საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალმა მოწევას უმჯობესია 30 წლამდე დაანებოს თავი
ქალმა მოწევას უმჯობესია 30 წლამდე დაანებოს თავი

ქა­ლებ­მა მო­წე­ვას უმ­ჯო­ბე­სია 30 წლამ­დე და­ა­ნე­ბონ თავი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის­გან ქალი მთლი­ა­ნად თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ამ დას­კვნამ­დე ბრი­ტა­ნე­ლი მკვლე­ვა­რე­ბი მი­ვიდ­ნენ. კვლე­ვა­ში 1,2 მლნ ბრი­ტა­ნე­ლი ქალი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ჟურ­ნალ Lancet-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ეწე­ვი­ან, სა­შუ­ა­ლოდ 10 წლით ნაკ­ლებს ცხოვ­რო­ბენ არამ­წე­ვე­ლებ­თან შე­და­რე­ბით. ეს ეხე­ბათ ისეთ მწე­ვე­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც დღე­ში 10-ზე მეტ ღერ სი­გა­რეტს არ ეწე­ვი­ან.

მეც­ნი­ე­რე­ბი 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ვლევ­დნენ ქა­ლებს, რომ­ლებ­მაც მო­წე­ვა 50-იან და 60-იან წლებ­ში და­ი­წყეს.

"ქა­ლე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი, რომ­ლე­ბიც მო­წე­ვას თავს არ ანე­ბე­ბენ, თამ­ბა­ქოს­გან კვდე­ბი­ან. რაც უფრო ადრე იტყვი­ან უარს მო­წე­ვა­ზე, მით უკე­თე­სია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, იგი­ვე ით­ქმის მა­მა­კა­ცებ­ზე", - აცხა­დებს ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წამ­ყვა­ნი მკვლე­ვა­რი, სერ რი­ჩარდ პეტო.

ფილ­ტვე­ბის და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლის ბრი­ტა­ნუ­ლი ფონ­დის ექ­სპე­ტე­ბის თქმით, ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც მო­წე­ვას 30 წლამ­დე ასაკ­ში და­ა­ნე­ბეს თავი, სი­ბე­რემ­დე მიღ­წე­ვის შან­სი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მეტი აქვთ, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ უფრო ად­რე­ულ ასაკ­ში გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით მო­წე­ვაა და­საშ­ვე­ბი.

"25 წლის ასაკ­ში ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა პიკს აღ­წევს, შემ­დეგ კი შემ­ცი­რე­ბას იწყებს. ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ეს ნორ­მა­ლუ­რია - 60 ან 70 წლის ასაკ­შიც მათი ფილ­ტვე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად მუ­შა­ობს. თუმ­ცა, თუ ეწე­ო­დით და თავი და­ა­ნე­ბეთ, ფილ­ტვებს გარ­და­უ­ვა­ლი ზი­ა­ნი ად­გე­ბა, რაც სხვა ასა­კობ­რივ და­ა­ვა­დე­ბებ­თან ერ­თად სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ქალმა მოწევას უმჯობესია 30 წლამდე დაანებოს თავი

ქალმა მოწევას უმჯობესია 30 წლამდე დაანებოს თავი

ქალებმა მოწევას უმჯობესია 30 წლამდე დაანებონ თავი. ასეთ შემთხვევაში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკისგან ქალი მთლიანად თავისუფლდება. ამ დასკვნამდე ბრიტანელი მკვლევარები მივიდნენ. კვლევაში 1,2 მლნ ბრიტანელი ქალი მონაწილეობდა.

ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ეწევიან, საშუალოდ 10 წლით ნაკლებს ცხოვრობენ არამწეველებთან შედარებით. ეს ეხებათ ისეთ მწეველებსაც, რომლებიც დღეში 10-ზე მეტ ღერ სიგარეტს არ ეწევიან.

მეცნიერები 15 წლის განმავლობაში იკვლევდნენ ქალებს, რომლებმაც მოწევა 50-იან და 60-იან წლებში დაიწყეს.

"ქალების ნახევარზე მეტი, რომლებიც მოწევას თავს არ ანებებენ, თამბაქოსგან კვდებიან. რაც უფრო ადრე იტყვიან უარს მოწევაზე, მით უკეთესია. ამ შემთხვევაში, იგივე ითქმის მამაკაცებზე", - აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი, სერ რიჩარდ პეტო.

ფილტვების დაავადებებთან ბრძოლის ბრიტანული ფონდის ექსპეტების თქმით, ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებმაც მოწევას 30 წლამდე ასაკში დაანებეს თავი, სიბერემდე მიღწევის შანსი მნიშვნელოვნად მეტი აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო ადრეულ ასაკში განუსაზღვრელი ინტენსივობით მოწევაა დასაშვები.

"25 წლის ასაკში ფილტვების ფუნქციონალურობა პიკს აღწევს, შემდეგ კი შემცირებას იწყებს. ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს ნორმალურია - 60 ან 70 წლის ასაკშიც მათი ფილტვები საკმაოდ კარგად მუშაობს. თუმცა, თუ ეწეოდით და თავი დაანებეთ, ფილტვებს გარდაუვალი ზიანი ადგება, რაც სხვა ასაკობრივ დაავადებებთან ერთად სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უარყოფითად აისახება".

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს