საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვას სასწრაფოდ სისხლის გადასხმა სჭირდება
თავდაცვას სასწრაფოდ სისხლის გადასხმა სჭირდება

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში რე­ფორ­მე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი 2003 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლო­დან, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ად" წო­დე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­თა­ნა­ვე, და­ი­წყო.

მას შემ­დეგ თით­ქმის ცხრა წელი გა­ვი­და და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რვა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და ამ­დე­ნი­ვე გენშტა­ბის თუ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სი შე­იც­ვა­ლა. ყვე­ლა მათ­განს თა­ვი­სი გუნ­დი მოჰ­ყავ­და და თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ "წმენ­დდა" არ­მი­ას.

შე­დე­გი? შე­დე­გი სა­ვა­ლა­ლოა, გან­სა­კუთ­რე­ბით ოფი­ცერ­თა შე­მად­გენ­ლო­ბის კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის თვალ­საზ­რი­სით, რად­გან აქამ­დე ძი­რი­თა­დად იმ ოფიც­რებს აწი­ნა­უ­რებ­დნენ, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" არც ერთი, მათ შო­რის, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე არ ამ­ბობ­და უარს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მეტ­ხანს - თით­ქმის სამი წელი - ეკა­ვა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი ბაჩო ახა­ლა­ი­ას და მან პირ­ნათ­ლად (ზოგ­ჯერ - ზედ­მე­ტი თავ­გა­მო­დე­ბი­თაც კი) შე­ას­რუ­ლა პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა.

2009 წლის აგ­ვის­ტო­ში, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა ახა­ლა­ია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე წა­რად­გი­ნა, და­ა­ვა­ლა მას, "გა­ეწ­მინ­და" არ­მია იმა­ვე მე­თო­დე­ბით, რო­მელ­თაც ცი­ხე­ებ­ში იყე­ნებ­და.

სამი წლის შემ­დეგ ახა­ლა­ი­ა­საც და სა­ა­კაშ­ვილ­საც შე­უძ­ლი­ათ თქვან - მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია, არ­მია "გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლია".

თუმ­ცა რის­გან არის "გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი"? არ­მი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" წა­არ­თვეს მთა­ვა­რი - საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბა. ძი­რი­თა­დად ერ­თმა­ნე­თის დას­მე­ნით გა­და­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ოფიც­რო­ბა ვე­ღა­რა­სო­დეს გახ­დე­ბა არ­მი­ის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი, რად­გან მათ შო­რის უნ­დობ­ლო­ბამ გა­იდ­გა ფეს­ვი და როცა თა­ნა­მებ­რძოლს არ ენ­დო­ბი, ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, ნათ­ქვა­მი, რომ შე­იც­ვლე­ბი­ან მხო­ლოდ მი­ნის­ტრე­ბი, ზო­გი­ერ­თი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, ხოლო უფრო და­ბა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ცვლი­ლე­ბა თით­ქმის არ შე­ე­ხე­ბათ, არც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და მით უმე­ტეს, არც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ შტაბ­ში ისე არ უნდა გა­ი­გონ, რომ ბევ­რი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­ნა­შა­უ­ლი მარ­ტო ის არ არის, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ჯა­რი­დან ერე­კე­ბო­და, ნა­წი­ლებ­ში კი სამ­ხედ­რო­ებს სცემ­დნენ (ჯა­რის­კაც­თა ცე­მის ფაქ­ტებ­ზე სტა­ტია იხი­ლეთ "არ­სე­ნა­ლის" ახალ ნო­მერ­ში, რო­მე­ლიც 12 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ვა); იგი უხე­შად ერე­ო­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბი­სა და სა­ერ­თოდ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის, პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის.

შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ისე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბი, რო­მელ­საც არა შტა­ბის უფ­რო­სი, არა­მედ ახა­ლა­ი­ას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი შტა­ბის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ახალ­გა­მომ­ცხვა­რი ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი გიგი კა­ლან­და­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, სწო­რედ ის, რო­მელ­საც, რო­გორც მე­ო­თხე ბრი­გა­დის მე­თა­ურს, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ე­ღუ­პა, და­კარ­გა 26-ვე ტან­კი, 9 ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა და მთე­ლი არ­ტი­ლე­რია...

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

თავდაცვას სასწრაფოდ სისხლის გადასხმა სჭირდება

თავდაცვას სასწრაფოდ სისხლის გადასხმა სჭირდება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეფორმებად გამოცხადებული განუწყვეტელი ექსპერიმენტები 2003 წლის ნოემბრის ბოლოდან, "ვარდების რევოლუციად" წოდებულ სახელმწიფო გადატრიალებისთანავე, დაიწყო.

მას შემდეგ თითქმის ცხრა წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში რვა თავდაცვის მინისტრი და ამდენივე გენშტაბის თუ გაერთიანებული შტაბის უფროსი შეიცვალა. ყველა მათგანს თავისი გუნდი მოჰყავდა და თავისი შეხედულებისამებრ "წმენდდა" არმიას.

შედეგი? შედეგი სავალალოა, განსაკუთრებით ოფიცერთა შემადგენლობის კარიერული წინსვლის თვალსაზრისით, რადგან აქამდე ძირითადად იმ ოფიცრებს აწინაურებდნენ, ვინც "ნაციონალების" არც ერთი, მათ შორის, დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებაზე არ ამბობდა უარს.

"ნაციონალების" პერიოდში ყველაზე მეტხანს - თითქმის სამი წელი - ეკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი ბაჩო ახალაიას და მან პირნათლად (ზოგჯერ - ზედმეტი თავგამოდებითაც კი) შეასრულა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყველა დავალება.

2009 წლის აგვისტოში, როდესაც პრეზიდენტმა ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა, დაავალა მას, "გაეწმინდა" არმია იმავე მეთოდებით, რომელთაც ციხეებში იყენებდა.

სამი წლის შემდეგ ახალაიასაც და სააკაშვილსაც შეუძლიათ თქვან - მიზანი მიღწეულია, არმია "გასუფთავებულია".

თუმცა რისგან არის "გასუფთავებული"? არმიას "ნაციონალებმა" წაართვეს მთავარი - საბრძოლო სულისკვეთება. ძირითადად ერთმანეთის დასმენით გადახალისებული ოფიცრობა ვეღარასოდეს გახდება არმიის მთავარი საყრდენი, რადგან მათ შორის უნდობლობამ გაიდგა ფესვი და როცა თანამებრძოლს არ ენდობი, ბრძოლაში გამარჯვება შეუძლებელია.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, ნათქვამი, რომ შეიცვლებიან მხოლოდ მინისტრები, ზოგიერთი მინისტრის მოადგილეები, ხოლო უფრო დაბალი თანამდებობის პირებს ცვლილება თითქმის არ შეეხებათ, არც თავდაცვის სამინისტროსა და მით უმეტეს, არც გაერთიანებულ შტაბში ისე არ უნდა გაიგონ, რომ ბევრი შეინარჩუნებს თანამდებობას.

ბაჩო ახალაიას დანაშაული მარტო ის არ არის, რომ პროფესიონალებს ჯარიდან ერეკებოდა, ნაწილებში კი სამხედროებს სცემდნენ (ჯარისკაცთა ცემის ფაქტებზე სტატია იხილეთ "არსენალის" ახალ ნომერში, რომელიც 12 ოქტომბერს გამოვა); იგი უხეშად ერეოდა გაერთიანებული შტაბისა და საერთოდ, შეიარაღებული ძალების იმ საქმიანობაში, რომელიც თავდაცვის მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, პრეროგატივა არ არის.

შედეგად მივიღეთ ისეთი გაერთიანებული შტაბი, რომელსაც არა შტაბის უფროსი, არამედ ახალაიას ნდობით აღჭურვილი შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ახალგამომცხვარი ბრიგადის გენერალი გიგი კალანდაძე ხელმძღვანელობდა, სწორედ ის, რომელსაც, როგორც მეოთხე ბრიგადის მეთაურს, 2008 წლის აგვისტოს ომში ყველაზე მეტი ადამიანი დაეღუპა, დაკარგა 26-ვე ტანკი, 9 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და მთელი არტილერია...

იხილეთ ვრცლად

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე