კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აგინა ღია ეთერში ივა ლომიძემ თამუნა მუსერიძეს
რატომ აგინა ღია ეთერში ივა ლომიძემ თამუნა მუსერიძეს

რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმას" აქვს გა­და­ცე­მა "რა­დი­ო­მა­ნია", სა­დაც წამ­ყვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თან ერ­თად მსმე­ნელს აშა­ყი­რებს. ეს კი შემ­დეგ­ნა­ი­რად ხდე­ბა. რა­დი­ო­ში რე­კავს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წამ­ყვანს აძ­ლევს ახ­ლობ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს და ცო­ტა­ო­დენ ინ­ფორ­მა­ცი­ას მას­ზე. შემ­დეგ წამ­ყვა­ნი სტუ­მარ­თან ერ­თად რე­კავს მო­ცე­მულ ნო­მერ­ზე და ცდი­ლობს, ეხუმ­როს მას, ასე ვთქვათ გა­ა­შა­ყი­როს. ზუს­ტად ამ­გვა­რად ეხუმ­რა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე წინა კვი­რას მომ­ღე­რალ ივა ლო­მი­ძეს, რო­მელ­მაც წამ­ყვანს ღია ეთერ­ში შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ამ ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი და ორი­ვე მხა­რეს და­ვუ­კავ­შირ­დი.

ივა ლო­მი­ძე:

- და­მი­რე­კა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ, რო­მელ­საც არ ვიც­ნობ. არც ვიცი ვინ არის, რა­ტომ უნდა ვი­ცო­დე და ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად მე­ლა­პა­რა­კა. რეს­ტო­რან "ბერ­მუ­ხა­დან" გი­რე­კავთ, ვი­ცით, რომ მღე­რით და მოწ­ვე­ვა გვინ­და თქვე­ნიო. მერე და­ი­წყო, შა­ბა­შებ­ზე თუ მღე­რი­თო, ფულს რამ­დენს იღებ­თო, სა­ერ­თოდ თუ იღებ­თო, სა­ყუ­რე რომ გი­კე­თი­ათ, გეი ხარ­თო? სულ­ში მიძ­ვრე­ბო­და, მი­ზა­ნი ჰქონ­და, რომ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვეყ­ვა­ნე. არც მაც­დი­და სა­უ­ბარს. რას ნიშ­ნავს შე­კი­თხვა - იღებთ? რო­გორ უნდა გა­მე­გო მე ეს? მას­ზე ბევ­რად უფ­რო­სი ვარ.

- რა უპა­სუ­ხეთ?

- ბო­დიშს გიხ­დით, მან­დი­ლო­სა­ნი ხართ, მაგ­რამ უნდა გა­ვი­მე­ო­რო ის, რაც ვუ­პა­სუ­ხე, - ახლა კარ­გად მო­მის­მი­ნე, შე ყ...ე ქალა, ეს ნო­მე­რი და­ი­ვი­წყე, თო­რემ მი­წი­დან ამოგ­თხრი-მეთ­ქი და და­ვუ­კი­დე ყურ­მი­ლი. ამის მერე მი­რე­კავს მისი მე­უღ­ლე.

- თა­მუ­ნას მე­უღ­ლე არ ჰყავს.

- მე­უღ­ლე თუ საქმრო და მე­უბ­ნე­ბა, ბიჭო, მე თა­მუ­ნას ქმა­რი ვარო, ენა გაქვს ამო­საგ­ლე­ჯიო და სულ მკვდა­რი დედა მა­გი­ნა. ენა შენს ცოლს ამო­აგ­ლი­ჯე, თუ ქმა­რი ხარ, ხალ­ხს რომ ურე­კავს და აშა­ყი­რებს-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. იცით რა, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მისი შე­კი­თხვე­ბი, ქაჯი არ ვარ, იუ­მო­რი მეს­მის და ისეთ პა­სუ­ხებს გავ­ცემ­დი, რო­მე­ლიც მსმე­ნელ­საც გა­ამ­ხი­ა­რუ­ლებ­და და მის სტუ­მარ გია ჯა­ჯა­ნი­ძე­საც, რო­მელ­მაც მა­შინ­ვე და­მი­რე­კა და მი­თხრა, ეს რა გა­ა­კე­თეო. მის­გან გა­ვი­გე, რომ ეს ხუმ­რო­ბა იყო, მაგ­რამ ასე­თი ხუმ­რო­ბა მე არ მეს­მის.

- დღე­საც არ ნა­ნობ, ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი რომ იყა­ვი?

- არა, დღე­საც იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ­დი, მსგავ­სი შე­კი­თხვე­ბი რომ და­მის­ვას ვინ­მემ. გა­და­ვი­რიე, ორი დღეა, მთე­ლი თბი­ლი­სი მი­რე­კავს!

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ასე. ჩვენ დავ­რე­კეთ ივას­თან და ვუ­თხა­რით, რომ რეს­ტორ­ნი­დან ვუ­რე­კავ­დით და მისი მოწ­ვე­ვა გვინ­დო­და. ჩვენს შე­კი­თხვას მოჰ­ყვა მისი გი­ნე­ბა.

- ივა ამ­ბობს, რომ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ შე­კი­თხვებს უს­ვამ­დით. მა­გა­ლი­თად, ასეთს: იღებ? სა­ყუ­რე რომ გი­კე­თია, გეი ხარ?

- ტყუ­ი­ლია ეგ ყვე­ლა­ფე­რი. მე მაქვს ჩა­ნა­წე­რი, გა­მო­გიგ­ზავ­ნით ახ­ლა­ვე მე­ილ­ზე და მო­გას­მე­ნი­ნებთ. თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ეგ ადა­მი­ა­ნი ტყუ­ის. შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩვე­ნი მხრი­დან არ ყო­ფი­ლა. შე­უ­რა­ცხყო­ფა მისი მხრი­დან წა­მო­ვი­და.

- ივამ თქვა, რომ გა­და­ცე­მის მერე შენ­მა მე­უღ­ლემ და­უ­რე­კა და გა­ლან­ძღა.

- რო­მელ­მა მე­უღ­ლემ, უკაც­რა­ვად, მე მე­უღ­ლე არ მყავს.

- ასე წა­რად­გი­ნა თა­ვიო, ამ­ბობს.

- არ ვიცი, ეგ რას ამ­ბობს, არ ვიცი - ვინ და­უ­რე­კა მას. მე ვიცი, რომ მას­თან მარ­თა­ლი ვარ. სა­ერ­თოდ, არ მაქვს უფ­ლე­ბა, ვთქვა იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი, ვინც ივას ნო­მე­რი მოგ­ვცა, მაგ­რამ რად­გან ასე­თი ამ­ბა­ვი ატყდა, მე მის ვი­ნა­ო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ვე­ტყვი თვი­თონ ივა ლო­მი­ძეს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ აგინა ღია ეთერში ივა ლომიძემ თამუნა მუსერიძეს

რატომ აგინა ღია ეთერში ივა ლომიძემ თამუნა მუსერიძეს

რადიო "აფხაზეთის ხმას" აქვს გადაცემა "რადიომანია", სადაც წამყვანი თამუნა მუსერიძე მოწვეულ სტუმართან ერთად მსმენელს აშაყირებს. ეს კი შემდეგნაირად ხდება. რადიოში რეკავს ადამიანი, რომელიც წამყვანს აძლევს ახლობლის ტელეფონის ნომერს და ცოტაოდენ ინფორმაციას მასზე. შემდეგ წამყვანი სტუმართან ერთად რეკავს მოცემულ ნომერზე და ცდილობს, ეხუმროს მას, ასე ვთქვათ გააშაყიროს. ზუსტად ამგვარად ეხუმრა თამუნა მუსერიძე წინა კვირას მომღერალ ივა ლომიძეს, რომელმაც წამყვანს ღია ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ინციდენტის დეტალებით დავინტერესდი და ორივე მხარეს დავუკავშირდი.

ივა ლომიძე:

- დამირეკა თამუნა მუსერიძემ, რომელსაც არ ვიცნობ. არც ვიცი ვინ არის, რატომ უნდა ვიცოდე და ძალიან გამაღიზიანებლად მელაპარაკა. რესტორან "ბერმუხადან" გირეკავთ, ვიცით, რომ მღერით და მოწვევა გვინდა თქვენიო. მერე დაიწყო, შაბაშებზე თუ მღერითო, ფულს რამდენს იღებთო, საერთოდ თუ იღებთო, საყურე რომ გიკეთიათ, გეი ხართო? სულში მიძვრებოდა, მიზანი ჰქონდა, რომ მდგომარეობიდან გამოვეყვანე. არც მაცდიდა საუბარს. რას ნიშნავს შეკითხვა - იღებთ? როგორ უნდა გამეგო მე ეს? მასზე ბევრად უფროსი ვარ.

- რა უპასუხეთ?

- ბოდიშს გიხდით, მანდილოსანი ხართ, მაგრამ უნდა გავიმეორო ის, რაც ვუპასუხე, - ახლა კარგად მომისმინე, შე ყ...ე ქალა, ეს ნომერი დაივიწყე, თორემ მიწიდან ამოგთხრი-მეთქი და დავუკიდე ყურმილი. ამის მერე მირეკავს მისი მეუღლე.

- თამუნას მეუღლე არ ჰყავს.

- მეუღლე თუ საქმრო და მეუბნება, ბიჭო, მე თამუნას ქმარი ვარო, ენა გაქვს ამოსაგლეჯიო და სულ მკვდარი დედა მაგინა. ენა შენს ცოლს ამოაგლიჯე, თუ ქმარი ხარ, ხალხს რომ ურეკავს და აშაყირებს-მეთქი, ვუპასუხე. იცით რა, რომ არ ყოფილიყო შეურაცხმყოფელი მისი შეკითხვები, ქაჯი არ ვარ, იუმორი მესმის და ისეთ პასუხებს გავცემდი, რომელიც მსმენელსაც გაამხიარულებდა და მის სტუმარ გია ჯაჯანიძესაც, რომელმაც მაშინვე დამირეკა და მითხრა, ეს რა გააკეთეო. მისგან გავიგე, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ასეთი ხუმრობა მე არ მესმის.

- დღესაც არ ნანობ, ასეთი რადიკალური რომ იყავი?

- არა, დღესაც იმავეს გავიმეორებდი, მსგავსი შეკითხვები რომ დამისვას ვინმემ. გადავირიე, ორი დღეა, მთელი თბილისი მირეკავს!

თამუნა მუსერიძე:

- წარმოდგენა არ მაქვს რამ გააღიზიანა ასე. ჩვენ დავრეკეთ ივასთან და ვუთხარით, რომ რესტორნიდან ვურეკავდით და მისი მოწვევა გვინდოდა. ჩვენს შეკითხვას მოჰყვა მისი გინება.

- ივა ამბობს, რომ შეურაცხმყოფელ შეკითხვებს უსვამდით. მაგალითად, ასეთს: იღებ? საყურე რომ გიკეთია, გეი ხარ?

- ტყუილია ეგ ყველაფერი. მე მაქვს ჩანაწერი, გამოგიგზავნით ახლავე მეილზე და მოგასმენინებთ. თავად დარწმუნდებით, რომ ეგ ადამიანი ტყუის. შეურაცხყოფა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. შეურაცხყოფა მისი მხრიდან წამოვიდა.

- ივამ თქვა, რომ გადაცემის მერე შენმა მეუღლემ დაურეკა და გალანძღა.

- რომელმა მეუღლემ, უკაცრავად, მე მეუღლე არ მყავს.

- ასე წარადგინა თავიო, ამბობს.

- არ ვიცი, ეგ რას ამბობს, არ ვიცი - ვინ დაურეკა მას. მე ვიცი, რომ მასთან მართალი ვარ. საერთოდ, არ მაქვს უფლება, ვთქვა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ივას ნომერი მოგვცა, მაგრამ რადგან ასეთი ამბავი ატყდა, მე მის ვინაობას აუცილებლად ვეტყვი თვითონ ივა ლომიძეს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება