იტალიაში, ტოსკანას რეგიონში 90 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 24 წლის ქართველი, ნათია თათარაშვილი დააკავეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს საკონსულოს იტალიაში არ აქვს, თუმცა მკვლელობის შესახებ იტალიური მედია წერს.
მათივე ინფორმაციით, ნათია თათარაშვილი 5 წელია, იტალიაში ცხოვრობს და მოკლულთან მომვლელად მუშაობდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. როგორც იტალიური მედია წერს, ნათია თათარაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე თავის მოკვლა სცადა.
ნათია თათარაშვილი უკვე დააკავეს.