კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­დის, - ამის შე­სა­ხებ დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის და­ჯა­მე­ბის შემ­დეგ აშ­კა­რაა, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ". ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს ახა­ლი მთავ­რო­ბა და მე, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, კონ­სტი­ტუ­ცი­ის გან­სა­ზღვრულ ფარ­გლებ­ში ხელს შე­ვუ­წყობ იმას, რომ პარ­ლა­მენ­ტმა და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა, მოხ­დეს ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვა, ახა­ლი მთავ­რო­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბა.

თქვენ­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ ჩემ­თვის ფუნ­და­მენ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ამ კო­ა­ლი­ცი­ის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და არის. ჩვენ შო­რის არის ძა­ლი­ან ღრმა გან­სხვა­ვე­ბე­ბი, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ მათი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არის უკი­დუ­რე­სად მცდა­რი, მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტია მუ­შა­ობს ისე, რომ ხალ­ხი უმ­რავ­ლე­სო­ბით იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცემთ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს", - გა­ნა­ცხა­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა - "ამა­ვე დროს, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა, მინ­და ვთქვა, რომ " ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­და­დის ოპო­ზი­ცი­ა­ში".

მი­სი­ვე თქმით, ბოლო რვა წლის მო­ნა­პო­ვა­რი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვის, ასე­ვე ამ მო­ნა­პო­ვარ­მა აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლო და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის ერთ-ერთ საკ­ვან­ძო ქვეყ­ნად.

"მე ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რო­გო­რი საფრ­თხე­ე­ბიც არ უნდა შე­ექ­მნას ამ მო­ნა­პოვ­რებს უახ­ლო­ე­სი თვე­ე­ბის და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მისი მოს­პო­ბა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რო­გორც ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა, იბ­რძო­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის, იმის­თვის, რაც შე­იქ­მნა კო­რუფ­ცი­ის, და­ნა­შა­უ­ალ­თა ბრძო­ლის კუ­თხით.

"რა თქმა უნდა, მე პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ, მაგ­რამ ამა­ვე დროს მე ვე­უბ­ნე­ბი მად­ლო­ბას იმ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ამომ­რჩევ­ლებს, რომ­ლებ­მაც გა­მოთ­ქვეს მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი კურ­სის მი­მართ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პროგ­რესს, სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. ჩვენ მა­ინც გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას ამ რწმე­ნით, რო­გო­რიც არ უნდა იყოს დღე­ვან­დე­ლი დღის გა­მოწ­ვე­ვა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის, - ამის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

"საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ". ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციის განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ იმას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, მოხდეს ახალი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა, ახალი მთავრობის დაკომპლექტება.

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო ამ კოალიციის შეხედულებები და არის. ჩვენ შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები არის უკიდურესად მცდარი, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცემთ ძალიან დიდ პატივს", - განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა - "ამავე დროს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მინდა ვთქვა, რომ " ნაციონალური მოძრაობა" გადადის ოპოზიციაში".

მისივე თქმით, ბოლო რვა წლის მონაპოვარი "ვარდების რევოლუციის" არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის, ასევე ამ მონაპოვარმა აქცია საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნად.

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, საბოლოო ჯამში, როგორი საფრთხეებიც არ უნდა შეექმნას ამ მონაპოვრებს უახლოესი თვეების და წლების განმავლობაში, მისი მოსპობა არის შეუძლებელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" როგორც ოპოზიციური ძალა, იბრძოლებს საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რაც შეიქმნა კორუფციის, დანაშაუალთა ბრძოლის კუთხით.

"რა თქმა უნდა, მე პატივისცემას გამოვხატავ არჩევნებში მონაწილე უმრავლესობის გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ ამავე დროს მე ვეუბნები მადლობას იმ დიდი რაოდენობის ამომრჩევლებს, რომლებმაც გამოთქვეს მხარდაჭერა ჩვენი კურსის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესს, საქართველოს განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას ამ რწმენით, როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღის გამოწვევა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა