მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს
რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრის ბო­ლოს რუ­სე­თი სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბებს ჩა­ა­ტა­რებს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ბალ­ტი­ის, შავი ზღვის, ჩრდი­ლო­ე­თი და წყნა­რი ოკე­ა­ნე­ე­ბის ფლო­ტე­ბის მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

მსგავ­სი მას­შტა­ბე­ბის სწავ­ლე­ბე­ბი რუ­სე­თის ფლოტ­ში უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სწავ­ლე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას გა­თა­მა­შე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო სცე­ნა­რი. მათ შო­რის ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი სა­ნა­პი­რო ზო­ლი­დან სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დებ­ზე პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის დატ­ვირ­თვის ტაქ­ტი­კუ­რი ეპი­ზო­დი.

სწავ­ლე­ბის­თვის მზა­დე­ბა გა­სუ­ლი 2012 წლის დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში და­ი­წყო. უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თი სამ­ხედ­რო ფლო­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. სა­ყო­ველ­თაო გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, 2020 წლამ­დე ფლო­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე 4,5 მი­ლი­არ­დი რუ­სუ­ლი რუბ­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ხო­მალ­დე­ბის მას­შტა­ბუ­რი მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად (ეს პრო­ცე­სი წლე­ბის წინ უფუ­ლო­ბის გამო და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ხო­მალ­დე­ბის მწყობ­რში დაბ­რუ­ნე­ბა­საც მო­ი­ცავს), რუ­სე­თი საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებს რო­გორც წყალ­ზე­და, ასე­ვე წყალ­ქვე­შა ახა­ლი მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შექ­მნას ახარ­ჯავს. 2013 წლის იან­ვრის და­სა­წყის­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, 2016 წლამ­დე ფლო­ტი 18 საბ­რძო­ლო ხო­მალდს და ექვს ატო­მურ წყალ­ქვე­შა ნავს მი­ი­ღებს.

დღე­ვან­დე­ლი დღის მდგო­მა­რე­ო­ბით, რუ­სე­თის სა­ზღვაო ძა­ლე­ბი ხუთი (ბალ­ტი­ის, შავი და კას­პი­ის ზღვე­ბის, ჩრდი­ლო და წყნა­რი ოკე­ა­ნე­ე­ბის) ფლო­ტის­გან შედ­გე­ბი­ან. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ხუ­თი­ვე ფლო­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 217 სხვა­დას­ხვა ტი­პი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ხო­მალ­დი და 69 წყალ­ქვე­შა ნავი ირი­ცხე­ბა, მათ­გან 48 ატო­მუ­რია.

უკა­ნას­კნე­ლი წყალ­ქვე­შა ნავი ფლოტ­მა 2012 წლის ბო­ლოს მი­ი­ღო. ბა­ლის­ტი­კუ­რი ატო­მუ­რი რა­კე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი"ბო­რე­ის" პრო­ექ­ტით შექ­მნი­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი "იური დოლ­გო­რუ­კი" ფლოტ­მა 30 დე­კემ­ბერს ჩა­ი­ბა­რა. იმა­ვე დღეს ამა­ვე ტი­პის კი­დევ ერთი - რი­გით მე­სა­მე წყალ­ქვე­შა ნავი წყალ­ში ჩა­უშ­ვეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ flot.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს რუსეთი საკუთარი სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობით ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებებს ჩაატარებს. არსებული ინფორმაციით, მასში მონაწილეობას ბალტიის, შავი ზღვის, ჩრდილოეთი და წყნარი ოკეანეების ფლოტების მცურავი საშუალებები მიიღებენ.

მსგავსი მასშტაბების სწავლებები რუსეთის ფლოტში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში არ ჩატარებულა. ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენლების განმარტებით, სწავლების მსვლელობისას გათამაშებული იქნება რამდენიმე სამხედრო სცენარი. მათ შორის ჩრდილო კავკასიის მოუმზადებელი სანაპირო ზოლიდან სადესანტო ხომალდებზე პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის დატვირთვის ტაქტიკური ეპიზოდი.

სწავლებისთვის მზადება გასული 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთი სამხედრო ფლოტის გაძლიერებას დიდ ყურადღებას აქცევს. საყოველთაო გადაიარაღების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020 წლამდე ფლოტის გაძლიერებაზე 4,5 მილიარდი რუსული რუბლი იქნება გამოყოფილი.

არსებული ხომალდების მასშტაბური მოდერნიზაციის პარალელურად (ეს პროცესი წლების წინ უფულობის გამო დაკონსერვებული ხომალდების მწყობრში დაბრუნებასაც მოიცავს), რუსეთი საკმაოდ დიდ თანხებს როგორც წყალზედა, ასევე წყალქვეშა ახალი მცურავი საშუალებების შექმნას ახარჯავს. 2013 წლის იანვრის დასაწყისში გავრცელებული ცნობებით, 2016 წლამდე ფლოტი 18 საბრძოლო ხომალდს და ექვს ატომურ წყალქვეშა ნავს მიიღებს.

დღევანდელი დღის მდგომარეობით, რუსეთის საზღვაო ძალები ხუთი (ბალტიის, შავი და კასპიის ზღვების, ჩრდილო და წყნარი ოკეანეების) ფლოტისგან შედგებიან. არსებული მონაცემებით, ხუთივე ფლოტის შემადგენლობაში 217 სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ხომალდი და 69 წყალქვეშა ნავი ირიცხება, მათგან 48 ატომურია.

უკანასკნელი წყალქვეშა ნავი ფლოტმა 2012 წლის ბოლოს მიიღო. ბალისტიკური ატომური რაკეტებით შეიარაღებული"ბორეის" პროექტით შექმნილი სტრატეგიული წყალქვეშა ნავი "იური დოლგორუკი" ფლოტმა 30 დეკემბერს ჩაიბარა. იმავე დღეს ამავე ტიპის კიდევ ერთი - რიგით მესამე წყალქვეშა ნავი წყალში ჩაუშვეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ flot.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა