პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამორი ბალდემ სადებიუტო ჰიპ-ჰოპის ალბომი გამოუშვა
სამორი ბალდემ სადებიუტო ჰიპ-ჰოპის ალბომი გამოუშვა

პრო­ექ­ტის - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა - სა­მო­რი ბალ­დემ სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ალ­ბო­მის და­ფი­ნან­სე­ბა ერთ-ერ­თმა ბან­კმა ითა­ვა და სა­მორს დიდი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა, სიმ­ღე­რე­ბი კი "ბრა­ვო რე­კორდსის" სტუ­დი­ა­ში ჩა­ი­წე­რა. ალ­ბომ­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი - ჰიპ-ჰო­პის ჟან­რის არის, სა­მორ­მა თა­ვის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ - გოჩა ხუ­ხუნ­თან, იგი­ვე - გრო­ტასკთან ერ­თად იმუ­შა­ვა და მას­ში ათი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბია შე­სუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მო­რი და გრო­ტას­კი ქარ­თულ ტექ­სტებს თა­ვად წე­რენ, არან­ჟი­რე­ბა­საც თვი­თონ აკე­თე­ბენ და კომ­პო­ზი­ცი­ებ­საც ქმნი­ან. ჰიპ-ჰოპი მათი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია და ამ სუბკულ­ტუ­რას ბავ­შვო­ბის ასა­კი­დან მის­დე­ვენ. დუ­ეტს "ძვე­ლი რე­სურ­სი" ჰქვია, ალ­ბომს კი - "გო­ნივ­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა" (ჰიპ - გო­ნივ­რუ­ლი, ჰოპ - მოძ­რა­ო­ბა).

"ჰიპ-ჰოპი ჩვენ­თვის ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან გახ­და თვით­გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო, ხოლო დღე­ის­თვის - მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩვენ გვჯე­რა, რომ ჰიპ-ჰო­პის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჩვენ­ში არ­სე­ბუ­ლი რა­სობ­რი­ვი და კლა­სობ­რი­ვი სა­ზღვრე­ბის წაშ­ლაა", - ამ­ბო­ბენ "ძვე­ლი რე­სურ­სის" წევ­რე­ბი.

ზაზა შენ­გე­ლია, "ბრა­ვო რე­კორდსის" ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ კი­დევ ერთი კარ­გი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. "ბრა­ვო რე­კორდსის­თვის" სა­მორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გახ­ლდათ, ვი­ნა­ი­დან ამ მუ­სი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გან­ხრით პირ­ვე­ლად ვი­მუ­შა­ვეთ. სა­მო­რიც და გო­ჩაც სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათი მუ­სი­კის ტექ­სტე­ბი ქარ­თულ ენა­ზეა და­წე­რი­ლი და ახალ­გაზ­რდულ პრობ­ლე­მებს, მათ ში­ნა­გან სამ­ყა­როს ეხ­მი­ა­ნე­ბა. გარ­კვე­ულ­წი­ლად, პრო­ტეს­ტია არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ და ბევრ სხვა სა­კი­თხსაც შე­ე­ხე­ბა. ეს დუ­ე­ტი სა­კუ­თარ სატ­კი­ვარს მუ­სი­კი­თა და ტექ­სტით გად­მოს­ცემს. 21 დე­კემ­ბერს ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცია ერთ-ერთ კლუბ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ბა­ზარ­ზე იმის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გა­მო­ვა, რა­საც დღემ­დე ვა­კე­თებ­დით და ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ე­რი სეგ­მენ­ტის ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა.

თე­ი­კო კან­დე­ლა­კი, ბან­კის - "რეს­პუბ­ლი­კა" კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი:

- ვცდი­ლობთ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლე­ბი და ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, მათ გან­ვი­თა­რე­ბას მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­მორ­მა ხალ­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, მისი პირ­ვე­ლი დის­კი დაგ­ვე­ფი­ნან­სე­ბი­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­მო­რის სიმ­ღე­რე­ბი ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ ნიჭი არ კმა­რა, ამის­თვის მონ­დო­მე­ბა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

სა­მო­რი ბალ­დე:

- ძა­ლი­ან ძნე­ლია, როცა ფი­ნან­სე­ბის არ­ქო­ნის გამო, სა­კუ­თა­რი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვერ ახერ­ხებ. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სტუ­დი­ა­საც და ბანკსაც, რად­გან მხარ­ში ამოგ­ვიდ­გნენ და მე და გო­ჩას იდე­ე­ბის ხორ­ცშეს­ხმა­ში დაგ­ვეხ­მარ­ნენ. ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ის, რაც მოგ­ვწონს და იმე­დია, ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გე­მოვ­ნე­ბა­საც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

გოჩა ხუ­ხუ­ნი, გრო­ტას­კი:

- მე და სა­მო­რი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ვართ. ასე­თი ალ­ბო­მის ჩა­წე­რა­ზე დიდი ხანი ვოც­ნე­ბობ­დით. ერთხელ ისიც ვთქვით, - სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­როთ და თუნ­დაც, მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტით გა­ვავ­რცე­ლოთ-თქო. წლე­ბის მან­ძილ­ზე ვშრო­მობ­დით, მაგ­რამ იმას ვერ ვი­ღებ­დით, რაც გვინ­დო­და. ჩვენს ად­გი­ლას ზოგი ხელ­საც ჩა­იქ­ნევ­და, მაგ­რამ ჯი­უ­ტე­ბი ვართ, არ ვნებ­დე­ბო­დით. ჰოდა, ბო­ლოს "ბრა­ვო რე­კორდსში" ყვე­ლა­ფე­რი აგ­ვის­რულ­და. სა­მუ­შაო პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რად­გან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვი­ყა­ვით.

სა­მო­რი:

- დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვილს. ის ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სია და ერთი დუ­ე­ტი მას­თან ერ­თა­დაც ჩავ­წე­რე, რო­მე­ლიც ასე­ვე, ალ­ბომ­ში შე­ვი­და. ამ სიმ­ღე­რის არან­ჟი­რე­ბა მას ეკუთ­ვნის, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი­სა კი - მე... სხვა­თა შო­რის, ტექ­სტებ­ში უცენ­ზუ­რო სი­ტყვებს არ ვი­ყე­ნებთ, რად­გან ქარ­თულს არ უხ­დე­ბა; ჩვენს მუ­სი­კა­ში აგ­რე­სი­აც არ იგ­რძნო­ბა. ტექ­სტებ­ში მე­ტა­ფო­რე­ბი ჭარ­ბობს, გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა ფიქ­რის­თვის; ზოგ ტრეკ­ში სი­ტყვე­ბით თა­მაშს ვი­ყე­ნებთ. ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლი­ათ, ბავ­შვებს მო­ას­მე­ნი­ნოთ.

გოჩა:

- ათი­ვე სიმ­ღე­რა ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ თვე­ში და­ი­წე­რა და ჩა­ი­წე­რა კი­დეც. იყო იდეა, რომ ალ­ბო­მის­თვის ტექ­სტე­ბიც დაგ­ვერ­თო, მაგ­რამ ჩვე­ნი ერთი სიმ­ღე­რის ტექ­სტი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ტო­მე­უ­ლე­ბის გა­მოშ­ვე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბო­და (იცი­ნის).

სა­მო­რი:

- ჩემს ტექსტს მე ვწერ, გოჩა - თა­ვი­სას. მე პრო­დი­უ­სე­რი ვარ, გოჩა - დი­ჯეი. მი­ზა­ნი იყო, რომ ქარ­თულ რე­პთან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­კვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი დაგ­ვემსხვრია! შე­ვე­ცა­დეთ, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ალ­ბო­მი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. და კი­დევ, სა­კუ­თარ თავს მუ­სი­კოსს არ ვუ­წო­დებ, ეს უბ­რა­ლოდ, ჩემი ჰო­ბია. მუ­სი­კის თუ რამე გა­მე­გე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლე, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს.

ზაზა შენ­გე­ლია:

- "ბრა­ვო ივენთსი" ცო­ცხა­ლი კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იწყებს მოქ­მე­დე­ბას და ამ საქ­მე­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი ჩა­ერ­თვე­ბა - ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ოთო ნემ­სა­ძე, სოფო ბე­დია, და­თუ­ნა მგე­ლა­ძე, ჯგუ­ფი "ელდრა­ი­ნი" და ა.შ. მათ შო­რის, ცხა­დია, "ძვე­ლი რე­სურ­სიც" იქ­ნე­ბა. ეს დუ­ე­ტი დიდ აუ­დი­ტო­რი­ას შეკ­რებს და ამა­ში 21 დე­კემ­ბერ­საც დარ­წმუნ­დე­ბით. მათ კონ­ცერ­ტებ­სა და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებს ოპე­რი­რე­ბას ჩვენ გა­ვუ­წევთ.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

სამორი ბალდემ სადებიუტო ჰიპ-ჰოპის ალბომი გამოუშვა

სამორი ბალდემ სადებიუტო ჰიპ-ჰოპის ალბომი გამოუშვა

პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" პირველი სეზონის გამარჯვებულმა - სამორი ბალდემ სადებიუტო ალბომზე მუშაობა დაასრულა. მოგეხსენებათ, ალბომის დაფინანსება ერთ-ერთმა ბანკმა ითავა და სამორს დიდი საჩუქარი გაუკეთა, სიმღერები კი "ბრავო რეკორდსის" სტუდიაში ჩაიწერა. ალბომზე, რომელიც ქართული შოუბიზნესისთვის განსხვავებული - ჰიპ-ჰოპის ჟანრის არის, სამორმა თავის ბავშვობის მეგობარ - გოჩა ხუხუნთან, იგივე - გროტასკთან ერთად იმუშავა და მასში ათი მუსიკალური ნაწარმოებია შესული.

აღსანიშნავია, რომ სამორი და გროტასკი ქართულ ტექსტებს თავად წერენ, არანჟირებასაც თვითონ აკეთებენ და კომპოზიციებსაც ქმნიან. ჰიპ-ჰოპი მათი ცხოვრების სტილია და ამ სუბკულტურას ბავშვობის ასაკიდან მისდევენ. დუეტს "ძველი რესურსი" ჰქვია, ალბომს კი - "გონივრული მოძრაობა" (ჰიპ - გონივრული, ჰოპ - მოძრაობა).

"ჰიპ-ჰოპი ჩვენთვის ადრეული ასაკიდან გახდა თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო, ხოლო დღეისთვის - მთავარი საშუალება. ჩვენ გვჯერა, რომ ჰიპ-ჰოპის დანიშნულება ჩვენში არსებული რასობრივი და კლასობრივი საზღვრების წაშლაა", - ამბობენ "ძველი რესურსის" წევრები.

ზაზა შენგელია, "ბრავო რეკორდსის" ხელმძღვანელი:

- მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ. "ბრავო რეკორდსისთვის" სამორთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესო გახლდათ, ვინაიდან ამ მუსიკალური მიმდინარეობის განხრით პირველად ვიმუშავეთ. სამორიც და გოჩაც საინტერესო მუსიკოსები არიან. მნიშვნელოვანია, რომ მათი მუსიკის ტექსტები ქართულ ენაზეა დაწერილი და ახალგაზრდულ პრობლემებს, მათ შინაგან სამყაროს ეხმიანება. გარკვეულწილად, პროტესტია არსებული პრობლემების მიმართ და ბევრ სხვა საკითხსაც შეეხება. ეს დუეტი საკუთარ სატკივარს მუსიკითა და ტექსტით გადმოსცემს. 21 დეკემბერს ალბომის პრეზენტაცია ერთ-ერთ კლუბში გაიმართება. ბაზარზე იმისგან განსხვავებული პროექტი გამოვა, რასაც დღემდე ვაკეთებდით და ვფიქრობ, ნებისმიერი სეგმენტის ახალგაზრდებისთვის მისაღები იქნება.

თეიკო კანდელაკი, ბანკის - "რესპუბლიკა" კორპორაციული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი:

- ვცდილობთ, საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ვიყოთ ჩართულები და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას, მათ განვითარებას მხარი დავუჭიროთ. მოგეხსენებათ, სამორმა ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა და ამიტომაც გადავწყვიტეთ, მისი პირველი დისკი დაგვეფინანსებინა. დარწმუნებული ვარ, სამორის სიმღერები ყველას ძალიან მოეწონება. ეს ადამიანი მაგალითია იმისა, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ნიჭი არ კმარა, ამისთვის მონდომება და თავდაუზოგავი შრომაა აუცილებელი.

სამორი ბალდე:

- ძალიან ძნელია, როცა ფინანსების არქონის გამო, საკუთარი იდეის განხორციელებას ვერ ახერხებ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სტუდიასაც და ბანკსაც, რადგან მხარში ამოგვიდგნენ და მე და გოჩას იდეების ხორცშესხმაში დაგვეხმარნენ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მოგვწონს და იმედია, ადამიანების გარკვეული ნაწილის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს.

გოჩა ხუხუნი, გროტასკი:

- მე და სამორი ბავშვობის მეგობრები ვართ. ასეთი ალბომის ჩაწერაზე დიდი ხანი ვოცნებობდით. ერთხელ ისიც ვთქვით, - სიმღერები ჩავწეროთ და თუნდაც, მხოლოდ ინტერნეტით გავავრცელოთ-თქო. წლების მანძილზე ვშრომობდით, მაგრამ იმას ვერ ვიღებდით, რაც გვინდოდა. ჩვენს ადგილას ზოგი ხელსაც ჩაიქნევდა, მაგრამ ჯიუტები ვართ, არ ვნებდებოდით. ჰოდა, ბოლოს "ბრავო რეკორდსში" ყველაფერი აგვისრულდა. სამუშაო პროცესი სასიამოვნო იყო, რადგან პროფესიონალების გარემოცვაში ვიყავით.

სამორი:

- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ალეკო ბერძენიშვილს. ის ნიჭიერი მუსიკოსია და ერთი დუეტი მასთან ერთადაც ჩავწერე, რომელიც ასევე, ალბომში შევიდა. ამ სიმღერის არანჟირება მას ეკუთვნის, ყველა დანარჩენისა კი - მე... სხვათა შორის, ტექსტებში უცენზურო სიტყვებს არ ვიყენებთ, რადგან ქართულს არ უხდება; ჩვენს მუსიკაში აგრესიაც არ იგრძნობა. ტექსტებში მეტაფორები ჭარბობს, გარკვეული ინფორმაციაა ფიქრისთვის; ზოგ ტრეკში სიტყვებით თამაშს ვიყენებთ. ჩვენი ნამუშევარი თავისუფლად შეგიძლიათ, ბავშვებს მოასმენინოთ.

გოჩა:

- ათივე სიმღერა ფაქტობრივად, ორ თვეში დაიწერა და ჩაიწერა კიდეც. იყო იდეა, რომ ალბომისთვის ტექსტებიც დაგვერთო, მაგრამ ჩვენი ერთი სიმღერის ტექსტი იმდენად დიდია, რომ ტომეულების გამოშვება დაგვჭირდებოდა (იცინის).

სამორი:

- ჩემს ტექსტს მე ვწერ, გოჩა - თავისას. მე პროდიუსერი ვარ, გოჩა - დიჯეი. მიზანი იყო, რომ ქართულ რეპთან დაკავშირებით, გარკვეული სტერეოტიპები დაგვემსხვრია! შევეცადეთ, ყველასგან განსხვავებული ალბომი გაგვეკეთებინა. და კიდევ, საკუთარ თავს მუსიკოსს არ ვუწოდებ, ეს უბრალოდ, ჩემი ჰობია. მუსიკის თუ რამე გამეგება, ყველაფერი დამოუკიდებლად ვისწავლე, მუსიკალური განათლება არ მაქვს.

ზაზა შენგელია:

- "ბრავო ივენთსი" ცოცხალი კონცერტების ჩატარების მიმართულებით იწყებს მოქმედებას და ამ საქმეში ბევრი ნიჭიერი მომღერალი ჩაერთვება - ნინი ბადურაშვილი, ოთო ნემსაძე, სოფო ბედია, დათუნა მგელაძე, ჯგუფი "ელდრაინი" და ა.შ. მათ შორის, ცხადია, "ძველი რესურსიც" იქნება. ეს დუეტი დიდ აუდიტორიას შეკრებს და ამაში 21 დეკემბერსაც დარწმუნდებით. მათ კონცერტებსა და საჯარო გამოსვლებს ოპერირებას ჩვენ გავუწევთ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება