მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახლი გადაეცათ - რა ინფორმაციას აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (ფოტო)
საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახლი გადაეცათ - რა ინფორმაციას აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (ფოტო)

აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა, დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს, სახ­ლი გა­დას­ცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა ავ­რცე­ლებს.

  • მათი ცნო­ბით, ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ჭო­ლა­რი­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს პი­რა­დად შეხ­ვდა, კი­დევ ერთხელ მი­უ­სამ­ძიმ­რა და თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­და. შეხ­ვედ­რა­ზე სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ო­ნის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი და­ვით ვე­რა­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი მა­მუ­კა ცოტ­ნი­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

„უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ამ ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხის მი­მართ ჩვე­ნი თა­ნად­გო­მა და ყუ­რა­დღე­ბა. მომ­ხდა­რი ფაქ­ტი არა­მარ­ტო ამ ოჯა­ხის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტკი­ვი­ლი და ტრა­გე­დი­აა. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, იმ მძი­მე დღე­ებ­მა რო­გორ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა ჩვენ აფხაზ და-ძმებ­თან და დღე­ვან­დე­ლი დღეც ამ ერ­თო­ბის ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბაა.

მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ბა­ტონ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს და ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ბა­ტონ მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძეს ამ პრო­ცეს­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლის შე­ძე­ნა ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კოკ­ში, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის, ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე­ვე კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯახს სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კა გა­და­ე­ცა.

სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ჭო­ლა­რი­ე­ბის ოჯახ­ში ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მიმ­დი­ნა­რე წლის 5 იან­ვარს მოხ­და. დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახლი გადაეცათ - რა ინფორმაციას აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (ფოტო)

საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახლი გადაეცათ - რა ინფორმაციას აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (ფოტო)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს, სახლი გადასცა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

  • მათი ცნობით, ლევან მგალობლიშვილი ჭოლარიების ოჯახის წევრებს პირადად შეხვდა, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მამუკა ცოტნიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

„უმნიშვნელოვანესია ამ ახალგაზრდა ოჯახის მიმართ ჩვენი თანადგომა და ყურადღება. მომხდარი ფაქტი არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტკივილი და ტრაგედიაა. ყველას კარგად გვახსოვს, იმ მძიმე დღეებმა როგორ გაგვაერთიანა ჩვენ აფხაზ და-ძმებთან და დღევანდელი დღეც ამ ერთობის ერთგვარი გაგრძელებაა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს ამ პროცესში თანამონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, სახლის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა. ასევე კერძო კომპანიების მხარდაჭერით დაზარალებულ ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადაეცა.

სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: