მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი გოგონა აშშ-ის პარაოლიმპიელი ვარსკვლავია
ქართველი გოგონა აშშ-ის პარაოლიმპიელი ვარსკვლავია

ელი­ზა­ბეთ სტო­უ­ნი, რო­მე­ლიც მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ქვე­და ნა­წი­ლის გა­რე­შე და­ი­ბა­და, მსოფ­ლიო კლა­სის მო­ცუ­რა­ვეა. წლე­ვან­დელ პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, სა­დაც სტო­უ­ნი აშშ-ის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობ­და, მან რამ­დე­ნი­მე მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ელი­ზა­ბეთ სტო­უ­ნი წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან არის. იგი ქუ­თა­ი­სის ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ში იზ­რდე­ბო­და.

31 აგ­ვის­ტო ლონ­დო­ნის პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი ას­პა­რე­ზო­ბის ერთ-ერთი და­ძა­ბუ­ლი დღე იყო. ქა­ლებს შო­რის 100-მეტრზე ზურ­გზე ცურ­ვა­ში ოქ­როს მე­და­ლი თა­მაშ­დე­ბო­და. 22 წლის სტო­უნ­მა ას­პა­რე­ზო­ბა ბრინ­ჯა­ოს მედ­ლით და­ას­რუ­ლა. მან დის­ტან­ცია 1 წუთ­სა და 12 წამ­ში და­ფა­რა და ფი­ნიშ­თან მე­სა­მემ მი­ცუ­რა. თუმ­ცა, 2008 წელს პე­კი­ნის პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ ას­პა­რე­ზო­ბა­ზე მას უკე­თე­სი შე­დე­გი ჰქონ­და. ამე­რი­კელ­მა სპორ­ტსმენ­მა მა­შინ ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა თა­ვის გუნდს. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, ელი­ზა­ბეთ სტო­უნ­მა ეს შე­დე­გი მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ქვე­და ნა­წი­ლის გა­რე­შე აჩ­ვე­ნა.

"ფი­ნიშ­თან ბო­ლო­დან მე­ო­რე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვი­ღა­ცა მა­ინც და­ვა­მარ­ცხე და, ცხა­დია, ერთი ადა­მი­ა­ნის და­მარ­ცხე­ბაც კი საკ­მა­რი­სი იყო ჩემ­თვის, რომ ავნთე­ბუ­ლი­ყა­ვი", - ამ­ბობს ელი­ზა­ბეთ სტო­უ­ნი.

და­ა­ვა­დე­ბით, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნა­ში თე­ძოს ძვლის პრო­ქ­სი­მა­ლუ­რი კე­რის დე­ფი­ცი­ტის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, ელი­ზა­ბეთ სტო­უ­ნი 22 წლის წინ ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და. ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლი­დან ჩვენს კო­რეს­პონ­დენტ რი­ჩარდ სო­ლაშ­თან სა­უ­ბარ­ში სტო­უნ­მა ქუ­თა­ი­სის ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი მძი­მე ბავ­შვო­ბა ასე გა­იხ­სე­ნა:

"ქუ­თა­ი­სის ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ში ვცხოვ­რობ­დი. იმ დრო­ის ამ­ბე­ბი კარ­გად არ მახ­სოვს, მაგ­რამ ცო­ტა­თი მახ­სოვს უდედ­მა­მო­თა თავ­შე­სა­ფა­რი, მე ვი­ტყო­დი, შიმ­ში­ლი, თავ­შე­სა­ფა­რი ძა­ლი­ან ღა­რი­ბი იყო. მახ­სოვს საშ­ხა­პე - ერთი ოთა­ხი წი­თე­ლი ვედ­რო­თი."

ელი­ზა­ბეთ სტო­უ­ნი, იგი­ვე ქე­თე­ვან ხურ­ცი­ძე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და­ი­ბა­და - მას მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ქვე­და ნა­წი­ლი აკ­ლდა. ელი­ზა­ბეთ სტო­უ­ნი ფიქ­რობს, რომ სწო­რედ ამ თან­და­ყო­ლი­ლი ფი­ზი­კუ­რი დე­ფექ­ტის გამო თქვეს მას­ზე უარი მშობ­ლებ­მა და ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ში ჩა­ა­ბა­რეს, სა­დაც იგი მი­ჩი­გა­ნელ­მა ფსი­ქო­თე­რა­პევტმა ლინ­და სტო­უნ­მა ნახა, იშ­ვი­ლა და აშშ-ში ჩა­იყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ოთხი წლის ელი­ზა­ბეთ სტო­უნს კი­დუ­რის პირ­ვე­ლი პრო­თე­ზი გა­უ­კე­თეს, რო­მელ­საც იგი, ქარ­თუ­ლი "ფე­ხის" გავ­ლე­ნით, დღემ­დე "ბე­კის" უწო­დებს:

"რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩა­ვე­დი აშშ-ში, ქარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დი. შემ­დეგ, რო­დე­საც პრო­თე­ზი გა­მი­კე­თეს, მას ყო­ველ­თვის ქარ­თუ­ლად ვე­ძახ­დი "ფეხს". მა­შინ საკ­მაო ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი იყო ჩემ­სა და დე­და­ჩემს შო­რის და ამი­ტომ "ფეხი" "ბე­კიდ" იქცა. ახ­ლაც ჩემს ფეხს, ქარ­თულ ყა­ი­და­ზე, "ბე­კის" ვე­ძა­ხი", - ამ­ბობს ელი­ზა­ბე­თი.

მაგ­რამ რო­დე­საც ცუ­რავს, ელი­ზა­ბეთ სტო­უ­ნი "ბე­კის", ანუ პრო­თეზს, იხ­სნის. ამი­ტომ ის ას­პა­რე­ზო­ბის დროს, 31 აგ­ვის­ტოს, აუზ­თან ეტ­ლით მი­ვი­და. ზუს­ტად ასე მო­იქ­ცა იგი რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც ცურ­ვა­ში ჯან­საღ ათ­ლე­ტებს შე­ე­ჯიბ­რა. ის შე­დე­გი დღემ­დე ცო­ცხლობს ელი­ზა­ბეთ სტო­უ­ნის ხსოვ­ნა­ში.

ამე­რი­კე­ლი პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლი ფას­და­უ­დე­ბელს უწო­დებს იმ დახ­მა­რე­ბას, რა­ზეც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს აშშ-ში მი­უწ­ვდე­ბათ ხელი. კვი­რა­ში ექ­ვსი დღე ვარ­ჯი­შებ­მა კი სპორ­ტსმენ გო­გო­ნას ლონ­დონ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. 7 სექ­ტემ­ბერს ელი­ზა­ბეთ სტო­უნ­მა მე­ო­რე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლიც მო­ი­პო­ვა ბა­ტერ­ფლა­ის სტი­ლით ცურ­ვა­ში.

ქე­თე­ვან ხურ­ცი­ძე გაშ­ვი­ლე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში აღარ ჩა­მო­სუ­ლა. რო­გორც მან ჩვე­ნი რა­დი­ოს კო­რეს­პონ­დენტს, რი­ჩარდ სო­ლაშს უთხრა, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს აუ­ცი­ლებ­ლად ეს­ტუმ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და, შე­საძ­ლოა, თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბიც მო­ძებ­ნოს.

კობა ლიკ­ლი­კა­ძე

რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბა"

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

ქართველი გოგონა აშშ-ის პარაოლიმპიელი ვარსკვლავია

ქართველი გოგონა აშშ-ის პარაოლიმპიელი ვარსკვლავია

ელიზაბეთ სტოუნი, რომელიც მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე დაიბადა, მსოფლიო კლასის მოცურავეა. წლევანდელ პარაოლიმპიურ თამაშებზე, სადაც სტოუნი აშშ-ის სახელით ასპარეზობდა, მან რამდენიმე მედალი მოიპოვა. ელიზაბეთ სტოუნი წარმოშობით საქართველოდან არის. იგი ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა.

31 აგვისტო ლონდონის პარაოლიმპიური ასპარეზობის ერთ-ერთი დაძაბული დღე იყო. ქალებს შორის 100-მეტრზე ზურგზე ცურვაში ოქროს მედალი თამაშდებოდა. 22 წლის სტოუნმა ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მან დისტანცია 1 წუთსა და 12 წამში დაფარა და ფინიშთან მესამემ მიცურა. თუმცა, 2008 წელს პეკინის პარაოლიმპიურ ასპარეზობაზე მას უკეთესი შედეგი ჰქონდა. ამერიკელმა სპორტსმენმა მაშინ ვერცხლის მედალი მოუტანა თავის გუნდს. ორივე შემთხვევაში, ელიზაბეთ სტოუნმა ეს შედეგი მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე აჩვენა.

"ფინიშთან ბოლოდან მეორე ვიყავი, მაგრამ ვიღაცა მაინც დავამარცხე და, ცხადია, ერთი ადამიანის დამარცხებაც კი საკმარისი იყო ჩემთვის, რომ ავნთებულიყავი", - ამბობს ელიზაბეთ სტოუნი.

დაავადებით, რომელიც მედიცინაში თეძოს ძვლის პროქსიმალური კერის დეფიციტის სახელითაა ცნობილი, ელიზაბეთ სტოუნი 22 წლის წინ ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ლონდონის ოლიმპიური სოფლიდან ჩვენს კორესპონდენტ რიჩარდ სოლაშთან საუბარში სტოუნმა ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში გატარებული მძიმე ბავშვობა ასე გაიხსენა:

"ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში ვცხოვრობდი. იმ დროის ამბები კარგად არ მახსოვს, მაგრამ ცოტათი მახსოვს უდედმამოთა თავშესაფარი, მე ვიტყოდი, შიმშილი, თავშესაფარი ძალიან ღარიბი იყო. მახსოვს საშხაპე - ერთი ოთახი წითელი ვედროთი."

ელიზაბეთ სტოუნი, იგივე ქეთევან ხურციძე შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა - მას მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილი აკლდა. ელიზაბეთ სტოუნი ფიქრობს, რომ სწორედ ამ თანდაყოლილი ფიზიკური დეფექტის გამო თქვეს მასზე უარი მშობლებმა და ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარეს, სადაც იგი მიჩიგანელმა ფსიქოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა ნახა, იშვილა და აშშ-ში ჩაიყვანა. რამდენიმე თვეში ოთხი წლის ელიზაბეთ სტოუნს კიდურის პირველი პროთეზი გაუკეთეს, რომელსაც იგი, ქართული "ფეხის" გავლენით, დღემდე "ბეკის" უწოდებს:

"როდესაც პირველად ჩავედი აშშ-ში, ქართულად ვლაპარაკობდი. შემდეგ, როდესაც პროთეზი გამიკეთეს, მას ყოველთვის ქართულად ვეძახდი "ფეხს". მაშინ საკმაო ენობრივი ბარიერი იყო ჩემსა და დედაჩემს შორის და ამიტომ "ფეხი" "ბეკიდ" იქცა. ახლაც ჩემს ფეხს, ქართულ ყაიდაზე, "ბეკის" ვეძახი", - ამბობს ელიზაბეთი.

მაგრამ როდესაც ცურავს, ელიზაბეთ სტოუნი "ბეკის", ანუ პროთეზს, იხსნის. ამიტომ ის ასპარეზობის დროს, 31 აგვისტოს, აუზთან ეტლით მივიდა. ზუსტად ასე მოიქცა იგი რამდენიმე წლის წინ, როდესაც ცურვაში ჯანსაღ ათლეტებს შეეჯიბრა. ის შედეგი დღემდე ცოცხლობს ელიზაბეთ სტოუნის ხსოვნაში.

ამერიკელი პარაოლიმპიელი ფასდაუდებელს უწოდებს იმ დახმარებას, რაზეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აშშ-ში მიუწვდებათ ხელი. კვირაში ექვსი დღე ვარჯიშებმა კი სპორტსმენ გოგონას ლონდონში მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. 7 სექტემბერს ელიზაბეთ სტოუნმა მეორე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა ბატერფლაის სტილით ცურვაში.

ქეთევან ხურციძე გაშვილების შემდეგ სამშობლოში აღარ ჩამოსულა. როგორც მან ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, რიჩარდ სოლაშს უთხრა, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ესტუმრება საქართველოს და, შესაძლოა, თავისი ბიოლოგიური მშობლებიც მოძებნოს.

კობა ლიკლიკაძე

რადიო ”თავისუფლება”

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"