სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქნებ ხმა მივაწვდინო ჩემს თანაკურსელ ხადურს..."
"იქნებ ხმა მივაწვდინო ჩემს თანაკურსელ ხადურს..."

მა­შინ, როცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზის­ზე სა­უბ­რობს, პრე­ზი­დენ­ტი ეკო­ნო­მი­კუ­რი ამ­ნის­ტი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის და მთავ­რო­ბას 2013 წლამ­დე ჩა­დე­ნი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის პა­ტი­ე­ბას სთხოვს.

ქვეყ­ნის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი მე­თა­უ­რის ამ იდე­ას პო­ლი­ტი­კუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა დიდი აღ­ტა­ცე­ბით არ შეხ­ვედ­რია. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი კი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ითხო­ვენ.

ოთარ ქო­მე­თი­ა­ნი, ყო­ფი­ლი მე­წარ­მე: - ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე 25 კვმ ფარ­თის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის მა­ღა­ზია მქონ­და. 2009 წლის 6 ოქ­ტომ­ბერს მა­ღა­ზი­ა­ში სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რი შე­მო­ვი­და. მათი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რო­ბა რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე საკ­ნე­ბის აქ­ცი­ებ­ში ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­ვუ­კავ­ში­რე. და­ნაკ­ლი­სი გაქ­ვსო, მი­თხრეს, 6.000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა გა­მო­მი­წე­რეს, მა­ღა­ზი­აც და­მი­ლუ­ქეს. ვუხ­სნი­დი, სა­ქო­ნელს დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბის­გან ნი­სი­ად ვი­ღებ-მეთ­ქი და ვთხოვ­დი, მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა მო­ე­ცათ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

ერთი თვის შემ­დეგ სა­გა­და­სა­ხა­დოს ინ­სპექ­ტორ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ კა­მე­რა­ლურ შე­მოწ­მე­ბას იწყებ­დნენ. ბრძა­ნე­ბას ხელს აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი რო­მან ჩხენ­კე­ლი აწერ­და. ის დღემ­დე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შობს. არ ვიცი, რო­გორ, მაგ­რამ და­მიდ­გი­ნეს, რომ ყო­ველ გა­ყი­დულ პრო­დუქტს 14%-იანი ფას­ნა­მა­ტით ვყიდ­დი და ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ 229.000 ლა­რის გა­დახ­და და­მა­კის­რეს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ბაზ­რო­ბა­ზე ამ­ხე­ლა ფას­ნა­მა­ტით მუ­შა­ობ­დე.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კვლავ და­მი­ბა­რეს: თან­ხა სწო­რად ვერ და­გით­ვა­ლეთ და 64.000 ლარი კი­დევ და­ე­მა­ტაო. გა­და­ვე­დი ჭკუ­ი­დან და გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს ვუ­თხა­რი, ბა­რემ 4-5 მი­ლი­ო­ნი ჩა­გე­წე­რა, შენი რა მი­დის, მა­ინც ხომ მა­ყა­ჩა­ღებთ-მეთ­ქი. მათი გა­ან­გა­რი­შე­ბით, თურ­მე ყო­ველ­დღე შე­მო­სავ­ლის სა­ხით 750 ლარი უნდა მქო­ნო­და. არა­და, და­ით­ვა­ლეს 2008-2009 წლე­ბის პე­რი­ო­დი, როცა ომი და კრი­ზი­სი იყო. აუ­დი­ტი და­ვი­ქი­რა­ვე და ყვე­ლა­ფე­რი და­ვათ­ვლე­ვი­ნე. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ მხო­ლოდ 19 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და მე­კუთ­ვნო­და.

იმ დროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს ადე­იშ­ვი­ლის კად­რი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ყა­ჩა­ღი და ამ­ჟა­მად ბა­ქო­ში გაქ­ცე­უ­ლი გი­ორ­გი ცხა­კა­ია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. როცა ჩემ­მა ად­ვო­კატ­მა და­რი­ცხუ­ლი თან­ხის გა­უქ­მე­ბა და თა­ვი­დან გა­დათ­ვლა მო­ი­თხო­ვა, ცხა­კა­ი­ას შე­მო­უთ­ვლია, ჯერ ქო­მე­თი­ანს მო­ვა­ტა­ნი­ნებთ მაგ ფულს სრუ­ლად და მერე მის აუ­დიტ­თან შე­ვალ­თო. შემ­დეგ სა­ჩი­ვა­რი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს და­ვე­ბის გან­ხილ­ვის საბ­ჭო­ში შე­ვი­ტა­ნე. იღ­ბლად, სხდო­მას მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრი კახა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და. რომ ნახა, და­რი­ცხუ­ლი თან­ხა მარ­თლაც აბ­სურ­დუ­ლი იყო, თა­ვი­დან გა­დათ­ვლა მო­ი­თხო­ვა. ამა­ზე ცხა­კა­ია გა­და­ი­რია. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­მი­რე­კეს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან და სა­ბუ­თე­ბი მთხო­ვეს ხე­ლა­ხა­ლი გა­დათ­ვლის­თვის. სვა­ნი კი ვარ, მაგ­რამ ცოტა ეშ­მა­კო­ბა მეც მაქვს. დო­კუ­მენ­ტა­ცია ორ დიდ პარკში ძლივს ეტე­ო­და. დო­კუ­მენ­ტებს შო­რის მცი­რე ზო­მის ჩხი­რე­ბი ჩა­ვა­ლა­გე. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სა­ბუ­თებს მარ­თლა თუ გა­ეც­ნო­ბოდ­ნენ. რო­გორც მი­ვი­ტა­ნე, ისე წა­მო­ვი­ღე, ხე­ლიც არ უხ­ლი­ათ. უბ­რა­ლოდ, 14%-იანი ფას­ნა­მა­ტი 8,45%-მდე შე­მიმ­ცი­რეს და გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა 101 ათა­სამ­დე და­იყ­ვა­ნეს. სა­მა­გი­ე­როდ, მუხ­ლი და­მიმ­ძი­მეს და თუ მა­ნამ­დე გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში 3-5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა მე­მუქ­რე­ბო­და, ახლა უკვე შე­იძ­ლე­ბო­და ცი­ხე­ში 5-დან 8 წლამ­დე გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. მა­ღა­ზია ჩა­მო­მარ­თვეს. ვის­გა­ნაც სა­ქო­ნელს ვი­ღებ­დი, იმათ პრო­დუქ­ცია აღარ მომ­ცეს. ამა­სო­ბა­ში და­ნა­ზო­გიც დავ­ხარ­ჯე, მოკ­ლედ, ბო­ლომ­დე გა­მა­ნად­გუ­რეს, მაგ­რამ მა­ინც არ ვა­ღი­ა­რებ­დი 101 ათას ლარს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

"იქნებ ხმა მივაწვდინო ჩემს თანაკურსელ ხადურს..."

"იქნებ ხმა მივაწვდინო ჩემს თანაკურსელ ხადურს..."

მაშინ, როცა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი საბიუჯეტო კრიზისზე საუბრობს, პრეზიდენტი ეკონომიკური ამნისტიის ინიციატივით გამოდის და მთავრობას 2013 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის პატიებას სთხოვს.

ქვეყნის ოპოზიციონერი მეთაურის ამ იდეას პოლიტიკური უმრავლესობა დიდი აღტაცებით არ შეხვედრია. წინა ხელისუფლებისგან დაზარალებული ბიზნესმენები კი სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

ოთარ ქომეთიანი, ყოფილი მეწარმე: - ელიავას ბაზრობაზე 25 კვმ ფართის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია მქონდა. 2009 წლის 6 ოქტომბერს მაღაზიაში საგადასახადო სამსახური შემოვიდა. მათი მოულოდნელი სტუმრობა რუსთაველის პროსპექტზე საკნების აქციებში ჩემს მონაწილეობას დავუკავშირე. დანაკლისი გაქვსო, მითხრეს, 6.000-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს, მაღაზიაც დამილუქეს. ვუხსნიდი, საქონელს დისტრიბუტორებისგან ნისიად ვიღებ-მეთქი და ვთხოვდი, მუშაობის გაგრძელების უფლება მოეცათ, მაგრამ უშედეგოდ.

ერთი თვის შემდეგ საგადასახადოს ინსპექტორმა შემატყობინა, რომ კამერალურ შემოწმებას იწყებდნენ. ბრძანებას ხელს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი რომან ჩხენკელი აწერდა. ის დღემდე ამ თანამდებობაზე მუშობს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ დამიდგინეს, რომ ყოველ გაყიდულ პროდუქტს 14%-იანი ფასნამატით ვყიდდი და ბიუჯეტის სასარგებლოდ 229.000 ლარის გადახდა დამაკისრეს. წარმოუდგენელია, ბაზრობაზე ამხელა ფასნამატით მუშაობდე.

რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დამიბარეს: თანხა სწორად ვერ დაგითვალეთ და 64.000 ლარი კიდევ დაემატაო. გადავედი ჭკუიდან და განყოფილების უფროსს ვუთხარი, ბარემ 4-5 მილიონი ჩაგეწერა, შენი რა მიდის, მაინც ხომ მაყაჩაღებთ-მეთქი. მათი გაანგარიშებით, თურმე ყოველდღე შემოსავლის სახით 750 ლარი უნდა მქონოდა. არადა, დაითვალეს 2008-2009 წლების პერიოდი, როცა ომი და კრიზისი იყო. აუდიტი დავიქირავე და ყველაფერი დავათვლევინე. აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ მხოლოდ 19 ათასი ლარის გადახდა მეკუთვნოდა.

იმ დროს შემოსავლების სამსახურს ადეიშვილის კადრი, "ნაციონალების" ყაჩაღი და ამჟამად ბაქოში გაქცეული გიორგი ცხაკაია ხელმძღვანელობდა. როცა ჩემმა ადვოკატმა დარიცხული თანხის გაუქმება და თავიდან გადათვლა მოითხოვა, ცხაკაიას შემოუთვლია, ჯერ ქომეთიანს მოვატანინებთ მაგ ფულს სრულად და მერე მის აუდიტთან შევალთო. შემდეგ საჩივარი ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შევიტანე. იღბლად, სხდომას მაშინდელი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ესწრებოდა. რომ ნახა, დარიცხული თანხა მართლაც აბსურდული იყო, თავიდან გადათვლა მოითხოვა. ამაზე ცხაკაია გადაირია. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკეს შემოსავლების სამსახურიდან და საბუთები მთხოვეს ხელახალი გადათვლისთვის. სვანი კი ვარ, მაგრამ ცოტა ეშმაკობა მეც მაქვს. დოკუმენტაცია ორ დიდ პარკში ძლივს ეტეოდა. დოკუმენტებს შორის მცირე ზომის ჩხირები ჩავალაგე. მაინტერესებდა, საბუთებს მართლა თუ გაეცნობოდნენ. როგორც მივიტანე, ისე წამოვიღე, ხელიც არ უხლიათ. უბრალოდ, 14%-იანი ფასნამატი 8,45%-მდე შემიმცირეს და გადასახდელი თანხა 101 ათასამდე დაიყვანეს. სამაგიეროდ, მუხლი დამიმძიმეს და თუ მანამდე გადაუხდელობის შემთხვევაში 3-5 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდა, ახლა უკვე შეიძლებოდა ციხეში 5-დან 8 წლამდე გამეტარებინა. მაღაზია ჩამომართვეს. ვისგანაც საქონელს ვიღებდი, იმათ პროდუქცია აღარ მომცეს. ამასობაში დანაზოგიც დავხარჯე, მოკლედ, ბოლომდე გამანადგურეს, მაგრამ მაინც არ ვაღიარებდი 101 ათას ლარს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"