მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
81 წლის მოხუცი, რომელიც უამრავ კატასთან ერთად ცხოვრობს
81 წლის მოხუცი, რომელიც უამრავ კატასთან ერთად ცხოვრობს

81 წლის იუ­ლია სმირ­ნო­ვა-ხე­ლაშ­ვი­ლი ბევრ კა­ტას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, კა­ტე­ბი მისი "ექი­მე­ბი" არი­ან - ჯან­მრთე­ლო­ბას უნარ­ჩუ­ნე­ბენ. იუ­ლია ბე­ბოს დილა კა­ტებ­ზე ზრუნ­ვით იწყე­ბა. ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი მოთ­მი­ნე­ბით ელი­ან, მზრუნ­ვე­ლი პატ­რო­ნი საკ­ვებს სუფ­თა თეფ­შით რო­დის შეს­თა­ვა­ზებს - ჭუ­ჭყი­ა­ნი ჭურ­ჭე­ლი მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია! ბე­ბომ და­სა­ლე­ვი წყა­ლიც ხში­რად უნდა გა­მო­უც­ვა­ლოს, თო­რემ კა­ტე­ბი ჯამ­თან სხდე­ბი­ან და კნა­ვი­ან - ჭუ­ჭყი­ან წყლის ქო­ნას ასე აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

იუ­ლია სმირ­ნო­ვა-ხე­ლაშ­ვი­ლი:

- რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ კა­ლი­ნინ­ში (ახ­ლან­დელ ტვერ­ში) ვცხოვ­რობ­დი. თხე­ბი, ღო­რე­ბი და ქათ­მე­ბი გვყავ­და. სა­ერ­თოდ, რუ­სებს ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მგე­ლიც რომ მო­ვი­დეს, არა­ფერს და­მი­შა­ვებს. ტყე­ში ხი­ლი­სა და სო­კოს საკ­რე­ფად ხში­რად დავ­დი­ო­დი. თავს ამით ვირ­ჩენ­დით. და­ახ­ლო­ე­ბით, 12 წლის ვი­ყა­ვი, როცა ტყე­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად დათვს გა­და­ვა­წყდი - ჟო­ლოს ჭამ­და. შე­მომ­ხე­და. მშვი­დად ვუ­თხა­რი: დათ­ვო, შენც ჟო­ლოს ჭამ? კარ­გი, შენ ჭამე, მე კი წა­ვალ-მეთ­ქი. თა­ვი­სე­ბუ­რად მი­პა­სუ­ხა - გარ­კვე­უ­ლი ბგე­რე­ბი გა­მოს­ცა. არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია... ცხო­ვე­ლე­ბი ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­საც უყ­ვარ­დათ. დე­და­ჩე­მი სად­მე რომ წა­ვი­დო­და და შინ საჭ­მელს არ და­ტო­ვებ­და, ბავ­შვე­ბი კა­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ რძეს ვსვამ­დით. ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მუშა გახ­ლდათ, - ომის შემ­დეგ დან­გრე­უ­ლი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მე 17 წლი­დან ოჯახს ვარ­ჩენ­დი - სამ­ხედ­რო კომ­ბი­ნატ­ში ვმუ­შა­ობ­დი.

მამა ომში და­მე­ღუ­პა, ჩემი და ბავ­შვი იყო - ჩემ­ზე 6 წლით უმ­ცრო­სია, დედა კი ავად­მყო­ფობ­და - სულ ლო­გინ­ში იწვა. ოჯახ­ში ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვა­კე­თებ­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლა არ მინ­დო­და, მაგ­რამ დე­და­ჩემ­მა ჩემი მო­მა­მა­ვა­ლი ქმრის შე­სა­ხებ მი­თხრა: კარ­გი ბი­ჭია, არ სვამს, პა­პი­როსს არ ეწე­ვაო და ა.შ. მოკ­ლედ, გავ­თხოვ­დი, კა­ლი­ნინ­ში ხელი მო­ვა­წე­რეთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ქმარ­თან და დე­დას­თან ერ­თად გა­მო­ვემ­გზავ­რე. მა­შინ ჩემი და უკვე დიდი გოგო იყო. ახ­ლაც იმ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს - გა­თხო­ვი­ლია, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავს... კარ­გი დე­დამ­თი­ლი შემ­ხვდა. დე­და­ზე მე­ტად ვა­ფა­სებ. მან გამ­ზარ­და, მას­წავ­ლა... მარ­თა­ლია, რძლე­ბი და მაზ­ლე­ბი მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ (ქო­ნე­ბის წილი უნ­დო­დათ), მაგ­რამ მე ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ვით­მენ­დი. შიმ­ში­ლიც გა­მო­ვი­ა­რე და სი­ცი­ვეც, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ქმრის გვერ­დით ვი­ყა­ვი. ჯერ სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში - აგა­რა­ში ვცხოვ­რობ­დით. ჩემს ქმარს მუ­შა­ო­ბა ეზა­რე­ბო­და.

ჩვენს მე­ზობ­ლად კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე - გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და. სა­ოც­რად კარ­გი კაცი იყო. მე და ჩემი მე­უღ­ლე დაგ­ვი­ბა­რა და გვი­თხრა: თქვენ მუ­შა­ო­ბა გე­ზა­რე­ბათ, ჩვენ კი მუ­შე­ბი გვჭირ­დე­ბაო. მე ფერ­მა­ში მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, ჩემს ქმარს კი - ტრაქ­ტო­რის­ტად. მე­უღ­ლემ გა­ნა­ცხა­და: - მე აქ არ ვი­მუ­შა­ვე­ბო. თავ­მჯდო­მა­რემ უპა­სუ­ხა: - არ იმუ­შა­ვებ და ქა­ლაქ­ში წა­დი­თო. მა­შინ ე. წ. "ვერ­ბოვ­კა" იყო: "ზედ­მეტ" ხალ­ხს 3 წლით ქა­ლაქ­ში სა­მუ­შა­ოდ გზავ­ნიდ­ნენ. თავ­მჯდო­მა­რემ მი­თხრა: იუ­ლია, იცო­დე, კარ­გი ქალი და­დე­ქი და ქა­ლაქ­ში დარ­ჩით, სხვა­გან არ წახ­ვი­დე­თო. მარ­თლაც, თბი­ლის­ში დავ­რჩით. სოფ­ლე­ლე­ბი აღარ ვართ (იცი­ნის). ჩემი ქმა­რი ფუ­ნი­კუ­ლორ­თან სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. გა­სამ­რჯე­ლოდ 60 მა­ნეთს იღებ­და.

- თქვენ დი­ა­სახ­ლი­სი იყა­ვით?

- აბა, ბავ­შვე­ბის­თვის ხომ უნდა მი­მე­ხე­და? ჯერ ვაჟი - ზა­უ­რი (ახლა რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს) შე­მე­ძი­ნა, მერე - გო­გო­ნა, რო­მელ­საც დე­დამ­თი­ლის სა­ხე­ლი - ანა და­ვარ­ქვი. მდგმუ­რე­ბად ვცხოვ­რობ­დით. ახლა მარ­ტო ვარ. ჩემი ცხოვ­რე­ბა და­ინ­გრა. არ და­მა­ფა­სეს. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ 50 წელი ერ­თად ვი­ცხოვ­რეთ, მერე ის სო­ფელ­ში დავ­ტო­ვე და წა­მო­ვე­დი. ვუ­თხა­რი: შენ შენ­თვის იყა­ვი, მე - ჩემ­თვის-მეთ­ქი. სო­ფელ­ში კარ­გი ბინა მაქვს. ორ­თა­ჭა­ლა­ში, "ელექტრო­ავ­ტო­მატ­ში" 23 წელი ვი­მუ­შა­ვე, სამ­კერ­ვა­ლო ქარ­ხა­ნა­ში - 10, მე­ექ­ვსე ქარ­ხა­ნა­ში - 2. მე­ე­ზო­ვედ მუ­შა­ო­ბა 16 წლის წინ და­ვი­წყე. აბა, რა ვქნა, ვინ მაჭ­მევს? მარ­ტო ვარ. ასე ჯო­ბია. კა­ტებ­თან ერ­თად, ერთ ოთახ­ში ვცხოვ­რობ. როცა გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ვარ, მამ­შვი­დე­ბენ: მო­დი­ან და "მე­უბ­ნე­ბი­ან", - "მუურ, მუურ"...

- კა­ტე­ბი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რო­დის გაჩ­ნდნენ?

- ქუ­ჩა­ში პა­ტა­რა კნუ­ტე­ბი რომ არი­ან, მებ­რა­ლე­ბი­ან, რა ვქნა? პირ­ვე­ლად ია­პო­ნუ­რი ჯი­შის ძაღ­ლი მო­ვიყ­ვა­ნე, რო­მელ­საც ბავ­შვე­ბი აწ­ვა­ლებ­დნენ და მოკ­ვლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. თვა­ლი და­ხუ­ჭუ­ლი ჰქონ­და - ვერ ახელ­და, წი­ო­და და კი­ო­და. ვუმ­კურ­ნა­ლე, თვალ­ზე ჩაის სა­ფე­ნებს ვა­დებ­დი. ორი­ვე თვა­ლი გა­ა­ხი­ლა, გა­მო­ჯან­მრთელ­და... 18 წელი იცო­ცხლა. კა­ტაც მყავ­და - ტიგ­რი­კა ერ­ქვა. ერთხელ სო­ფელ­ში წა­ვე­დი. უკან რომ დავ­ბრუნ­დი, აღარ დამ­ხვდა - ჩემს "ხა­ზე­ი­კას", რო­მელ­საც კა­ტე­ბი არ უყ­ვარ­და, მო­უკ­ლავს. ტიგ­რი­კა ისე­თი კარ­გი იყო... გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სი­ლა­მა­ზის გამო, ჯილ­დო­ე­ბიც კი მი­ი­ღო. მის სა­ნა­ხა­ვად ბევ­რი მო­დი­ო­და. დიდი კატა იყო: 8 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და და 150 სან­ტი­მეტ­რის სიგ­რძის გახ­ლდათ.

- ძაღ­ლი და კატა ერ­თად რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ?

- ძაღლს - ლე­დის, ლეკ­ვე­ბი არ ეყო­ლა. პა­ტა­რა ტიგ­რი­კამ კნა­ვი­ლი რომ და­ი­წყო, ლე­დიმ ძუძუ მო­ა­წო­ვა. შემ­დეგ ტიგ­რი­კა "დე­დას­თან" თა­ვად მი­დი­ო­და ხოლ­მე და "ეუბ­ნე­ბო­და", - რძე მინ­დაო. ძაღ­ლმა კნუ­ტი თა­ვი­სი რძით გა­ზარ­და. როცა ტიგ­რი­კა წა­მო­ი­ზარ­და, ლედი უყუ­რებ­და, საჭ­მელს რო­დის მი­ირ­თმევ­და, თა­ვად მხო­ლოდ ნარ­ჩე­ნებს ჭამ­და. ქუ­ჩა­ში ერ­თმა­ნეთს იცავ­დნენ. ერთხელ ლე­დის­თვის თურ­ქუ­ლი ჯი­შის ძაღლს უნდა ეკბი­ნა. ტიგ­რი­კა "პა­ვა­დო­კი­დან" ამო­ვარ­და და უცხო ძაღლს ზურ­გზე და­აჯ­და. მე­ო­რე დღეს ძაღ­ლის პატ­რონ­მა ად­ვო­კა­ტი მო­მიყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც მი­თხრა: - შენი ძაღ­ლი ცუ­დია, უნდა მოვ­კლა­თო. ვუ­პა­სუ­ხე: რა­ტომ უნდა მოკ­ლათ? აღ­რი­ცხვა­ზე მყავს აყ­ვა­ნი­ლი, სა­ბუ­თე­ბიც მაქვს-მეთ­ქი. გაბ­რუნ­და და წა­ვი­და.

- ტიგ­რი­კას და ლე­დის რა ბედი ეწი­ათ?

- ტიგ­რი­კამ 10 წელი იცო­ცხლა. შემ­დეგ ავად­მყო­ფო­ბით მოკ­ვდა. ლე­დის კიბო ჰქონ­და. სენი ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და. წა­მა­ლი არ შვე­ლო­და. კრუ­სუ­ნი და­ი­წყო. წამ­ლით და­ვა­ძი­ნეთ და მისი გა­წა­მე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლე და­ვას­რუ­ლეთ.... ლედი კო­ჯორ­ში დავ­მარ­ხე. ტიგ­რი­კაც შორს და­ვა­საფ­ლა­ვე... კატა - მარ­გუ­შა რომ მო­ვიყ­ვა­ნე, ლედი ცო­ცხა­ლი იყო. მარ­გუ­შა შარ­დენ­ზე ვი­პო­ვე. ყვე­ლა ფე­ხით სცემ­და. შე­მებ­რა­ლა. თან, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. დავ­ბა­ნე, ტი­ლე­ბის­გან და რწყი­ლე­ბის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე და სუფ­თა ჩვრებ­ში გა­ვახ­ვიე. გა­ი­ზარ­და. ახლა 16 წლის არის.

- მარ­გუ­შას "მე­უღ­ლის" - ბა­გი­რას ამ­ბა­ვიც მოგ­ვი­ყე­ვით.

- ბაღ­ში ვმუ­შა­ობ­დი. პა­ტა­რა ბა­გი­რა ხეზე იჯდა და ტი­რო­და. - მოდი-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. მო­ვი­და. ჯი­ბე­ში ჩა­ვის­ვი და სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვა­ნე. მა­შინ ტიგ­რი­კა და ლედი ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ.

- თქვე­ნი კა­ტე­ბი ბა­გი­რას და მარ­გუ­შას შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან?

- აბა, რა! უცხო არც ერთი არის. ჩემი კა­ტე­ბი "ექი­მე­ბი" არი­ან: როცა თავს ცუ­დად ვგრძნობ, ვამ­ბობ: ბა­გი­რა, თავი მტკი­ვა-მეთ­ქი. ბა­გი­რაც მო­დის, მლო­კავს. შე­დე­გად წნე­ვა მი­რე­გუ­ლირ­დე­ბა. როცა ფე­ხე­ბი მტკი­ვა, ან მარ­გუ­შა და­მიწ­ვე­ბა, ან - სხვა რო­მე­ლი­მე კატა და ტკი­ვი­ლიც მი­ამ­დე­ბა. შარ­შან­წინ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა მქონ­და. ჯან­მრთე­ლო­ბა კა­ტებ­მა შე­მი­ნარ­ჩუ­ნეს. ღა­მით Bბა­გი­რა ზურგთან მიწ­ვე­ბა ხოლ­მე. რო­გორც კი ვე­ტყვი, - მცი­ვა-მეთ­ქი, მა­შინ­ვე მო­დის და მათ­ბობს. ყვე­ლა კატა ერ­თნა­ი­რად ძლი­ერ მიყ­ვარს!..

- სულ რამ­დე­ნი კატა გყავთ?

- არ ვიცი, დავ­თვა­ლოთ: 3 მარ­გუ­შა, ტიგ­რი­კა, ბა­გი­რა, მურ­კა, პუ­შო­კი, მა­მუ­ლი­კა, კრა­სავ­ჩი­კი და 4 პა­ტა­რა კნუ­ტი.

- კნუ­ტებს სა­ხე­ლე­ბი არა აქვთ?

- არა, ყვე­ლას "მჩხა­ვა­ნას" ვე­ძა­ხი (იღი­მის).

- მარ­გუ­შა 3 რა­ტომ გყავთ?

- მერე რა მოხ­და? და­ვუ­ძა­ხებ თუ არა, სა­მი­ვე მო­ი­ხე­დავს. მათ­გან უმ­ცროსს "მარ­გუ­ნი­ას", ხან - "კა­რა­ლე­ვა მარ­გოს" ვე­ძა­ხი. კნუ­ტე­ბი მისი შვი­ლე­ბი არი­ან.

- რა ჯი­შის კა­ტე­ბი არი­ან?

- პუ­შო­კის გარ­და (რო­მე­ლიც დე­დის ჯიშ­ზე წა­ვი­და), ყვე­ლა ევ­რო­პუ­ლია.

- ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი კატა რამ­დე­ნი წლის არის?

- ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი - მარ­გუ­შა 16 წლის გახ­ლავთ, ბა­გი­რა - 8-ის.

- ცოლ-ქმარს შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა ყო­ფი­ლა...

- (იცი­ნის) კა­ტებ­მა ასა­კი და დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი არ იცი­ან: კატა რომ გუ­ლა­ობს, "ვსიო".

- არ ჩხუ­ბო­ბენ?

- როცა ჩხუ­ბო­ბენ, ვე­უბ­ნე­ბი: აბა, ვინ ჩხუ­ბობს? ჯოხი სად არის-მეთ­ქი? მა­შინ­ვე იმა­ლე­ბი­ან. თა­ვი­სი სა­პირ­ფა­რე­შო აქვთ. მო­სა­საქ­მებ­ლად რომ მი­დი­ან, ან ია­ტაკს ფხაჭ­ნი­ან, ან - "მი­ა­უს" იძა­ხი­ან. სი­ბინ­ძუ­რეს ქა­ღალ­დში აგ­რო­ვე­ბენ, რომ ოთახ­ში ცუდი სუნი არ დად­გეს.

- ასეთ საქ­ცი­ელს რო­გორ მი­აჩ­ვი­ეთ? დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ჭირ­დათ?

- არა. ერთხელ რომ ვე­ტყვი, საკ­მა­რი­სია - ყვე­ლა­ფერს მი­ჯე­რე­ბენ.

- ღა­მით ყვე­ლას თქვენ­თან სძი­ნავს?

- ასა­კით უფ­რო­სე­ბი - ბა­გი­რა, ტიგ­რი­კა და მა­მუ­ლი­კა ჩემ­თან იძი­ნე­ბენ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი - თა­ვის "სა­წო­ლებ­ში" (კო­ლო­ფებ­ში).

- სა­სე­ირ­ნოდ გა­რეთ არ გა­დი­ან?

- არა, ხალ­ხს რომ ხე­და­ვენ, ეში­ნი­ათ. ჩემს კა­ტებს საჭ­მე­ლი ჭუ­ჭყი­ა­ნი თეფ­შით რომ და­უდ­გა, არ შე­ჭა­მენ. დი­ლით წყა­ლი თუ არ გა­მო­ვუც­ვა­ლე, არ და­ლე­ვენ. დას­ხდე­ბი­ან და "მი­ა­უს" იძა­ხი­ან. "მე­უბ­ნე­ბი­ან", - წყა­ლი ჭუ­ჭყი­ა­ნი­აო.

- მათი მოვ­ლა გიძ­ნელ­დე­ბათ?

- არა, ეს რთუ­ლი სა­ერ­თოდ არ არის. შე­ნიშ­ვნას მივ­ცემ თუ არა, მე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან.

- მათ საკ­ვებს სად შო­უ­ლობთ?

- ჩემი ხელ­ფა­სით ვყი­დუ­ლობ, მა­რი­ამ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლიც ("უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი) მეხ­მა­რე­ბა. 1 კი­ლოგ­რა­მი სო­სი­სი ჩემს კა­ტებს 1 კვი­რა ჰყოფ­ნით. სა­სა­დი­ლო­დან საკ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი გა­და­საყ­რე­ლად რომ მი­აქვთ, ვთხოვ ხოლ­მე, რომ კა­ტე­ბის­თვის მომ­ცენ. დი­ლით რომ ვიღ­ვი­ძებ, ჯერ ჩემს კა­ტებს ვემ­სა­ხუ­რე­ბი: საჭ­მე­ლი, სას­მე­ლი, "უბორ­კა"... 10-ის ნა­ხევ­რი­დან სამ­სა­ხურ­ში გავ­დი­ვარ.

- უცხო კა­ტებ­საც უვ­ლით?

- აბა, რა! მა­წან­წა­ლა კა­ტებ­საც ვუვ­ლი. მათ უკვე იცი­ან, ბაღ­ში რო­მელ სა­ათ­ზე ვარ ხოლ­მე. თუ გინ­დათ, წა­მო­დით და გაჩ­ვე­ნებთ - შავი და ჭრე­ლი კატა საჭ­მელს რო­გორ ელო­დე­ბი­ან (იღი­მის).

- ალ­ბათ, თქვე­ნი კა­ტე­ბი კი­დევ გამ­რავ­ლდე­ბი­ან.

- არა. მურ­კამ მკვდა­რი კნუ­ტე­ბი და­ბა­და. ეს 4 კნუ­ტი უმ­ცრო­სი მარ­გუ­შა­სია.

- სხვა კა­ტე­ბის შე­მო­მა­ტე­ბას კი­დევ აპი­რებთ?

- არა, მეტი არ მინ­და.

- ქუ­ჩა­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი, პა­ტა­რა, უმ­წეო კნუ­ტი ისევ რომ იპო­ვოთ?

- ქუ­ჩა­ში ვაჭ­მევ ხოლ­მე. შინ არ მო­ვიყ­ვან, რად­გან ავად­მყო­ფე­ბი არი­ან, ჩემი კა­ტე­ბი კი - ჯან­მრთე­ლე­ბი.

- ვე­ტე­რი­ნარ­თან დაგ­ყავთ?

- სამ­სა­ხუ­რი­დან დაღ­ლი­ლი მოვ­დი­ვარ, რო­გორ წა­ვიყ­ვა­ნო? სა­ნამ იქამ­დე მი­ვალ, ვე­ტე­რი­ნა­რის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მა­რი­ა­მი მეხ­მა­რე­ბა. შე­მომ­თა­ვა­ზა, - არ გინ­დათ, თქვე­ნი კა­ტე­ბი აღ­რი­ცხვა­ზე აიყ­ვა­ნო­თო? სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბი მომ­ცეს. ახლა კა­ტე­ბის და­ხოც­ვით ვე­რა­ვინ და­მე­მუქ­რე­ბა - ამის უფ­ლე­ბა არა აქვთ. კა­ტე­ბის მკვლე­ლი 1-დან 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბით და­ის­ჯე­ბა.

- მე­ზობ­ლე­ბი გე­მუქ­რე­ბოდ­ნენ?

- არა, კა­ტე­ბი ჩემს ქა­ლიშ­ვილს არ უყ­ვარს. ამი­ტო­მაც ჩემ­თვის, მარ­ტო ვცხოვ­რობ. კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად ვიხ­დი. დე­ნი­სა და ნაგ­ვის გა­და­სა­ხადს თავს ვარ­თმევ, წყლი­სას - ვერა. ერ­თბა­შად 50 ლა­რის გა­ღე­ბა რთუ­ლია...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

81 წლის მოხუცი, რომელიც უამრავ კატასთან ერთად ცხოვრობს

81 წლის მოხუცი, რომელიც უამრავ კატასთან ერთად ცხოვრობს

81 წლის იულია სმირნოვა-ხელაშვილი ბევრ კატასთან ერთად ცხოვრობს. როგორც თავად გვითხრა, კატები მისი "ექიმები" არიან - ჯანმრთელობას უნარჩუნებენ. იულია ბებოს დილა კატებზე ზრუნვით იწყება. ოთხფეხა მეგობრები მოთმინებით ელიან, მზრუნველი პატრონი საკვებს სუფთა თეფშით როდის შესთავაზებს - ჭუჭყიანი ჭურჭელი მათთვის მიუღებელია! ბებომ დასალევი წყალიც ხშირად უნდა გამოუცვალოს, თორემ კატები ჯამთან სხდებიან და კნავიან - ჭუჭყიან წყლის ქონას ასე აპროტესტებენ.

იულია სმირნოვა-ხელაშვილი:

- რუსეთში, ქალაქ კალინინში (ახლანდელ ტვერში) ვცხოვრობდი. თხები, ღორები და ქათმები გვყავდა. საერთოდ, რუსებს ცხოველების მიმართ დიდი სიყვარული გვაქვს. დარწმუნებული ვარ, მგელიც რომ მოვიდეს, არაფერს დამიშავებს. ტყეში ხილისა და სოკოს საკრეფად ხშირად დავდიოდი. თავს ამით ვირჩენდით. დაახლოებით, 12 წლის ვიყავი, როცა ტყეში მოულოდნელად დათვს გადავაწყდი - ჟოლოს ჭამდა. შემომხედა. მშვიდად ვუთხარი: დათვო, შენც ჟოლოს ჭამ? კარგი, შენ ჭამე, მე კი წავალ-მეთქი. თავისებურად მიპასუხა - გარკვეული ბგერები გამოსცა. არაფერი დაუშავებია... ცხოველები ჩემი ოჯახის წევრებსაც უყვარდათ. დედაჩემი სადმე რომ წავიდოდა და შინ საჭმელს არ დატოვებდა, ბავშვები კატებისთვის განკუთვნილ რძეს ვსვამდით. ჩემი მომავალი მეუღლე მუშა გახლდათ, - ომის შემდეგ დანგრეული ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობდა. მე 17 წლიდან ოჯახს ვარჩენდი - სამხედრო კომბინატში ვმუშაობდი.

მამა ომში დამეღუპა, ჩემი და ბავშვი იყო - ჩემზე 6 წლით უმცროსია, დედა კი ავადმყოფობდა - სულ ლოგინში იწვა. ოჯახში ყველაფერს თავად ვაკეთებდი. საქართველოში წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა ჩემი მომამავალი ქმრის შესახებ მითხრა: კარგი ბიჭია, არ სვამს, პაპიროსს არ ეწევაო და ა.შ. მოკლედ, გავთხოვდი, კალინინში ხელი მოვაწერეთ და საქართველოში ქმართან და დედასთან ერთად გამოვემგზავრე. მაშინ ჩემი და უკვე დიდი გოგო იყო. ახლაც იმ ქალაქში ცხოვრობს - გათხოვილია, შვილები და შვილიშვილები ჰყავს... კარგი დედამთილი შემხვდა. დედაზე მეტად ვაფასებ. მან გამზარდა, მასწავლა... მართალია, რძლები და მაზლები მეჩხუბებოდნენ (ქონების წილი უნდოდათ), მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი. გამიჭირდა, მაგრამ ვითმენდი. შიმშილიც გამოვიარე და სიცივეც, მაგრამ ყოველთვის ქმრის გვერდით ვიყავი. ჯერ საგარეჯოს რაიონში - აგარაში ვცხოვრობდით. ჩემს ქმარს მუშაობა ეზარებოდა.

ჩვენს მეზობლად კოლმეურნეობის თავმჯდომარე - გიორგი მჭედლიშვილი ცხოვრობდა. საოცრად კარგი კაცი იყო. მე და ჩემი მეუღლე დაგვიბარა და გვითხრა: თქვენ მუშაობა გეზარებათ, ჩვენ კი მუშები გვჭირდებაო. მე ფერმაში მუშაობა შემომთავაზა, ჩემს ქმარს კი - ტრაქტორისტად. მეუღლემ განაცხადა: - მე აქ არ ვიმუშავებო. თავმჯდომარემ უპასუხა: - არ იმუშავებ და ქალაქში წადითო. მაშინ ე. წ. "ვერბოვკა" იყო: "ზედმეტ" ხალხს 3 წლით ქალაქში სამუშაოდ გზავნიდნენ. თავმჯდომარემ მითხრა: იულია, იცოდე, კარგი ქალი დადექი და ქალაქში დარჩით, სხვაგან არ წახვიდეთო. მართლაც, თბილისში დავრჩით. სოფლელები აღარ ვართ (იცინის). ჩემი ქმარი ფუნიკულორთან სახლების მშენებლობაზე მუშაობდა. გასამრჯელოდ 60 მანეთს იღებდა.

- თქვენ დიასახლისი იყავით?

- აბა, ბავშვებისთვის ხომ უნდა მიმეხედა? ჯერ ვაჟი - ზაური (ახლა რუსეთში ცხოვრობს) შემეძინა, მერე - გოგონა, რომელსაც დედამთილის სახელი - ანა დავარქვი. მდგმურებად ვცხოვრობდით. ახლა მარტო ვარ. ჩემი ცხოვრება დაინგრა. არ დამაფასეს. მე და ჩემმა მეუღლემ 50 წელი ერთად ვიცხოვრეთ, მერე ის სოფელში დავტოვე და წამოვედი. ვუთხარი: შენ შენთვის იყავი, მე - ჩემთვის-მეთქი. სოფელში კარგი ბინა მაქვს. ორთაჭალაში, "ელექტროავტომატში" 23 წელი ვიმუშავე, სამკერვალო ქარხანაში - 10, მეექვსე ქარხანაში - 2. მეეზოვედ მუშაობა 16 წლის წინ დავიწყე. აბა, რა ვქნა, ვინ მაჭმევს? მარტო ვარ. ასე ჯობია. კატებთან ერთად, ერთ ოთახში ვცხოვრობ. როცა განერვიულებული ვარ, მამშვიდებენ: მოდიან და "მეუბნებიან", - "მუურ, მუურ"...

- კატები თქვენს ცხოვრებაში როდის გაჩნდნენ?

- ქუჩაში პატარა კნუტები რომ არიან, მებრალებიან, რა ვქნა? პირველად იაპონური ჯიშის ძაღლი მოვიყვანე, რომელსაც ბავშვები აწვალებდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. თვალი დახუჭული ჰქონდა - ვერ ახელდა, წიოდა და კიოდა. ვუმკურნალე, თვალზე ჩაის საფენებს ვადებდი. ორივე თვალი გაახილა, გამოჯანმრთელდა... 18 წელი იცოცხლა. კატაც მყავდა - ტიგრიკა ერქვა. ერთხელ სოფელში წავედი. უკან რომ დავბრუნდი, აღარ დამხვდა - ჩემს "ხაზეიკას", რომელსაც კატები არ უყვარდა, მოუკლავს. ტიგრიკა ისეთი კარგი იყო... გამოფენებში მონაწილეობდა. სილამაზის გამო, ჯილდოებიც კი მიიღო. მის სანახავად ბევრი მოდიოდა. დიდი კატა იყო: 8 კილოგრამს იწონიდა და 150 სანტიმეტრის სიგრძის გახლდათ.

- ძაღლი და კატა ერთად როგორ ცხოვრობდნენ?

- ძაღლს - ლედის, ლეკვები არ ეყოლა. პატარა ტიგრიკამ კნავილი რომ დაიწყო, ლედიმ ძუძუ მოაწოვა. შემდეგ ტიგრიკა "დედასთან" თავად მიდიოდა ხოლმე და "ეუბნებოდა", - რძე მინდაო. ძაღლმა კნუტი თავისი რძით გაზარდა. როცა ტიგრიკა წამოიზარდა, ლედი უყურებდა, საჭმელს როდის მიირთმევდა, თავად მხოლოდ ნარჩენებს ჭამდა. ქუჩაში ერთმანეთს იცავდნენ. ერთხელ ლედისთვის თურქული ჯიშის ძაღლს უნდა ეკბინა. ტიგრიკა "პავადოკიდან" ამოვარდა და უცხო ძაღლს ზურგზე დააჯდა. მეორე დღეს ძაღლის პატრონმა ადვოკატი მომიყვანა, რომელმაც მითხრა: - შენი ძაღლი ცუდია, უნდა მოვკლათო. ვუპასუხე: რატომ უნდა მოკლათ? აღრიცხვაზე მყავს აყვანილი, საბუთებიც მაქვს-მეთქი. გაბრუნდა და წავიდა.

- ტიგრიკას და ლედის რა ბედი ეწიათ?

- ტიგრიკამ 10 წელი იცოცხლა. შემდეგ ავადმყოფობით მოკვდა. ლედის კიბო ჰქონდა. სენი ძალიან აწუხებდა. წამალი არ შველოდა. კრუსუნი დაიწყო. წამლით დავაძინეთ და მისი გაწამებული სიცოცხლე დავასრულეთ.... ლედი კოჯორში დავმარხე. ტიგრიკაც შორს დავასაფლავე... კატა - მარგუშა რომ მოვიყვანე, ლედი ცოცხალი იყო. მარგუშა შარდენზე ვიპოვე. ყველა ფეხით სცემდა. შემებრალა. თან, ძალიან ლამაზი იყო. დავბანე, ტილებისგან და რწყილებისგან გავათავისუფლე და სუფთა ჩვრებში გავახვიე. გაიზარდა. ახლა 16 წლის არის.

- მარგუშას "მეუღლის" - ბაგირას ამბავიც მოგვიყევით.

- ბაღში ვმუშაობდი. პატარა ბაგირა ხეზე იჯდა და ტიროდა. - მოდი-მეთქი, - ვუთხარი. მოვიდა. ჯიბეში ჩავისვი და სახლში წამოვიყვანე. მაშინ ტიგრიკა და ლედი ცოცხლები იყვნენ.

- თქვენი კატები ბაგირას და მარგუშას შთამომავლები არიან?

- აბა, რა! უცხო არც ერთი არის. ჩემი კატები "ექიმები" არიან: როცა თავს ცუდად ვგრძნობ, ვამბობ: ბაგირა, თავი მტკივა-მეთქი. ბაგირაც მოდის, მლოკავს. შედეგად წნევა მირეგულირდება. როცა ფეხები მტკივა, ან მარგუშა დამიწვება, ან - სხვა რომელიმე კატა და ტკივილიც მიამდება. შარშანწინ ფილტვების ანთება მქონდა. ჯანმრთელობა კატებმა შემინარჩუნეს. ღამით Bბაგირა ზურგთან მიწვება ხოლმე. როგორც კი ვეტყვი, - მცივა-მეთქი, მაშინვე მოდის და მათბობს. ყველა კატა ერთნაირად ძლიერ მიყვარს!..

- სულ რამდენი კატა გყავთ?

- არ ვიცი, დავთვალოთ: 3 მარგუშა, ტიგრიკა, ბაგირა, მურკა, პუშოკი, მამულიკა, კრასავჩიკი და 4 პატარა კნუტი.

- კნუტებს სახელები არა აქვთ?

- არა, ყველას "მჩხავანას" ვეძახი (იღიმის).

- მარგუშა 3 რატომ გყავთ?

- მერე რა მოხდა? დავუძახებ თუ არა, სამივე მოიხედავს. მათგან უმცროსს "მარგუნიას", ხან - "კარალევა მარგოს" ვეძახი. კნუტები მისი შვილები არიან.

- რა ჯიშის კატები არიან?

- პუშოკის გარდა (რომელიც დედის ჯიშზე წავიდა), ყველა ევროპულია.

- ყველაზე ასაკოვანი კატა რამდენი წლის არის?

- ყველაზე უფროსი - მარგუშა 16 წლის გახლავთ, ბაგირა - 8-ის.

- ცოლ-ქმარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა ყოფილა...

- (იცინის) კატებმა ასაკი და დედმამიშვილები არ იციან: კატა რომ გულაობს, "ვსიო".

- არ ჩხუბობენ?

- როცა ჩხუბობენ, ვეუბნები: აბა, ვინ ჩხუბობს? ჯოხი სად არის-მეთქი? მაშინვე იმალებიან. თავისი საპირფარეშო აქვთ. მოსასაქმებლად რომ მიდიან, ან იატაკს ფხაჭნიან, ან - "მიაუს" იძახიან. სიბინძურეს ქაღალდში აგროვებენ, რომ ოთახში ცუდი სუნი არ დადგეს.

- ასეთ საქციელს როგორ მიაჩვიეთ? დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ?

- არა. ერთხელ რომ ვეტყვი, საკმარისია - ყველაფერს მიჯერებენ.

- ღამით ყველას თქვენთან სძინავს?

- ასაკით უფროსები - ბაგირა, ტიგრიკა და მამულიკა ჩემთან იძინებენ, დანარჩენები - თავის "საწოლებში" (კოლოფებში).

- სასეირნოდ გარეთ არ გადიან?

- არა, ხალხს რომ ხედავენ, ეშინიათ. ჩემს კატებს საჭმელი ჭუჭყიანი თეფშით რომ დაუდგა, არ შეჭამენ. დილით წყალი თუ არ გამოვუცვალე, არ დალევენ. დასხდებიან და "მიაუს" იძახიან. "მეუბნებიან", - წყალი ჭუჭყიანიაო.

- მათი მოვლა გიძნელდებათ?

- არა, ეს რთული საერთოდ არ არის. შენიშვნას მივცემ თუ არა, მემორჩილებიან.

- მათ საკვებს სად შოულობთ?

- ჩემი ხელფასით ვყიდულობ, მარიამ ჩხიკვიშვილიც ("უსახლკარო ცხოველების საზოგადოების" წარმომადგენელი) მეხმარება. 1 კილოგრამი სოსისი ჩემს კატებს 1 კვირა ჰყოფნით. სასადილოდან საკვების ნარჩენები გადასაყრელად რომ მიაქვთ, ვთხოვ ხოლმე, რომ კატებისთვის მომცენ. დილით რომ ვიღვიძებ, ჯერ ჩემს კატებს ვემსახურები: საჭმელი, სასმელი, "უბორკა"... 10-ის ნახევრიდან სამსახურში გავდივარ.

- უცხო კატებსაც უვლით?

- აბა, რა! მაწანწალა კატებსაც ვუვლი. მათ უკვე იციან, ბაღში რომელ საათზე ვარ ხოლმე. თუ გინდათ, წამოდით და გაჩვენებთ - შავი და ჭრელი კატა საჭმელს როგორ ელოდებიან (იღიმის).

- ალბათ, თქვენი კატები კიდევ გამრავლდებიან.

- არა. მურკამ მკვდარი კნუტები დაბადა. ეს 4 კნუტი უმცროსი მარგუშასია.

- სხვა კატების შემომატებას კიდევ აპირებთ?

- არა, მეტი არ მინდა.

- ქუჩაში მიტოვებული, პატარა, უმწეო კნუტი ისევ რომ იპოვოთ?

- ქუჩაში ვაჭმევ ხოლმე. შინ არ მოვიყვან, რადგან ავადმყოფები არიან, ჩემი კატები კი - ჯანმრთელები.

- ვეტერინართან დაგყავთ?

- სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, როგორ წავიყვანო? სანამ იქამდე მივალ, ვეტერინარის სამუშაო საათები დასრულებული იქნება. მარიამი მეხმარება. შემომთავაზა, - არ გინდათ, თქვენი კატები აღრიცხვაზე აიყვანოთო? საჭირო დოკუმენტები მომცეს. ახლა კატების დახოცვით ვერავინ დამემუქრება - ამის უფლება არა აქვთ. კატების მკვლელი 1-დან 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

- მეზობლები გემუქრებოდნენ?

- არა, კატები ჩემს ქალიშვილს არ უყვარს. ამიტომაც ჩემთვის, მარტო ვცხოვრობ. კომუნალურ გადასახადებსაც დამოუკიდებლად ვიხდი. დენისა და ნაგვის გადასახადს თავს ვართმევ, წყლისას - ვერა. ერთბაშად 50 ლარის გაღება რთულია...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"