თელავში გამართულ "ქართული ოცნების" აქციას მხარდამჭერები პანკისის ხეობის ყველა სოფლიდან ესწრებოდნენ. ხეობის მკვიდრის, ელგა გაურგაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად ქისტი და ჩეჩენი ახალგაზრდების ლიკვიდაცია მოხდა.
"ივანიშვილის სანახავად მოვედით, მოვისმენთ, რა დაპირებები აქვს. ჩვენი ხალხი დახოცეს "ნაციონალებმა", მთავრობის დახოცილია. აქამდე ყოველთვის სააკაშვილის მხარდამჭერები ვიყავით, მაგრამ იმედი გაგვიცრუა,"-აცხადებს გაურგაშვილი.
"ქართული ოცნების" პანკისელი მხარდამჭერები თელავში 15 მიკროავტობუსით ჩავიდნენ.