნდა გავაკეთო მომავალში, ეს კი მერაბ სეფაშვილის, რუსა მორჩილაძის, რუსა ბახტაძისა და ქეთი გაბისიანის დამსახურებაა. ამ ადამიანების წყალობით სიმღერას დავუბრუნდი.

- საინტერესოა, რატომ გადაწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა, მით უმეტეს, რომ მომღერლის კარიერაზე აღარ ფიქრობდი?

- ადრე უცხოური "ხმა" მქონდა ნანახი და ძალიან მომწონდა. მომწონდა ის, რომ ამ პროექტში აფასებდნენ მომღერლის ხმას და არა - გარეგნობას. მერე მეგობარმა მითხრა, "ახალი ხმის" კასტინგი დაიწყო და ხომ არ დარეგისტრირდებიო? დავფიქრდი და მივხვდი, რომ მინდოდა, გამერისკა. თუმცა არც ველოდი, რომელიმე ტურში თუ გავიდოდი. გამოგიტყდებით და თავიდანვე მქონდა სურვილი, მერაბის გუნდში ვყოფილიყავი და გამიმართლა კიდეც.

- მერაბის დამსახურება თუა, ფინალში რომ გადახვედი?

- მისი დიდი დამსახურებაა, ყოველთვის ძმაკაცურად გვერდში მედგა. სხვა გუნდში არ ვიცი, რა როგორ ხდებოდა, მაგრამ ჩვენი გუნდის წევრები იმას ვმღეროდით, რაც ჩვენივე გულიდან მოდიოდა, რაც არა მარტო კონკურსანტებს, არამედ მწვრთნელსაც მოსწონდა... ნამდვილად მქონდა იმის სურვილი, რომ ფინალამდე მიმეღწია და მომეგო კიდეც ეს პროექტი, მაგრამ ჩემი სურვილი რეალობად თუ იქცეოდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი. ამ პროექტამდე მხოლოდ ქართულ სიმღერებს ვმღეროდი, "ახალმა ხმამ" კი უცხოური სიმღერების შესრულებაც შემაძლებინა.

- როგორი დამოკიდებულება იყო მონაწილეებს შორის?

- კონკურსანტებს მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, ერთმანეთს ვამხნევებდით კიდეც. გაგიკვირდებათ და კონკურენტებს ასე ვამხნევებდით: "შენ გადახვალ შემდეგ ტურში!" თავს დავდებ იმაზე, რომ ყველას გვსურდა, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოგვევლინა. მგონი, კარგი კონცერტი გამოგვივიდა.

- სანდრო, შეყვარებული გყავს?

- შეყვარებული არ მყავს. საერთოდ, არა მარტო გარეგნულად, სულიერადაც "ლამაზი" გოგონები მომწონს. ქალმა ჩემი გული რომ მოიგოს, ჭკვიანი და ღირსეული უნდა იყოს, ქართულ ტრადიციებს უნდა სცემდეს პატივს. პირადად მე, ტრადიციების მიმდევარი და ეკლესიური ვარ. რაღაცებს მოდის გამო არ ვაკეთებ...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ჯერჯერობით არანაირი სამომავლო გეგმა არ მაქვს. კლიპის გადაღებას და სიმღერის ჩაწერას არ ვაპირებ მანამ, ვიდრე კიდევ ბევრ რამეს არ ვისწავლი. ვნახოთ, რა იქნება.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება