კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაჯდა "აკვალაზიკა" 2 მილიონის ნაცვლად 17 მილიონი?!
რატომ დაჯდა "აკვალაზიკა" 2 მილიონის ნაცვლად 17 მილიონი?!

აკ­ვა­პარ­კი ლა­ზი­კა­ში, თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­სა და თე­ლავ­ში - სხვა­დას­ხვა დროს ამ და­სას­ვე­ნე­ბელ ობი­ექ­ტებს სა­ზე­ი­მოდ ხან პრე­ზი­დენ­ტი ხსნი­და, ხა­ნაც მხა­რის გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი თუ ქა­ლა­ქის­თა­ვე­ბი. თუმ­ცა, ცო­ტამ თუ იცის, რო­გორ და რის ფა­სად შენ­დე­ბო­და ისი­ნი და რა­ტომ და­უჯ­და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს ლა­ზი­კა­ში აკ­ვა­პარ­კის აშე­ნე­ბა 17 მი­ლი­ო­ნი ლარი მა­შინ, როცა მისი აშე­ნე­ბა მაქ­სი­მუმ 2 მი­ლი­ო­ნი უნდა დამ­ჯდა­რი­ყო. და კი­დევ, რა ხელი ჰქონ­და მა­შინ­დელ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს გა­სარ­თობ-სა­რეკ­რე­ა­ციო ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან, რო­მელ­საც კერ­ძო კომ­პა­ნია აშე­ნებ­და.

აკ­ვა­პარ­კე­ბი თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­სა და თე­ლავ­ში კომ­პა­ნია "ევ­რო­პარკს" ეკუთ­ვნის, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც ბიზ­ნეს­მე­ნი აკა­კი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლია. ამ­ბობს, რომ აქამ­დე სა­ჯა­როდ არას­დროს გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბი მო­ის­მი­ნა, თავი ვალ­დე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლა, გან­მარ­ტე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­ში ბიზ­ნე­სი მქონ­და. 2005 წელს თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი და ვი­ყი­დე მი­წის ნაკ­ვე­თი - ყო­ფი­ლი ტრი­კო­ტა­ჟის ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც იმ დროს უკვე გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად მინ­დო­და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი ამე­შე­ნე­ბი­ნა, სა­დაც აკ­ვა­პარ­კიც იქ­ნე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექ­ტი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დარ­ჩა, მა­კეტს მა­ინც სა­გულ­და­გუ­ლოდ ვი­ნა­ხავ.

თბი­ლი­სის აკ­ვა­პარ­კის აშე­ნე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა იდეა და ეს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლიც იყო, რომ აკ­ვა­პარ­კე­ბი ამე­შე­ნე­ბი­ნა ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­სა და თე­ლავ­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში მათი მშე­ნებ­ლო­ბა 12 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­მიჯ­და და დღეს იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, რომ მი­წის გა­და­სა­ხადსაც ვერ ვიხ­დი, ყვე­ლა სა­ბან­კო ან­გა­რი­ში და­ყა­და­ღე­ბუ­ლი მაქვს. იმ­თა­ვით­ვე ვი­ცო­დი, რომ თე­ლავ­ში აკ­ვა­პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბა წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც დავ­თან­ხმდი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ აუქ­ცი­ონ­ში და თე­ლავ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ვი­ძი­ნე. ეს პი­რო­ბი­თი აუქ­ცი­ო­ნი იყო. ობი­ექ­ტში 1 800 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით ინ­ვეს­ტი­ცია უნდა ჩა­მე­დო და აკ­ვა­პარ­კი ამე­შე­ნე­ბი­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

რატომ დაჯდა "აკვალაზიკა" 2 მილიონის ნაცვლად 17 მილიონი?!

რატომ დაჯდა "აკვალაზიკა" 2 მილიონის ნაცვლად 17 მილიონი?!

აკვაპარკი ლაზიკაში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში - სხვადასხვა დროს ამ დასასვენებელ ობიექტებს საზეიმოდ ხან პრეზიდენტი ხსნიდა, ხანაც მხარის გუბერნატორები თუ ქალაქისთავები. თუმცა, ცოტამ თუ იცის, როგორ და რის ფასად შენდებოდა ისინი და რატომ დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს ლაზიკაში აკვაპარკის აშენება 17 მილიონი ლარი მაშინ, როცა მისი აშენება მაქსიმუმ 2 მილიონი უნდა დამჯდარიყო. და კიდევ, რა ხელი ჰქონდა მაშინდელ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს გასართობ-სარეკრეაციო ობიექტების მშენებლობასთან, რომელსაც კერძო კომპანია აშენებდა.

აკვაპარკები თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში კომპანია "ევროპარკს" ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი აკაკი სულხანიშვილია. ამბობს, რომ აქამდე საჯაროდ არასდროს გამოჩენილა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უსაფუძვლო ბრალდებები მოისმინა, თავი ვალდებულად ჩათვალა, განმარტება გაეკეთებინა.

- წლების განმავლობაში რუსეთში ბიზნესი მქონდა. 2005 წელს თბილისში ჩამოვედი და ვიყიდე მიწის ნაკვეთი - ყოფილი ტრიკოტაჟის ქარხნის ტერიტორია, რომელიც იმ დროს უკვე გაპარტახებული იყო. თავდაპირველად მინდოდა სავაჭრო ცენტრი ამეშენებინა, სადაც აკვაპარკიც იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი განუხორციელებელი დარჩა, მაკეტს მაინც საგულდაგულოდ ვინახავ.

თბილისის აკვაპარკის აშენების შემდეგ გაჩნდა იდეა და ეს მაშინდელი ხელისუფლების სურვილიც იყო, რომ აკვაპარკები ამეშენებინა ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. საერთო ჯამში მათი მშენებლობა 12 მილიონი დოლარი დამიჯდა და დღეს იმ მდგომარეობაში ვარ, რომ მიწის გადასახადსაც ვერ ვიხდი, ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებული მაქვს. იმთავითვე ვიცოდი, რომ თელავში აკვაპარკის მშენებლობა წამგებიანი იქნებოდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი, მონაწილეობა მიმეღო სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ აუქციონში და თელავში უძრავი ქონება შევიძინე. ეს პირობითი აუქციონი იყო. ობიექტში 1 800 000 დოლარის ოდენობით ინვესტიცია უნდა ჩამედო და აკვაპარკი ამეშენებინა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"