მომღერალი ჯესიკა სიმპსონი ქალიშვილის გაჩენის შემდეგ დიეტოლოგიურ კლინიკას დაუკავშირდა, რომელიც მას ზედმეტი წონის დაკლებაში დაეხმარება. ამ მომსახურებაში ვარსკვლავი 3 მლნ დოლარს გადაიხდის.
ჯესიკა სიმპსონმა გოგონა, მაქსველ დრიუ ჯონსონი 1 მაისს გააჩინა. ერთადერთი, რაც ბედნიერ დედას ხასიათს უფუჭებს, ზედმეტი წონაა.
თავიდან იხტიბარს არ იტეხდა და საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ფუმფულა სხეულში თავს მშვენივრად გრძნობდა. შემდეგ ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ყოფილ მოთამაშეს, ერიკ ჯონსონს ცოლად გაყოლაზე დათანხმდა, მაგრამ ორსულობამ მომღერალს კიდევ რამდენიმე კილოგრამი შემატა. ჯესიკამ სიმსუქნის გამო ქორწილი განუსაზღვრელი ვადით გადადო და ახლა ერთადერთ იმედს დიეტაზე ამყარებს.
მომზადებულია newsme.com-ის მიხედვით.