საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორნელა მუტი: "55 წლის ვარ და კიდევ ერთი შვილი მინდა"
ორნელა მუტი: "55 წლის ვარ და კიდევ ერთი შვილი მინდა"

იტა­ლი­ელ­მა ვარ­სკვლავ­მა ორ­ნე­ლა მუ­ტიმ კი­დევ ერთხელ იპო­ვა ქა­ლუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა - ამ­ჯე­რად ფრანგ მი­ლი­არ­დერ ფაბ­რის კე­რერ­ვეს­თან. მისი ახა­ლი ქმა­რი ინ­ტერ­ნეტ-ბუ­ტი­კე­ბის ქსე­ლის მე­პატ­რო­ნეა. ვარ­სკვლავ­მა სამი წლის წინ გა­წყვი­ტა ურ­თი­ერ­თო­ბა პლას­ტი­კურ ქი­რურგ სტე­ფა­ნო პი­კო­ლოს­თან, რო­მელ­თა­ნაც ბოლო ათი წელი ცხოვ­რობ­და. ამ დღე­ებ­ში მსა­ხი­ო­ბი ყა­ზან­ში მი­იწ­ვი­ეს კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე და სწო­რედ იქ "ჩა­უ­საფ­რდნენ" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.

- თქვენ არა მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, არა­მედ სამი შვი­ლის დედა და ბე­ბი­აც ხართ. ალ­ბათ ბევ­რი დრო არ გრჩე­ბათ ახ­ლობ­ლე­ბის­თვის...

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი სა­სი­ცო­ცხლო სივ­რცე უკა­ვი­ათ. ჩემ­თვის ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა პირ­ველ ად­გილ­ზეა. ეს ულა­მა­ზე­სი სი­ტყვე­ბია - "ბედ­ნი­ე­რი დედა". და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შე­მიძ­ლია ეს ვთქვა სა­კუ­თარ თავ­ზე. თუმ­ცა აღ­ვნიშ­ნავ, რომ დე­დო­ბა რთუ­ლია, მით უმე­ტეს სამი შვი­ლის. სუ­ლაც არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ ხარ: მსა­ხი­ო­ბი, ბიზ­ნე­ს­ქალ­ბა­ტო­ნი თუ დი­ა­სახ­ლი­სი. ძნე­ლია იმის ცქე­რა, რო­გორ იტან­ჯე­ბი­ან შენი შვი­ლე­ბი, როცა მათ რა­ღაც არ გა­მოს­დით. თუმ­ცა, მარ­თა­ლი გი­თხრათ, კი­დევ ერთი შვი­ლი მინ­და. იმი­ტომ, რომ ბავ­შვი ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფია. თუმ­ცა იმავდრო­უ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ჩა­დე­ბა ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და როცა ბავ­შვი ჩნდე­ბა, ორად უნდა გა­იხ­ლი­ჩო. ამი­ტომ ახლა ეს ჩემ­თვის რთუ­ლი სა­კი­თხია.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად თქვე­ნი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია ცნო­ბი­ლი, ნა­ი­კე, რო­მე­ლიც სა­ოც­რად გგავთ და ასე­ვე იღე­ბენ კი­ნო­ში. მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი კა­რო­ლი­ნა და ვაჟი ან­დრეა რას აკე­თე­ბენ?

- უფ­რო­სი მარ­თლაც ცდი­ლობს მსა­ხი­ო­ბო­ბას, თუმ­ცა, გარ­და ამი­სა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი დე­დაც არის. მე­ო­რე 19 წლი­საა და ჯერ არა­ფე­რი გა­და­უ­წყვე­ტია. შე­იძ­ლე­ბა, კა­რო­ლი­ნა მსა­ხი­ო­ბი გახ­დეს, სლა­ვუ­რი ნაკ­ვთე­ბი აქვს - მე ხომ რუ­სუ­ლი ფეს­ვე­ბი მაქვს დე­დის ხა­ზით. თუმ­ცა ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი საქმრო ჰყავს. რაც შე­ე­ხე­ბა ან­დრე­ას, ის ჯერ კი­დევ პა­ტა­რაა, სკო­ლა­ში სწავ­ლობს და ასე­ვე უნდა მსა­ხი­ო­ბო­ბა.

- ეკ­რან­ზე ხში­რად ჩნდე­ბო­დით შიშ­ვე­ლი, თა­მა­მი სცე­ნე­ბი გქონ­დათ, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვა იყო?

- შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ჩე­მამ­დე იტა­ლი­ურ კი­ნო­ში თით­ქმის არა­ვის გა­უხ­დია. თუმ­ცა არ მნდო­მე­ბია ვინ­მეს გა­ოგ­ნე­ბა ან შეც­ბუ­ნე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც მიყ­ვარს კი­ნო­ში შიშ­ვე­ლი სცე­ნე­ბი, თუმ­ცა ყო­ველ­თვის თვი­თონ ვთა­მა­შობ, დუბ­ლი­ო­რე­ბის გა­რე­შე.

- თა­მა­მი ქალი ხართ?

- არა, ყო­ველ­თვის მორ­ცხვი ვი­ყა­ვი და დღემ­დე ასე­თი ვარ. სულ ვცდი­ლობ­დი სა­დღაც კუ­თხე­ში მივ­კუნ­ჭუ­ლი­ყა­ვი და სხვე­ბის­თვის მე­ყუ­რე­ბი­ნა. ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც არ მომ­წონ­და ადა­მი­ა­ნებ­ში, ვცდი­ლობ­დი სა­კუ­თარ თავ­ში მე­პო­ვა და ამის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი. ხოლო რაც მომ­წონ­და, ის შე­მე­ძი­ნა.

- შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, რა არის ამის მი­ზე­ზი?

- სა­ერ­თოდ არ ვე­კა­რე­ბი ალ­კოჰოლს, იმი­ტომ, რომ ვხე­დავ, ეს პი­როვ­ნე­ბის დე­ფორ­მი­რე­ბას ახ­დენს, სა­ხეც კი მეც­ვლე­ბა. არ ვე­წე­ვი, ვცდი­ლობ ბევ­რი ვი­ძი­ნო, ყო­ველ­დღე ვვარ­ჯი­შობ მსუ­ბუ­ქად, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც ჩემ­თვის არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

- მა­ინც რა ალა­მა­ზებს ქალს: ხიბ­ლი, გე­მოვ­ნე­ბით ჩაც­მა?

- ხიბ­ლი, ეს იღ­ბლის სა­კი­თხია, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამა თუ იმ დო­ზით ის ყვე­ლა ქალ­შია. და ყვე­ლა ქალი თა­ვი­სე­ბუ­რად მომ­ხიბ­ვლე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩა­მოთ­ვა­ლეთ, ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რია. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი ცხოვ­რე­ბა სი­ნათ­ლეს ას­ხი­ვებს. ეს სი­ნათ­ლეა სწო­რედ ის, რა­საც სი­ლა­მა­ზეს ვუ­წო­დებთ. მე, მა­გა­ლი­თად, ეს სი­ნათ­ლე ბუ­დიზ­მის მეშ­ვე­ო­ბით და­ვი­ნა­ხე, ია­პო­ნუ­რი ბუ­დიზ­მის მიმ­დე­ვა­რი ვარ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ორნელა მუტი: "55 წლის ვარ და კიდევ ერთი შვილი მინდა"

ორნელა მუტი: "55 წლის ვარ და კიდევ ერთი შვილი მინდა"

იტალიელმა ვარსკვლავმა ორნელა მუტიმ კიდევ ერთხელ იპოვა ქალური ბედნიერება - ამჯერად ფრანგ მილიარდერ ფაბრის კერერვესთან. მისი ახალი ქმარი ინტერნეტ-ბუტიკების ქსელის მეპატრონეა. ვარსკვლავმა სამი წლის წინ გაწყვიტა ურთიერთობა პლასტიკურ ქირურგ სტეფანო პიკოლოსთან, რომელთანაც ბოლო ათი წელი ცხოვრობდა. ამ დღეებში მსახიობი ყაზანში მიიწვიეს კინოფესტივალზე და სწორედ იქ "ჩაუსაფრდნენ" ჟურნალისტები.

- თქვენ არა მხოლოდ ცნობილი მსახიობი, არამედ სამი შვილის დედა და ბებიაც ხართ. ალბათ ბევრი დრო არ გრჩებათ ახლობლებისთვის...

- მიუხედავად ამისა, მათ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სასიცოცხლო სივრცე უკავიათ. ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა პირველ ადგილზეა. ეს ულამაზესი სიტყვებია - "ბედნიერი დედა". და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ეს ვთქვა საკუთარ თავზე. თუმცა აღვნიშნავ, რომ დედობა რთულია, მით უმეტეს სამი შვილის. სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ: მსახიობი, ბიზნესქალბატონი თუ დიასახლისი. ძნელია იმის ცქერა, როგორ იტანჯებიან შენი შვილები, როცა მათ რაღაც არ გამოსდით. თუმცა, მართალი გითხრათ, კიდევ ერთი შვილი მინდა. იმიტომ, რომ ბავშვი ყოველთვის სიყვარულის ნაყოფია. თუმცა იმავდროულად აუცილებელია ბევრი სიყვარულის ჩადება ქმართან ურთიერთობაში და როცა ბავშვი ჩნდება, ორად უნდა გაიხლიჩო. ამიტომ ახლა ეს ჩემთვის რთული საკითხია.

- ყველაზე მეტად თქვენი უფროსი ქალიშვილია ცნობილი, ნაიკე, რომელიც საოცრად გგავთ და ასევე იღებენ კინოში. მეორე ქალიშვილი კაროლინა და ვაჟი ანდრეა რას აკეთებენ?

- უფროსი მართლაც ცდილობს მსახიობობას, თუმცა, გარდა ამისა, შესანიშნავი დედაც არის. მეორე 19 წლისაა და ჯერ არაფერი გადაუწყვეტია. შეიძლება, კაროლინა მსახიობი გახდეს, სლავური ნაკვთები აქვს - მე ხომ რუსული ფესვები მაქვს დედის ხაზით. თუმცა ახლა შეყვარებულია და ძალიან ეჭვიანი საქმრო ჰყავს. რაც შეეხება ანდრეას, ის ჯერ კიდევ პატარაა, სკოლაში სწავლობს და ასევე უნდა მსახიობობა.

- ეკრანზე ხშირად ჩნდებოდით შიშველი, თამამი სცენები გქონდათ, ეს საზოგადოების გამოწვევა იყო?

- შეიძლება, იმიტომ, რომ ჩემამდე იტალიურ კინოში თითქმის არავის გაუხდია. თუმცა არ მნდომებია ვინმეს გაოგნება ან შეცბუნება. სიმართლე გითხრათ, არც მიყვარს კინოში შიშველი სცენები, თუმცა ყოველთვის თვითონ ვთამაშობ, დუბლიორების გარეშე.

- თამამი ქალი ხართ?

- არა, ყოველთვის მორცხვი ვიყავი და დღემდე ასეთი ვარ. სულ ვცდილობდი სადღაც კუთხეში მივკუნჭულიყავი და სხვებისთვის მეყურებინა. ყველაფერი ის, რაც არ მომწონდა ადამიანებში, ვცდილობდი საკუთარ თავში მეპოვა და ამისგან გავთავისუფლებულიყავი. ხოლო რაც მომწონდა, ის შემეძინა.

- შესანიშნავად გამოიყურებით, რა არის ამის მიზეზი?

- საერთოდ არ ვეკარები ალკოჰოლს, იმიტომ, რომ ვხედავ, ეს პიროვნების დეფორმირებას ახდენს, სახეც კი მეცვლება. არ ვეწევი, ვცდილობ ბევრი ვიძინო, ყოველდღე ვვარჯიშობ მსუბუქად, სპეციალური პროგრამით, რომელიც ჩემთვის არის შემუშავებული.

- მაინც რა ალამაზებს ქალს: ხიბლი, გემოვნებით ჩაცმა?

- ხიბლი, ეს იღბლის საკითხია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამა თუ იმ დოზით ის ყველა ქალშია. და ყველა ქალი თავისებურად მომხიბვლელია. ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, ძალიან სუბიექტურია. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის შინაგანი ცხოვრება სინათლეს ასხივებს. ეს სინათლეა სწორედ ის, რასაც სილამაზეს ვუწოდებთ. მე, მაგალითად, ეს სინათლე ბუდიზმის მეშვეობით დავინახე, იაპონური ბუდიზმის მიმდევარი ვარ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება