კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება
საქართველოში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში უა­მინ­დო­ბა კვი­რის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

თოვ­ლის სა­ხით მო­სულ ნა­ლექს სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი არ მო­უ­ტა­ნია დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, თე­მურ გი­ორ­გა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი და­ფი­ქირ­და, რაც ძი­რი­თა­დად მოყი­ნულ გზა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მო­ცუ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. "პა­ტარ-პა­ტა­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო, შემ­თხვე­ვე­ბი არის, რაც მთა­ვა­რია არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა",- გან­მარ­ტა გი­ორ­გა­ძემ.

"სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის" თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, გუ­რამ ვახ­ტან­გაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე ჯვრის, ნა­ქე­რა­ლა­სა და გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხი­ლებ­ზე მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია მხო­ლოდ მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად მი­საბ­მე­ლი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის. მი­სი­ვე თქმით, შე­ზღუდ­ვე­ბი ამ ეტაპ­ზე არ ვრცელ­დე­ბა რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე.

შპს "თბილ­სერ­ვი­სის ჯგუ­ფის" დი­რექ­ტო­რის თორ­ნი­კე ში­ო­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის ყვე­ლა ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი მოყ­რი­ლია და სა­მუ­შა­ო­ე­ბი შიდა ქუ­ჩებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მი­სი­ვე თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის მოყ­რა 3 დღეა და­ი­წყო, თუმ­ცა წუ­ხელ ღა­მის 4 სა­ა­თი­დან სა­მუ­შა­ო­ე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ში­ო­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ზო­გი­ერთ ქუ­ჩა­ზე, მა­გა­ლი­თად, ნუ­ცუ­ბი­ძის გამ­ზირ­ზე მა­რი­ლის დაყ­რა უკვე გან­მე­ო­რე­ბით ხდე­ბა. გარ­და ამი­სა, მა­რი­ლი იყ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში და ხი­დებ­ზე. მი­სი­ვე თქმით, ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის საკ­მა­რი­სი მა­რა­გია და 50-მდე ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა მზად­ყოფ­ნა­შია. ამა თუ იმ ქუ­ჩა­ზე სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის გას­ვლა და მა­რი­ლის დაყ­რა მე­რი­ის ცხელ ხაზ­ზე შე­სუ­ლი ზა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას ელო­დე­ბი­ან. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლის, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ლე­ქი სუს­ტი თოვ­ლის სა­ხით ხვა­ლაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ხვალ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - წვი­მას, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თოვლს პროგ­ნო­ზი­რე­ბენ.

თბი­ლის­ში დღეს ღა­მით მი­ნუს 2 გრა­დუ­სი, ხვალ კი პლი­უს 4 გრა­დუ­სი სით­ბოა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 დე­კემ­ბრი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რა კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს. ხოლო 21 დე­კემ­ბერს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით იწ­ვი­მებს, მთა­ში კი მო­თოვს.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის ცნო­ბით, არამ­დგრა­დი ამინ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში კვი­რის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ანა მარ­შა­ნია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

საქართველოში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება

საქართველოში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება

საქართველოში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

თოვლის სახით მოსულ ნალექს სერიოზული ზიანი არ მოუტანია დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში უმნიშვნელო რაოდენობის გამოძახებები დაფიქირდა, რაც ძირითადად მოყინულ გზაზე ავტომობილების მოცურებას უკავშირდება. "პატარ-პატარა უმნიშვნელო, შემთხვევები არის, რაც მთავარია არავინ დაშავებულა",- განმარტა გიორგაძემ.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ ვახტანგაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯვრის, ნაქერალასა და გომბორის უღელტეხილებზე მოძრაობა აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. მისივე თქმით, შეზღუდვები ამ ეტაპზე არ ვრცელდება რიკოთის უღელტეხილზე.

შპს "თბილსერვისის ჯგუფის" დირექტორის თორნიკე შიოლაშვილის ინფორმაციით, თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ტექნიკური მარილი მოყრილია და სამუშაოები შიდა ქუჩებზე მიმდინარეობს. მისივე თქმით, დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილის მოყრა 3 დღეა დაიწყო, თუმცა წუხელ ღამის 4 საათიდან სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. შიოლაშვილის განმარტებით, ზოგიერთ ქუჩაზე, მაგალითად, ნუცუბიძის გამზირზე მარილის დაყრა უკვე განმეორებით ხდება. გარდა ამისა, მარილი იყრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ხიდებზე. მისივე თქმით, ტექნიკური მარილის საკმარისი მარაგია და 50-მდე ერთეული ტექნიკა მზადყოფნაშია. ამა თუ იმ ქუჩაზე სამუშაო ჯგუფების გასვლა და მარილის დაყრა მერიის ცხელ ხაზზე შესული ზარების საფუძველზე ხდება.

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ტემპერატურის მატებას ელოდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომლის, სვეტლანა ნიორაძის ცნობით, საქართველოში ნალექი სუსტი თოვლის სახით ხვალაც მოსალოდნელია.

სინოპტიკოსები ხვალ დასავლეთ საქართველოში - წვიმას, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში თოვლს პროგნოზირებენ.

თბილისში დღეს ღამით მინუს 2 გრადუსი,  ხვალ კი პლიუს 4 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 20 დეკემბრიდან ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. ხოლო 21 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს, მთაში კი მოთოვს.

სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ანა მარშანია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"