მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკოტა ფენინგი: "მე და ჩემი და კონკურენტები არ ვართ!"
დაკოტა ფენინგი: "მე და ჩემი და კონკურენტები არ ვართ!"

19 წლის ჰო­ლი­ვუ­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი და­კო­ტა ფე­ნინ­გი, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი გა­ით­ქვა ვამ­პი­რი ჯე­ი­ნის რო­ლით ფილმში "ბინ­დი", ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, რო­გორც წესი, გუ­ლახ­დი­ლია. მან ამ­ჯე­რა­დაც გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა ასე­ვე ცნო­ბილ დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და კრის­ტენ სტი­უ­არტთან მე­გობ­რო­ბა­ზე.

და­კო­ტამ კი­ნო­ში გა­და­ღე­ბა 6 წლი­დან და­ი­წყო. ამ­ჟა­მად მის ან­გა­რიშ­ზე რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფილ­მი და ისეთ პარტნი­ო­რებ­თან ნა­მუ­შევ­რე­ბია, რო­გო­რე­ბიც არი­ან შონ პენი, რიზ უი­ზერ­სპუ­ნი, ტომ კრუ­ზი და რა­სელ კროუ. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია და დიდი ხა­ნია, ნიუ-იორკში სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს და მო­დის ინ­დუსტრი­ა­შიც მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბებს.

"ისე­თი გან­ცდა მაქ­ვს, თით­ქოს ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვცხოვ­რობ. გა­და­ღე­ბე­ბი კი... ასე მგო­ნია, ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და ეს საქ­მე და ყო­ველ­თვის შე­მეძ­ლო. მომ­წონს და ვგიჟ­დე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ამას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რომ ვდგა­ვარ, ასე მგო­ნია, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვარ ამ­ქვეყ­ნად. გა­მი­მარ­თლა, რომ ბავ­შვო­ბი­დან ვა­კე­თებ იმას, რაც მინ­და", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

და­კო­ტას ხში­რად ად­არე­ბენ უმ­ცროს დას - ელ ფე­ნინგს, რო­მე­ლიც ნორ­ჩი ასა­კი­საა, ასე­ვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია და უკვე მო­ას­წრო თა­მა­ში ისეთ ფილ­მებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა: "მო­რი­გე მამა", "მე - სემი" და "სუ­პერ 8". თუმ­ცა დებს შო­რის მე­ტო­ქე­ო­ბა არ ყო­ფი­ლა. თი­თო­ე­ულ­მა თა­ვი­სი გზა აირ­ჩია და ერ­თმა­ნეთს ხელს არ უშ­ლი­ან.

"მომ­წონს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. მთა­ვა­რია, რომ ახლა არ უნდა გა­ვი­ყო აბა­ზა­ნა უმ­ცროს დას­თან! თა­ვის­თა­ვად, ამას სიყ­ვა­რუ­ლით ვამ­ბობ. რა თქმა უნდა, ჯერ ეს ყვე­ლა­ფე­რი უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ჩემი პი­რა­დი სივ­რცე მაქვს, ჯერ კი­დევ მა­ო­ცებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მარ­ტო ვარ და არა­ვინ უყუ­რებს, რას ვა­კე­თებ. გარ­კვე­ულ ხანს დედა იყო ჩემ­თან ნიუ-იორკში, დარ­წმუნ­და, რომ კარ­გად დავ­ბი­ნავ­დი, მას­წავ­ლა მომ­ზა­დე­ბა, ტან­საც­მლის რე­ცხვა", - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი.

და­კო­ტას ძა­ლი­ან სწყდე­ბა გული, რომ უკვე დას­რულ­და ცნო­ბილ საგა "ბინ­დზე" მუ­შა­ო­ბა. მან მო­ას­წრო კრის­ტენ სტი­უ­არტთან და­მე­გობ­რე­ბა, თუმ­ცა­ღა ფილმში თავ­გა­დაკ­ლულ მტრებს თა­მა­შო­ბენ. ფე­ნინგს უხა­რია, რომ ამ ფილ­მე­ბის ნა­წი­ლი გახ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ვერ არის, რო­გო­რე­ბიც პა­ტინ­სო­ნი და სტი­უ­არ­ტი არი­ან.

"როცა იტა­ლი­ა­ში ვი­ყა­ვით გა­და­ღე­ბებ­ზე, მო­ე­დან­ზე ხუთი ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. რო­ბერ­ტი მან­ქა­ნის­კენ რომ მი­დი­ო­და, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ გო­გო­ნე­ბი უბ­რა­ლოდ გა­გიჟ­დე­ბოდ­ნენ! საკ­მა­რი­სი იყო მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, ყვე­ლა­ნი ყვი­რილს იწყებ­დნენ. ყვე­ლა მარ­ტო იმი­ტომ იყო შეკ­რე­ბი­ლი, რომ რო­ბერ­ტი და კრის­ტე­ნი ენა­ხათ", - ამ­ბობს და­კო­ტა ფე­ნინ­გი.

მალე ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოვა ფილ­მი "ახლა სწო­რედ დროა", რო­მელ­შიც მსა­ხი­ო­ბი სა­სიკ­ვდი­ლო სე­ნით დაავ­ადე­ბულ გო­გო­ნას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. და­კო­ტას იმე­დი აქვს, რომ ეს რო­ლიც კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იქ­ნე­ბა მის კა­რი­ე­რა­ში.

GQ

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

დაკოტა ფენინგი: "მე და ჩემი და კონკურენტები არ ვართ!"

დაკოტა ფენინგი: "მე და ჩემი და კონკურენტები არ ვართ!"

19 წლის ჰოლივუდელი მსახიობი დაკოტა ფენინგი, რომელმაც სახელი გაითქვა ვამპირი ჯეინის როლით ფილმში "ბინდი", ჟურნალისტებთან, როგორც წესი, გულახდილია. მან ამჯერადაც გულწრფელად ისაუბრა ასევე ცნობილ დასთან ურთიერთობასა და კრისტენ სტიუარტთან მეგობრობაზე.

დაკოტამ კინოში გადაღება 6 წლიდან დაიწყო. ამჟამად მის ანგარიშზე რამდენიმე გახმაურებული ფილმი და ისეთ პარტნიორებთან ნამუშევრებია, როგორებიც არიან შონ პენი, რიზ უიზერსპუნი, ტომ კრუზი და რასელ კროუ. დამოუკიდებელი ადამიანია და დიდი ხანია, ნიუ-იორკში საკუთარ ბინაში ცხოვრობს. უნივერსიტეტში სწავლობს და მოდის ინდუსტრიაშიც მიაღწია წარმატებებს.

"ისეთი განცდა მაქ­ვს, თითქოს ძალიან დიდი ხანია ვცხოვრობ. გადაღებები კი... ასე მგონია, ყოველთვის მიყვარდა ეს საქმე და ყოველთვის შემეძლო. მომწონს და ვგიჟდები ყველაფერზე, რაც ამასთან არის დაკავშირებული. გადასაღებ მოედანზე რომ ვდგავარ, ასე მგონია, ყველაზე ბედნიერი ვარ ამქვეყნად. გამიმართლა, რომ ბავშვობიდან ვაკეთებ იმას, რაც მინდა", - ამბობს მსახიობი.

დაკოტას ხშირად ად­არებენ უმცროს დას - ელ ფენინგს, რომელიც ნორჩი ასაკისაა, ასევე ცნობილი მსახიობია და უკვე მოასწრო თამაში ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "მორიგე მამა", "მე - სემი" და "სუპერ 8". თუმცა დებს შორის მეტოქეობა არ ყოფილა. თითოეულმა თავისი გზა აირჩია და ერთმანეთს ხელს არ უშლიან.

"მომწონს დამოუკიდებლობა. მთავარია, რომ ახლა არ უნდა გავიყო აბაზანა უმცროს დასთან! თავისთავად, ამას სიყვარულით ვამბობ. რა თქმა უნდა, ჯერ ეს ყველაფერი უცნაურად მეჩვენება, რომ ჩემი პირადი სივრცე მაქვს, ჯერ კიდევ მაოცებს ის გარემოება, რომ მარტო ვარ და არავინ უყურებს, რას ვაკეთებ. გარკვეულ ხანს დედა იყო ჩემთან ნიუ-იორკში, დარწმუნდა, რომ კარგად დავბინავდი, მასწავლა მომზადება, ტანსაცმლის რეცხვა", - ამბობს ახალგაზრდა მსახიობი.

დაკოტას ძალიან სწყდება გული, რომ უკვე დასრულდა ცნობილ საგა "ბინდზე" მუშაობა. მან მოასწრო კრისტენ სტიუარტთან დამეგობრება, თუმცა­ღა ფილმში თავგადაკლულ მტრებს თამაშობენ. ფენინგს უხარია, რომ ამ ფილმების ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი პოპულარული ვერ არის, როგორებიც პატინსონი და სტიუარტი არიან.

"როცა იტალიაში ვი­ყავით გადაღებებ­ზე, მოედანზე ხუთი ათასამდე ადამიანი შე­იკრიბა. რობერტი მანქანისკენ რომ მიდიოდა, მეჩვენებოდა, რომ გოგონები უბრალოდ გაგიჟდებოდნენ! საკმარისი იყო მსახიობები გამოჩენილიყვნენ, ყველანი ყვირილს იწყებდნენ. ყველა მარტო იმიტომ იყო შეკრებილი, რომ რობერტი და კრისტენი ენახათ", - ამბობს დაკოტა ფენინგი.

მალე ეკრანებზე გა­მოვა ფილმი "ახლა სწორედ დროა", რო­მელშიც მსახიობი სა­სიკვდილო სენით დაავ­ადებულ გოგონას განასახიერებს. დაკოტას იმედი აქვს, რომ ეს როლიც კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი იქნება მის კარიერაში.

GQ

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება