მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროდუქტები, რომლებიც საუზმეზე არასდროს უნდა მიირთვათ
პროდუქტები, რომლებიც საუზმეზე არასდროს უნდა მიირთვათ

დი­ე­ტო­ლო­გებ­მა პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გან­სა­ზღვრეს, რო­მელ­თა მი­ღე­ბაც უზ­მო­ზე იკ­რძა­ლე­ბა. მში­ე­რი კუ­ჭის­თვის მავ­ნე პრო­დუქტთა შო­რის აღ­მოჩ­ნდა ბა­ნა­ნი და იო­გურ­ტი.

დღის ბა­ნა­ნით და­წყე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს მაგ­ნი­უმს. მან შე­საძ­ლოა, ორ­გა­ნიზ­მში კალ­ცი­უ­მი­სა და მაგ­ნი­უ­მის ბა­ლან­სი და­არ­ღვი­ოს და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

უზ­მო­ზე ასე­ვე არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ფორ­თოხ­ლის ჭამა, რად­გან მას ალერ­გი­ი­სა და გას­ტრი­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბა შე­უძ­ლია.

სა­უზ­მე­ზე ხურ­მა და პო­მი­დო­რი პექ­ტი­ნე­ბი­სა და ტა­ნი­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შემ­ცვე­ლო­ბის გამო იკ­რძა­ლე­ბა, რაც ისეთ შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს, თით­ქოს კუჭ­ში ქვა გაქვთ.

ნედლმა ბოსტნე­ულ­მა (კიტ­რი, კომ­ბოს­ტო და ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა) უზ­მო­ზე შე­საძ­ლოა, კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

სა­უზ­მე­ზე ასე­ვე არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ცივი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა. ქა­ლებ­ში ეს მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის მოშ­ლას იწ­ვევს.

მში­ერ კუ­ჭზე იო­გურ­ტის მი­ღე­ბა მას სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს უკარ­გავს. მისი მი­ღე­ბა სა­სურ­ვე­ლია ჭა­მი­დან ორი სა­ა­თის შემ­დეგ ან ძი­ლის წინ. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში გეხ­მა­რე­ბათ ის საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

ტკბი­ლი კარ­ტო­ფი­ლი დი­ლა­ო­ბით იგი­ვე სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს მუ­ცელ­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ფერ­მენ­ტა­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრე­პა­რა­ტე­ბის შე­სა­ხებ რეკ­ლა­მებ­ში სა­უბ­რო­ბენ.

თუ ცა­რი­ელ კუჭ­ში შა­ქა­რი ხვდე­ბა, ორ­გა­ნიზმს აღარ შე­უძ­ლია ინ­სუ­ლი­ნის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და სის­ხლში მისი ნორ­მა­ლუ­რი დო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლოა, თვა­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით დას­რულ­დეს. შა­ქა­რი მჟა­ვის წარ­მომ­ქმნე­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტია, რო­მელ­საც მჟა­ვი­სა და ტუ­ტის ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვა შე­უძ­ლია.

ნი­ო­რი უზ­მო­ზე გას­ტროს­პაზმს იწ­ვევს. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ სა­ერ­თოდ უარს იტყვით კონ­სერ­ვებ­ზე და შე­ბო­ლილ პრო­დუქ­ტებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­უზ­მე­ზე.

ამ­გვა­რად, თუ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბა­თა თა­ვი­დან აცი­ლე­ბა გსურთ, უმ­ჯო­ბე­სია, სა­უზ­მე­ზე არ მი­ირ­თვათ პირ­ვე­ლი­ვე საკ­ვე­ბი, რაც ხელ­ში მოგ­ხვდე­ბათ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

პროდუქტები, რომლებიც საუზმეზე არასდროს უნდა მიირთვათ

პროდუქტები, რომლებიც საუზმეზე არასდროს უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა პროდუქტების ჩამონათვალი განსაზღვრეს, რომელთა მიღებაც უზმოზე იკრძალება. მშიერი კუჭისთვის მავნე პროდუქტთა შორის აღმოჩნდა ბანანი და იოგურტი.

დღის ბანანით დაწყება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ის დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. მან შესაძლოა, ორგანიზმში კალციუმისა და მაგნიუმის ბალანსი დაარღვიოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება გამოიწვიოს.

უზმოზე ასევე არ არის რეკომენდებული ფორთოხლის ჭამა, რადგან მას ალერგიისა და გასტრიტის პროვოცირება შეუძლია.

საუზმეზე ხურმა და პომიდორი პექტინებისა და ტანინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო იკრძალება, რაც ისეთ შეგრძნებას იწვევს, თითქოს კუჭში ქვა გაქვთ.

ნედლმა ბოსტნეულმა (კიტრი, კომბოსტო და ბულგარული წიწაკა) უზმოზე შესაძლოა, კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს.

საუზმეზე ასევე არ არის მიზანშეწონილი ცივი სასმელების მიღება. ქალებში ეს მენსტრუალური ციკლის მოშლას იწვევს.

მშიერ კუჭზე იოგურტის მიღება მას სასარგებლო თვისებების მნიშვნელოვან ნაწილს უკარგავს. მისი მიღება სასურველია ჭამიდან ორი საათის შემდეგ ან ძილის წინ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გეხმარებათ ის საჭმლის მონელების პროცესში.

ტკბილი კარტოფილი დილაობით იგივე სიმძიმის შეგრძნებას იწვევს მუცელში, რომლის შესახებაც ფერმენტატული სამედიცინო პრეპარატების შესახებ რეკლამებში საუბრობენ.

თუ ცარიელ კუჭში შაქარი ხვდება, ორგანიზმს აღარ შეუძლია ინსულინის საჭირო რაოდენობით გამომუშავება და სისხლში მისი ნორმალური დონის შენარჩუნება. ეს ყველაფერი შესაძლოა, თვალების დაავადების განვითარებით დასრულდეს. შაქარი მჟავის წარმომქმნელი საკვები პროდუქტია, რომელსაც მჟავისა და ტუტის ბალანსის დარღვევა შეუძლია.

ნიორი უზმოზე გასტროსპაზმს იწვევს. უმჯობესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით კონსერვებზე და შებოლილ პროდუქტებზე, განსაკუთრებით საუზმეზე.

ამგვარად, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა თავიდან აცილება გსურთ, უმჯობესია, საუზმეზე არ მიირთვათ პირველივე საკვები, რაც ხელში მოგხვდებათ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს