კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვეიცარიელები ძაღლებისა და კატების ხორცზე გადადიან
შვეიცარიელები ძაღლებისა და კატების ხორცზე გადადიან

შვე­ი­ცა­რი­ა­ში სულ უფრო კარ­გავს პო­პუ­ლა­რო­ბას ყვე­ლი და შო­კო­ლა­დი. პირ­ველ ად­გილს შვე­ი­ცა­რი­ელ­თა რა­ცი­ონ­ში ძაღ­ლე­ბი­სა და კა­ტე­ბის ხორ­ცი იკა­ვებს. ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ის შე­სა­ხებ შვე­ი­ცა­რუ­ლი გა­ზე­თი Tagesanzeiger წერს.

ძაღ­ლი­სა და კა­ტის ხორ­ცი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს აპენ­ზე­ლი­სა და სენტ-გა­ლე­ნის ფერ­მე­რებ­ში. იქ ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლად როტვე­ი­ლე­რის ხორცს მი­იჩ­ნე­ვენ.

"ჩვენს გა­ტა­ცე­ბა­ში უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რია, - გა­ნუ­ცხა­და გა­ზეთს ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა ფერ­მერ­მა, - ყვე­ლა ხორ­ცი ერ­თია, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, თუ რო­მელ ცხო­ველს ეკუთ­ვნის ის. კა­ტე­ბი­სა და ძაღ­ლე­ბის ხორ­ცი ყვე­ლა­ზე მე­ტად მშე­ნებ­ლებს მოს­წონთ".

ფერ­მე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კა­ტებ­სა და ძაღ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რად საკ­ვე­ბად ზრდი­ან. როცა ისი­ნი იზ­რდე­ბი­ან, მათ და­საკ­ლა­ვად ნაც­ნობ ყა­საბს ქი­რა­ობს.

ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლე­ბი შვე­ი­ცა­რი­ელ­თა ახა­ლი გა­ტა­ცე­ბით შეშ­ფო­თე­ბულ­ნი არი­ან, თუმ­ცა არაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ჯერ­ჯე­რო­ბით კა­ტი­სა და ძაღ­ლის ხორ­ცი კო­მერ­ცი­ულ გა­ყიდ­ვა­ში არ არის, გარ­და ამი­სა, შვე­ი­ცა­რი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის და­ხოც­ვას მხო­ლოდ სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით კრძა­ლავს.

გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა, თუმ­ცა ძაღ­ლე­ბი­სა და კა­ტე­ბის ხორ­ცი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით რე­ი­ნის დაბ­ლობ­ში სარ­გებ­ლობს. ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ხორ­ცის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლე­ბის ში­შით, თა­ვი­ან­თი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლას ერი­დე­ბი­ან. თუმ­ცა მათი რი­ცხვი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა, რაც მათ სი­თა­მა­მეს მა­ტებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Tagesanzeiger-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

შვეიცარიელები ძაღლებისა და კატების ხორცზე გადადიან

შვეიცარიელები ძაღლებისა და კატების ხორცზე გადადიან

შვეიცარიაში სულ უფრო კარგავს პოპულარობას ყველი და შოკოლადი. პირველ ადგილს შვეიცარიელთა რაციონში ძაღლებისა და კატების ხორცი იკავებს. ახალი ტენდენციის შესახებ შვეიცარული გაზეთი Tagesanzeiger წერს.

ძაღლისა და კატის ხორცი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აპენზელისა და სენტ-გალენის ფერმერებში. იქ ყველაზე გემრიელად როტვეილერის ხორცს მიიჩნევენ.

"ჩვენს გატაცებაში უჩვეულო არაფერია, - განუცხადა გაზეთს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფერმერმა, - ყველა ხორცი ერთია, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ცხოველს ეკუთვნის ის. კატებისა და ძაღლების ხორცი ყველაზე მეტად მშენებლებს მოსწონთ".

ფერმერები ამბობენ, რომ კატებსა და ძაღლებს სპეციალურად საკვებად ზრდიან. როცა ისინი იზრდებიან, მათ დასაკლავად ნაცნობ ყასაბს ქირაობს.

ცხოველთა დამცველები შვეიცარიელთა ახალი გატაცებით შეშფოთებულნი არიან, თუმცა არაფრის გაკეთება შეუძლიათ. ჯერჯერობით კატისა და ძაღლის ხორცი კომერციულ გაყიდვაში არ არის, გარდა ამისა, შვეიცარიის კანონმდებლობა შინაური ცხოველების დახოცვას მხოლოდ სასტიკი მეთოდებით კრძალავს.

გაზეთის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ძაღლებისა და კატების ხორცი განსაკუთრებული პოპულარობით რეინის დაბლობში სარგებლობს. შინაური ცხოველების ხორცის მოყვარულები, ცხოველთა დამცველების შიშით, თავიანთი ვინაობის გამხელას ერიდებიან. თუმცა მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც მათ სითამამეს მატებს.

მომზადებულია Tagesanzeiger-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა