მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2012 წლის წარმატებული და წარუმატებელი ადამიანები
2012 წლის წარმატებული და წარუმატებელი ადამიანები

გა­სულ კვი­რას მო­ქა­ლა­ქე­ებს 2012 წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ვთხო­ვეთ. ჩვენ მიერ ხა­ლი­სით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა ბევრ ცნო­ბილ და წა­რუ­მა­ტებ­ლად და­სა­ხე­ლე­ბულ ადა­მი­ანს არ მო­ე­წო­ნა, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი კი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებ­მა ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა...

სა­ლო­მე ჭა­ჭუა, მო­ცეკ­ვა­ვე:

- მარ­თა­ლი ხართ, გა­სუ­ლი წელი ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, ეს კი პირ­ველ რიგ­ში, პრო­ექ­ტის - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" წყა­ლო­ბით მოხ­და. ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა პრო­ექ­ტის პირ­ველ­მა სე­ზონ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მარ­თა­ლია, მა­შინ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვე­თი­შე, მაგ­რამ ის დრო მა­ინც კარ­გად მახ­სენ­დე­ბა... კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მე­ო­რე სე­ზონ­ზე მე და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე პირ­ველ ად­გილ­ზე გავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ არც მე­ო­რე ად­გი­ლია ური­გო. სხვა­თა შო­რის, ამ წელს არა მარ­ტო კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც გა­მი­მარ­თლა - მშვი­დი და ლა­მა­ზი წელი მქონ­და. მე და გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე უკვე წლე­ბია, ერ­თად ვართ და დიდი ხა­ნია, სტა­ბი­ლურ ბედ­ნი­ე­რე­ბას ვი­ნარ­ჩუ­ნებთ.

- თუ გქონ­და მი­ზა­ნი, რომ­ლის მიღ­წე­ვაც წინა წელს ვერ მო­ას­წა­რი?

- უი, არა... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი ყვე­ლა კარ­გი ამ­ბა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა იცით. ისე კი, რა­ი­მე უჩ­ვე­უ­ლო რომც მომ­ხდა­რი­ყო და არ გცოდ­ნო­დათ, ამას მა­ინც არ გა­გიმ­ხელ­დით (იცი­ნის). რაც შე­ე­ხე­ბა 2013 წელს, ვეც­დე­ბი, არ შევ­ჩერ­დე და კი­დევ ბევ­რი საქ­მე გა­ვა­კე­თო. იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, ძა­ლი­ან ბევ­რს უნდა შრო­მობ­დეს. ასე რომ, შრო­მა­სა და დიდ წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!

ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი:

- ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნად გა­სა­ხე­ლე­ბენ. მარ­თლაც, 2012 წელი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო და მო­მა­ვალ­საც იმე­დის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ... სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე სპორ­ტულ­მა გა­მო­ცე­მამ წლის სპორ­ტსმე­ნა­დაც და­მა­სა­ხე­ლა, რაც ძალ­ზე მე­ა­მა­ყე­ბა. არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა იმ გრძნო­ბას, როცა ხალ­ხს უყ­ვარ­ხარ და შენი წარ­მა­ტე­ბა შენ­სა­ვით უხა­რია. ქუ­ჩა­ში ღი­მი­ლით მე­გე­ბე­ბი­ან. ძი­უ­დო­ში ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, მაგ­რამ ამას­თან ერ­თად, რთუ­ლად მი­საღ­წე­ვიც.

- რო­გორც ვიცი, გო­გო­ნებ­შიც არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობ. ასეა?

- აბა, რა, გზა ამ მხრი­ვაც ხსნი­ლი მაქვს, ხსნი­ლი­იი (იცი­ნის). ეს ხუმ­რო­ბით, ისე კი რა თქმა უნდა, მათ­გა­ნაც დიდ სით­ბოს ვგრძნობ. ასე რომ, რო­გორც წლის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლას დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას, უფ­ლის წყა­ლო­ბას და ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს გი­სურ­ვებთ!

ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ამის­თვის მათ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. კი­დევ, მად­ლო­ბა იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი და ჩემი გმი­რი ასე შე­იყ­ვა­რეს. ვეც­დე­ბით, მა­ყუ­რებ­ლე­ბის იმე­დე­ბი მე­სა­მე სე­ზონ­შიც გა­ვა­მარ­თლოთ, მა­ნამ­დე კი კი­ნო­თე­ატ­რებ­ში სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლი" ელო­დე­ბათ. იმე­დი მაქვს, ძა­ლი­ან ისი­ა­მოვ­ნე­ბენ.

- რო­გორც ვიცი, ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებ­მა 2012 წელს "აღ­მო­გა­ჩი­ნეს"...

- მარ­თა­ლია. ყო­ველ­თვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბად ვით­ვლე­ბო­დი, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, მაგ­რამ დიდი მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ანს, ვინც სე­რი­ალ­შიც და­მა­კა­ვა და მი­თხრა, რომ ფილმში თა­მა­შიც შე­მეძ­ლო; ეს ადა­მი­ა­ნი გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა გახ­ლავთ.

- შე­გიძ­ლია გვი­თხრა, 2012 წელ­მა რა გას­წავ­ლა?

- გავ­ხდი უფრო მე­ტად საქ­მი­ა­ნი, გა­მოვ­ფხიზ­ლდი და დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ დღის 2-3 სა­ა­თამ­დე ძილი მავ­ნე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნი უნდა დგე­ბო­დეს ადრე, მი­დი­ო­დეს სამ­სა­ხურ­ში და საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა გა­ცი­ლე­ბით იოლი ხდე­ბა. რაც მთა­ვა­რია, რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც მო­მა­ვალ წელ­საც გა­ვაგ­რძე­ლებ. სამ­წუ­ხა­როდ, 2012 წელს თე­ატ­რში პრე­მი­ე­რა არ მქო­ნია. ჩემი სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რა ისე იყო დატ­ვირ­თუ­ლი, რომ თე­ატ­რში ან­გა­რი­ში გა­მი­წი­ეს და ძა­ლი­ან აღარ დამ­ტვირ­თეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლას: ეს ძი­ე­ბის პრო­ცე­სი და დიდი შრო­მაა. ამას­თან ერ­თად, გა­მარ­თლე­ბას და გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან ხელ­შე­წყო­ბა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ვცდი­ლობ­დი, საქ­მე შე­მემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა და ძა­ლი­ან აღარ გა­დავღ­ლი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მის ხა­რისხზე აი­სა­ხა. ასე რომ, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა წარ­მა­ტე­ბის წინა პი­რო­ბაა. რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან ბევრ სი­ხა­რულს და ჯან­მრთე­ლო­ბას, თქვენს ჟურ­ნალს კი ტი­რა­ჟის გაზ­რდას ვუ­სურ­ვებ!

ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია, წარ­მა­ტე­ბუ­ლად რომ და­მა­სა­ხე­ლეს. ახლა მივ­ხვდი, რომ ადა­მი­ან­მა შენს ში­ნა­გან რწმე­ნას არ უნდა უღა­ლა­ტო და უნდა გიყ­ვარ­დეს ის საქ­მე, რა­საც აკე­თებ, ამას­თან - კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნო... ხალ­ხის სიყ­ვა­რულს ვგრძნობ და ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ჩემ­თვის. ისე კი, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად კომ­პრო­მი­სე­ბის გა­კე­თე­ბაც ხში­რად გვი­წევს. მთა­ვა­რი კი ის არის, რომ სა­კუ­თარ თავს და საქ­მეს არ უღა­ლა­ტო. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ წელს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გვე­ყო­ლე­ბა გარ­შე­მო.

სა­მო­რი ბალ­დე, მომ­ღე­რა­ლი:

- ძა­ლი­ან კარ­გი წელი მქონ­და: ჯერ ახა­ლი წლის კონ­ცერ­ტი წა­ვიყ­ვა­ნე, მერე პრო­ექ­ტი - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" და­ი­წყო, შემ­დეგ კი სპექ­ტაკლში - "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" ჩა­ვერ­თე; მერე ალ­ბომ­ზე ვი­მუ­შა­ვე და გა­მო­ვუშ­ვი კი­დეც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წინა წლებ­ში გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი არ ვმჯდარ­ვარ, წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნა­ყო­ფი­ე­რი, თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის წელი მქონ­და. ვეც­დე­ბი, ტემ­პი არც 2013-ში და­ვაგ­დო (იცი­ნის). თუმ­ცა, ალ­ბათ, ცოტა "მშვი­დი" წელი მექ­ნე­ბა, რად­გა­ნაც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ნაკ­ლე­ბად ვიქ­ნე­ბი "გა­მო­ჭე­ნე­ბუ­ლი" და ძი­რი­თად დროს თვით­გა­ნათ­ლე­ბას და­ვუთ­მობ.

- რის შეს­წავ­ლას აპი­რებ?

- მე შარ­შა­ნაც ვსწავ­ლობ­დი ხმის ინ­ჟი­ნე­რი­ის კურ­სებ­ზე, მაგ­რამ პრო­ექ­ტის გამო ვერ და­ვას­რუ­ლე... ასე­ვე, მსურს ვის­წავ­ლო მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ო­რია...

- შენი აზ­რით, რა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო?

- წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბა და გა­მარ­თლე­ბაც სა­ჭი­როა. შენ იშ­რო­მე და ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბაო, - ამას ვე­რა­ვინ გე­ტყვის. არა­სო­დეს მნდო­მე­ბია ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისეთ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ­დი, რომ ვი­ცო­დი, ერთ დღეს პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდე­ბო­დი. ასე რომ, ადა­მი­ანს თუ რა­ი­მე მი­ზა­ნი გაქვს, მის მი­საღ­წე­ვად შრო­მა არ უნდა და­გე­ზა­როს. ზოგს ადრე უმარ­თლებს, ზოგს - გვი­ან. მთა­ვა­რია, პო­ტენ­ცი­ა­ლი გქონ­დეს, თო­რემ წყლის წვე­თი ქვას თლის.

- რას გვი­სურ­ვებ?

- მშვი­დო­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას! სჯობს, ხალ­ხმა ნაკ­ლე­ბი იფიქ­როს პო­ლი­ტი­კა­ზე და მეტი დრო თვით­გა­ნათ­ლე­ბას, მე­გობ­რებ­სა და ოჯახს და­უთ­მოს. გარე ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფერ­ში გვარ­გია, ყუ­რა­დღე­ბას არ უნდა ვა­მახ­ვი­ლებ­დეთ.

როცა წლის წა­რუ­მა­ტე­ბელ ადა­მი­ა­ნად და­სა­ხე­ლე­ბულ­მა ანრი ჯო­ხა­ძემ გა­ი­გო, თუ რა­ტომ ვუ­რე­კავ­დი, სა­ლა­პა­რა­კო თემა ისე არ მო­ე­წო­ნა, რომ ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა. ნიკა წუ­ლუ­კი­ძემ კი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი­ვით მკი­თხა, - შენ მო­სა­კი­თხად და მო­სა­ლო­ცად არ და­მი­რე­კავ­დი. მი­თხა­რი, რა გინ­დაო?! როცა ვუ­თხა­რი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წა­რუ­მა­ტე­ბელ ადა­მი­ა­ნად და­ა­სა­ხე­ლა, ძა­ლი­ან შე­წუხ­და. მი­საყ­ვე­დუ­რა: ისე­დაც ავად ვარ, შენ კი ცუდ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნეო. ნი­კას მო­ვუ­ბო­დი­შე და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვე.

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე, თე­ატრმ­ცოდ­ნე:

- თუ იმას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რის კრი­ტი­კოს­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რედ დამ­ნიშ­ნეს, და­ვი­წყე 3 ახა­ლი გა­და­ცე­მა რა­დი­ო­ში, ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ "ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში", წე­სით, წა­რუ­მა­ტე­ბელ ადა­მი­ა­ნად არ უნდა და­ვე­სა­ხე­ლე­ბი­ნეთ... მაგ­რამ სად გაქვთ ჟურ­ნა­ლის­ტებს იმის ნერ­ვე­ბი, რომ გა­მო­კი­თხვა ქუ­ჩა­ში ჩა­ა­ტა­როთ?! ალ­ბათ, დაჯ­დე­ბო­დით სამი ჟურ­ნა­ლის­ტი და მო­მის­ჯი­დით წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას! ამას თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, კი­ნო­ში გა­დაგ­ვი­ღეს მე და დათო ტუ­რაშ­ვი­ლი; ეგ­ვიპ­ტე­ში დაგვპა­ტი­ჟეს და წაგ­ვიყ­ვა­ნეს კი­დეც. კი­დევ, ლონ­დონ­ში ვი­ყა­ვი კარგ საქ­მე­ზე...

- ჰო, მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც ამ გა­მო­კი­თხვა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მჯე­რა, ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. როცა წა­რუ­მა­ტებ­ლად და­გა­სა­ხე­ლეს, აღ­ნიშ­ნეს ის ფაქ­ტი, რომ "იმედ­ში" არც ერთი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი აღარ ხარ... ისე, არც მე ვიცი, ლონ­დონ­ში რა კარგ საქ­მე­ზე იყა­ვი?

- ჯერ ვერ გე­ტყვი. და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა და თქვენც გა­ი­გებთ.

- კარ­გი, მა­შინ "კარგ საქ­მე­ში" წარ­მა­ტე­ბებს და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას გი­სურ­ვებ!

- გა­ი­ხა­რე, გე­ნაც­ვა­ლე...

ნიკა გრი­გო­ლია, შო­უ­მე­ნი:

- სუ­ლაც არ მი­ვიჩ­ნევ, რომ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი წელი მქონ­და. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ წა­მო­ვე­დი, ეს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს. ბო­ლოს და ბო­ლოს, ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ჭი­რეს და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ისევ მე ვარ (იცი­ნის)?! სი­მარ­თლე გი­თხრა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში 2011 წელი ყვე­ლა­ზე სა­ზი­ზღა­რი, 2012 კი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- მა­შინ გვი­თხა­რი, რა­ტომ იყო შენ­თვის გა­სუ­ლი წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი?

- პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე. ძა­ლი­ან მა­გა­რი გოგო მყავს გვერ­დით; გა­სულ წელს ახა­ლი "მოტო" და ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე; მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად ვარ, ვიდ­რე წინა წლებ­ში ვი­ყა­ვი; რაც მთა­ვა­რია, საქ­მე­საც ვა­კე­თებ და ოჯა­ხის­თვი­საც მრჩე­ბა დრო. შარ­შან შემ­ცი­რე­ბა­ში მოვ­ყე­ვი, რად­გან თურ­მე, აღარ ვყო­ფილ­ვარ სა­სა­ცი­ლო. "კო­მე­დი არ­ხი­დან" კი მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მაგ­რამ იქ მუ­შა­ო­ბა არ მინ­დო­და. ასე რომ, მშვე­ნი­ე­რი წელი მქონ­და და იმე­დია, მო­მა­ვა­ლი წელი უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. თქვენც დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ!

გოგა ბარ­ბა­ქა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი? რას ამ­ბობ, ეგ რა მი­თხა­რი?! არა­და, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი მქონ­და. ერთი ეგ იყო, ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი წლის ბო­ლოს და­ი­ხუ­რა და ეს ნამ­დვი­ლად გვე­წყი­ნა, თო­რემ გა­სუ­ლი წელი, იმის წინა წელი, მერე იმის წინა და იმ წი­ნის წინა წე­ლიც ფან­ტას­ტი­კუ­რი იყო ჩემ­თვის. ჰოდა, ახლა და­ჯე­ქი და ეგ წლე­ბი შენ გა­მო­ით­ვა­ლე, მე "პახ­მე­ლი­ა­ზე" ვარ და ნუ და­მათ­ვლე­ვი­ნებ (იცი­ნის). ასე რომ, მჯე­რა, 2013-ში ყვე­ლა ლაღი, კე­თი­ლი და მშვი­დი თუ ვიქ­ნე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გვექ­ნე­ბა. მოკ­ლედ, იხა­რეთ, იბედ­ნი­ე­რეთ და შენ გა­გი­მარ­ჯოს!..

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

2012 წლის წარმატებული და წარუმატებელი ადამიანები

2012 წლის წარმატებული და წარუმატებელი ადამიანები

გასულ კვირას მოქალაქეებს 2012 წლის წარმატებული და წარუმატებელი ადამიანების დასახელება ვთხოვეთ. ჩვენ მიერ ხალისით ჩატარებული გამოკითხვა ბევრ ცნობილ და წარუმატებლად დასახელებულ ადამიანს არ მოეწონა, წარმატებულები კი გამოკითხვის შედეგებმა ძალიან გაახარა...

სალომე ჭაჭუა, მოცეკვავე:

- მართალი ხართ, გასული წელი ჩემთვის აბსოლუტურად წარმატებული იყო, ეს კი პირველ რიგში, პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" წყალობით მოხდა. ჩემი პირველი წარმატება პროექტის პირველმა სეზონმა განაპირობა. მართალია, მაშინ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ძალიან მალე გამოვეთიშე, მაგრამ ის დრო მაინც კარგად მახსენდება... კარგი იქნებოდა, მეორე სეზონზე მე და გიორგი ვარდოსანიძე პირველ ადგილზე გავსულიყავით, მაგრამ არც მეორე ადგილია ურიგო. სხვათა შორის, ამ წელს არა მარტო კარიერული თვალსაზრისით, არამედ პირად ცხოვრებაშიც გამიმართლა - მშვიდი და ლამაზი წელი მქონდა. მე და გიორგი გაჩეჩილაძე უკვე წლებია, ერთად ვართ და დიდი ხანია, სტაბილურ ბედნიერებას ვინარჩუნებთ.

- თუ გქონდა მიზანი, რომლის მიღწევაც წინა წელს ვერ მოასწარი?

- უი, არა... ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ყველა კარგი ამბავი ჟურნალისტებმა იცით. ისე კი, რაიმე უჩვეულო რომც მომხდარიყო და არ გცოდნოდათ, ამას მაინც არ გაგიმხელდით (იცინის). რაც შეეხება 2013 წელს, ვეცდები, არ შევჩერდე და კიდევ ბევრი საქმე გავაკეთო. იმისთვის, რომ ადამიანი წარმატებული იყოს, ძალიან ბევრს უნდა შრომობდეს. ასე რომ, შრომასა და დიდ წარმატებებს გისურვებთ!

ლაშა შავდათუაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი:

- ძალიან სასიამოვნოა, როცა ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანად გასახელებენ. მართლაც, 2012 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე წარმატებული იყო და მომავალსაც იმედის თვალით ვუყურებ... სხვათა შორის, რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ წლის სპორტსმენადაც დამასახელა, რაც ძალზე მეამაყება. არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა ხალხს უყვარხარ და შენი წარმატება შენსავით უხარია. ქუჩაში ღიმილით მეგებებიან. ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონობა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამასთან ერთად, რთულად მისაღწევიც.

- როგორც ვიცი, გოგონებშიც არანაკლები წარმატებით სარგებლობ. ასეა?

- აბა, რა, გზა ამ მხრივაც ხსნილი მაქვს, ხსნილიიი (იცინის). ეს ხუმრობით, ისე კი რა თქმა უნდა, მათგანაც დიდ სითბოს ვგრძნობ. ასე რომ, როგორც წლის ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი, ყველას დიდ ბედნიერებას, უფლის წყალობას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!

ნინო გაჩეჩილაძე, მსახიობი:

- თუ საზოგადოება მიიჩნევს, რომ მე წარმატებული ადამიანი ვარ, ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი. კიდევ, მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი სერიალი და ჩემი გმირი ასე შეიყვარეს. ვეცდებით, მაყურებლების იმედები მესამე სეზონშიც გავამართლოთ, მანამდე კი კინოთეატრებში სრულმეტრაჟიანი ფილმი - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" ელოდებათ. იმედი მაქვს, ძალიან ისიამოვნებენ.

- როგორც ვიცი, ტელემაყურებლებმა 2012 წელს "აღმოგაჩინეს"...

- მართალია. ყოველთვის თეატრის მსახიობად ვითვლებოდი, რაც ძალიან მიხაროდა, მაგრამ დიდი მადლობა იმ ადამიანს, ვინც სერიალშიც დამაკავა და მითხრა, რომ ფილმში თამაშიც შემეძლო; ეს ადამიანი გიორგი ლიფონავა გახლავთ.

- შეგიძლია გვითხრა, 2012 წელმა რა გასწავლა?

- გავხდი უფრო მეტად საქმიანი, გამოვფხიზლდი და დავრწმუნდი იმაში, რომ დღის 2-3 საათამდე ძილი მავნებელია. ადამიანი უნდა დგებოდეს ადრე, მიდიოდეს სამსახურში და საყვარელ საქმეს აკეთებდეს. ამ შემთხვევაში, წარმატების მიღწევა გაცილებით იოლი ხდება. რაც მთავარია, რამდენიმე ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე, რომელთან ურთიერთობასაც მომავალ წელსაც გავაგრძელებ. სამწუხაროდ, 2012 წელს თეატრში პრემიერა არ მქონია. ჩემი სატელევიზიო კარიერა ისე იყო დატვირთული, რომ თეატრში ანგარიში გამიწიეს და ძალიან აღარ დამტვირთეს.

რაც შეეხება ჩემი წარმატების ფორმულას: ეს ძიების პროცესი და დიდი შრომაა. ამასთან ერთად, გამართლებას და გარშემო მყოფებისგან ხელშეწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოფილა შემთხვევა, როცა ვცდილობდი, საქმე შემემსუბუქებინა და ძალიან აღარ გადავღლილიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთებული საქმის ხარისხზე აისახა. ასე რომ, თავდაუზოგავი შრომა წარმატების წინა პირობაა. როგორც წარმატებული ადამიანი, ძალიან ბევრ სიხარულს და ჯანმრთელობას, თქვენს ჟურნალს კი ტირაჟის გაზრდას ვუსურვებ!

ლუკა ზაქარიაძე, მომღერალი:

- ძალიან მიხარია, წარმატებულად რომ დამასახელეს. ახლა მივხვდი, რომ ადამიანმა შენს შინაგან რწმენას არ უნდა უღალატო და უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ, ამასთან - კეთილისმსურველების შენიშვნებიც გაითვალისწინო... ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და ეს ყველაზე მთავარია ჩემთვის. ისე კი, წარმატების მისაღწევად კომპრომისების გაკეთებაც ხშირად გვიწევს. მთავარი კი ის არის, რომ საკუთარ თავს და საქმეს არ უღალატო. იმედი მაქვს, მომავალ წელს ძალიან, ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი გვეყოლება გარშემო.

სამორი ბალდე, მომღერალი:

- ძალიან კარგი წელი მქონდა: ჯერ ახალი წლის კონცერტი წავიყვანე, მერე პროექტი - "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყო, შემდეგ კი სპექტაკლში - "ვერის უბნის მელოდიები" ჩავერთე; მერე ალბომზე ვიმუშავე და გამოვუშვი კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში გულხელდაკრეფილი არ ვმჯდარვარ, წელს განსაკუთრებულად ნაყოფიერი, თვითრეალიზების წელი მქონდა. ვეცდები, ტემპი არც 2013-ში დავაგდო (იცინის). თუმცა, ალბათ, ცოტა "მშვიდი" წელი მექნება, რადგანაც ტელევიზიაში ნაკლებად ვიქნები "გამოჭენებული" და ძირითად დროს თვითგანათლებას დავუთმობ.

- რის შესწავლას აპირებ?

- მე შარშანაც ვსწავლობდი ხმის ინჟინერიის კურსებზე, მაგრამ პროექტის გამო ვერ დავასრულე... ასევე, მსურს ვისწავლო მუსიკალური თეორია...

- შენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო?

- წარმატების მიღწევას დიდი შრომა სჭირდება და გამართლებაც საჭიროა. შენ იშრომე და ყველაფერი იქნებაო, - ამას ვერავინ გეტყვის. არასოდეს მნდომებია ცნობილი ადამიანი ვყოფილიყავი, მაგრამ წლების განმავლობაში ისეთ სფეროში ვმუშაობდი, რომ ვიცოდი, ერთ დღეს პოპულარული გავხდებოდი. ასე რომ, ადამიანს თუ რაიმე მიზანი გაქვს, მის მისაღწევად შრომა არ უნდა დაგეზაროს. ზოგს ადრე უმართლებს, ზოგს - გვიან. მთავარია, პოტენციალი გქონდეს, თორემ წყლის წვეთი ქვას თლის.

- რას გვისურვებ?

- მშვიდობას ვუსურვებ ყველას! სჯობს, ხალხმა ნაკლები იფიქროს პოლიტიკაზე და მეტი დრო თვითგანათლებას, მეგობრებსა და ოჯახს დაუთმოს. გარე ფაქტორებზე, რომელიც ცხოვრებაში არაფერში გვარგია, ყურადღებას არ უნდა ვამახვილებდეთ.

როცა წლის წარუმატებელ ადამიანად დასახელებულმა ანრი ჯოხაძემ გაიგო, თუ რატომ ვურეკავდი, სალაპარაკო თემა ისე არ მოეწონა, რომ ტელეფონი გამითიშა. ნიკა წულუკიძემ კი ჩასაფრებულივით მკითხა, - შენ მოსაკითხად და მოსალოცად არ დამირეკავდი. მითხარი, რა გინდაო?! როცა ვუთხარი, რომ საზოგადოებამ წარუმატებელ ადამიანად დაასახელა, ძალიან შეწუხდა. მისაყვედურა: ისედაც ავად ვარ, შენ კი ცუდ ხასიათზე დამაყენეო. ნიკას მოვუბოდიშე და გამოჯანმრთელება ვუსურვე.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 2012 წელს საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თავმჯდომარედ დამნიშნეს, დავიწყე 3 ახალი გადაცემა რადიოში, ლექციებს ვკითხულობ "ილიას უნივერსიტეტში", წესით, წარუმატებელ ადამიანად არ უნდა დავესახელებინეთ... მაგრამ სად გაქვთ ჟურნალისტებს იმის ნერვები, რომ გამოკითხვა ქუჩაში ჩაატაროთ?! ალბათ, დაჯდებოდით სამი ჟურნალისტი და მომისჯიდით წარუმატებლობას! ამას თავი რომ დავანებოთ, კინოში გადაგვიღეს მე და დათო ტურაშვილი; ეგვიპტეში დაგვპატიჟეს და წაგვიყვანეს კიდეც. კიდევ, ლონდონში ვიყავი კარგ საქმეზე...

- ჰო, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ამ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, მჯერა, ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცოდნენ. როცა წარუმატებლად დაგასახელეს, აღნიშნეს ის ფაქტი, რომ "იმედში" არც ერთი გადაცემის წამყვანი აღარ ხარ... ისე, არც მე ვიცი, ლონდონში რა კარგ საქმეზე იყავი?

- ჯერ ვერ გეტყვი. დაახლოებით 3 კვირაში ყველაფერი გაირკვევა და თქვენც გაიგებთ.

- კარგი, მაშინ "კარგ საქმეში" წარმატებებს და გამოჯანმრთელებას გისურვებ!

- გაიხარე, გენაცვალე...

ნიკა გრიგოლია, შოუმენი:

- სულაც არ მივიჩნევ, რომ წარუმატებელი წელი მქონდა. სამსახურიდან რომ წამოვედი, ეს წარუმატებლობას სულაც არ ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს, ნახევარი საქართველო დაიჭირეს და წარუმატებელი ისევ მე ვარ (იცინის)?! სიმართლე გითხრა, ჩემს ცხოვრებაში 2011 წელი ყველაზე საზიზღარი, 2012 კი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

- მაშინ გვითხარი, რატომ იყო შენთვის გასული წელი წარმატებული?

- პირველ რიგში, იმიტომ, რომ ცოლი მოვიყვანე. ძალიან მაგარი გოგო მყავს გვერდით; გასულ წელს ახალი "მოტო" და ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე; მატერიალურადაც გაცილებით უკეთესად ვარ, ვიდრე წინა წლებში ვიყავი; რაც მთავარია, საქმესაც ვაკეთებ და ოჯახისთვისაც მრჩება დრო. შარშან შემცირებაში მოვყევი, რადგან თურმე, აღარ ვყოფილვარ სასაცილო. "კომედი არხიდან" კი მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ იქ მუშაობა არ მინდოდა. ასე რომ, მშვენიერი წელი მქონდა და იმედია, მომავალი წელი უკეთესი იქნება. თქვენც დიდ ბედნიერებას გისურვებთ!

გოგა ბარბაქაძე, მსახიობი:

- წარუმატებელი? რას ამბობ, ეგ რა მითხარი?! არადა, ძალიან წარმატებული წელი მქონდა. ერთი ეგ იყო, ჩვენი სერიალი წლის ბოლოს დაიხურა და ეს ნამდვილად გვეწყინა, თორემ გასული წელი, იმის წინა წელი, მერე იმის წინა და იმ წინის წინა წელიც ფანტასტიკური იყო ჩემთვის. ჰოდა, ახლა დაჯექი და ეგ წლები შენ გამოითვალე, მე "პახმელიაზე" ვარ და ნუ დამათვლევინებ (იცინის). ასე რომ, მჯერა, 2013-ში ყველა ლაღი, კეთილი და მშვიდი თუ ვიქნებით, აუცილებლად წარმატებული წელი გვექნება. მოკლედ, იხარეთ, იბედნიერეთ და შენ გაგიმარჯოს!..

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება