კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული რაკეტები კოსმოსში რუსული ძრავებით იფრენენ
ამერიკული რაკეტები კოსმოსში რუსული ძრავებით იფრენენ

აშშ-სა და რუ­სულ ძრავ­თმშე­ნე­ბელ კომ­პა­ნია "კუზ­ნე­ცოვს" შო­რის, ამე­რი­კუ­ლი მხა­რის­თვის НК-33-ის ტიპი 50 ერ­თე­უ­ლი რა­კე­ტუ­ლი ძრა­ვის მი­ყიდ­ვის შე­სა­ხებ წი­ნას­წა­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და.

ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ წი­ნას­წარ კონ­ტრაქ­ტზეა, რო­მე­ლიც მხა­რე­ე­ბის სრუ­ლი თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში 2020 წლამ­დე შეს­რულ­დე­ბა. რუ­სუ­ლი რა­კე­ტუ­ლი ძრა­ვე­ბი ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნია Orbital Sciences-მა შე­ი­ძი­ნა. ორი НК-33-ის ტი­პის ძრა­ვა აშშ-ში შექ­მნი­ლი ახალ რა­კე­ტა "ტა­რა­უს-2"-ის პირ­ველ სა­ფე­ხურ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. რა­კე­ტის პირ­ვე­ლი სტარ­ტი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­ბი­ტულ სად­გურ­ზე ტვირ­თვის მი­სა­ტა­ნა­დაა გა­მიზ­ნუ­ლი, მიმ­დი­ნა­რე წელს არის და­გეგ­მი­ლი.

НК-33 სსრკ-ში 1970-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ სა­კონ­სტრუქ­ტო­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­იქ­მნა. მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სერ­გეი კო­რო­ლო­ვის რა­კე­ტა Н-1-ზე უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რომ­ლი­თაც საბ­ჭო­თა კოს­მო­ნავ­ტე­ბი მთვა­რე­ზე უნდა გაფ­რე­ნი­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა რა­კე­ტის ზე­დი­ზედ ოთხი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სტარ­ტი­სა და ამე­რი­კე­ლე­ბის მთვა­რე­ზე გა­დას­ხმის შემ­დეგ, 1976 წელს სსრკ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ საბ­ჭო­უ­რი მთვა­რის პროგ­რა­მა და­ხუ­რა. კო­ლო­სა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი ჩა­მო­წე­რეს და 150-მდე დამ­ზა­დე­ბუ­ლი რა­კე­ტუ­ლი ძრა­ვის გა­ნად­გუ­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბაც გას­ცეს. თუმ­ცა მათ­მა ავ­ტორ­მა მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლა და გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ძრა­ვე­ბი ერთ-ერთ სა­წყობ­ში შე­ი­ნა­ხა.

1990-იან წლებ­ში საბ­ჭო­უ­რი რა­კე­ტუ­ლი ძრა­ვე­ბით ამე­რი­კე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. აშშ-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით ამე­რი­კე­ლე­ბი კმა­ყო­ფილ­ნი დარ­ჩნენ და პირ­ველ ეტაპ­ზე 37 ძრა­ვა შე­ი­ძი­ნეს.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის რო­დე­საც სა­კუ­თა­რი რა­კე­ტე­ბის­თვის ამე­რი­კე­ლე­ბი ძრა­ვებს რუ­სეთ­ში ყი­დუ­ლო­ბენ. 1990-ია­ნე­ბის შუა ხა­ნებ­ში რუ­სეთ­ში მძლავ­რი ძრა­ვა РД-180 შექ­მნეს. მაგ­რამ უფუ­ლო­ბის გამო პრო­ექ­ტი ნელა ვი­თარ­დე­ბო­და. 1996-ში ძრა­ვით ამე­რი­კე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ და შემ­დგომ 99 ერ­თე­უ­ლი იყი­დეს. მათ რა­კე­ტებ­ზე Atlas III და Atlas 5-ზე იყე­ნე­ბენ. ამე­რი­კას მათი მეშ­ვე­ო­ბით ორ­ბი­ტა­ზე რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი ასე­ვე სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის თა­ნამ­გზავ­რე­ბი გაჰ­ყავს.

ალ­ბათ, 20-25 წლის წინ რუ­სებს აზ­რა­დაც არ მო­უ­ვი­დო­დათ, რომ კოს­მოს­ში თა­ნამ­გზავ­რე­ბის გა­საყ­ვა­ნად ამე­რი­კე­ლე­ბი სა­კუ­თარ რა­კე­ტებ­ზე რუ­სუ­ლი ძრა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებ­დნენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ამერიკული რაკეტები კოსმოსში რუსული ძრავებით იფრენენ

ამერიკული რაკეტები კოსმოსში რუსული ძრავებით იფრენენ

აშშ-სა და რუსულ ძრავთმშენებელ კომპანია "კუზნეცოვს" შორის, ამერიკული მხარისთვის НК-33-ის ტიპი 50 ერთეული რაკეტული ძრავის მიყიდვის შესახებ წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა.

ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ წინასწარ კონტრაქტზეა, რომელიც მხარეების სრული თანხმობის შემთხვევაში 2020 წლამდე შესრულდება. რუსული რაკეტული ძრავები ამერიკულმა კომპანია Orbital Sciences-მა შეიძინა. ორი НК-33-ის ტიპის ძრავა აშშ-ში შექმნილი ახალ რაკეტა "ტარაუს-2"-ის პირველ საფეხურში გამოიყენება. რაკეტის პირველი სტარტი, რომელიც საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე ტვირთვის მისატანადაა გამიზნული, მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

НК-33 სსრკ-ში 1970-იანი წლების დასაწყისში, მკაცრად გასაიდუმლოებულ საკონსტრუქტორო განყოფილებაში შეიქმნა. მისი გამოყენება სერგეი კოროლოვის რაკეტა Н-1-ზე უნდა მომხდარიყო, რომლითაც საბჭოთა კოსმონავტები მთვარეზე უნდა გაფრენილიყვნენ. თუმცა რაკეტის ზედიზედ ოთხი წარუმატებელი სტარტისა და ამერიკელების მთვარეზე გადასხმის შემდეგ, 1976 წელს სსრკ-ს ხელმძღვანელობამ საბჭოური მთვარის პროგრამა დახურა. კოლოსალური ხარჯები ჩამოწერეს და 150-მდე დამზადებული რაკეტული ძრავის განადგურების განკარგულებაც გასცეს. თუმცა მათმა ავტორმა მთავრობის გადაწყვეტილება არ შეასრულა და განადგურების სანაცვლოდ ძრავები ერთ-ერთ საწყობში შეინახა.

1990-იან წლებში საბჭოური რაკეტული ძრავებით ამერიკელები დაინტერესდნენ. აშშ-ის ტერიტორიაზე ჩატარებული გამოცდების შედეგებით ამერიკელები კმაყოფილნი დარჩნენ და პირველ ეტაპზე 37 ძრავა შეიძინეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც საკუთარი რაკეტებისთვის ამერიკელები ძრავებს რუსეთში ყიდულობენ. 1990-იანების შუა ხანებში რუსეთში მძლავრი ძრავა РД-180 შექმნეს. მაგრამ უფულობის გამო პროექტი ნელა ვითარდებოდა. 1996-ში ძრავით ამერიკელები დაინტერესდნენ და შემდგომ 99 ერთეული იყიდეს. მათ რაკეტებზე Atlas III და Atlas 5-ზე იყენებენ. ამერიკას მათი მეშვეობით ორბიტაზე როგორც კომერციული ასევე სამხედრო დანიშნულების თანამგზავრები გაჰყავს.

ალბათ, 20-25 წლის წინ რუსებს აზრადაც არ მოუვიდოდათ, რომ კოსმოსში თანამგზავრების გასაყვანად ამერიკელები საკუთარ რაკეტებზე რუსული ძრავების გამოყენებას ამჯობინებდნენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე