კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოზამბიკში მცხოვრები ქართველი ექიმის ეგზოტიკური ამბავი
მოზამბიკში მცხოვრები ქართველი ექიმის ეგზოტიკური ამბავი

ნი­კო­ლოზ ძაგ­ნი­ძე ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც მო­ზამ­ბი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში უკვე წლე­ბია ცხოვ­რობს. მას მო­ზამ­ბი­კის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ტე­ტი­დან 2009 წელს მო­უ­ვი­და მოწ­ვე­ვა - აც­ნო­ბეს, რომ ქი­რურ­გის ვა­კან­სია იყო. თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბელ­მა ექიმ­მა მოწ­ვე­ვა მი­ი­ღო და იქ და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­ემ­გზავ­რა... მას ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დი. აი, რას გვი­ამ­ბობს ეგ­ზო­ტი­კურ გა­რე­მო­ზე რის­კი­ა­ნი ქარ­თვე­ლი ექი­მი...

- ნიკა, ვიდ­რე მო­ზამ­ბი­კის ამ­ბებს მოგ­ვიყ­ვე­ბო­დეთ, თქვენ­ზეც გვი­ამ­ბეთ; სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ, არა?

- თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ კი სტა­ჟი­რე­ბა თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ იზ­მი­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვილ კლი­ნი­კა­ში გა­ვი­ა­რე. უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ ქი­რურ­გის სპე­ცი­ა­ლო­ბას ავირ­ჩევ­დი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩემი არ­ჩე­ვა­ნით არ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლან, რად­გან დე­და­ჩე­მი, ნანა გე­ლა­ძე მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კია (ბავ­შვთა ნევ­რო­ლო­გი და პრო­ფე­სო­რია) და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ რთუ­ლი გზის გავ­ლა მო­მი­წევ­და, მაგ­რამ არ შე­ვე­პუე. 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მო­მი­წია სწავ­ლამ და მა­შინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლისტს კა­რი­ე­რის აწყო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თით­ქმის არ ჰქონ­და - მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სამ­ყა­რო­ზეც აი­სა­ხა. ამი­ტო­მაც, მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. იქ ყოფ­ნის წლებ­ში კარ­გი სა­მეც­ნი­ე­რო და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე - ლა­ზე­რუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტში, ზო­გად ქი­რურ­გი­ა­ში ჯერ კლი­ნი­კუ­რი ორ­დი­ნა­ტუ­რის კურ­სი გა­ვი­ა­რე, შემ­დეგ კი ას­პი­რან­ტუ­რა და­ვამ­თავ­რე. მოს­კოვ­ში ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბიც მუ­შა­ობ­დნენ. მათ ჩემი, რო­გორც ექი­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იმა­ვე ინ­სტი­ტუ­ტში, ქი­რურ­გი­უ­ლი ენ­დოს­კო­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, უფ­რო­სი მეც­ნი­ერ­მუ­შა­კის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ვი­კა­ვე. კო­ლე­გე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მოს­კოვ­ში დიდი პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლა მე­ლო­დე­ბო­და, მაგ­რამ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომმა ჩემი გეგ­მე­ბი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა - ჩემს თავს არა­თუ რუ­სეთ­ში მუ­შა­ო­ბის, არა­მედ იქ ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბაც არ მი­ვე­ცი და 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. რუს ერს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, უბ­რა­ლოდ, სამ­შობ­ლო­სად­მი სიყ­ვა­რულ­სა და ერ­თგუ­ლე­ბას ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად გა­მო­ხა­ტავს... ერთი სი­ტყვით, CV-ები სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ელ­ჩო­ებ­ში გავ­გზავ­ნე, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

- ერთ დღე­საც, მოწ­ვე­ვა მო­ზამ­ბი­კი­დან მო­გი­ვი­დათ, არა?

- დიახ, 2009 წელს, მარ­ტის ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც, აფ­რი­კი­დან, მო­ზამ­ბი­კის რეს­პუბ­ლი­კი­დან მომ­წე­რეს, რომ ქი­რურ­გის ვა­კან­სია ჰქონ­დათ... რო­გორც ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლისტს, პრო­ფე­სი­უ­ლი რე­ა­ლი­ზა­ცია მჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ექი­მის მი­სი­ით იქ თუ მო­მი­წევ­და გამ­გზავ­რე­ბა, მარ­თლა ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი... მო­ზამ­ბიკ­ზე ბევ­რი მქონ­და წა­კი­თხუ­ლი, მაგ­რამ იქ ნა­ნახ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. აფ­რი­კუ­ლი ეგ­ზო­ტი­კა მხო­ლოდ შო­რი­დან ჩანს "ეგ­ზო­ტი­კუ­რი". მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ სი­ნამ­დვი­ლე სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რი იყო და ცოტა არ იყოს, გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი მო­ზამ­ბი­კე­ლე­ბი... პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მომ­ხვდა, უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბე აღ­მოჩ­ნდა. აქ ჩა­მოს­ვლამ­დე მე­გო­ნა, რომ სი­ღა­რი­ბე, სა­ცხოვ­რებ­ლი­სა და ფუ­ლის უქონ­ლო­ბა იყო, მაგ­რამ აფ­რი­კულ რე­ა­ლო­ბა­ში ეს ასო­ბით კი­ლო­მეტრზე წყლის, საკ­ვე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბაა. მო­სახ­ლე­ო­ბა ძი­რი­თა­დად თი­ვა­გა­და­ფა­რე­ბულ მი­წუ­რებ­ში ცხოვ­რობს. სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლო ასა­კი 40-45 წე­ლია. მო­ზამ­ბი­კე­ლე­ბი შიდსით, მა­ლა­რი­ი­თა და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით არი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. მო­ზამ­ბი­კი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლია... 300-წლი­ა­ნი პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით, მო­ზამ­ბი­კე­ლებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვეს, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო და პარ­ტი­ზა­ნულ ომებ­ში იყ­ვნენ ჩაფ­ლუ­ლე­ბი. ბოლო 7-8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კერ­ძო სექ­ტო­რის ხარ­ჯზე ეკო­ნო­მი­კამ გან­ვი­თა­რე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა ეს ზღვა­ში წვე­თია...

მო­ზამ­ბიკ­ში, რეს­პუბ­ლი­კის ჩრდი­ლო­ე­თით, ქა­ლაქ ტეტ­ში გა­მა­ნა­წი­ლეს. ეს არის ზამ­ბი­ის, ზიმ­ბაბ­ვე­სა და მა­ლა­ვის მო­სა­ზღვრე ტე­რი­ტო­რია. ეკ­ვა­ტორ­თან ახ­ლოს, მა­ლა­რი­ის ენ­დე­მუ­რი კე­რაა, სა­დაც სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ზა­ფხულ­ში 35-47 გრა­დუ­სია, მზე­ზე 50-ს აჭარ­ბებს. ალ­ბათ, იფიქ­რებთ, ასე­თი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­ი­ნიშ­ნე­ბაო, მაგ­რამ ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ცივი წყლის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, ასე­თი სი­ცხის გაძ­ლე­ბა ძნე­ლია... ზოგ­ჯერ კი, კა­ლა­ჰა­რის მხრი­დან მო­სულ ქა­რიშ­ხალს უფრო გა­უ­საძ­ლი­სი ცხე­ლი ჰავა მო­აქვს ხოლ­მე.

მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში მო­მი­წია - მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი და წარ­მო­უდ­გენ­ლად ბევ­რი პა­ცი­ენ­ტიც ემა­ტე­ბო­და. ინ­გლი­სუ­რად კარ­გად ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ენა ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე. ამი­ტო­მაც, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რის სწავ­ლა­მაც მო­მი­წია, თუმ­ცა, მალე გა­ვარ­კვიე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა სა­ხელ­მწი­ფო ენაც არ იცო­და. ზიმ­ბაბ­ვე­სა და მა­ლა­ვის სა­ზღვრებ­თან ახ­ლოს მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა Nhungwe და Nhanja -ს დი­ა­ლექ­ტებ­ზე სა­უბ­რობს და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მეც მეს­წავ­ლა. გარ­და ამი­სა, აქ­ტი­უ­რად ვსწავ­ლობ­დი, რო­გორ უნდა ამე­რი­დე­ბი­ნა თა­ვი­დან მა­ლა­რი­უ­ლი მოს­კი­ტე­ბი და სხვა პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ასე­ვე ქვე­წარ­მავ­ლე­ბის­გან თა­ვის დაც­ვაც ვის­წავ­ლე. ოპე­რა­ცი­ის დროს, რომ არ და­ვინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყა­ვი (ანუ და­ა­ვა­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის­გან რომ არ გა­დამ­დე­ბო­და), სამი წყვი­ლი ხელ­თათ­მა­ნი, ბო­ტე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი პირ­ბა­დე მე­კე­თა. სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში კი ტემ­პე­რა­ტუ­რა 40 გრა­დუსს აჭარ­ბებ­და... ყო­ვე­ლი პრო­ვინ­ცი­ა­ში გას­ვლა სა­რის­კო იყო, რად­გან ქვე­წარ­მავ­ლე­ბის თავ­დას­ხმის საფრ­თხე მუდ­მი­ვად არ­სე­ბობ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან­ქა­ნე­ბით გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბო­დით.

- მო­ზამ­ბიკ­ში ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი იყა­ვით...

- ქა­ლაქ ტეტ­ში ჩა­სულს ქარ­თვე­ლი პე­დი­ატ­რი და­ვით ნი­კო­ლეშ­ვი­ლი დამ­ხვდა, რო­მე­ლიც ჩე­მამ­დე 6 წლით ადრე იყო იქ ჩა­სუ­ლი და ჰოს­პი­ტალ­ში პე­დი­ატ­რი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. თუმ­ცა ბა­ტო­ნი და­ვი­თი მა­ლე­ვე წა­მო­ვი­და და ნი­გე­რი­ე­ლი და კუ­ბე­ლი ექი­მე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში დავ­რჩი. "ქა­ლა­ქი" უფრო რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრს ჰგავს, სა­დაც სულ რამ­დე­ნი­მე ას­ფალ­ტი­ა­ნი ქუ­ჩაა. დენი, წყა­ლი და პრო­დუქ­ტი მუდ­მი­ვად დე­ფი­ცი­ტია. იქ მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა 1 კმ-იანი ხი­დია მდი­ნა­რე ზამ­ბე­ზი­ზე, რო­მელ­საც ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რეს­ტავ­რა­ცია პირ­ვე­ლად ჩემი აქ ყოფ­ნი­სას ჩა­უ­ტარ­და. აქამ­დე ზედ მან­ქა­ნით გა­დას­ვლა ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერთხელ, მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და. პა­ცი­ენ­ტე­ბის გად­მოყ­ვა­ნას დი­ლამ­დე ვერ ვა­ხერ­ხებ­დით, ავად­მყო­ფი ნა­თე­სა­ვებს სა­კა­ცით გად­მოჰ­ყავ­დათ... ხიდ­თან XIV სა­უ­კუ­ნის დრო­ინ­დე­ლი პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი პორ­ტი მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის კო­ლო­ნი­უ­რი რე­ჟი­მის სიმ­ბო­ლოა.

მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს, რად­გან სკო­ლე­ბი მხო­ლოდ აქა-იქ არის. მო­ზამ­ბი­კელ­თა უმე­ტე­სო­ბამ შიდსის ვირუ­სის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის, რად­გან მის­თვის რაც უხი­ლა­ვია - არ არ­სე­ბობს. არა­და, იქ ის­ტო­რი­უ­ლად პო­ლი­გა­მია არ­სე­ბობს, ერთ მა­მა­კაცს იმ­დე­ნი ცოლი ჰყავს, რამ­დე­ნიც მო­ე­სურ­ვე­ბა. შე­დე­გად კი, მო­ზამ­ბი­კის პრო­ვინ­ცი­ებ­ში ყო­ვე­ლი მე­სა­მე შიდსით არის და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

- მათ­თან პრო­ფე­სი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­გიძ­ნელ­დათ?

- თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ შე­ვეჩ­ვიე. ზო­გა­დად აქ ყოფ­ნი­სას მივ­ხვდი, რომ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა... ჩვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი მათ მი­წურ­თან შე­და­რე­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო იყო. თუმ­ცა, წყა­ლი და დენი მხო­ლოდ "ბედ­ნი­ერ შემ­თხვე­ვებ­ში" გვქონ­და. როცა ონ­კან­ში წყა­ლი მო­დი­ო­და, მდი­ნა­რის ფლო­რის გარ­და, ცო­ცხა­ლი ლიფ­სი­ტე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და. მისი და­ლე­ვა გა­ფილ­ტვრი­სა და 2-3-ჯერ გა­და­დუ­ღე­ბის შემ­დე­გაც სა­რის­კო იყო. თუმ­ცა, ეს არა­ფე­რია იმ პრობ­ლე­მებ­თან შე­და­რე­ბით, რაც პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მექ­მნე­ბო­და. კლი­ნი­კა­ში კვი­რა­ო­ბით არ გვქონ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მოხ­მა­რე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი და ანალ­გე­ტი­კე­ბი. თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი, რა სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­და პა­რა­ცე­ტა­მო­ლი და პე­ნი­ცი­ლი­ნი. მათი მოხ­მა­რე­ბის დო­ზე­ბი აღარც კი მახ­სოვ­და. კი­დევ კარ­გი, ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უკუჩ­ვე­ნე­ბა თით­ქმის უმ­ნიშ­ვნე­ლოა... ად­გი­ლობ­რი­ვებს ტკი­ვი­ლის მოთ­მე­ნის სა­ო­ცა­რი, თით­ქმის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი უნა­რი შეს­წევთ. ასაკს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. არ არ­სე­ბობს მათ­ზე მად­ლი­ე­რი, მომთმე­ნი და დამ­ჯე­რი პა­ცი­ენ­ტი, მთა­ვა­რია, "შე­იჩ­ვიო" და "მო­ით­ვი­ნი­ე­რო". მახ­სოვს ერთი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას და­უ­კბე­ნია. ისევ და ისევ სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, ღრმა ჭრი­ლო­ბის ამოწ­მენ­დამ ლა­მის ვე­ლურ პი­რო­ბებ­ში მო­მი­წია. გო­გო­ნა კბილს კბილ­ზე აჭერ­და, რომ ტკი­ვი­ლი მო­ეთ­მი­ნა. გა­ო­ცე­ბულ­მა ვუ­თხა­რი, იყ­ვი­რე და მო­გეშ­ვე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ ლა­მის ოპე­რა­ცი­ას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბულ­მა პრო­ცე­დუ­რამ უხ­მა­უ­როდ ჩა­ი­ა­რა.

მო­ზამ­ბი­კელ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს კლი­ნი­კა­ში ჰორ­მო­ნე­ბი­სა და ოპი­ა­ტე­ბის (ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სა­ხე­ო­ბა) გა­მო­ყე­ნე­ბა მე და­ვა­წყე­ბი­ნე. შე­დე­გად ჰოს­პი­ტალ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ერთი წლის სტა­ტის­ტი­კით 3-ჯერ შემ­ცირ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი ტრავ­მის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზი ნი­ან­გის, გვე­ლი­სა და ჰი­პო­პო­ტა­მის თავ­დას­ხმაა. თუმ­ცა, ბევ­რი ისე­თი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბაც მი­წევ­და, რო­მელ­საც ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლებ­ლებ­ში აღარც კი ას­წავ­ლი­ან.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტი ჯა­დო­ქარ-მკურ­ნა­ლის ე.წ. კუ­რან­დე­ი­როს ხელ­ში გავ­ლის შემ­დეგ ხვდე­ბო­და. მო­ზამ­ბი­კე­ლი "დას­ტაქ­რე­ბი" ყვე­ლა­ზე ხში­რად მუც­ლის ტკი­ვილს "მკურ­ნა­ლო­ბენ", რად­გან იქა­უ­რე­ბი საკ­ვებს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, ლა­მის გა­მო­უც­ნო­ბი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გან ამ­ზა­დე­ბენ ანუ ყვე­ლა­ფერს ჭა­მენ, რაც მოძ­რა­ობს და და­ცო­ცავს. უმე­ტეს­წი­ლად უმი ხორ­ცით იკ­ვე­ბე­ბი­ან, რაც სპაზ­მურ ტკი­ვილს იწ­ვევს. კუ­რან­დე­ი­რო კი ტკი­ვი­ლის მო­სახ­სნე­ლად სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბელ ე.წ. აგ­რე­სი­ულ მჟა­ვას იყე­ნებს. მისი შე­მად­გენ­ლო­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. სი­თხის მი­ღე­ბის შე­დე­გად, პა­ცი­ენტს ნაწ­ლა­ვე­ბი ისე "უდნე­ბა", რომ ქი­რურ­გი­უ­ლი გა­კერ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. "გამ­დნა­რი" ნაწ­ლა­ვე­ბი და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი ჩემ­თვის კუ­რან­დე­ი­როს "სა­ფირ­მო" ნიშ­ნად იქცა... მა­სობ­რი­ვია პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­კი­ტებს გა­და­აქვთ და სპი­ლოვ­ნე­ბას ანუ კი­დუ­რებ­ში ლიმ­ფოს­ტაზ­სა და გი­გან­ტურ ჰიდ­რო­ცე­ლესს, სა­თეს­ლე პარ­კის წყალ­მან­კებს იწ­ვევს ანუ მა­მა­კა­ცის სა­თეს­ლე პარ­კი 3-ლიტ­რი­ან ქი­ლებ­ზე დი­დია. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ეს პრობ­ლე­მა კი არა, სა­ა­მა­ყო ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბაა, რად­გან ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, დიდი სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს მფლო­ბე­ლი, ად­გი­ლობ­რივ ტომ­ში ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობს... ერთხელ ერთი ასა­კო­ვა­ნი კუ­რან­დე­ი­რო მო­მიყ­ვა­ნეს, რომ­ლის სა­თეს­ლე პარ­კიც 6-ლიტ­რი­ა­ნი ჭურ­ჭლის ზო­მის იყო და სი­ა­რუ­ლი უჭირ­და. ავად­მყო­ფი მკურ­ნა­ლო­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, მაგ­რამ ფი­ზი­კურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ "ვი­ზუ­ა­ლუ­რი სი­ლა­მა­ზე" და­ათ­მო­ბი­ნა. თუმ­ცა, მა­ინც მტრუ­ლი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და... ვხუმ­რობ...

- ნიკა, და­გა­წი­ნა­უ­რეს, არა?

- დიახ, მო­ზამ­ბი­კის დე­და­ქა­ლაქ მა­პუ­ტუ­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბია. ამ­ჟა­მად სამ­ხრე­თაფ­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის African Medical Investment Plc-ს, თა­ნა­მედ­რო­ვედ აღ­ჭურ­ვილ ჰოს­პი­ტალ­ში ვმუ­შა­ობ და ვხვდე­ბი, რის­თვის გა­მიძ­ლია ტეტ­ში ყოფ­ნი­სას... სა­ბედ­ნი­ე­როდ, იქი­დან უვ­ნე­ბე­ლი წა­მო­ვე­დი. ვი­ნა­ი­დან მა­პუ­ტუ ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნის პი­რა­საა, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბიც უკე­თე­სია. ერთი წელი ქი­რურ­გად ვი­მუ­შა­ვე, შემ­დეგ კი სა­ო­პე­რა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად გა­და­მიყ­ვა­ნეს და მიმ­ღე­ბი გან­ყო­ფი­ლე­ბაც ჩა­მა­ბა­რეს. ჩვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ორი მან­ქა­ნაც. ისე­თი დატ­ვირ­თვით ვმუ­შა­ობთ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, კლი­ნი­კა­ში ვცხოვ­რობ. ზო­გად­ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს, ლა­პა­რას­კო­პი­ა­სა და დი­აგ­ნოს­ტი­კურ ექოს­კო­პი­ას ვა­კე­თებ, ბევ­რი პრე­ტენ­ზი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი მყავს, მაგ­რამ ასე­თე­ბი ამი­ტა­ნია?!. ჰოს­პი­ტალ­ში ექიმ­თა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს - ინ­დო­ე­ლე­ბი, ფი­ლი­პი­ნე­ლე­ბი, კუ­ბე­ლე­ბი, პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, სამ­ხრე­თაფ­რი­კე­ლე­ბი, მო­ზამ­ბი­კე­ლე­ბი და მე - ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებთ?

- კი, რო­გორ არა?!. რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო აშენ­და... ტე­ლე­კომ­პა­ნია CNN-ზე სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პი ვნა­ხე, რო­მე­ლიც ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრი­ა­ლებ­და... ისე გა­მი­ხარ­და, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს გა­ვა­გე­ბი­ნე, ეს ჩემი სამ­შობ­ლოა-მეთ­ქი. გა­უკ­ვირ­დათ, ასეთ ლა­მაზ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბო?.. ისე კი, მეც შე­მე­პა­რა ეჭვი, დუ­ბა­ის ხომ არ აჩ­ვე­ნე­ბენ-მეთ­ქი, მაგ­რამ კარ­გად რომ და­ვაკ­ვირ­დი, ჩემი ქა­ლა­ქის ხე­დე­ბი ვი­ცა­ნი... ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი მაქვს, ამ წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნას მო­ვახ­მა­რო.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

მოზამბიკში მცხოვრები ქართველი ექიმის ეგზოტიკური ამბავი

მოზამბიკში მცხოვრები ქართველი ექიმის ეგზოტიკური ამბავი

ნიკოლოზ ძაგნიძე ერთადერთი ქართველია, რომელიც მოზამბიკის რესპუბლიკაში უკვე წლებია ცხოვრობს. მას მოზამბიკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტეტიდან 2009 წელს მოუვიდა მოწვევა - აცნობეს, რომ ქირურგის ვაკანსია იყო. თავგადასავლების მაძიებელმა ექიმმა მოწვევა მიიღო და იქ დაუფიქრებლად გაემგზავრა... მას ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდი. აი, რას გვიამბობს ეგზოტიკურ გარემოზე რისკიანი ქართველი ექიმი...

- ნიკა, ვიდრე მოზამბიკის ამბებს მოგვიყვებოდეთ, თქვენზეც გვიამბეთ; სამედიცინო განათლება გაქვთ, არა?

- თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე, შემდეგ კი სტაჟირება თურქეთში, ქალაქ იზმირის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კლინიკაში გავიარე. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ქირურგის სპეციალობას ავირჩევდი. ოჯახის წევრები ჩემი არჩევანით არ აღფრთოვანებულან, რადგან დედაჩემი, ნანა გელაძე მედიცინის მუშაკია (ბავშვთა ნევროლოგი და პროფესორია) და მეუბნებოდა, რომ რთული გზის გავლა მომიწევდა, მაგრამ არ შევეპუე. 90-იანი წლების დასაწყისში მომიწია სწავლამ და მაშინდელ საქართველოში ახალგაზრდა სპეციალისტს კარიერის აწყობის საშუალება თითქმის არ ჰქონდა - მძიმე პოლიტიკური და ეკონომიური ვითარება სამედიცინო სამყაროზეც აისახა. ამიტომაც, მოსკოვში გამგზავრება გადავწყვიტე. იქ ყოფნის წლებში კარგი სამეცნიერო და პრაქტიკული განათლება მივიღე - ლაზერული მედიცინის ინსტიტუტში, ზოგად ქირურგიაში ჯერ კლინიკური ორდინატურის კურსი გავიარე, შემდეგ კი ასპირანტურა დავამთავრე. მოსკოვში ქართველი პროფესორებიც მუშაობდნენ. მათ ჩემი, როგორც ექიმის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს... მოგვიანებით, იმავე ინსტიტუტში, ქირურგიული ენდოსკოპიის განყოფილებაში, უფროსი მეცნიერმუშაკის თანამდებობა დავიკავე. კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ მოსკოვში დიდი პროფესიული წინსვლა მელოდებოდა, მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ჩემი გეგმები მთლიანად შეცვალა - ჩემს თავს არათუ რუსეთში მუშაობის, არამედ იქ ცხოვრების უფლებაც არ მივეცი და 2008 წლის აგვისტოში სამშობლოში დავბრუნდი. რუს ერს ძალიან ვაფასებ, უბრალოდ, სამშობლოსადმი სიყვარულსა და ერთგულებას ყველა თავისებურად გამოხატავს... ერთი სიტყვით, CV-ები სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში გავგზავნე, რომ პროფესიული განვითარება გამეგრძელებინა.

- ერთ დღესაც, მოწვევა მოზამბიკიდან მოგივიდათ, არა?

- დიახ, 2009 წელს, მარტის ერთ მშვენიერ დღესაც, აფრიკიდან, მოზამბიკის რესპუბლიკიდან მომწერეს, რომ ქირურგის ვაკანსია ჰქონდათ... როგორც ახალგაზრდა სპეციალისტს, პროფესიული რეალიზაცია მჭირდებოდა, მაგრამ ექიმის მისიით იქ თუ მომიწევდა გამგზავრება, მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი... მოზამბიკზე ბევრი მქონდა წაკითხული, მაგრამ იქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აფრიკული ეგზოტიკა მხოლოდ შორიდან ჩანს "ეგზოტიკური". მალევე მივხვდი, რომ სინამდვილე სრულიად სხვანაირი იყო და ცოტა არ იყოს, გამიჭირდა, მაგრამ ახლა ძალიან მიყვარს ჩემი მოზამბიკელები... პირველი, რაც თვალში მომხვდა, უკიდურესი სიღარიბე აღმოჩნდა. აქ ჩამოსვლამდე მეგონა, რომ სიღარიბე, საცხოვრებლისა და ფულის უქონლობა იყო, მაგრამ აფრიკულ რეალობაში ეს ასობით კილომეტრზე წყლის, საკვებისა და ინფრასტრუქტურის არარსებობაა. მოსახლეობა ძირითადად თივაგადაფარებულ მიწურებში ცხოვრობს. სიცოცხლის საშუალო ასაკი 40-45 წელია. მოზამბიკელები შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით არიან დაავადებული. მოზამბიკი სიკვდილიანობით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია... 300-წლიანი პორტუგალიური კოლონიზაციის შემდეგ, გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დახმარებით, მოზამბიკელებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მაგრამ სამოქალაქო და პარტიზანულ ომებში იყვნენ ჩაფლულები. ბოლო 7-8 წლის განმავლობაში, კერძო სექტორის ხარჯზე ეკონომიკამ განვითარება დაიწყო, თუმცა ეს ზღვაში წვეთია...

მოზამბიკში, რესპუბლიკის ჩრდილოეთით, ქალაქ ტეტში გამანაწილეს. ეს არის ზამბიის, ზიმბაბვესა და მალავის მოსაზღვრე ტერიტორია. ეკვატორთან ახლოს, მალარიის ენდემური კერაა, სადაც საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 35-47 გრადუსია, მზეზე 50-ს აჭარბებს. ალბათ, იფიქრებთ, ასეთი მაღალი ტემპერატურა ბოლო წლებში საქართველოშიც შეინიშნებაო, მაგრამ ველურ ბუნებაში, ინფრასტრუქტურის, ელემენტარულად, ცივი წყლის არარსებობის პირობებში, ასეთი სიცხის გაძლება ძნელია... ზოგჯერ კი, კალაჰარის მხრიდან მოსულ ქარიშხალს უფრო გაუსაძლისი ცხელი ჰავა მოაქვს ხოლმე.

მუშაობის დაწყებამ უმძიმეს პირობებში მომიწია - მაღალ ტემპერატურას, ენობრივი ბარიერი და წარმოუდგენლად ბევრი პაციენტიც ემატებოდა. ინგლისურად კარგად ვლაპარაკობ, მაგრამ საერთაშორისო ენა ვერ გამოვიყენე. ამიტომაც, პორტუგალიურის სწავლამაც მომიწია, თუმცა, მალე გავარკვიე, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სახელმწიფო ენაც არ იცოდა. ზიმბაბვესა და მალავის საზღვრებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა Nhungwe და Nhanja -ს დიალექტებზე საუბრობს და იძულებული გავხდი, მეც მესწავლა. გარდა ამისა, აქტიურად ვსწავლობდი, როგორ უნდა ამერიდებინა თავიდან მალარიული მოსკიტები და სხვა პარაზიტული დაავადებები. ასევე ქვეწარმავლებისგან თავის დაცვაც ვისწავლე. ოპერაციის დროს, რომ არ დავინფიცირებულიყავი (ანუ დაავადება პაციენტისგან რომ არ გადამდებოდა), სამი წყვილი ხელთათმანი, ბოტები და სპეციალური პირბადე მეკეთა. საოპერაციოში კი ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა... ყოველი პროვინციაში გასვლა სარისკო იყო, რადგან ქვეწარმავლების თავდასხმის საფრთხე მუდმივად არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ მანქანებით გადავაადგილდებოდით.

- მოზამბიკში ალბათ ერთადერთი ქართველი იყავით...

- ქალაქ ტეტში ჩასულს ქართველი პედიატრი დავით ნიკოლეშვილი დამხვდა, რომელიც ჩემამდე 6 წლით ადრე იყო იქ ჩასული და ჰოსპიტალში პედიატრიული სამსახური ჩამოაყალიბა. თუმცა ბატონი დავითი მალევე წამოვიდა და ნიგერიელი და კუბელი ექიმების გარემოცვაში დავრჩი. "ქალაქი" უფრო რაიონულ ცენტრს ჰგავს, სადაც სულ რამდენიმე ასფალტიანი ქუჩაა. დენი, წყალი და პროდუქტი მუდმივად დეფიციტია. იქ მთავარი ღირსშესანიშნაობა 1 კმ-იანი ხიდია მდინარე ზამბეზიზე, რომელსაც ბოლო 50 წლის განმავლობაში რესტავრაცია პირველად ჩემი აქ ყოფნისას ჩაუტარდა. აქამდე ზედ მანქანით გადასვლა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლებოდა. პაციენტების გადმოყვანას დილამდე ვერ ვახერხებდით, ავადმყოფი ნათესავებს საკაცით გადმოჰყავდათ... ხიდთან XIV საუკუნის დროინდელი პორტუგალიური პორტი მდებარეობს, რომელიც ადგილობრივებისთვის კოლონიური რეჟიმის სიმბოლოა.

მოსახლეობის უმეტესობას განათლება არ აქვს, რადგან სკოლები მხოლოდ აქა-იქ არის. მოზამბიკელთა უმეტესობამ შიდსის ვირუსის შესახებ არაფერი იცის, რადგან მისთვის რაც უხილავია - არ არსებობს. არადა, იქ ისტორიულად პოლიგამია არსებობს, ერთ მამაკაცს იმდენი ცოლი ჰყავს, რამდენიც მოესურვება. შედეგად კი, მოზამბიკის პროვინციებში ყოველი მესამე შიდსით არის დაინფიცირებული.

- მათთან პროფესიული ურთიერთობა არ გაგიძნელდათ?

- თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შევეჩვიე. ზოგადად აქ ყოფნისას მივხვდი, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა... ჩვენი საცხოვრებელი სახლი მათ მიწურთან შედარებით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო. თუმცა, წყალი და დენი მხოლოდ "ბედნიერ შემთხვევებში" გვქონდა. როცა ონკანში წყალი მოდიოდა, მდინარის ფლორის გარდა, ცოცხალი ლიფსიტები მოჰყვებოდა. მისი დალევა გაფილტვრისა და 2-3-ჯერ გადადუღების შემდეგაც სარისკო იყო. თუმცა, ეს არაფერია იმ პრობლემებთან შედარებით, რაც პაციენტებთან ურთიერთობისას მექმნებოდა. კლინიკაში კვირაობით არ გვქონდა აუცილებელი მოხმარების მედიკამენტები, ანტიბიოტიკები და ანალგეტიკები. თვალებს არ ვუჯერებდი, რა სასწაულებს ახდენდა პარაცეტამოლი და პენიცილინი. მათი მოხმარების დოზები აღარც კი მახსოვდა. კიდევ კარგი, ამ მედიკამენტების უკუჩვენება თითქმის უმნიშვნელოა... ადგილობრივებს ტკივილის მოთმენის საოცარი, თითქმის არაადამიანური უნარი შესწევთ. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. არ არსებობს მათზე მადლიერი, მომთმენი და დამჯერი პაციენტი, მთავარია, "შეიჩვიო" და "მოითვინიერო". მახსოვს ერთი გოგონა, რომელიც რაღაცას დაუკბენია. ისევ და ისევ საჭირო მედიკამენტების უქონლობის გამო, ღრმა ჭრილობის ამოწმენდამ ლამის ველურ პირობებში მომიწია. გოგონა კბილს კბილზე აჭერდა, რომ ტკივილი მოეთმინა. გაოცებულმა ვუთხარი, იყვირე და მოგეშვება-მეთქი, მაგრამ ლამის ოპერაციასთან გათანაბრებულმა პროცედურამ უხმაუროდ ჩაიარა.

მოზამბიკელ სამედიცინო პერსონალს კლინიკაში ჰორმონებისა და ოპიატების (ნარკოტიკული ნივთიერების სახეობა) გამოყენება მე დავაწყებინე. შედეგად ჰოსპიტალში სიკვდილიანობა ერთი წლის სტატისტიკით 3-ჯერ შემცირდა.

ადგილობრივების სხეულის დაზიანებისა და ფიზიკური ტრავმის ყველაზე ხშირი მიზეზი ნიანგის, გველისა და ჰიპოპოტამის თავდასხმაა. თუმცა, ბევრი ისეთი ოპერაციის გაკეთებაც მიწევდა, რომელსაც ცივილიზებული ქვეყნების სამედიცინო სასწავლებლებში აღარც კი ასწავლიან.

- რას გულისხმობთ?

- ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარულია ხალხური მედიცინა. ხშირ შემთხვევაში, ჩვენთან პაციენტი ჯადოქარ-მკურნალის ე.წ. კურანდეიროს ხელში გავლის შემდეგ ხვდებოდა. მოზამბიკელი "დასტაქრები" ყველაზე ხშირად მუცლის ტკივილს "მკურნალობენ", რადგან იქაურები საკვებს წარმოუდგენელი, ლამის გამოუცნობი ინგრედიენტებისგან ამზადებენ ანუ ყველაფერს ჭამენ, რაც მოძრაობს და დაცოცავს. უმეტესწილად უმი ხორცით იკვებებიან, რაც სპაზმურ ტკივილს იწვევს. კურანდეირო კი ტკივილის მოსახსნელად სიცოცხლისთვის შეუთავსებელ ე.წ. აგრესიულ მჟავას იყენებს. მისი შემადგენლობა გასაიდუმლოებულია. სითხის მიღების შედეგად, პაციენტს ნაწლავები ისე "უდნება", რომ ქირურგიული გაკერვა შეუძლებელია. "გამდნარი" ნაწლავები და დაავადებული ორგანოები ჩემთვის კურანდეიროს "საფირმო" ნიშნად იქცა... მასობრივია პარაზიტული დაავადებები, რომლებიც მოსკიტებს გადააქვთ და სპილოვნებას ანუ კიდურებში ლიმფოსტაზსა და გიგანტურ ჰიდროცელესს, სათესლე პარკის წყალმანკებს იწვევს ანუ მამაკაცის სათესლე პარკი 3-ლიტრიან ქილებზე დიდია. თუმცა, ადგილობრივებისთვის ეს პრობლემა კი არა, საამაყო ფიზიკური თვისებაა, რადგან ტრადიციების მიხედვით, დიდი სასქესო ორგანოს მფლობელი, ადგილობრივ ტომში ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობს... ერთხელ ერთი ასაკოვანი კურანდეირო მომიყვანეს, რომლის სათესლე პარკიც 6-ლიტრიანი ჭურჭლის ზომის იყო და სიარული უჭირდა. ავადმყოფი მკურნალობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ ფიზიკურმა მდგომარეობამ "ვიზუალური სილამაზე" დაათმობინა. თუმცა, მაინც მტრული თვალებით მიყურებდა... ვხუმრობ...

- ნიკა, დაგაწინაურეს, არა?

- დიახ, მოზამბიკის დედაქალაქ მაპუტუში გადავედი, სადაც ცხოვრების უკეთესი პირობებია. ამჟამად სამხრეთაფრიკული კომპანიის African Medical Investment Plc-ს, თანამედროვედ აღჭურვილ ჰოსპიტალში ვმუშაობ და ვხვდები, რისთვის გამიძლია ტეტში ყოფნისას... საბედნიეროდ, იქიდან უვნებელი წამოვედი. ვინაიდან მაპუტუ ინდოეთის ოკეანის პირასაა, კლიმატური პირობებიც უკეთესია. ერთი წელი ქირურგად ვიმუშავე, შემდეგ კი საოპერაციო განყოფილების უფროსად გადამიყვანეს და მიმღები განყოფილებაც ჩამაბარეს. ჩვენს განკარგულებაშია რეანიმაციული სასწრაფო დახმარების ორი მანქანაც. ისეთი დატვირთვით ვმუშაობთ, რომ ფაქტობრივად, კლინიკაში ვცხოვრობ. ზოგადქირურგიულ ოპერაციებს, ლაპარასკოპიასა და დიაგნოსტიკურ ექოსკოპიას ვაკეთებ, ბევრი პრეტენზიული პაციენტი მყავს, მაგრამ ასეთები ამიტანია?!. ჰოსპიტალში ექიმთა ინტერნაციონალური ჯგუფი მუშაობს - ინდოელები, ფილიპინელები, კუბელები, პორტუგალიელები, უკრაინელები, სამხრეთაფრიკელები, მოზამბიკელები და მე - ერთადერთი ქართველი.

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

- კი, როგორ არა?!. როგორც ვიცი, საქართველოში ბევრი თანამედროვე სტანდარტის საავადმყოფო აშენდა... ტელეკომპანია CNN-ზე საქართველოზე გადაღებული კლიპი ვნახე, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ტრიალებდა... ისე გამიხარდა, ყველა თანამშრომელს გავაგებინე, ეს ჩემი სამშობლოა-მეთქი. გაუკვირდათ, ასეთ ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობო?.. ისე კი, მეც შემეპარა ეჭვი, დუბაის ხომ არ აჩვენებენ-მეთქი, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, ჩემი ქალაქის ხედები ვიცანი... ერთადერთი სურვილი მაქვს, ამ წლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"