საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ჩინეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ომში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხა­რეს მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო, ჩი­ნე­თის ელჩი უწყე­ბა­ში და­ი­ბა­რა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ევ­გე­ნი პე­რე­ბი­ნის­მა მა შენ­კუნს გა­ნუ­ცხა­და, რომ ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომში და ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ში სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს და პარტნი­ო­რო­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

უკ­რა­ი­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­მა ასე­თი ფაქ­ტე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩი­ნურ მხა­რეს გა­დას­ცეს, დიპ­ლო­მა­ტებ­მა კი პე­კინს მო­უ­წო­დეს, შე­წყვი­ტოს რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რა მის აგ­რე­სი­ა­ში.

„ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო აფა­სებს ჩი­ნეთ­თან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას და მო­ე­ლის, რომ ჩი­ნე­თი თავს შე­ი­კა­ვებს ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­გან, რომ­ლებ­მაც მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს“, - აცხა­დე­ბენ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჩინეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ჩინეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ომში რუსეთის ფედერაციის მხარეს მისი მოქალაქეების მონაწილეობის გამო, ჩინეთის ელჩი უწყებაში დაიბარა, - ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საგარეო მინისტრის მოადგილემ ევგენი პერებინისმა მა შენკუნს განუცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში და ჩინური კომპანიების მონაწილეობა რუსეთში სამხედრო პროდუქციის წარმოებაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პარტნიორობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა ასეთი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჩინურ მხარეს გადასცეს, დიპლომატებმა კი პეკინს მოუწოდეს, შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა მის აგრესიაში.

„ჩვენი სახელმწიფო აფასებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მოელის, რომ ჩინეთი თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებმაც მომავალში შეიძლება ზიანი მიაყენოს ორმხრივ ურთიერთობებს“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.