საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ პრემიერობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს მორიგი ანეკდოტის მოყოლის თხოვნით მიმართა.
"მრავალათასიანი აუდიტორიის თხოვნა მინდა შევასრულო. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ იუმორის დიდი მოყვარული ხართ. აქამდე თქვენი მხოლოდ ორი ანეკდოტი ვიცით და იქნებ ამ შეხვედრის ბოლოს მესამეც დაგვიტოვოთ", - სთხოვა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილს პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა "თხოვნის" საპასუხოდ გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს ჰკითხა, ნამდვილად დადიოდა თუ არა ველოსიპედით სამინისტროს დერეფნებში. ხაჩიძემ კი პრემიერობის კანდიდატს მოუწოდა, ერთად წავიდნენ სამინისტროში და ერთად სცადონ, როგორი მოსახერხებელია და რამდენად შესაძლებელია სამინისტროს შენობაში ველოსიპედით მოძრაობა.
იხილეთ ასევე: "მესამე ანეკდოტიც დაგვიტოვეთ, ბატონო ბიძინა" - გოგა ხაჩიძე პარლამენტის სხდომაზე
"შედი, ქალო, ბუტკაში" - მინისტრობის კანდიდატების წარდგენა ანეკდოტით
"მე მინისტრი ვარ"?! - გოგა ხაჩიძის რიტორიკული შეკითხვა ჟურნალისტს