საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში კოალიციამ მორიგი შვეულმფრენი დაკარგა
ავღანეთში კოალიციამ მორიგი შვეულმფრენი დაკარგა

5 სექ­ტემ­ბერს, ავ­ღა­ნე­თის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე პრო­ვინ­ცია ლო­გარ­ში NATO-ს სამ­ხედ­რო შვე­ულმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­და. ინ­ფორ­მა­ცია, ავ­ღა­ნეთ­ში გან­თავ­სე­ბულ კო­ა­ლი­ცი­ის კონ­ტი­გენტზე დაყ­რდნო­ბით, ფრან­გულ­მა სა­ა­გენ­ტო France-Presse-მა გა­ავ­რცე­ლა.

შვე­ულმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, NATO-ს ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია არ გა­უვრცე­ლე­ბი­ათ და მი­ზე­ზე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს. თუმ­ცა, თა­ლი­ბა­ნის მტკი­ცე­ბით, შვე­ულმფრე­ნი მათი ჩა­მოგ­დე­ბუ­ლია.

"ტვი­ტერ­ზე" გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, თა­ლი­ბე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ 5 სექ­ტემ­ბერს კი­დევ ერთი ამე­რი­კუ­ლი შვე­ულმფრე­ნი ჩა­მო­აგ­დეს, რა­საც 21 "დამ­პყრობ­ლის" სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ტე­რი­ტო­რია სა­დაც OH-58 Kiowa-ს ტიპი სა­დაზ­ვერ­ვო შვე­ულმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­და, თა­ლი­ბე­ბი სრუ­ლად აკონ­ტრო­ლე­ბენ. ამი­ტო­მაც კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლამ­დე ავ­ღა­ნუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი მის­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

ბოლო დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ავ­ღა­ნეთ­ში კო­ა­ლი­ცი­ის შვე­ულმფრე­ნე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის თუ ჩა­მოგ­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გახ­შირ­და. რო­გორც წესი, კა­ტას­ტრო­ფის ან ავა­რი­ის ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზის შემ­თხვე­ვა­შიც კი, მომ­ხდარს სა­კუ­თარ თავ­ზე თა­ლი­ბე­ბი იღე­ბენ.

უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვა 16 აგ­ვის­ტოს მოხ­და. მა­შინ ყან­და­ა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში, აშშ-ის არ­მი­ის 25-ე ქვე­ით­თა დი­ვი­ზი­ის შვე­ულმფრე­ნი UH-60L, საბ­რძო­ლო პატ­რუ­ლი­რე­ბის დროს, თა­ლი­ბებ­მა ხმე­ლე­თი­დან გახ­სნი­ლი ცე­ცხლით ჩა­მო­აგ­დეს. შვე­ულმფრე­ნის ბორტზე მყო­ფი ყვე­ლა პირი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის, ეკი­პა­ჟის 3 წევ­რი, 7 ამე­რი­კე­ლი და 3 ავ­ღა­ნე­ლი სამ­ხედ­რო და ერთი ავ­ღა­ნე­ლი თარ­ჯი­მა­ნი.

5 სექ­ტემ­ბრის ინ­ცი­დენ­ტის ჩათ­ვლით, მიმ­დი­ნა­რე წელს კო­ა­ლი­ცი­ამ ავ­ღა­ნეთ­ში 9 შვე­ულმფრე­ნი და­კარ­გა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი შემ­თხვე­ვა 16 მარტს მოხ­და. მა­შინ პატ­რუ­ლი­რე­ბის დროს, ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო, თურ­ქუ­ლი S-70A ბაგ­რა­მის რა­ი­ონ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ზე ჩა­მო­ვარ­და. და­ი­ღუ­პა ბორტზე მყო­ფი შვი­დი ადა­მი­ა­ნი და და­სახ­ლე­ბა­ში მყო­ფი ორი სა­მო­ქა­ლა­ქო პირი.

ავ­ღა­ნეთ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბი­სა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცე­ცხლის­გან, კო­ა­ლი­ცი­ამ 70 შვე­ულმფრე­ნი და­კარ­გა. ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი შემ­თხვე­ვა გა­სუ­ლი წლის 6 აგ­ვის­ტოს მოხ­და, რო­დე­საც ვარ­და­კის პრო­ვინ­ცი­ა­ში CH-47D-ის ტი­პის შვე­ულმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­და. მის ბორტზე ეკი­პა­ჟის - 5 და სპეც-და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის 22 წევ­რი, 3 ამე­რი­კე­ლი და 7 ავ­ღა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი, თარ­ჯი­მა­ნი და ძაღ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, შე­ულმფრე­ნი თა­ლი­ბებ­მა ჩა­მო­აგ­დეს. სხვა­თა შო­რის, და­ღუ­პუ­ლი სპეც-და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბი ბენ-ლა­დე­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ამი­ტო­მაც მომ­ხდა­რის შემ­დეგ ბევ­რი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­აც გაჩ­ნდა.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ავღანეთში კოალიციამ მორიგი შვეულმფრენი დაკარგა

ავღანეთში კოალიციამ მორიგი შვეულმფრენი დაკარგა

5 სექტემბერს, ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია ლოგარში NATO-ს სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაცია, ავღანეთში განთავსებულ კოალიციის კონტიგენტზე დაყრდნობით, ფრანგულმა სააგენტო France-Presse-მა გაავრცელა.

შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ, NATO-ს ოფიციალურ წარმომადგენლებს რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ და მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავეს. თუმცა, თალიბანის მტკიცებით, შვეულმფრენი მათი ჩამოგდებულია.

"ტვიტერზე" გაკეთებული განცხადების თანახმად, თალიბები ირწმუნებიან, რომ 5 სექტემბერს კიდევ ერთი ამერიკული შვეულმფრენი ჩამოაგდეს, რასაც 21 "დამპყრობლის" სიცოცხლე შეეწირა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ტერიტორია სადაც OH-58 Kiowa-ს ტიპი სადაზვერვო შვეულმფრენი ჩამოვარდა, თალიბები სრულად აკონტროლებენ. ამიტომაც კატასტროფის ადგილამდე ავღანური უსაფრთხოების ძალები მისვლას ვერ ახერხებენ.

ბოლო დროის განმავლობაში, ავღანეთში კოალიციის შვეულმფრენების ჩამოვარდნის თუ ჩამოგდების შემთხვევები გახშირდა. როგორც წესი, კატასტროფის ან ავარიის ტექნიკური მიზეზის შემთხვევაშიც კი, მომხდარს საკუთარ თავზე თალიბები იღებენ.

უკანასკნელი შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა. მაშინ ყანდაარის პროვინციაში, აშშ-ის არმიის 25-ე ქვეითთა დივიზიის შვეულმფრენი UH-60L, საბრძოლო პატრულირების დროს, თალიბებმა ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლით ჩამოაგდეს. შვეულმფრენის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. მათ შორის, ეკიპაჟის 3 წევრი, 7 ამერიკელი და 3 ავღანელი სამხედრო და ერთი ავღანელი თარჯიმანი.

5 სექტემბრის ინციდენტის ჩათვლით, მიმდინარე წელს კოალიციამ ავღანეთში 9 შვეულმფრენი დაკარგა. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემთხვევა 16 მარტს მოხდა. მაშინ პატრულირების დროს, ტექნიკური გაუმართაობის გამო, თურქული S-70A ბაგრამის რაიონში საცხოვრებელ სახლებზე ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი შვიდი ადამიანი და დასახლებაში მყოფი ორი სამოქალაქო პირი.

ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, ტექნიკური გაუმართაობისა და მოწინააღმდეგის ცეცხლისგან, კოალიციამ 70 შვეულმფრენი დაკარგა. ყველაზე მასშტაბური შემთხვევა გასული წლის 6 აგვისტოს მოხდა, როდესაც ვარდაკის პროვინციაში CH-47D-ის ტიპის შვეულმფრენი ჩამოვარდა. მის ბორტზე ეკიპაჟის - 5 და სპეც-დანიშნულების რაზმის 22 წევრი, 3 ამერიკელი და 7 ავღანელი ჯარისკაცი, თარჯიმანი და ძაღლი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, შეულმფრენი თალიბებმა ჩამოაგდეს. სხვათა შორის, დაღუპული სპეც-დანიშნულების რაზმის წევრები ბენ-ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ამიტომაც მომხდარის შემდეგ ბევრი არაოფიციალური ვერსიაც გაჩნდა.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე