მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიწიერი სამოთხე" - Victoria’s secret-ის ახალი ფოტოსესია
"მიწიერი სამოთხე" - Victoria’s secret-ის ახალი ფოტოსესია

ზო­გის­თვის სამ­სა­ხუ­რი მო­სა­წყე­ნი რუ­ტი­ნაა, Victoria’s secret-ის მო­დე­ლე­ბის­თვის კი მუდ­მი­ვი სი­ა­მოვ­ნე­ბა. ამ დღე­ებ­ში გო­გო­ნებ­მა სენ-ბარტსის ტრო­პი­კულ სა­ნა­პი­რო­ზე სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მე­ბის ახა­ლი კა­ტა­ლო­გის­თვის­ვის იპო­ზი­ო­რეს. კა­ტა­ლო­გი ჯერ არ გა­მო­სუ­ლა, თუმ­ცა პა­პა­რა­ცებ­მა ფო­ტო­სე­სი­ის დროს რამ­დე­ნი­მე "ან­გე­ლო­ზის" გა­და­ღე­ბა შეძ­ლეს.

რეკ­ლა­მა­ზე კომ­პა­ნი­ას თან­ხის და­ხარ­ჯვა არას­დროს ენა­ნე­ბა - თუ სა­უ­ბა­რია მა­ნე­კე­ნებ­ზე, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად მო­დე­ლებს არ­ჩევს, ხოლო თუ საქ­მე "დე­კო­რა­ცი­ას" შე­ე­ხე­ბა - ყვე­ლა­ზე თვალ­წარმ­ტაცს. ტრო­პი­კუ­ლი სენ-ბარტსი მი­ლი­არ­დელ­თა მე­ქაა: სახ­ლე­ბი და აგა­რა­კე­ბი იქ არა­ერთ მდი­დარ და ცნო­ბილ ადა­მი­ანს აქვს შე­ძე­ნი­ლი და თუ ფო­ტო­ე­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, კა­რი­ბის ზღვის ეს პა­ტა­რა მი­წის ნაგ­ლე­ჯი ამად ღირს - სენ-ბარტსი ნამ­დვი­ლი მი­წი­ე­რი სა­მო­თხეა.

პა­პა­რა­ცებ­მა ჯერ მხო­ლოდ ქენ­დის სვე­ინ­პო­ლი­სა და მა­რი­ნა ლინ­ჩუ­კის გა­და­ღე­ბა მო­ას­წრეს, თუმ­ცა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კუნ­ძულ­ზე ბრენ­დის და­ნარ­ჩე­ნი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც ჩავ­ლენ - მათ შო­რის, მი­რან­და კერი, ად­რი­ა­ნა ლიმა და ალე­სან­დრა ამ­ბრო­სიო.

23 წლის სამ­ხრეთ აფ­რი­კელ­მა სვე­ინ­პოლ­მა ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნი­ა­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა, მე­ო­რე მო­დე­ლი კი Victoria’s secret-ის "ან­გე­ლო­ზის" სტა­ტუ­სით ჯერ­ჯე­რო­ბით არც ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლია, თუმ­ცა 24 წლის მინ­სკე­ლი მო­დე­ლი მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე მოხ­ვედ­რი­ლა. 2009 წელს ფრან­გულ­მა Vogue-მ მა­რი­ნა 2000-იანი წლე­ბის 30 სა­უ­კე­თე­სო მო­დელს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა.

ასე­ვე იხი­ლეთ: Victoria’s secret-ის მო­დე­ლე­ბის ფო­ტო­სე­სია სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მებ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

"მიწიერი სამოთხე" - Victoria’s secret-ის ახალი ფოტოსესია

"მიწიერი სამოთხე" - Victoria’s secret-ის ახალი ფოტოსესია

ზოგისთვის სამსახური მოსაწყენი რუტინაა, Victoria’s secret-ის მოდელებისთვის კი მუდმივი სიამოვნება. ამ დღეებში გოგონებმა სენ-ბარტსის ტროპიკულ სანაპიროზე საცურაო კოსტუმების ახალი კატალოგისთვისვის იპოზიორეს. კატალოგი ჯერ არ გამოსულა, თუმცა პაპარაცებმა ფოტოსესიის დროს რამდენიმე "ანგელოზის" გადაღება შეძლეს.

რეკლამაზე კომპანიას თანხის დახარჯვა არასდროს ენანება - თუ საუბარია მანეკენებზე, ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს არჩევს, ხოლო თუ საქმე "დეკორაციას" შეეხება - ყველაზე თვალწარმტაცს. ტროპიკული სენ-ბარტსი მილიარდელთა მექაა: სახლები და აგარაკები იქ არაერთ მდიდარ და ცნობილ ადამიანს აქვს შეძენილი და თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, კარიბის ზღვის ეს პატარა მიწის ნაგლეჯი ამად ღირს - სენ-ბარტსი ნამდვილი მიწიერი სამოთხეა.

პაპარაცებმა ჯერ მხოლოდ ქენდის სვეინპოლისა და მარინა ლინჩუკის გადაღება მოასწრეს, თუმცა უახლოეს დღეებში კუნძულზე ბრენდის დანარჩენი ცნობილი სახეებიც ჩავლენ - მათ შორის, მირანდა კერი, ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო.

23 წლის სამხრეთ აფრიკელმა სვეინპოლმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაიკავა, მეორე მოდელი კი Victoria’s secret-ის "ანგელოზის" სტატუსით ჯერჯერობით არც ისეთი პოპულარულია, თუმცა 24 წლის მინსკელი მოდელი მსოფლიოს მრავალი წამყვანი ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილა. 2009 წელს ფრანგულმა Vogue-მ მარინა 2000-იანი წლების 30 საუკეთესო მოდელს შორის დაასახელა.

ასევე იხილეთ: Victoria’s secret-ის მოდელების ფოტოსესია საცურაო კოსტუმებში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება