საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
 ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ევ­რო­საბ­ჭო­ში, მა­მუ­კა ჟღენ­ტი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­მუ­კა ჟღენ­ტმა გა­ნუ­ცხა­და , თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ მას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი იყო რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან, ასე­ვე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია.

"თუმ­ცა ვიცი, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ ეს უკვე ხელ­მო­წე­რი­ლია და პრო­ცე­დუ­რით სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­რი­ღებ­ზე",- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ჟღენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ელ­ჩე­ბის გა­მოწ­ვე­ვის სა­კი­თხი მთავ­რო­ბის და პრე­ზი­დენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­გორც მა­მუ­კა ჟღენ­ტი აცხა­დებს, 18 წე­ლია დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­შია და იმე­დი აქვს, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას შეძ­ლებს, რად­გან ყო­ველ­თვის სამ­შობ­ლოს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

"ალ­ბათ, დავ­რჩე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში. უბ­რა­ლოდ, სად და რა ფორ­მით, ჯერ ეს არ არის ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი", -დას­ძი­ნა ჟღენ­ტმა.

ასე­ვე იხი­ლეთ: "პუ­ტი­ნის ბი­ჭებს "ევა­სე­ბათ" პინგვი­ნე­ბი" - ელ­ჩი­სა და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

 ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში, მამუკა ჟღენტი თანამდებობას ტოვებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა ჟღენტმა განუცხადა , თანამდებობის დატოვების შესახებ მასთან სატელეფონო საუბრები იყო როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თუმცა ოფიციალურად გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ მიუღია.

"თუმცა ვიცი, რომ პრეზიდენტის მიერ ეს უკვე ხელმოწერილია და პროცედურით საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თარიღებზე",- განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

მისივე თქმით, ელჩების გამოწვევის საკითხი მთავრობის და პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება მის მომავალ საქმიანობას, როგორც მამუკა ჟღენტი აცხადებს, 18 წელია დიპლომატიურ სამსახურშია და იმედი აქვს, რომ დიპლომატიური კარიერის გაგრძელებას შეძლებს, რადგან ყოველთვის სამშობლოს ემსახურებოდა.

"ალბათ, დავრჩები დიპლომატიურ სამსახურში. უბრალოდ, სად და რა ფორმით, ჯერ ეს არ არის ჩემთვის ცნობილი", -დასძინა ჟღენტმა.

ასევე იხილეთ: "პუტინის ბიჭებს "ევასებათ" პინგვინები" - ელჩისა და "ნაცმოძრაობის" ლიდერების ვიდეოჩანაწერი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა