სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეით მიდლტონი კაბებს საკუთარი ესკიზებით იკერავს
ქეით მიდლტონი კაბებს საკუთარი ესკიზებით იკერავს

კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნია ქეით მიდლტო­ნი სა­კუ­თა­რი ტა­ნი­სა­მო­სის ეს­კი­ზებს თა­ვად ქმნის. ცოტა ხნის წინ აზი­ი­სა და წყნა­რი ოკე­ა­ნის ქვეყ­ნებ­ში ვი­ზი­ტის დროს ქე­ითს ყვი­თე­ლი სა­რა­ფა­ნი ეცვა, რო­მე­ლიც სა­მე­ფო ოჯა­ხის მკე­რა­ვებ­მა ჰერ­ცო­გი­ნი­ას ეს­კი­ზის მი­ხედ­ვით შე­კე­რეს.

"ქე­ით­მა თა­ვად შე­ი­მუ­შა­ვა ფერი, სტი­ლი და შე­არ­ჩია ქსო­ვი­ლი, შე­სა­კე­რად კი რჩე­ვის­თვის დე­დოფ­ლის მკე­რა­ვებს მი­მარ­თა", - აცხა­დებს Showbiz Spy-ს წყა­რო.

ქე­ი­თი ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და ან­გლ­სის კუნ­ძუ­ლი­დან, სა­დაც სა­მე­ფო სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფი იმ­ყო­ფე­ბა. პრინ­ცი უი­ლი­ა­მი სწო­რედ ამ ქვე­და­ნა­ყოფ­ში მსა­ხუ­რობს.

"ქე­ით­მა და უი­ლი­ამ­მა რამ­დე­ნი­მე დღე და­ის­ვე­ნეს, ვიდ­რე პრინ­ცი ან­გლ­სის კუნ­ძულ­ზე დაბ­რუნ­დე­ბო­და, - აცხა­დებს ბრი­ტა­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის, OK-ის წყა­რო.

ან­გლ­სის კუნ­ძულ­ზე ჰერ­ცოგ­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას არც სახ­ლის მმარ­თვე­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბათ, არც მზა­რე­უ­ლი და არც სტი­ლის­ტი, ამი­ტომ ქე­ითს ოფიც­რის მე­უღ­ლის ყვე­ლა მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად უწევს, მათ შო­რის მზა­რე­უ­ლის, დამ­ლა­გებ­ლი­სა და მკე­რა­ვის. ჰერ­ცო­გი­ნია უი­ლი­ამს კერ­ძებს სა­კუ­თა­რი დე­დის რე­ცეპ­ტე­ბით უმ­ზა­დებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Showbiz Spy-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ქეით მიდლტონი კაბებს საკუთარი ესკიზებით იკერავს

ქეით მიდლტონი კაბებს საკუთარი ესკიზებით იკერავს

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი საკუთარი ტანისამოსის ესკიზებს თავად ქმნის. ცოტა ხნის წინ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში ვიზიტის დროს ქეითს ყვითელი სარაფანი ეცვა, რომელიც სამეფო ოჯახის მკერავებმა ჰერცოგინიას ესკიზის მიხედვით შეკერეს.

"ქეითმა თავად შეიმუშავა ფერი, სტილი და შეარჩია ქსოვილი, შესაკერად კი რჩევისთვის დედოფლის მკერავებს მიმართა", - აცხადებს Showbiz Spy-ს წყარო.

ქეითი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ანგლსის კუნძულიდან, სადაც სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების ქვედანაყოფი იმყოფება. პრინცი უილიამი სწორედ ამ ქვედანაყოფში მსახურობს.

"ქეითმა და უილიამმა რამდენიმე დღე დაისვენეს, ვიდრე პრინცი ანგლსის კუნძულზე დაბრუნდებოდა, - აცხადებს ბრიტანული ჟურნალის, OK-ის წყარო.

ანგლსის კუნძულზე ჰერცოგსა და ჰერცოგინიას არც სახლის მმართველი ემსახურებათ, არც მზარეული და არც სტილისტი, ამიტომ ქეითს ოფიცრის მეუღლის ყველა მოვალეობის შესრულება დამოუკიდებლად უწევს, მათ შორის მზარეულის, დამლაგებლისა და მკერავის. ჰერცოგინია უილიამს კერძებს საკუთარი დედის რეცეპტებით უმზადებს.

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს